You are on page 1of 27

მუხლი 316

1.ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს


მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.შესრულება შეიძლება
გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც.

2.თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება


შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და
ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

I. ვალდებულებათა ზოგადი დახასიათება.


1.ცნება

მაშასადამე,ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ


ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს,რომელთა
დარღვევისთვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება
დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება,სწორედ ასეთ
ვალდებულებაზე საუბრობს 316-ე მუხლის პირველი წინადადება.

ვალდებულებითი ურთიერთბა კერძოსამართლებრივი ურთიერთობაა


და განსხვავდება საჯარო სამართალში არსებული
ვალდებულებებისგან.

ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის


წარმოშობილი ურთიერთობაა. ამ ურთიერთობის ერთ
მონაწილეს,რომელსაც მეორისგან შესრულების მოთხოვნის უფლება
აქვს,ეწოდება კრედიტორი,ხოლო მეორეს,რომელიც ვალდებულია
შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ეწოდება მევალე.

ვალდებულებით ურთიერთობას ფარდობითი ურთიერთობა


ეწოდება,რადგან ის ორ სუბიექტს შორის წარმოშობილი
ურთიერთობაა.

აბსოლუტური უფლების მაგალითი:

ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს ნებისმიერ პირს აუკრძალოს თავისი


ნივთის ხელყოფა ან თანხმობის გარეშე მისი გამოყენება.ეს
ნიშნავს,რომ მესაკუთრის უფლება დაცულია ყველას წინაშე - იგი
აბსოლუტურია.

ფარდობითი უფლების მაგალითი:


ტელევიზორის მაგალითი;როცა კრედიტორს არ აქვს უფლება ნივთი
მოსთხოვოს სხვას,რადგან ის შეზღუდულია ვალდებულებითი
(ფარდობითი) ურთიერთობით,ნივთის მოთხოვნის უფლება აქვს
მხოლოდ მოვალისგან.

ამრიგად,ვალდებულებით ურთიერთობებში მონაწილეობს მხოლოდ


კრედიტორი და მოვალე.

2. ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსი

კრედიტორი ან მოვალე შეიძლება იყვნენ,როგორც ფიზიკური და


იურიდიული პირები,ისე პირთა გაერთიანებები,რომლებიც არ
წარმოადგენენ იურიდიულ პირებს. ვალდებულების ძალით
კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს შესრულება.

შესრულება შეიძლება გამოიხატოს,როგორც აქტიურ მოქმედებაში


( მოქმედების შესრულება) ,ისე უმოქმედობაშიც (მოქმედებისგან თავის
შეკავება).
როგორც წესი,შესრულებაში გარკვეული შედეგი ივარაუდება (ნივთის
გადაცემა,ფულის გადახდა,ვალის დაბრუნება), მაგრამ იგი ზოგ
ურთიერთობაში საქმიანობასაც შეიძლება გულისხმობდეს.

შესრულებას კრედიტორისათვის ყოველთვის მოაქვს ან უნდა


მოჰქონდეს რაიმე სარგებელი,უპირატესობა.აუცილებელია,რომ
შესრულება განსაზღვრული ან განსაზღვრადი იყოს,რათა
შესაძლებელი გახდეს მისი აღიარება ვალდებულებითი
ურთიერთობის საგნად. ე.ი შესრულება ყოველთვის კონკრეტული
შინაარსის მატარებელი უნდა იყოს,რომ კრედიტორს შეეძლოს
სარჩელში კონკრეტული მოთხოვნის სახით ასახოს შესრულება.

3.ვალდებულებათა სახეები

ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას,როგორც


კერძო პირთა შეთანხმების (ხელშეკრულების),ისე კანონის
საფუძველზე (მაგ. დელიქტური ვალდებულებები).
ვალდებულებათა უმრავლესობას საფუძვლა დუდევს
ხელშეკრულება(ორმხრივი ან მრავალმხრივი გარიგება).ასეთ
ვალდებულებათა ურთიერთობებს სახელშეკრულებო
ვალდებულებითი ურთიერთობები ეწოდება. მათი
მაგალითია:ნასყიდობა,ჩუქება,იჯარა,ქირავნობა,სესხი და ა.შ.

ვალდებულებათა ერთი ნაწილი წარმოიშობა კანონის საფუძველზე და


ამ დროს მხარეთა შეთანხმება სავალდებულო არ არის.

