You are on page 1of 4

ჩუქება

ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება ურთიერთთანხმობას და


არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. ჩუქების ხელშეკრულების ძირითად
თავისებურება: მისი უსასყიდლო ხასიათი წარმოაყვენს იურიდიული
თვალსაზრისი უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის
განსაზღვრული ეკვივალენტობის მატარებელი. მაგალითად, არ
შეიძლება ჩუქება სასყიდლიანად ჩაითვალოს იმის გამო, რომ
ზოგიერთი ნივთის ჩუქებისას )ცხეირსახოცი, დანა და სხვ.) ხალხში
გაერცელებული შეხედულების მიხედვით დასაჩუქრებულმა საჩუქრის
სიმბოლური საფასური უნდა გადაიხადოს. ამგვარად, ჩუქების
უსასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება
მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. თუ
ჩუქება ასეთ პირობას შეიცავს, იგი თვალთმაქცურ გარიგებად უნდა
ჩაითვალოს. ჩუქების დანიშნულებას წარმოაგენს დასაჩუქრებულის
ქონებიის გაზრდა და, შესაბამისად, მჩუქებლის ქონების შემცირება.
დასაჩუქრებულის ქონების ზრდას უნდა შეესაბამებოდეს მჩუქებლის
ქონებრივი მდგომარეობის შემცირება. ამით ჩუქება განსხვავდება
ანდერძისაგან, რომლის დროსაც მამკვიდრებელი მთელ თავის
ქონებას ან მის ნაწილს უტოვებს სხვა პირს. მაგრამ მისი ქონება არ
მცირდება მანამ, სანამ იგი ცოცხალია. მხოლოდ სიკვდილის შემდეგ
გადადის იგი მემკვიდრეზე. ჩუქების ხელშეკრულებაში მონაწილე
მხარეები შეიძლება იყ ვნენ. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული
პირები. ისინი, ყველა შემთხვევაში, უნდა იყვნენ
სამართალსუბიექტურნი. ასევე აუცილებელია იურიდიულ პირს
გააჩნდეს უფლებაუნარიან ობა და ქმედუნარიანობა. ხელშეკრულების
მონაწილე მხარეთა მარტო შეთანხმება არაა საკმარისი ჩუქებისათვის.
საჭიროა საჩუქრის რეალურად გადაცემს დასაჩუქრებელისათვის.
სწორედ ამ მომენტიდან უნდა ჩაითვალოს ჩუქების ხელშეკრულება
დადებულად, ამიტომაც ჩუქების ხელშეკრულება რეალური
ხასიათისაა. ჩუქების საგანი შეიძლება მრავალგვარი იყოს.
უპირველეს ყოვლისა, აქ ბრუნვაში არსებული ნივთები იგულისხმება.
ჩუქების ობიექტი შეიძლება იყოს ცალკეული უფლებე ბიც. ისეთი
შემთხვევებში, როცა ხელშეკრულების საგანი უფლებაა, ჩვეულებრივ
ხდება მისი დათმობა. როცა ჩუქების ობიექტი მოთხოვნის უფლებაა,
ყველა შემთხვევაში მოვალე გაფრთხილებულ უნდა იქნეს ამის
თაობაზე. ჩუქების ობიექტად არ შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი
პირადი ხასიათის უფლება. მაგალითად, ალიმენტის მიღების უფლება,
ავტორობა, მემკვიდრედ ყოფნის უფლება და სხვ. ჩუქების
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად ისე
წერილობით. კონკრეტული ფორმა მხარეთა შეთანხმებით
განისაზღვრება. ჩვეულებრივ, მოძრავი ნივთების ჩუქება ხდება ზეპირი
ფორმით, ხოლო უძრავისა – წერილობით. თუ ჩუქების საგანს ისეთი
ქონება წარმოადგენს, რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშობა
მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი
ქონების საჩუქრად გადაცემის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის
დაცვით უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ ჩუქების საგანი იქნება მიწის
ნაკვეთი ან საცხოვრებელი სახლი, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს
უძრავი ნივთების შეძენ ისათვის კანონით დადგენილი წესით. კერძოდ,
ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით, დამოწმდეს სანოტარო
წესით და რეგისტრირებულ იქნეს საჯარო რეესტრში. ჩუქების
ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს საჩუქრის გადაცემას
დასაჩუქრებულისათვის. ეს შეიძლება მოხდეს საჩუქრის ჩაბარებით,
სიმბოლურად გადაცემით (ავტომანქანის ან ბინის გასაღების
გადაცემა), უფლების წარმომშობი დოკუმენტის გადაცემით
(სასაწყობო ზედდებულის ან ვარატის გადაცემა) და სხვ. საჩუქრის და
პირებამ შეიძლება წარმოშვას ჩუქების ვალდებულება. ასეთი
ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საჩუქრის
დაპირება წერილობითაა გაფორმებული და სანოტარო წესითაა
დადასტურებული, სხვაგვარი დაპირება არავითარ ვალდებულებას არ
წარმოშობს. შემპირებელს შეუძლია უარი თქვას ჩუქებაზე, მაგრამ
მასვე დაეკისრება იმ ზიანის ანაზღაურება, რაც უარის თქმას მოყვა. თუ
უარის თქმა განპირობებულია საპატიო მიზეზით, მაგალითად, ჩუქება
საარსებო წყაროს მოუსპობს მჩუქებელს, მაშინ, რა თქმა უნდა,
