You are on page 1of 5

ძირითადი საშუალებები

17 განყოფილება

განმარტება_ ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები რომლებიც:

1. გამოიყენება პროდუქციის ან მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციისათვის,


იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. და
2. მოსალოდნელია რომ გამოიყენება ერთ წელზე მეტ ხანს.

აღიარება

ძირითადი საშუალების აღიარება ბალანსზე ხდება მაშინ როდესაც:


 ამ აქტივიდან მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის შემოსვლა
კომპანიაში; და
 აქტივის ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია საიმედოდ.

ძირითადი საშუალების შეფასება

ძირითადი საშუალების საწყისი შეფასება ხდება თვითღირებულებით, რომლის


კომპონენტებია:

 შესყიდვის ღირებულება_ ყველანაირი ფასდათმობის გამოკლებით, საბაჟო და სხვა


გადასახადების ჩათვლით უკანდაბრუნებადი გადასახადების გარდა.
 აქტივის ადგილამდე მიტანის და და დანიშნულების მიხედვით გამოსაყენებლად
მზადყოფნაში მოყვანის პირდაპირი დანახარჯები.

 მაგალითად: დაქირავებით მომუშავე პირთა ხელფასები , რაც


დაკავშირებულია აქტივის შეძენას ან მშენებლობასთან, როდესაც საკუთარი
ძალებით ხდება აქტივის წარმოება.
 ადგილის მომზადების ხარჯი;
 ტრანსპორტირება ადგილამდე და გადმოტვირთვა;
 მონტაჟი და აწყობა;
 საცდელი გაშვების და ტესტირების დანახარჯები(გამოშვებული პროდუქციის
გაყიდვის ღირებულების გამოკლებით,თუ გაიყიდა)
 პროფესიონალის ანაზღაურება(მექანიკოსი, არქიტექტორი, ინჯინერი)
 სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები (ბასს 23 -ის
მიხედვით და არა მსს ფასს-ით)
 აურიდებელი ხარჯების პირველადი შეფასება, რომლებიც წარმოიშვება
აღნიშნული აქტივის დემონტაჟის დროს ან ტერიტორიისთვის პირველადი სახის
დასაბრუნებლად.

თანამშრომელთა ტრენინგის ხარჯები იმავე პერიოდში აისახება მ/ზ უწყისში. აქტივის


შეძენის მოსამზადებელი სამუშაოების დანახარჯები არ კაპიტალიზირდება.

თუ ძირითადი საშუალება შექმნილია კომპანიაში მაშინ მისი თვითღირებულება წარმოებაზე


გაწეული პირდაპირი დანახარჯების ტოლია. (ზუსტად ისე გაიანგარიშება როგორც
გასაყიდად გამიზნული აქტივის, მარაგის მშენებლობის დროს)

(მაგალითი 1,2,3 )

მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული ძირითადი საშუალებები უნდა აღიარდეს


მიღების თარიღისთვის არსებული რეალური(საბაზრო) ღირებულებით.

ხანდახან აქტივის შეძენის ან აშენების მთლიანი დანახარჯების გადანაწილება ხდება


ძირითადი საშუალების სხვადასხვა კომპონენტზე, მათი ცალცალკე აღრიცხვის მიზნით.
მაგალითად: მიწა და შენობა, მიწა და მიწის კეთილმოწყობა.

ამოცანა 3ა

აღიარების შემდგომი დანახარჯები

შეძენის შემდგომი დანახარჯები შეიძლება იყოს:

1. ყოველდღიური სერვისის ხარჯები, რომელიც ხარჯად აღიარდება გაწევისთანავე.