ამრიგად,წარმოშობის საფუძვლის მიხედვით ერთმანეთისგან უნდა


განვასხვაოთ სახელშეკრულებო და კანონისმიერი ვალდებულებები .

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას


არა მხოლოდ ზიანის მიყენებიდან(დელიქტიდან),არამედ სხვა
ურთიერთობებიდანაც. ვალდებულებითი ურთიერთობები შეიძლება
სხვა კრიტერიუმების მიხედვითაც დავახასიათოთ.ამ დახასიათებას
არა აქვს მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა.ის აუცილებელია
მოთხოვნის ბუნების განსაზღვრისა და მისი მოცულობის
დადგენისთვის.ვალდებულებითი ურთიერთბები შეიძლება იყოს
ცალმხრივი ან ორმხრივი(მრავალმხრივი).

ცალმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ერთ მხარეს


უფლება აქვს მოვალისგან მოითხოვოს შესრულება ეკვივალენტის,ე.ი.
საპასუხო შესრულების გარეშე.

ორმხრივი(მრავალმხრივი) ვალდებულებითი ურთიერთობის


შემთხვევაში მონაწილეები ერთდროულად კრედიტორებიც არიან და
მოვალეებიც.სახელშეკრულებო ურთიერთობების უმრავლესობა
ორმხრივ (მრავალმხრივ) ვალდებულებით ურთიერთბებს
წარმოადგენს.

შესრულების მოვალეობები შესაძლოა სხვადასხვა პირობებიდან


წარმოიშვან,შესაბამისად შესრულების მოვალეობები შეიძლება
დაიყოს პირველადი შესრულების მოვალეობად და ნაწარმოები
შესრულების მოვალეობად.

ნაწარმოები შესრულება იმ შემთხვევაში წარმოიშობა,თუ პირველადი


ვალდებულება არ შესრულდება და დაირღვევა ის.

II კონტრაჰენტის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული


გულისხმიერების ვალდებულება (316-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
სამოქალაქო კოდექსი შეესაბამება ვალდებულებითი სამართლის
განვითარების თანამედროვე დონეს,მოვალე ზოგ შემთხვევაში იმაზე
მეტად აგებს პასუხს,ვიდრე ამას კონკრეტული ვალდებულება
მოითხოვს. 316-ე მუხლის მეორე ნაწილი სწორედ ამგვარ
ურთიერთობას განამტკიცებს: „თავისი შინაარსისა და ხასიათის
გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს
აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი
განსაკუთრებულ გულისხმიერებას“. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი
მხარეებისგან არ მოითხოვს რაიმე საგანგებო ზონების მიღებას,იგი
უფრო მეტად მხარეებისთვის ურთიერთპატივისცემისა და
გულისხმიერების მოვალეობაა,რათა საფრთხე არ შეექმნას თავის
ქონებას და ა.შ

როგორც წესი,გულისხმიერების პრინციპი ყველაზე მკაფიო


გამოხატულებას პოულობს გრძელვადიან ვალდებულებით
ურთიერთობებში,როგორიცაა: ქირავნობა,იჯარა,მომსახურება და ა.შ.

გულისხმიერების მოვალეობა ყველაზე მეტად გრძელვადიანი


ვალებულებითი ურთიერთობებისთვისაა დამახასიათბელი ,არაა
გამორიცხული,რომ მოკლევადიან გარიგებებშიც შევხვდეთ ასეთ
შემთხვევებს.

წინასწარ განსაზღვრულ უფლებებში შემოდის ზნეობრივი,ადამიანური


ურთიერთპატივისცემის მოთხოვნები. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამ
შემთხვევებში ადამიანებისგან მოითხოვს სხვების მიმართ ისეთივე
მოპყრობას,როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს სურს სხვისგან.

გულისხმიერების მოვალეობის თავისებურება იმაში


მდგომარეობს,რომ,როგორც წესი,მისი შინაარსის განსაზღვრა
ვალდებულების წარმოშობის მომენტში შეუძლებელია,ის მხოლოდ
ვალდებულების განხორციელების პროცესში შეიძლება გამოიკვეთოს .
ეს განასხვავებს გულისხმიერების მოვალეობას ე.წ დამატებითი
ვალდებულებისგან.

