You are on page 1of 8

1.

ნასყიდობა გადახდის განვადებით

ნასყიდობა გადახდის განვადებით ნასყიდოხელშეკრულბის ნაირსახეობას წარმოადგენს .


ხელშეკრულება ძირითადად მომხამრებელთა უფლებების დაცვას ემხახურება .
განვადებითი ნასყიდობის მხარეებია გამყდველი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას
ეწევა და მყიდველი, რომელიც შეიძლება იყოს იურიდიული ან ფიზიკური პირი.

აღნიშნული ხელშეკრულებები ხასიათდება იმით, რომ ჩვეულებრივი ნასყიდობის


ხელშეკრულებისგან განსხვავებით გამყიდველი ვალდებულია ნივთი თანხის გადახდამდე
გადასცეს მყიდველს. მყიდველის მიერ თანხის გადახდა ხდება ნაწილ -ნაწილ დროის
გარკევულ მონაკვეთში, რომელიც გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებული
ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

განვადებითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა კანონით არის განსაზღვრული ,


რომელშიც გაწერილია ნაღდი გადახდის ოდენობა ანუ თანხა, რომელიც უნდა
გადაიხადოს მყიდველმა, დრო, რომლის მიხევდითაც მყიდველმა ნაწილ-ნაწილ უნდა
გადაიხადოს თანხა, პროცენტი, რომელიც ემატება განვათებით გადახდის დროს მთლიან
პროდუქტის ღირებულებას და ამ ხელშეკრულების ასლი რომელიც გამყიდველმა უნდა
გადასცეს მყიდველს.

ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად არის მასში დაცული


კანონით გათვალისწინებული ნორმები. თუ ხელშეკრულება დარღვევით იქნება
დადებული ეს არ გამოიწვევს ბათილობას მაგრამ ხელშეკრულება დადებულად ნივთის
გადაცემის მომენტში ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს
მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტის გარეშე.

თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია გამყიდველის უფლება უარი თქვას


ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევაში როცა მყიდველი არ ასრულებს მასზე ნაკისრ
ვალდებულებას მაგ: არ იხდის დათქმულ დროს თანხას. გამყიდველს უფლება აქვს უარი
თქვას ხელშეკრულებაზე. უარის თქმისას ორივე მხარე ვალდებულია დაუბრუნოს
ერთამნეთს რაც ხელშეკრულებით მიიღეს ანუ აღადგინონ ხელშეკრულებამდელი
მდგომარეობა, რასაც ეწოდება ორმხრივი რესიტუცია (აღდგენა).

2)თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება ,ამ უფლების


განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
გამოსყიდვის ხელშეკრულებაში მხარეებს უფლება აქვთ გაითვალისწინონ
პირობა,რომლის თანახმადაც გამყიდველს მიეცემა უფლება გარკვეული დროის გასვლის
შემდეგ გამოისყიდოს ნივთი.გამოსყიდვის უფლება გამყიდველი უფლებაა და არა
მოვალეობა,ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე , ე.ი . მის
სურვილეზეა დამოკიდებული გამოსყიდის თუ არა ნივთს.

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით,ამასთან,მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს


ის თანხა,რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე
სასარგებლო დანახარჯის შემდეგ,ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის
გამოკლება,რომლითაც შემცირდება საქონლის ღირებულება მის
გამოსყიდვამდე.საქონლის გამოსყიდვა ხდება თავდაპირველ ფასში .

მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააბრუნოს საკუთვნებელთან ერთად . მყიდველი


ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააბრუნოს საკუთვნებელთან ერთად. საკუთვნებელი არის
მოძრავი ნივთი,რომელიც,თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი ,მაგრსმ
განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის. მაგალითად,თუ ნასყიდობის
ხელშეკრულების საგანია საწარმო,რომელშიც იგულისხმება შენობა ,მანქანა –
დანადგარებითა და მოწყობილობით,მისი გამოსყიდვისას,მყიდველი ვალდებულია
დაუბრუნოს გამომსყიდველს საწარმო მთლიანობაში,კერძოდ,შენობა ,მანქანა –
დანადგარებითა და მოწყობილობით,რომლებიც საწარმოს საკუთვნებელს
წარმოადგენენ.