პასუხისმგებლობა არ დადგება. პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს
ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან
მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. თუ მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ
პირს საარსებო წყარო მოესპობა თავისი ქონების გაჩუქებით, ჩუქების
ხელშეკრულება არ შეიძლება დაიდოს, ხოლო უკვე დადებული
ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაბათილდეს. თუ მჩუქებელი
ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი
ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.
საჩუქრის გადაცემამდე ნაკლის აღმოჩენის ფაქტის მტკიცების ტვირთი
დასაჩუქრებულზე უნდა გადავიდეს, ხოლო მჩუ ქებელზე კი ის, რომ მან
არ იცოდა ასეთი ნაკლის შესახებ ან იცოდა და აცნობა კიდეც
დასაჩუქრებელს. პრაქტიკაში მჩუქებლის პასუხისმგებლობის
გავრცელებულ საფუძველს წარმოადგენს სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საზიანო წამალ-ქიმიკატების, ავი და
მოუთვინიერებელი ცხოველების, ცეცხლსაშიში ნივთების ჩუქება და
სხვ. ყველა შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს სრულად.
მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჩექების
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყოს რომელიმე
კონკრეტული პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის
მიღწევაზე. პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩექრად მიღებული ქონების
სარვებლობის ან მართვის წესს. მაგალითიდ, შეიძლება მჩუქებელმა
დასაჩუქრებული დაავალდებულოს საჩუქრად მიღებული მიწის
ნაკვეთის შემოსავლების განსაზღვრული ნაწილი გადასცეს რომელიმე
ცნობილ პიროვნებას ან ნაჩუქარი სახლის ერთი ოთახი დატოვოს
კონკრეტული პიროვნების სარგებლობაში. პირობით დადებული
ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს, თუ პირობა არ იქნა
შესრულებული.ჩუქების ხელშეკრულების დადებას შეიძლება
საფუძველად დაედოს განსაზღვრული მიზნის მიღწევაც. შეიძლება
ქონება გაასაჩუქროს იმ პირობით, თუ დასაჩუქრებული მას
გამოიყენებს ოჯახის ავადმყოფი წევრის ჯანმრთელობის
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხელშეკრულების მიზანი
შეიძლება იყოს საერთო სასარგებლოც. ასეთ ჩუქებას შეწირულება
ეწოდება. შეწირულობის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქმედუნარიან
პირს. შეწირულობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება,
რომლის განკარგვა თავისუფლადაა შესაძლებელი.
შეწირულობისათვის სჭიროა იმათი თაბხმობაც, ვის მიმართაც
კეთდება იგი. შეწირულობით სარგებლობა უნდა შეესაბამებოდეს იმ
მიზნებს, რისთვისაც გაკეთდა იგი. შეწირულობის მიზნობრივი
პრინციპის დარღვეეით გამოყენება ხელშეკრულების გაბათილების
საფუძველია, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა შეწირულობის
მიმღები ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია მოხდა და
ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი ალტერნატიულ მიზანზე.
ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას
მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო
ნათესავის მიმართ. ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება სხვა
საფუძვლითაც გაუქმ დეს. მაგალითად, თუ მჩუქებელზე ადრე
გარდაიცვალა დასაჩუქრებული, ხელშეკრულებით შეიძლება
მჩუქებლისათვის ჩუქების გაუქმების უფლების მინიჭება; თუ ჩუქება
გაუქმებულ იქნა სასამართლოს გადაწყვტილების საფუძველზე,
მჩუქებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გაჩუქებული ქონების უკან
დაბრუნება. ეს პროცესი გაცილებით მარტივია, როცა სახეზეა
გასაჩუქრებული ქონება. ამ დროს მოხდება ქონების ნატურით
დაბრუნება სხვა შემთხვევაში დასაჩუქრებულმა უნდა დააბრუნოს
საჩუქრის ღირებულება. გაჩუქებული ქონების უკან დაბ რუნება
შესაძლებელია სასამართლოს მიერ ჩუქების გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან რაც შეეხება თვით
ჩუქების გაუქმებას, იგი შესაძლებელია მხოლოდ ერთი წლის
განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა მჩუქებელს წარმოეშობა ჩუქების
გაუქმების საფუძველი. ნაჩუქარი ქონების დაბრუნებისას
დასაჩუქრებულს არა აქვს უფლება მჩუქებლისაგან მოითხოვოს იმ
ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ნაჩუქარი ქონების უკან
დაბრუნების გამო.

You might also like