დამატებით ვალდებულებას ვალდებულების მონაწილეები


ურთიერთობის დასაწყისშივე განსაზღვრავენ და იგი ყოველთვის
ძირითადი ვალდებულებისგან გამომდინარეობს,ამიტომ დამატებითი
ვალდებულების დარღვევა იმთავითვე შეიძლება გახდეს სარჩელის
აღძვრის საფუძველი. ე.ი. დამატებითი ვალდებულების შინაარსი
თავიდანვე განისაზღვრება მხარეების მიერ,ხოლო გულისხმიერების
მოვალეობისა კი არა.

გულისხმიერების მოვალეობა შეიძლება ნებისმიერი


ვალდებულებისგან გამომდინარეობდეს,მაშინ როცა დამატებითი
ვალდებულებები,როგორც წესი,ვალდებულებათა კონკრეტულ
სახეებს უკავშირდება ყოველთვის.

გულისხმიერების მოვალეობის ბრალეული დარღვევა იწვევს არა


დამატებითი ვალდებულების წარმოშობას,არამედ ნაწარმოები
შესრულების მოვალეობის წარმოშობას.ასევე შეფასების
საკითხია,უნდა დადგეს თუ არა პასუხისმგებლობა ამგვარი
დარღვევისთვის.

გულისხმიერების მოვალეობის დარღვევისათვის მოვალეს შეიძლება


დაეკისროს ზიანის ანაზღაურება ან კრედიტორს მიეცეს
ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის უფლება.

დამატებითი ვალდებულების დარღვევა უპირობოდ ანიჭებს


კრედიტორს მოთხოვნის უფლებას.გულისხმიერების დარღვევისას
ჯერ უნდა შეფასდეს ამ დარღვევის ხასიათი და მერე
გადაწყდეს.კვალიფიკაციის დროს მოსამართლემ უნდა იმსჯელოს,თუ
რასთან გვაქვს საქმე - დამატებითი ვალდებულების დარღვევასთან,თუ
გულისხმიერების მოვალეობის შეუსრულებლობასთან.

ურთიერთპატივისცემის მოვალეობას ჩვენ სხვაგანაც


ვხვდებით,კერძოდ, 174-ე მუხლის თანახმად,მეზობელი მიწის ნაკვეთის
მესაკუთრეები,გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-
მოვალეობებისა,ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

თ მხარეთა შორის შეთანხმებით წინასწარ არის განსაზღვრული რაიმე


დამატებითი მოვალეობა,ის ყველა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს
დამატებით ვალდებულებად და არა გულისხმიერების მოვალეობად.
გულისხმიერების მოვალეობა მხარეების მიერ წინასწარ არ არის
განსაზღვრული.

III. შესრულების მოთხოვნა

316-ე მუხლის დახასიათებისას განსაკუთრებული მნიშვნელობისაა


მოთხოვნის ინსტიტუტი.მოთხოვნა ვალდებულებითი სამართლის
ფუნდამენტს წარმოადგენს.იგი ვალდებულებითი ურთიერთობების
უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

მოსამართლემ,რომელმაც კონკრეტული დავა უნდა გადაწყვიტოს,ჯერ


უნდა გაარკვიოს მოთხოვნის საფუძველი,კერძოდ ის,თუ რაზე
დაყრდნობით,რა საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის
დაკმაყოფილებას.

მოვალის მოვალეობას,შეასრულოს რაიმე მოქმედება ან თავი


შეიკავოს რაიმე მოქმედებისგან,შეესაბამება კრედიტორის
მოთხოვნა,რომელიც მას 317-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართლებრივი საფუძვლებით აქვს.

შესრულების მოთხოვნის უფლება რელატიური(ფარდობითი)


უფლებაა,ვინაიდან კრედიტორს მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ
მოვალის მიმართ. მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით დადგენილი
წესით,სასამართლოს მეშვეობით.

კრედიტორის ყოველი მოთხოვნის უკან დგას სახელმწიფო თავისი


იძულებითი აპარატით - იძულებითი აღსრულების ინსტიტუტის
მეშვეობით. 316-ე მუხლი სიტყვები,რომ კრედიტორს შეუძლია მოვალეს
მოსთხოვოს შესრულება,ნიშნავს,რომ მას შეუძლია შესრულება
მოითხოვოს და განახორციელოს სასამართლოს მეშვეობით.

მაშასადამე,ვალდებულების ძალით,თუ მოვალე ნებაყოფლობით არ


შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას,მოთხოვნა ექვემდებარება
სასამართლო წესით დაკმაყოფილებას.