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა მან


უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი. საერთო წესის თანახმად,სამოქალაქო–
სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება მხოლოდ ზიანის მიმყენებლის
ბრალეული მოქმდების შემთხვევაში. 512– ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ივარაუდება,რომ ნივთის გაფუჭება მოხდა მყიდველის ბრალით.რაც შეეხება შეცვლას ,აქ
ივარაუდება,რომ ნივთი შეიცვალა იმავე დასახელების,მაგრამ უფრო დაბალი ხარისხის
ნივთით.

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი


ნივთი,ასეთი გასხვისება ბათილია.

გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს.ამ ვადის გაგრძელება


დაუშვებელია. ხანდაზმულობა არის ვადა,რომლის განმავლობაში პირს,რომლის
უფლებაც დაირღვა,შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან
დაცვა.კანონი ხანდაზმულობის საერთო ვადას განსაზღვრავს ათი წლით. სწორედ ასეთ
ვადას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 514–ე მუხლი,რომლის
თანახმადაც,გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს . ე . ი. ნასყიდობის
ხელშეკრულებაში,რომელიც დადებულია ნივთის გამოსყიდვის უფლებით ,გამოსყიდვის
უფლების ხანდაზმულობა არ უნდ აღემატებოდეს ხუთ წელს. ვადის გაგრძელება
დაუშვებელია.

3.გაცვლის ხელშეკრულებით თითოეული მხარე ვალდებულია გადასცეს მეორე


მხარეს ქონება საკუთრებაში. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლის ხელშეკრულება ისტორიუ
ლად წინ უსწრებდა ნასყიდობის სელშეკრულებას, გაცვლამ (პერ მუტაციო), როგორც
ხელშეკრულების ერთ-ერთმა სახემ, რომის სამართლის კონტრაქტების კლასიკურ
სისტემაში ადგილი ვერ ჰპო ვა, თუმცა შემდგომ რომის სამართლის განვითარების ეპოქაში
ნასყ იდობასა და გაცვლას მკვეთრად განასხვავებდნენ ერთმანეთისაგან. საბჭოთა
პერიოდში, გაცვლის, „გაცვლილობის“ ხელშეკრულება ფართოდ გამოიყენებოდა
სახელმწიფო ფონდში შემავალი ბინების გაცვლისას. იგი ფაქტიურად სახელმწიფო
ფონდის ბინების ნასყი დობის ერთგვარ საფარს წარმოადგენდა . თანამედროვე
სამოქალაქო ურთიერთობებში გაცვლის ხელმეკ რულების გამოყენების სფერო ერთობ
შეზღუდულია, თუ არ ჩავთვ ლით „ბარტერს“, რომელიც გაცვლის ხელშეკრულების ერთ-
ერთ სახეს წარმოადგენს და დღეისათვის ფართოდ გამოიყენება. გაცვლის
ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენ– სუალური ხელშეკრულებაა.
გაცვლის ხელშეკრულება ახლოს დგას ნასყიდობის ხელშეკრულებასთან, მაგრამ თავისი
სამართლებრივი ბუნებით მაინც განსხვავდება მისგან. ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან
განსახვავებით, გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდვე
ლად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ფაქტიურად
ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავე ბიო გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი .
გაცვლის ხელშეკრულების სუბიექტები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური , ასევე
იურიდიული პირები, ხოლო გაცვლის ხელშეკ რულების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი
ქონება, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს. გაცვლის
ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან. გა დასცენ ერთმანეთს ქონებაზე
საკუთრების უფლება. არის შემთხვევები, როდესაც გასაცვლელი ქონება . ტოლფასოვანი
არ არის, ასეთ შემთხვევაში ქონების ღირებულების ნაწილი შეიძლება ანაზღაურ ღეს
ფულით უძრავი ქონების გაცვლისას. გაცვლის ხელშეკრულებაში არ არის აუცილებელი .
დამატებით თანხა ხე მითითება ფულადი ერ თეულებით, რადგანაც გაცვლის
ხელშეკრულებაში ერთი ქონების ღირებულება, განისაზღვრება მეორე ქონებით .
მხარეების მიმართავენ რა გაცვლას, აშოთ თავისთავად განსაზღერავეს გასაცვლელი
ქონების ლირებულებაში.გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის
შესაბამისი წესები, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგებიან გაცვლის ხელშეკრულების წესებსა
და გაცვლის ხელშეკრულების არსს, კერძოდ, 521-523-ე მუხლებს. აღნიშნული
გამომდინარეობს იქი დან, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით გაცვლის
ხელშეკრულება მეტად წააგავს. ნასყიდობის ხელშეკრულებას. იგი , ისევე როგორც
ნასყიდობის ხელშეკრულება, ორმხრივი, სასყიდლიანი და კონსენ სუალურია . როგორც
გაცვლის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებ ის საგანია ქონება და ქონებრივი უფლებები ,
მაგრამ მათ შორის არსებობს ისეთი განსხვავება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას .
რომ გაცვლის ხელშეკრულება დამოუკიდებელ ხელშეკრულებად ჩაითვალოს. ამიტომაც
„გაცვლა“ - სამოქალაქო კოდექსში ცალკე თავადაა შეტანილი.