2. რემონტის დანახარჯები, რომელიც უნდა დაიყოს ორ კატეგორიად: რემონტი
რომელიც აღადგენს აქტივის საწყის მწარმოებლურობას(ამ შემთხვევაში რემონტი
ხარჯად აღიარდება), ან რემონტი რომელიც მომავალ ეკონომიკურ სარგებელს
განაპირობებს (ამ შემთხვევაში რემონტი კაპიტალიზირდება).
3. კომპლექსური აქტივის კომონენტის შეცვლა(მაგ: ძრავის, ტურბინების, და ა.შ. ). ამ
შემთხვევაში ხდება კომპონენტის ჩამოწერა საბალანსო ღირებულებით და ახალი
კომპონენტის აღიარება თუ ის აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს. თუ
შეცვლილი ნაწილი ცალკე ბალანსზე არ იყო აღიარებული მაშინ ითვლება რომ მას
ჰქონდა იგივე ღირებეულება რაც ახალ ნაწილს 0 მდე გაცვეთილია და ახალი
ნაწილის ღირებულება კაპიტალიზირდება თუ ის აკმაყოფილებს აღიარების
კრიტერიუმს.
4. გენერალური ინსპექციის, რევიზიის დანახარჯები, თუ აკმაყოფილებს აღიარების
კრიტერიუმს მაშინ კაპიტალიზირდება.

მაგალითი 4 და 5
ცვეთა

ძირითადი საშუალების თვითღირებულების ან გადაფასებული ღირებულების ხარჯებში


გადატანა ხდება მომსახურების ვადის განმავლობაში სისტემატიური განაწილების ბაზაზე.

მომსახურების ვადის და სალიკვიდაციო ღირებულების შეფასება ხდება მენეჯმენტის მიერ


და სავალდებული გადახედვას ექვემდებარება ყოველწლიურად.

მომსახურების ვადის შეფასებისას გაითვალისწინება აქტივის ტექნიკური სიმძლავრე,


ფიზიკური ცვეთა, ტექნოლოგიური პროგრესი, იმ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე
მოთხოვნის ცვლილება რისი წარმოებაც ამ ძირითადი საშუალებით ხდება, აქტივის
გამოყენების ლეგალური შეზღუდვები.

მომსახურების ვადა შეიძლება იყოს ეკონომიკურ ვადაზე ნაკლები.

ცვეთის დარიცხვა იწყება როდესაც აქტივი მზად არის დანიშნულების მიხედვით


გამოსაყენებლად. არ არის აუცილებელი რომ ის იყოს ექსპლუატაციაში.

ცვეთის დარიცხვა წყდება როცა ხდება აქტივის აღიარების შეწყვეტა(ჩამოწერის ან გაყიდვის


შემთხვევაში) ან როდესაც ხდება მისი გადატანა გასაყიდი აქტივს მუხლში და მისი აღრიცხვა
გრძელდება ფასს 5-ის მიხედვით.

მომსახურების ვადის ან სალიკვიდციო ღირებულების შეფასებების ცვლილების აღრიცხვა


არ ხდება რეტროსპექტულად.

არსებობს ცვეთის სხვადასხვა მეთოდი, რომელსაც ასევე მენეჯმენტი ირჩევს, აქტივის


გამოყენებიდან მისაღები ეკონომიკური სარგებლის ინტენსიურობის მიხედვით.

ცვეთის დარიცხვა აქტივის რეალური ღირებულების შემცირებას არ ნიშნავს.

ცვეთის მეთოდები

თანაბარი(წრფივი) მეთოდი

დაჩქარებული მეთოდი.

წარმოებულ ერთეულთა მეთოდი.

მაგალითი 6,7

აღიარების შემდგომი შეფასება


კომპანიას შეუძლია აირჩიოს თვითღირებულების მოდელსა და გადაფასებული
ღირებულების მოდელს შორის. ამ უკანასკნელის არჩევა დაშვებულია მაშინ როცა რეალური
ღირებულების შეფასება საიმედოდ არის შესაძლებელი. გადაფასება გამოყენებულ უნდა
იქნეს ძირითად საშუალებათა მთელი კლასის მიმართ, როგორიცაა :

მიწა, შენობები, მოწყობილობები, მანქანა-დანადგარები, თვითმფრინავები, ავტომობილები,


ოფისის აღჭურვილობა, ავეჯი და ა.შ.