მართალია,კრედიტორს შეუძ₾ია სასამართლოს გზით


დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა,მაგრამ იმისათვის,რომ
მოთხოვნა დაკმაყოფილდეს,აუცილებელია იგი იყოს ნამდვილი, ე.ი.
იურიდიულად ვარგისი,ძალამოსილი.

არანამდვილი მოთხოვნების კატეგორიას განეკუთვნება ე.წ


ხანდაზმული მოთხოვნები.

მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით წამოიჭრება ერთი


პრაქტიკული საკითხი,რომელზე პასუხის გაცემაც აუცილებელია: თუ
ხანდაზმული მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირაოთი რა ბედი ეწევა
გირაოს? შეუძლია თუ არა კრედიტორს გირაოს რეალიზაციის გზით
დაიკმაყოფილოს მოთხოვნა? მართალია,მოთხოვნის
ხანდაზმულობით კრედიტორი მოვალისგან შესრულების მოთხოვნის
უფლებას კარგავს,მაგრამ მას შეუძლია ვალდებულების
უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთის რეალიზაცია მოითხოვოს
და ამ გზით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. აღსანიშნავია,რომ
სამოქალაქო კოდექსი ამ კითხვაზე პასუხს პირდაპირ არ იძლევა.

არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნები,რომლებიც


გამომდინარეობენ თამაშობიდან და სანაძლეოდან. კანონი პირდაპირ
მიუთითებს,რომ თამაშობა და სანაძლეო არ წარმოშობს
ვალდებულებას.ცხადია,რომ სანაძლეოს ან თამაშის დროს წაგებულ
მხარეს მოგებულის წინაშე გარკვეული ვალდებულება აკისრია და იგი
ვალდებულია მოგებულს გადაუხადოს,მაგრამ ეს არ არის
სამართლებრივი ვალდებულება,ამიტომ ეს მოთხოვნა არ უნდა
დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ.

IV. პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

სასამართლოს როლი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას


გამოიხატება იმაში,რომ იგი იღებს გადაწყვეტილებას იძულებითი
აღსრულების შესახებ.თუ მოთხოვნა შეეხება მოვალისგან
კონკრეტული ნივთის გადაცემას, ეს ნივთი სასამართლო
აღმასრულებლის მიერ ამოიღება მოვალისგან და გადაეცემა
კრედიტორს.თუ კრედიტორი აყენებს ფულად მოთხოვნას ან
მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და მოვალეს ეს თანხა არ
გააჩნია,მაშინ მოხდება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების
იძულებითი გასხვისება,თუ ეს აუცილებელია კრედიტორის
მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.ამიტომ მოვალე თავიდანვე
უნდა იყოს შეგუებული იმ აზრს,რომ ვალდებულების
შეუსრულებლობისას შეიძლება მთელი მისი ქონება გაიყიდოს.

მაშასადამე, მოვალე კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთლი თავისი


ქონებით.

კერძო სამართალში ერთმანეთისგან განსხვავდება შეუზღუდავი და


შეზღუდული პასუხისმგებლობა.
შეუზღუდავია პასუხისმგებლობა,როცა მოვალე კრედიტორის წინაშე
პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.

შეზღუდულია პასუხისმგებლობა,როცა მოვალე კრედიტორის წინაშე


პასუხს აგებს წინასწარ განსაზღვრული სპეციალური ქონებით.

შეზღუდული ქონებრივი პასუხისმგებლობა გამონაკლისს


წარმოადგენს და იგი კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში
გამოიყენება.

მართალია,მოვალე კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით


აგებს პასუხს,მაგრამ ეს ხშირად არაა ნუგეში
კრედიტორებისთვის,რადგან მოვალის ქონება შეიძლება გაცილებით
მცირე იყოს,ვიდრე ვალი.მოვალის ქონების სიმცირის მიზეზი
შეიძლება მრავალი იყოს,მაგალითად,ვიდრე ვალდებულების
შესრულების დრო დადგებოდა,მოავალემ ბევრი ძვირფასი ნივთი
გაყიდა და ა.შ.