4.შეწირულობა
ჩუქება, როგორც უსასყიდლო ხელშეკრულება , არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას ,
რომელიც დასაჩუქრებლის მხრივ ქონებრივი ვალდებულების შესრულებასთან იქნება
დაკავშირებული. მაგ: ბინის გაჩუქებისას არ შეიძლება დასაჩუქრებულისგან ბინაში
ჩატარებული ახალი რემონტის ღირებულების მითხოვნა. მსგავს შემთხვევაში
ხელშეკრულება უსასყიდლო ხასიათს კარგავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ ჩუქების
ხელშეკრულებით საერთოდ არ შეიძლებოდეს რაიმე პირობის გათვალისწინება . მხარეებს
შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე , რომ ჩუქების ხელშეკრუკების ნამდვილობა
დამოკიდებული იყოს რომელინე კონკრეტული პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული
მიზბის მიღწევაზე . პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩუქრად მიღებული ქონების
სარგებლობის ან მართვის წესს. მაგალითად, შეიძლება მჩუქებელმა დასაჩუქრებული
დაავალდებულის საჩუქრად მიღებული მიწის ნაკვეთის შემოსავლების განსაზღვული
ნაწილი გადასცეს რომელიმე ცნობილ პიროვნებას ან ნაჩუქარი სახლის ერთი ოთახი
დატოვოს კონკრეტული პიროვნების სარგებლობაში. პირობით დადებული
ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს, თუ პირობა არ იქნა შესრულებული . ჩუქების
ხელშეკრულების დადებას შეიძლება საფუძვლად დაედოს განსაზღვრული მიზნის
მიღწევაც. მაგ: მჩუქებელმა შეიძლება ქონება გაასაჩუქროს იმ პირობით, თუ
დასაჩუქრებული მას გამოიყენებს ოჯახის ავადმყოფი წევრის ჯანმრთელობის
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად . ხელშეკრულების მიზანი შეიძლება იყოს საერთო -
სარგებლობაც. ასეთ ჩუქებას შეწირული ეწოდება. მის თავისებურებას წარმოადგენს
ის,რომ დასაჩუქრებული არის პირთა გარკვეული ჯგუფი, ჩვეულებრივ, იურიდიული პირი ,
რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია . ჩუქების მიზანია კეთილი საქმის ,
ქველმოქმედების განხორციელება. ამიტომაც ქონებიც ჩუქება სახელმწიფოსთვის ,
ქალაქისთვის, სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულებისთვის და ა.შ. ჩაითვლება
შეწირულობად. შეწირულობის გაკეთება ნებისმიერ ქმედუნარიან პირს შეუძლია .
შეწირულობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება , რომლის განკარგვა
თავისუფლადაა შესაძლებელი . შეწირულობისთვისაც საჭიროა იმათი თანხმობა , ვის
მიმართაც კეთდება იგი. მჩუქებლის ან დაინტერესებული პირის კონტრაგენტად
ყოველთვის გამოდის დასაჩუქრებული. სწორედ მან უნდა უზრუნვეელყოს პირობის
შესრულება . თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, ეს ჩაითვლება
ხელშეკრულების დარღვევად და მისი გაბათილების მნიშვნელოვან საფუძვლად .თუ
ჩუქების ხელშეკრულება დაიდება ისეთი პირობებით, რომელსაც კანონმდებლობა
მიიჩნევს მნართლსაწინააღმდეგოდ ან ამორალურად, ეს გამოიწვევს ჩუქების
ხელშეკრულების ბათილობას, მიუხედავად იმისა, ეს პირობები გადადებითია თუ
გაუქმებითი