გადაფასების მოდელიდან ისევ თვითღირებულების მოდელზე დაბრუნება შესაძლებელია


მხოლოდ ამ შემთხვევაში ყველა აფასების რევერსი მოხდება და საწყისი ნაშთებიც უნდა
შეიცვალოს, გაუნაწილებელი მოგებაც შესწორდება.

თვითღირებულების მოდელი

აქტივის შეფსება ხდება თვითღირებულებისა და ამ მომენტისათვის დაგროვილ ცვეთასა და


გაუფასურების ზარალს შორის სხვაობით.

გადაფასებული ღირებულების მოდელი

აქტივის შეფსება ხდება გადაფასებულ ღირებულებასა და შესაბამის დაგროვილ ცვეთასა და


გაუფასურების ზარალს შორის სხვაობით.

ამ დროს ნულდება დაგროვილი ცვეთა და აქტივი ადის ახალ რეალურ ღირებულებამდე.


შეფასდება სალიკვიდაციო და ნარჩენი ღირებულება და იწყება ისევ ცვეთა. გადაფასებული
ღირებულება აისახება გადაფასების რეზერვში და სურვილის არსებობის შემთხვევაში
გადაიტანება ყოველწლიურად გაუნაწილებელ მოგებაში და გაყიდვის დროს მთლიანად
ამორტიზირდება. ან მხოლოდ გაყიდვის დროს ამორტიზირდება. თუ არ გვაქვს ასეთი
გადატანის სურვილი ან ამ აქტივს არ ვიყენებთ მაშინ არც რეზერვს არ ვუკეთებთ
ამორტიზაციას.

ეს მოდელი გამოიყენება მაშინ როდესაც რეალური ღირებულების განსაზღვრა საიმედოდ


არის შესაძლებელი.

გადაფასებულ აქტივს ისევ დაერიცხება ცვეთა თუ ის არ არის მიწა.

ამოცანა 10,11,12,13

აღიარების შეწყვეტა

როცა ძირითადი საშუალება გაიყიდება ან მისი გამოყენებიდან სარგებლის მიღების


შესაძლებლობა 0-ს უტოლდება, მაშინ ის უნდა მოვხსნათ აღრიცხვიდან და მიღებულ
ანაზღაურებასა და საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობა(შემოსულობა) აისახება მ/ზ
უწყისში, სხვა ხარჯებისა და შემოსავლების ნაწილში.
ამოცანა 8,9

ძირითადი საშუალების არაფულად აქტივზე გაცვლისას მიღებული ძირითადი საშუალება


აღირიცხება რეალური ღირებულებით, გარდა იმ შემთხვევისა როცა ამ გაცვლას აქვს
უმნიშვნელო ფინანსური შედეგი. თუ ძირითადი საშუალების რეალური ღირებულება არ
არის დადგენადი ან გაცვლას აქვს უმნიშვნელო ეკონომიკური შინაარსი, მაშინ მიღებული
ძირითადი საშუალება გასული ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულებისა და
დამატებული ფულადი ანაზღაურების ჯამით განისაზღვრება.

გაუფასურება

კომპანია ვალდებულია შეამოწმოს ძირითადი საშუალება გაუფასურებაზე მაშინ როდესაც


არსებობს გაუფასურების შიდა ან გარე ინდიკატორი, და თუ აქტივი გაუფასურდა მაშინ
სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და ანაზღაურებად ღირებულებას შორის არის
ზარალი და აისახება მ/ზ უწყისში, ხოლო აქტივის ღირებულება ჩამოდის ანაზღაურებად
ღირებულებამდე. ამ პროცესს არეგულირებს ცალკე განყოფილება_ აქტივების გაუფასურება.

You might also like