ამ რეალური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კრედიტორები


ხშირად მიმართავენ ვალდებულების უზრუნველყოფის სხვადასხვა
სახუალებებს (თავდებობა,გარანტია და ა.შ),მაგრამ ყველაზე
გავრცელებული მაინც სანივთო პასუხისმგებლობაა. ამ დროს
კრედიტორი თავის მოთხოვნას წინასწარ უზრუნველყოფს მოვალის
ამა თუ იმ ნივთის უფლებრივი დატვირთვით.

მუხლი 317. ვალდებულების წარმოშობის


საფუძვლები
1. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა
შრის ხელშეკრულება,გარდა იმ შემთხვევებისა,როცა
ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების
(დელიქტის),უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლებისგან.
2. 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით
ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების
საფუძველზეც წარმოიშვას.
3. მოლაპარკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს
მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება,რომლებიც მან გასწია
ხელშეკრულების დასადებად,მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე
მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.

I. სახელშეკრულებლო ვალდებულებები

ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველი


არის ხელშეკრულება.სწორედ მასში ჩანს ყველაზე ნათლად კერძო
სამართლის ბუნება - ურთიერთობის მონაწილეები თვითნ აწესრიგებენ
ურთიერთობებს ერთმანეთში.

ხელშეკრულება კერძო პირთა ნებისმიერი შეთანხმებაა,რომლითაც


მხარეებს წარმოეშობათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები.

ისეთი ხელშეკრულებები,როგორიცაა
ნასყიდობა,გაცვლა,თხოვება,სესხი თანამედროვე სამართალში რომის
სამართლიდან შემოვიდა.ბევრი ხელშეკრულება ახალი ეპოქის
პირმშოა (ლიზინგი,საბანკო მომსახურება,ფრენშაიზინგი და ა.შ.).

ვალდებულებითი სამართალი განსაზღვრავს იმ ძირითად


წესებს,რომლებიც საერთოა ყველა სახელშეკრულებო
ვალდებულებისათვის.ასეთია,მაგალითად,წესი,რომლის
თანახმადაც,თუ პირმა იკისრა ვალდებულება უნდა შეასრულოს კიდეც.

სახელშეკრულებლო ვალდებულებები პირთა მიერ ნებაყოფლობით


ნაკისრი ვალდებულებებია,ამიტომ,როგორც წესი,მხარეებისათვის
მათ უფრო დიდი წონა აქვთ,ვიდრე გარედან მოხვეულ
ვალდებულებებს.

317-ე მუხლის პირველი ნაწილი ხელშეკრულების ცნებას ფართო


გაგებით იყენებს.როცა საუბარია სახელშეკრულებო
ვალდებულებებზე,უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ
ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები,არამედ
საზოგადოდ გარიგებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

ამრიგად,სახელშეკრულებლო ვალდებულების წარმოშობის


საფუძველი არის გარიგება,რომლის ყველაზე გავრცელებულ სახეს
წარმოადგენს ხელშეკრულება.
„გარიგების“ ცნება არ განეკუთვნება ვალდებულებითი სამართლის
სფეროს. იგი ზოგადი ნაწილის კუთვნილებაა,მაგრამ გარიგების ცნება
ვალდებულებით სამართალში ისევე გამოიყენება,როგორც კერძო
სამართლის სხვა ნებისმიერ ნაწილში.გარიგებათა შესახებ ყველა
ზ ოგადი ნორმა მთლიანად გამოიყენება ვალდებულებით
სამართალში.

II.კანონისმიერი ვალდებულებები

გარიგებების (ხელშეკრულებების) გარდა,ვალდებულების


წარმოშობის საფუძვლები ზოგ შემთხვევაში პირდაპირ კანონითაა
გათვალისწინებული.ამიტომ მათ კანონისმიერი ვალდებულებები
ეწოდება.

კანონისმიერი ვალდებულებებიდან 317-ე მუხლის პირველი ნაწილი


პირდაპირ მიუთითებს ზიანის მიყენების (დელიქტის) და უსაფუძვლო
გამდიდრებისგან წარმოშობილ ვალდებულებებზე.

დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შემდეგ წარმოიშვება და


ამ დროს მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების
შესახებ საჭირო არ არის.

დელიქტური სამართალი ბრალეული პასუხისმგებლობის გარდა ასევე


იცნობს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას.ასეთი პასუხისმგებლობა
დგება ე.წ. საფრთხის დელიქტებში,როცა ზიანი მიყენებულია
მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ.ასეთად მიიჩნევა თანამედროვე
ტექნიკა-
დანადგარები,მოწყობილობები,გაზსადენები,რკინიგზა,ელექტროსადე
ნები და ა.შ.