5.ჩუქების გაუქმება.
ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო1.ჩუქება შეიძლება გაუქმდეს , თუ
დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს
მჩუქებლის ან მისი ახლონათესავის მიმართ

.2.თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს


მჩუქებლის მიერ.

3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი

შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლება საძლევს .

ჩუქება სამართლის ზნეობის ურთიერთკავშირად შეგვიძლია მოვიაზროთ , სწორედ ამიტომ ,


მჩუქებლის მიერ ჩუქების განხორციელება, პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის
მხრიდან თავისუფლების შეზღუდვას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უსასყიდლობით
მოპოვებული ნივთი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება ყველა საჭირო ნიშან-
თვისებიტ არის სახეზე, ზოგჯერ ნაკლებად მტკიცეა იგი სასყიდლით მოპოვებულ ნივტთან
სედარებით. სწორედ ამიტომ, 529-ე მუხლი, უსასყიდლობის საფუძველზე საკუტრების
მოშლის ერთ-ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ. ჩუქების გაუქმება, ანუ ნაჩუქარი
ნივთის უკან დაბრუნება რომის სამართლიდან იღებს სათავეს. ამ მუხლის განხილვისას
საქმე გავქვს ზნეობრივ-სამართლებრივ ვალდებულებასთან, რომელიც უშუალოდ 529-ე
მუხლში კონკრეტული პირობით არ არის განხილული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს
ვალდებულებასთან, რომლის პირობითაც, მჩუქებელის მიმართ დასაუქრებულის მიერ
მძიმე შეურაცხყოფის მიყენებასა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის
შეკავებასთნ. თანაც არ არის ვადიტ შეზღუდული, ანუ ყოველთვის ძალაშია ეს
ვალდებულება. ჩუქების გაუქმებას იწვევს დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა , რაც სერიოზულ
საფრტხეს უქმნის საზოგადოების ზნეობრივ საფუძვლებს. ასეტად კი 529(1) მუხლი მიიცნევს
მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც , რომ ვინაიდან
ნაჩუქრობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, დასაჩუქრებულისათვის წინასწარვეა
ცნობილი 529-ე მუხლით გათვალისწინებული სამარტლებრივი შედეგები. რადგან
დასაჩუქრებული თანახმაა მიიღოს საჩუქარი, ივარაუდება, რომ ჩუქების გაუქმებაც არაა
მისთვის მოულიდნელი. ჩუქების გაუქმება მჭიდრო კავშირშია ხანდაზმულობასთან ,
საკუტრების უფლებასთან, ვინდიკაციასთან, კრედიტორის ან მოვალის
გარდაცვალებასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასა და სამკვიდრო ქონებასთან . 529(1)
მუხლი ადგენს მოტხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს: მჩუქებლის ან მისი
ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ განხორციელდება მზიმე სეურაცხყოფის
მიყენება ან დიდი უმადურების გამოჩენა, ამ 2 იდან ერთერთის გამოჩენისას , მცუქებელი
529(2)-ს საფუზველზე უფლებამოსილია ნამდვილი და მოქმედი ხელშეკულება გააუქმოს.
529(2) მუხლი ადგენს სამარტლებრივ შედეგს, რომელიც მჩუქებელს ამავე მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობის არსებობისას ანიჭებს უფლებას .
„გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება და მოითხოვოს ნაჩუქარი ნივთის უკან დაბრუნება “
ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება ხორციელდება ცალმხრივი მიღებასავალდებულო
ნების გამოვლენით დასაჩუქრებულის მიმართ. ჩუქების გაუქების შეტყობინება ნამდვილია
იმ მომენტიდან, როდესაც შესაბამისი ნების გამოვლენა მოექცევა მიმღების ძალაუფლების
სფეროში და მას რეალური შესაძლებლობა ექნება გაეცნოს აღნიშნულს.გაჩუქებული
ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება მცუქებელს აქვს დასაჩუქრებულის
უმადურობის საფუძვლით ჩუქების გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ნაჩუქარი ქონების დაბრუნებისას
დასაჩუქრებულს არააქვს ულება მჩუქებლისგან მოითხოვოს იმ ზიანის ანაზრაურება
რომელიც მას მიადგა ნაცუქარი ქონების უკან დაბრუნების გამო, თუმცა მას შეუძლია
მოითხოვოს ნაჩუქარი ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება .

128 (1)-ს შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე


მოქმედების სესრულების ან შესრულებისაგან თავის შეკავების უფლებაზე .
ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის
უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე .
ხანდაზმულობის საერთო ვადაა 10 წელი.

დასაჩუქრებულის უმადურობის გამო ჩუქების გაუქმებასთან მიმარტებიტ მოქმედებს


ხანდაზმულობის შემცირების სპეციალური ვადა. საქართველოს კანონი , ჩუქების გაუქმების
მოტხოვნის უფლლებას მხოლიდ მჩუქებელს ანიჭებს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ
კანონი, იმ სემტხვევაში თუ მჩუქებელი გარდიცვალა, მემკვიდრეს არ აძლევს ნივთის უკან
გამოთოვის უფლებას

6. ქვექირავნობა

დამქირავებლის გამოყენების უფლებამოსილებით მოცული არ არის ქირავნობის საგნის


მესამე პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემა გამქირავებლის ნებართვის
გარეშე, რადგან მესამე პირისათვის გამოყენების შესაძლებლობის მინიჭება შეიცავს
ნივთის ცვეთის გაზრდის რისკს და ამასთან გამქირავებელს უნდა შეუნარჩუნდეს იმ პირზე
ზემოქმედების შესაძლებლობა,რომელიც კონკრეტულ მომენტში ნივთს იყენებს.
გამოყენების შესაძლებლობის გადაცემად ითვლება ნივთის ყოველგვარი , გარკვეული
ხანგრძლივობის მქონე, სრული ან ნაწილობრივი გადაცემა მესამე პირისათვის ამ ნივთის
დამოუკიდებლად ან სხვა პირზე დამოკიდებულად გამოყენებისათვის. მესამე პირს ნივთის
გამოყენების უფლება აქვს მაშინ, როდესაც აქვს გამქირავლების ნებართვა ანუ დასაშვებია
მაშინ როდესაც ხელშეკრულებაში აქვთ გათვალისწინებული წინასწარ ან შემდეგ
შეთანხმდებიან. გამქირავებელს ასევე აქვს იმის უფლება რომ მისი თანხმობა
ქვექირავნობაზე გააუქმოსს თუ მესამე პირი იძლევა ამის საბაბსლებოდა წინასწარი
შეცნობით ცოდნოდა გამქირავებელს. ასევე შესაძლებელია დასაშვები კანონიერების
საფუძველზე. ვალდებულების დარღვევის სამართლებრივი შედეგები არის იმ
შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი ქირავნობის საგანს იყენებს ხელშეკრულებით
აკრძალული ფორმით. ამ ფაქტის შემდეგ გამქირავებელს უნდა აუნაზღაურდეს
მიყენებული ზიანი. მესაკუთრეს აქვს უფლება ხელშეკრულების მოშლა როდესაც სახეზეა
საკუთრებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი ან მესამე პირისათვის სარგებლობაში
გადაცემა და ა.შ. გამქირავებელს არ შეუძლია დამქირავებელს შეუზღუდოს უფლება
ხელშეკრულებით ან შიდა განაწესით და აუკრძალოს ოჯახის წევრების ან ნათესავების
სტუმრობა და ცხოვრება თუ არ იწვევს ბინის გადავსებას, ასევე არ აქვს უფლება მესამე
პირზე სარგებლობაში გადაცემაზე გამოთქვას უარი, თუ დამქირავებელს ამის მიმართ
პატივსადები ინტერესი აქვს და ეს გადაცემა არ ხელყოფს გამქირავებლის ინტერესებს .
დამქირავებელს უარის თქმის უფლება აქვს მაშინ რედესაც მიუღებელია მესამე პირის
პიროვნება და აქვს მისთვის გასასამართლებელი საფუძველი. მაგალითად შეიძლება
ნივთი ცვეთადი იყოს ან იქმნებოდეს საფრთხე რომ ნივთი დაზიანდესს ან
ხელშეკრულების პირობებს გადადაააცილოს, არასამართლებრივი მიზნებისათვის
გამოიყენოს და ა.შ. თუ ქვექირავნობა მიზნად ისახავს ქირავნობის ხელშეკრულების
მოშლის გარანტიებისათვის გვერდისავლას, მაშინ ქირავნობის ურთიერთობის
დასრულებისას გამქირავებელი თავისთავზე იღებს იმუფლებებსა და მოვალეობებს ,
რომლებიც არსებობდა დამქირავებელსა და ქვემოქირავნესშორის.

7). ფრეშაიზინგის ხელშეკრულების არსი.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა ,


