You are on page 1of 13

ჩუქების ხელშეკრულება

ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს


დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

ნიშანი:

1. უსასყიდო გადაცემა
2. დასაჩუქრებულის ნება

მხარეები:
3 . გამჩუქებელი
4 . დასაჩუქრებული
 - მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება
დადებულად ითვლება ქონების გადაცემის
მომენტიდან.

- უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება


დადებულად ითვლება ხელშეკრულებით
განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო
რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან
ჩუქების დაპირება

საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი


წერილობითი ფორმითაა დადებული.

გამომრიცხავი გარემოება:

პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს
მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.
შეწირულობა
- მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების
ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან
განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-
სასარგებლოც (შეწირულობა).

- პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ


პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული.

- თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია


უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის
უმადურობის გამო
საფუძველი:

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას


მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის
მიმართ.

შედეგი:

თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს


მჩუქებლის მიერ.

ვადა:

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც


მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების
უფლებას აძლევს.
გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა
- თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ
შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას
უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს
უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ
ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

- გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ


ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
სამიდღემშიო ხელშეკრულება
პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი
სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ
ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით,
კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).
პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ
ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი
დახმარებით).
სამიდღემშიო ხელშეკრულების
ფორმა
• ფორმა: (იმპერატიული)

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში


ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

ვადა: (დისპოზიციური)

სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით.

ოდენობა: (დისპოზიციური)

სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.


ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს
შეცვლა ფულით
გადაცემული ქონების გასხვისების
დაუშვებლობა
•სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს,
დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის
წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო
გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.

•როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის


უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.

•მარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა


ან დაზიანება არ ათავისუფლებს მას სარჩოს გადახდისაგან.
შედავება სარჩოს გადახდის გამო

სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა,


რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო
მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის
სამისდღეშიო სარჩოს. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში ქონება
უბრუნდება სარჩენს.

მაგალითი?
უარი სამისდღეშიო რჩენის
ხელშეკრულებაზე
- როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო
რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა
დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა
სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის
გაგრძელებას.

- გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება


სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები
მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მარჩენალის გარდაცვალების
შედეგები
- მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ
მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება.

- მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს


ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება

You might also like