ამრიგად,დელიქტურ სამართალში ზიანის ანაზღაურების


ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას,როგორც ზიანის მიმყენებლის
ბრალით,ისე მისი ბრალის გარეშე,თუკი ზიანი დადგა მომეტებული
საფრთხის წყაროს მიერ.

უსაფუძვლო გამდიდრება ანუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე


სხვისი ქონებრივი სიკეთის დაუფლება ასევე შეიძლება გახდეს
კანონისმიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
317-ე მუხლის პირველი ნაწილი არ შემოიფარგლება მხოლოდ
დელიქტური და უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი
ვალდებულებით და მიუთითებს „კანონით გათვალისწინებულ სხვა
საფუძვლებზე“.

მათ განეკუთვნება:

ა)დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვა

ბ)მესაკუთრესა და უზუფრუქტუარს შორის არსებული სანივთო


სამართლებრივი ურთიერთობები.

გ)მესაკუთრესა და მოგირავნეს შორის არსებული ურთიერთობები

დ)საზიარო უფლებებისგან წარმოშობილი ურთიერთობები.

კანონისმიერი ვალდებულებების განმტკიცებით კანონმდებელი


მიზნად ისახავს იმ პირთა უფლებების დაცვას,რომლებიც სხვისი
მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ან მომეტებული საფრთხის
წყაროს ექსპლოატაციის შედეგად დაზარალდნენ.

III. ხელშეკრულების მომზადების საფუძველზე წარმოშობილი


ვალდებულებები

ლიზინგის,სავაჭრო საზოგადებების დაფუძნების,საბანკო


კრედიტის,ფრენშიზინგის და მათი მსგავსი ხელშეკრულებების
დადებას წინ,როგორც წესი,მოსამზადებელი პერიოდი უძღვის.არცთუ
იშვიათად ძირითადი ხელშეკრულების დადებამდე მხარეები წინასწარ
ხელშეკრულებას ე.წ წინარე ხელშეკრულებას
აფორმებენ.ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულებას
კისრულობენ ,რომ გარკვეული პირობების დადგომისას ან
განსაზღვრულ ვადაში დადებენ ძირითად ხელშეკრულებას.

წინარე ხელშეკრულების დადების ეტაპს ძირითადი ხელშეკრულების


მომზადების პერიოდი ეწოდება.წინარე ხელშეკრულება შეიძლება
მხარეებს აკისრებდეს ძირითადი ხელშეკრულების დასადებად
აუცილებელი მასალების,პროექტების,ბიზნესგეგმების მომზადების
ვალდებულებას.ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება
ძირითადი ხელშეკრულების არდადება და ზიანიც
გამოიწვიოს.ამიტომ.წინარე ხელშეკრულების ძალით მხარეებს
შეუძლიათ ერთმანეთს მოსთხოვონ ნაკისრი შესრულების
განხორციელება.სწორედ ამას გულისხმობს 317-ე მუხლის მეორე
ნაწილი,რომელშიც აღნიშნულია,რომ რაიმე მოქმედების შესრულების
ან შეუსრულებლობისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება
შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას .

IV.წინასახელშეკრულებლო ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა

თანამედროვე ეკონომიკის გლობალიზების პირობებში,როცა


სახელმწიფოთა შორის საზღვრები პრაქტიკულად იშლება,მეწარმეებს
სხვადასხვა გარიგებების დასადებად მრავალ ქვეყანაში უხდებათ
მოგზაურობა.გარდა ამისა,ახალი ტიპის ხელშეკრულებების
გასაფორმებლად ხშირად დიდი მოსამზადებელი სამუშაოების
ჩატარებაა საჭირო:ბაზრის შესწავლა,პარტნიორების გაცნობა,ბიზნეს -
გეგმების დამუშავება და ა.შ. ყველაფერი ეს წარმოუდგენლად დიდ
ხარჯებთანაა დაკავშირებული.როგორც წესი,სახელშეკრულებო
მოლაპარაკების მონაწილე მხარეები ამ ხარჯებს თვითონ
კისრულობენ.