რომლითაც დამოუკიდებელი საწარმოები ორმხრივად კისრულობენ, საჭიროების
მიხედვით, სპეციპიკურ ვალდებულებათა შესრულების გზით ხელი შეუწყონ საქონლის
წარმოებას, გასაღებასა და მომსახურრებათა განხორციელებას. საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 607-ე მუხლის მიზანია ფრენშაიზინგის ლეგალური დფინიციის
ჩამოყალიბება, თუმცა ფორმულირება ურთიერთობის კონკრეტულ შინაარსთან და მის
დანიშნულებასთან დაკავშირებით არც თუ ისე დეტალურ ინფორმაციას იძლევა .
აღნიშნულში ვერ დავადანაშაულებთ კანონმდებელს, რადგან ფრენშაიზინგი , როგორც
გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკის
პირმშოა და არა თეორიული წიაღსვლების შედეგი. ყოვლისმომცველი დეფინიცციის
ჩამოყალიბებას ართულებს ფრენშაიზინგის კომპლექსური ხასიათი. აღსანიშნავია , რომ
ნნორმები, რომლებიც ფრენშაიზინგის სამართლებრივ შინაარსს განსაზღვრავენ ,
დაკავშირებულიი არიან, როგორც სახელშეკრულებბო და ინტელექტუალური საკუთრების
სამართალთან, ისე კერძო სამართლის სხვა დარგებთან და ინსტიტუტებთან.
ფრენშაიზინგის ხელშეკრულებაზე საუბრისას აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ
მისი განსაკუთრებული მიდრეკილება ტრანსნაციონალურობისაკენ. როცა საქონლის
პოპულარობა და ცნობადობა ერთ ქვეყნის საზღვრებს ცდება მისი საყოველთაო
გავრცელების უზრუნველყოფა სწორედ ფრენშაიზინგის სისტემის გამოყენებით ხდება .
ფრენშაიზინგის საერთაშორისო ასოციაცია ორმოცდათი წელია ხელს უწყობს ამ
ინსტიტუტის გნვითარებას. ასოციაციის გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს
ფრენშაიზინგის სწრაფვას გასცდეს ერთი სახელმწიიფოს ფარგლებს და უზრუნველყოს
საქონლის და მომსახურების მიწოდების ხარისხისა და ინტენსივობის მაქსიმალური ზრდა .
რაც შეეხება საქართველოს, აქ ფრენშაიზინგის განვითარების ტენდეცია აჩვენებს , რომ
პრაქტიკა ძირითადად უცხოური ბრენდების საქართველოში დანერგვით შემოიფარგლება .
ფრენშაიზინგის ცნება მოიცავს ხუთ ძირითად ნიშანს : ერთი ან რამდენიმე ბრენდის
არსებობა, ნიზნესის სისტემა, ბრენდისა და მასთან დაკავშირებული სისტემის გამოყენების
