You are on page 1of 3

კაზუსი №1

გიორგი ცხოვრობს საქართველოში და სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში. 2015 წელს,


მას ბაბუისგან მემკვიდრეობით ერგო თბილისში საცხოვრებელი ბინა. ( ეს არ დაიბეგრება,
რადგან გიორგი არის პირველი რიგის მემკვიდრე.)
ამავე წელს, გიორგიმ თავის დაბადების დღეზე მამისგან საჩუქრად მიიღო ავტომობილი,
რომლის საბაზრო ღირებლუებაც 10 000 ლარია. ( ეს არ დაიბეგრება, რადგან გიორგი არის
პირველი რიგის მემკვიდრე.)
2016 წელს, გიორგიმ გადაწყვიტა ოჯახი შეექმნა საფრანგეთის რეზიდენტ ნინასთან,
რომელსაც წინა საქორწინო საჩუქრის ნიშნად აჩუქა მის საკუთრებაში არსებული
ავტომობილი. (არ ვიცით, ქართული შემოსავალი თუ არა, რადგან არ ვიცით სად
გადაფორმდა ეს მანქანა.)
სამწუხაროდ, ქორწილი არ შედგა და გიორგიმ გადაწყვიტა ახალი ცხოვრების დასაწყებად
ამერიკაში წასულიყო, რა მიზნითაც 2016 წლის დეკემბერში 90,000 აშშ დოლარად გაყიდა
თბილისში არსებული საცხოვრებელი ბინა. (რადგან ერთი წელი არ გასულა, გაყიდვიდან
მიღებული ნამეტი დაიბეგრება. ნამეტი = 90 000 – ჩუქების დროს ბინის საბაზრო
ღირებულება.)
განსაზღვრეთ გიორგისა და ნინას საგადასახადო ვალდებულებები 2016 წლისთვის.

კაზუსი №2
ეკა არის შპს „ტუტსის“ მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც ხელფასის სახით ყოველთვიურად
იღებს 6,000 ლარის შემოსავალს. (უკვე დაბეგრილია გადახდის წყაროსთან.)
ეკა აქტიური თანამშრომელია და თავად გეგმავს კომპანიის პიარ აქციებს, რომლებიც 2016
წელს წარმატებული აღმოჩნდა. შპს „ტუტსიმ“ გადაწყვიტა მადლობის ნიშნად ეკას აჩუქოს
ორ კაციანი საგზური პარიზში, რომლის ღირებულება შეადგენდა 3,000 ლარს. (ამ
შემთხვევაში საჩუქარი ითვლება ხელფასად და უკვე დაბეგრილია.

ეკასთვის ასევე ხელმისაწვდომია შპს „ტუტსის“ სადაზღვეო მომსახურება, რომლის თვიური


პრემია შპს „ტუტსის“ 60 ლარი უჯდება. მიუხედავად ამისა, ეკას არასდროს უსარგებლია
მისი სადაზღვეო პოლისით. ???
განსაზღვრეთ, ეკას და შპს „ტუტსის“ საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო
გადასახადის ნაწილში 2016 წლის განმავლობაში.

კაზუსი №3
გვანცა სრული 2016 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია A-ში. მისი კონტრაქტის
მიხედვით ანაზღაურება 2 500 ლარია თვეში, გარდა ამისა იგივე კონტრაქტის მიხედვით
გვანცა დამქირავებლისგან ყოველთვიურად სარგებლობს კვების 200 ლარიანი პაკეტით.
ამასთან გვანცამ მუშაობის დაწყებისთანავე დამქირავებელი კომპანიისგან აიღო 10 000
ლარიანი სესხი 6 თვით, წლიურ 15%-ად. აღნიშნული სესხი და დარიცხული პროცენტი
თავის დროზე დაფარა.

გვანცა აგვისტოში 4 დღით წასული იყო ბათუმში მივლინებით. მისი სასტუმროში


ცხოვრების ხარჯები (400 ლარი) და მგზავრობის ხარჯები (100 ლარი) დაბრუნების მერე
აანაზღაურა დამქირავებელმა. გარდა ამისა გვანცას მისცეს სადღეღამისო ანაზღაურება
ბათუმში გატარებულ თითო დღეზე 40 ლარის ოდენობით.

სექტემბერში გვანცა ამჯერად უკვე მივლინებით იყო წასული პარიზში 1 კვირით. მას
გადაუხადეს მგზავრობის ხარჯი (600 ევრო - ეკონომ კლასის ბილეთის ღირებულება) და
მისცეს ბინის დაქირავებისთვის 890 ევრო, ხოლო სადღეღამისო მიზნებისთვის კი 600 ევრო
(ვალუტის კურსი შეადგენს 3 ლარი=1ევრო).

გამოთვალეთ გვანცას მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და საშემოსავლო


გადასახადის ოდენობა 2016 წლის განმავლობაში..

კაზუსი №4
შოთა ინდივიდუალური საწარმოს მესაკუთრეა. ქვემოთ მოცემულია მისი შემოსავლები 2016
წლის განმავლობაში:
- მისი შემოსავლები საქონლის რეალიზაციიდან შეადგენს 150 000 ლარს (ერთი და იგივე
საქონელი გაყიდა თითო პარტია 10 000–ად). დაიბეგრება 20 %ით (150 000 - ამ საქონლის
გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები.)
- ის ფლობს 30 %–იან წილს შპს ივერში, რომელმაც მესაკუთრეებზე წილის პროპორციულად
გაანაწილა 100 000 ლარი. დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. ის მიიღებს 28,5ს.
- შოთას ჰქონდა კრედიტი საქართველოს ერთერთ ბანკში 10 000 ლარი 15 %–ად, რომელიც
მას ეპატია ამ ბანკის გათამაშებაში გამარჯვების გამო. ვალის პატიება = ჩუქება. ნეტ = 1150.
გროს = 1150/0.8
- შოთას ინდივიდუალურმა საწარმომ თავის ძმას (ასევე ბიზნესითაა დაკავებული) მიყიდა
იგივე პარტია საქონლისა რაც ამ მაგალითის დასაწყისშია 50 000 ლარად (სულ 8 პარტია).
ურთიერთდამოკიდებულების გამო დააკლო, თორე ისე ჰო საბაზრო ფასი არის 8*10 000.
ამიტომ შემოსავალი გაიზრდება 80 000 ით, ფული 50 000ით.
- გარდა ამისა 2 პარტია იგივე საქონელი უფასოდ მიაწოდა თბილისის მერიას. ეს არ
იბეგრება, რადგან სახ. ორგანოა.
- ამავე წელს წელს უბედური შემთხვევის გამო სადაზღვევო კომპანიიდან მიიღო
სადაზღვევო ანაზღაურება 3000 ლარი. არ იბეგრება, ლიმიტი არ აქვს ჯანმრთელობის
დაზღვევას.
გმოთვალეთ:
ა) შოთას მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები.
ბ) შოთას საგადასახადო ვალდებულებები 2016 წელს.

You might also like