სასამართლო პრაქტიკამ ჩამოაყალიბა ნორმა,რომლის


თანახმად,მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს
მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება,რომლებიც მან გასწია
ხელშეკრულების დასადებად,მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე
მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ
დაიდო.თანამედროვე ვალდებულებითი სამართლის ეს უდავო
მონაპოვარი გაიზიარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა და 317-ე
მუხლის მე-3 ნაწილით სახელშეკრულებო მოლაპარაკების
არაკეთილსინდისიერ მონაწილეს ხარჯების ანაზღაურების
მოვალეობა დააკისრა.

მუხლი 318.ინფორმაციის გაცემის ვალდებულება


ვალდებულებისგან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ
ინფორმაციის მიღების უფლება.ინფორმაციის გაცემა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ,როცა მას მნიშვნელობა აქვს
ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს
შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს
ინფორმაცია.ინფორმაციის გაცემის ხარჯები ვალდებულ პირს უნდა
აუნაზღაუროს მისმა მიმღებმა.

ტექნოლოგიური და ტელეკომუნიკაციური რევოლუციების ეპოქაში


ინფორმაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.თანამედროვე
ტექნიკა,კომპიუტერული და დიგიტალური ტექნიკის
ჩათვლით,სათანადო პროფესიული მომზადებისა და სიახლეების
შესახებ უწყვეტად ინფორმირების გარეშე სრულიად გამოუსადეგარ
ნივთებად შეიძლება გადაიქცნენ,სწორედ ამიტომ მწარმოებელი
კომპანიები მუდმივად ცდილობენ,რომ მომხმარებლებს მიაწოდონ
ინფორმაცია ყოველი სიახლისა და ცვლილებების შესახებ.როგორც
წესი,კომპანიები თავისი ნებით აწვდიან ინფორმაციას
კონტრაჰენტებს,მაგრამ კანონი ასეთი ინფორმაციის მიღების
მოთხოვნის უფლებას ხელშეკრულების მეორე მხარესაც აკისრებს.

თავისი სამართლებრივი ბუნებით ინფორმაციის გაცემის


ვალდებულება შეიძლება დამატებითი ვალდებულებების კატეგორიას
მივაკუთვნოთ.ინფორმაციის ხასიათი დამოკიდებულია
ვალდებულების შინაარსზე,ვალდებულების საგანზე,ამიტომ წინასწარ
იმის განსაზღვრა,თუ რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს
კონტრაჰენტმა,კანონით შეუძლებელია.პირობითად ეს ინფორმაცია
შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს:

ა)ტექნიკის ან ტექნოლოგიური სისტემების სწორი


ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ბ)ბაზარზე ახალი პროდუქციის გასატანად საჭირო ინფორმაცია;
გ)ექსპლუატაციისას ან მოხმარებისას უსაფრთხოების
უზრუნველმყოფი ინფორმაცია;

დ)მომავალი კონტრაჰენტების შესახებ ინფორმაცია;

ე)სხვა სახის ინფორმაცია,რომელიც ვალდებულების შინაარსიდან


გამომდინარე მხარეებისთვის აუცილებელია;
ინფორმაციის მფლობელი კონტრაჰენტის უფლებები შეიძლება
შელახოს კომერციული საიდუმლოების შემცველი ანდა შეუმოწმებელი
ინფორმაციის გაცემამ.ეს საკითხი ყოველი კონკრეტული ფაქტის
შემოწმებისას ცალკე უნდა იქნეს განხილული.
თუ მხარეთა შეთანხმებით წინასწარ არ განისაზღვრა ინფორმაციის
გაცემისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი,მაშინ ამ ხარჯებს
აანაზღაურებს ინფორმაციის მიმღები.

მუხლი 319. ხელშეკრულების


თავისუფლება,ხელშეკრულების დადების
ვალდებულება
1.კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში
თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ
ხელშეკრულებათა შინაარსი.მათ შეუძლიათ დადონ ისეთი
ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ
არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.თუ საზოგადოების ან
პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების
ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე,მაშინ ეს
უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

2.თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული


მდგომარეობა ბაზარზე,მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება
ხელშეკრულების დადების ვალდებულება,.მას არ შეუძლია
კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების
არათანაბარი პირობები.

3.იმ პირებს,რომლებიც არასამეწარმეო მიზნებისათვის ან საარსებო


მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად იძენენ ან სარგებლობენ
ქონებითა და მომსახურებით,დაუსაბუთებლად არ შეიძლება ეთქვათ
უარი ხელშეკრულების დადებაზე,თუკი ხელშეკრულების მეორე მხარე
მოქმედებს თავისი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში.

