You are on page 1of 2

იჯარის აღრიცხვა

დროებით თავისუფალი ძირითადი ქტივები შეიძლება იჯარით იქნეს გაცემული,


შემოსავლების მიღების მიზნით ან/და აღებული იქნას იჯარით მატერიალურ ტექნიკური
ბაზის შესავსებად.
იჯარა არის მეპატრონის მიერ შემოსავლის მიღების მიზნით, სახელშეკრულებო პირობებით
ქონების გაცემა სხვა პირებზე დროებითი სარგებლობისთვის. პირი რომელიც ქონებას ირებს
იჯარით, ეწოდება მოიჯარე, ხოლო რომელიც გასცემს - მეიჯარე. მეიჯარესა და მოიჯარეს
შორის იაჯრით გაცემულ აქტივებთან დაკავშირებული რისკებისა და ეკონომიკური
სარგებლის განაწილების მიხედვთ, იჯარა კლასიფიცირდება ფინანსურ და საოპერაციო
იჯარად. სსბას-13-ით ფინანსური იჯარა გულისხმობს აქტიბთან დაკავშირებული ყველა
მნიშვნელოვანი რისკისა და ეკონომიკური სარგებლის გადაცემას მოიჯარეზე. საკუთრების
უფლება შეიძლება გადაეცეს ან არა. ფინანსურ იჯარად კლასიფიცირებას განაპირობებს
შემდეგი კრიტერიუმები, თუმცა სავალდებულო არ არის მათი ყველას შესრულება, რათა
ფინანსური იჯარის კლასიფიკაცია მიენიჭოს:
ა) იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოიჯარეს გადაეცემა აქტივი საკუთრების უფლება
იჯარის ვადის დამთვარების შემდეგ;
ბ) მოიჯარეს უფლება აქვს, აქტივი შეიძინოს ისეთი ფასით, რომელიც მოსალოდნელია, რომ
მნიშვნელოვნად დაბალი იქნება აქტივის რეალურ ღირებულებაზე, რომელიც აქტივს გააჩნია
უფლების გამოყენების მომენტში;
გ) იჯარის ვადა მოიცავს აქტივის ეკონომიკური მომსახურების ვადის ძირითად ნაწილს,
მაშინაც კი როდესაც საკუთრების ფლების გადაცემა არ ხდება.
დ) იჯარით გაცემულ აქტივებს აქვს სპეციფიკური შინაარსი და მხოლოდ მოიჯარეს შეუძლია
მათი გამოყენება, არსებითი მოდიფიკაციის გარეშე;
ე) იჯარით გაცემული აქტივების ჩანაცვლება სხვა აქტივით ადვილი არაა.
ფინანსური იჯარის არსებობის დამადასტურებელი არსებითი ნიშანი ის არის, რომ მოიჯარეს
გადაეცემა საიჯარო აქტივის გამოყენებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი, ან
მომსახურების პოტენციალი. ფინანსური იჯარის ვადის დასაწყისისათვის მოიჯარე აქტივს
აღიარებს და ასახავს საბალანსო ანგარიშებზე, აღრიცხავს ფინანსურ იჯარასთან
დაკავშირებულ ოპერაციებს და შედეგებს აღიარებს ფინანსურ ანგარიშგებაში.
ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა როგოეც მოიჯარესთან ისე
მეიჯარესთან იწყება იჯარის ვადის დასაწყისში. იჯარის ვადის დასაწყისია თარიღი,
რომლიდანაც მოჯარეს შეუძლია გამოიყენოს საიჯარო აქტივი და ეს წარმოადგენს იჯარის
თავდაპირველი აღიარების თარიღს. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს
აქტივის გამოყენების გაგრძელებას და იაჯრის დასაწყისში არსებულ გონებრივ რწმენას
იმისა, რომ მოიჯარე ისარგებლებს ამ უფლებით მაშინ იჯარის ვადა განისაზღვრება
ხელშეკრულებით გათვალისიწნებული დროის და დამატებითი მონაკვეთის ჯამით.
ფინასსური იჯარა მოიცავს ძირითადი აქტივის შეძენასა და სესხის მიღებას.
წმინდა საიჯარო ვალსებულება არის მთლიან საიჯარო ვალდეულებას გამოკლებული
ფინანსური ხარჯი. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში საიჯარო ვალდებულებები
უნდა გაიმიჯნოს მოკლევადიან და გრძელვადიან საიჯარო ვალდებულებებად.
საერთაშორისო სტანდარტებით ხელშეკრულება შეიძლება ითვალიწინებს აქტივის უკან
დაბრუნებას. აქტივს შეიძლება გააჩნდეს ნარჩენი ღირებულება რომლის ანაზღაურება
მოიჯარის მხრიდან გარანტირებულია ან/და არ არის გარანტირებული.
არაგარანტირებული ნარჩენი ღირებულება არის იჯარით აღებული აქტივების
სალიკვიდავიო ღირებულების ის ნაწილი, რომელის რეალიზაცია მეიჯარის მიერ
უზრუნველყოფილი არ არის. გარანტირებული ნარჩენი ღირებულება მეიჯარითვის არის
ვალდებულების ნარჩენი ღირებულების ის ნაწილი, რომელიც მოიჯარემ უნდა დაფაროს
აქტივის რეალური ღირებულებით.
ჩვეულებრივი (საოპერაციო) იჯრის შემთხვევაში ძირითად აქტივები რჩება მეიჯარის
ბალანსზე, ხოლო მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო გადასახდელები და მათზე
გაწეული სხვა დანახარჯები ხარჯებად იქნება აღიარებული.
საბიუჯეტო კლასიფიკაციით წარმოებული და არაწარმოებული აქტივების გაქრავებით
მიღებული შემოსავლები კლასიფიცირდება, როგორც რენტა და საქონლისა და მომსახურების
რეალიზაცია. რენტა არს შემოსავლები საკუთრებიდან, რომელიც მიიღება არაწარმოებული
აქტივების იჯარით ან გაქირავებით.
საოპერაციო იჯარის შესახებ მოიჯარეებმა უნდა გაამჟღავნონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) მომავალი მინიმალური საიჯარო გადასახდელების მთლიანი თანხა, რომელთა მიღება
მოსალოდნელია შეუქცევადი საოპერაციო იჯარის მიხედვით შემდეგი პერიოდებისათვის:
არაუგვაინეს ერთი წლისა; ერთი წლის შემდეგ და არა უგვიანეს ხუთი წლისა; ხუთი წლის
შემდეგ.
ბ) მოიჯარის არსებითი საიჯარო ხელშეკრულებების ზოგადი აღწერა, რომელიც მოიცავს,
მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ჩამონათვალით: 1)გადასახდელი პირობითი საიჯარო
ქირის განსაზღვრის საფუძველი 2) განახლების ან შესყიდვების უფლებების არსებობა და
პირობები და მასშტაბების გაზრდის პირობები, და საიჯარო ხელშეკრულებებით
გათვალიწინებული შეზღუდვები, რომლებიც ეხება ნამეტისა და სააქციო კაპიტალის
შენატანების უკუგებას დევიდენდებს ან ანალოგიურ განაწილებებს, დამატებით ვალს და
შემდგომ იჯარას.

სანდრო ქირია

You might also like