ლიცენზია, ფრენშაიზის მიმღების მიერ ფრენშაიზის მიცემისათვის გარკვეული
ანაზღაურების გადაცემა შეთანხმებული ფომით, ფრენშაიზის მიმღბის მიერ ფრენშაიზის
სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში საკუთარი სახსრებისა და ძირითადი
საშუალებების ინვესტირება. ფრენშაიზინგი სხვა ხელშეკრულებებთან შედაეებით მეტად
ახალგაზრდაა. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც კათოლიკური ეკლესია ჯერ
კიდევ შუა საუკუნეებში გადასახადების აკრეფისათვის ფრენშაიზინგის მსგავსი მოდელით
სარგებლობდა. ზოგადად ტერმინი ფრენშაიზინგი ინგლისური და ფრანგული სიტყვების
ნაზავად მიიჩნნევა, მრამ მისი, როგორც ბიზნესის წარმოების სისტემის მასშტაბური
გამოყენება ალბერტ ზინგეერის სახელს უკავშირდება. ფრენშაიზინგისხელშკრულების
დადება ნებისმიერ სხვა სფეროში არც სამართლებივად და არც ფაქტობრივად
შეზღუდული არ არის და მისი შინაარსის განსაზღვრა მხარეთა ერთობლივ მიზნებზეა
დამოკიდებული. ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების განსხვავებული მოდიფიკაიები კიდვ
ერთხელ ამტკიცებს, რომ ამ ურთიერთობის აბსტრაქტული და უნივერსალური ფორმულა
რ არსებობს. იგი მუდივად ვითარდება და იძნს ახალ ნიშნებს, თვისებებს. კომბინირებული
ფრენშაიზნიგის მიზანია სამეარმეო საქმიანობისათვის საჭიო სივრცეზე გაწეული ხარჯების
მინუმამდე დაყვანა და მათი მოგების უზრუნველყოფა. ფრენშაიზინგის ხელშეკრულებები
ორ ძირითად სახეზე დაიყვანება. პირველი გულისხმობს პროდუქციის დისტრიბუციას ,
მეორე კი ოპერაციების სრულიი ციკლის გადაცემას. ფრენშაიზინგის დახასიათებისას
შიძლება გმოვყოთ რამდენიმე ძირითადი ნიშანი: ურთიერთობის ხანგრძლივობა ,
ურთიერთობა დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის, სპეციპიკური ვალდებულების სისტემა
და მხარეთა მიზანი. ფრენშაიზინგით გათვალისწინებული უფლებების გადაცემის
სასყიდლიანობას საგადასახადო მიზნებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ დგინდება რომ
გაწეული მომსახურება უსასყიდლოა ხდება მისაწოდებელი პროდუქტის საბაზრრო ფასის
განსაზღვვრა და ოპერაცია ექვემდებარება დაბეგვრას საერთო წესის საფუძველზე .

You might also like