I.ხელშეკრულების თავისუფლების ცნება და მნიშვნელობა


სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის
პრინციპი ყველაზე აშკარად ხელისუფლების თავისუფლებაში
გამოიხატება.

ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის


მონაწილეები,ნების თავისუფალი გამოვლენის
საფუძველზე,კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ
შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება.აღიარებული შეხედულების
თანახმად,მოთხოვნები ხელშეკრულების შესრულებაზე ან მისი
შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მხოლოდ
მაშინ შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი,თუ მოცემული
მართლწესრიგი მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებას „მბოჭავად “
მიიჩნევს.

ხელშეკრულების თავისუფლების უზრუნველყოფა თანამედროვე


სახელმწიფოს კონსტიტუციურ მოვალეობას განეკუთვნება.ამავე
დროს,სახელმწიფოს უფლება აქვს ეს თავისუფლება სხვადასხვა
საფუძვლებიდან გამომდინარე შეზღუდოს.ხელშეკრულება უნდა
უზრუნველყოფდეს მასში მონაწილეთა ინტერესების დაცვას.მათთვის
უპირატესობების მიცემას.მხოლოდ ასეთ პირობებშია შესაძლებელი
სიმდიდრის შექმნა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა.

საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში საყოველთაოდაა დამკვიდრებული


ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი,მის გარეშე
წარმოუდგენელია ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი.

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პირობებში


ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მნიშვნელოვნად
იცლვება.დღითიდღე იზრდება ისეთი ხელშეკრულებების
რაოდენობა,რომლებიც,პრაქტიკულად შეუძლებელია განეკუთვნოს
კლასიკურ ხელშეკრულებებს.

თანამედროვე ეპოქსი განვითარებით გამოწვეულ სიახლეს


წარმოადგენს ე.წ. კონტრაჰირების იძულების პრინციპი,რომლის
თანახმადაც ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე პირი
ვალდებულია დადოს ხელშეკრულება.

მაშასადამე,კერძო საკუთრების პრინციპთან ერთად ხელშეკრულების


თავისუფლება საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივ საფუძველს
წარმოადგენს.ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი
ნაწილისგან შედგება.ერთი მხრივ,იგი მოიცავს ხელშეკრულების
დადების თავისუფლებას,ხოლო მეორე მხრივ - ხელშეკრულების
შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას.

ხელშეკრულების დადების თავისუფლება განამტკიცებს


შესაძლებლობას პირმა დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება.პირი
უფლებამოსილია თავისუფლად აირჩიოს სახელშეკრულებო
კონტრაჰენტი,გარდა იმ შემთხვევებისა,როცა არ არსებობს
ალტერნატიული შესაძლებლობა,მაგალითად,ელექტრო ან
გაზმომარაგების დროს.

ხელშეკრულების დადების თავისუფლება გულისხმობს იმასაც,რომ


მხარეებს ასევე შეუძლიათ უარი თქვან ხელშეკრულების შესრულებაზე
და შეწყვიტონ ის.

ხელშეკრულების თავისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია


ხელშეკრულების შნაარსის თავისუფალი განსაზღვრა.

ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად


შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე.მათ უფლება აქვთ
ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ,როგორც მარ
სურთ.

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს


იმასაც,რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი
ხელშეკრულება,მათ შორის ისეთიც,რომელიც არ არის კანონით
გათვალისწინებული,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი ხელშეკრულება იდება,მხარეები


უამრავ ისეთ შეთანხმებას აღწევენ,რომლებიც კანონებში არაა
გათვალისწინებული.ეს რომ ასე არიყოს,ადამიანის ნიჭი,მისი უნარი
და ფანტაზია კანონის ვიწრო ჩარჩოებში მოექცეოდა და არ
გვექნებოდა ის მრავალფეროვნება,რომლითაც ასე მდიდარია
თანამედროვე მსოფლიო.

მაშასადამე,ხელშეკრულების მხარეებს უფლება აქვთ


დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ
ამ ხელშეკრულების შინაარსი.აქედან გამომდინარე,არ უნდა იწვევდეს
იურისტების გაოცებას და ზოგჯერ დაბნევასაც კი,თუ მათ პრაქტიკაში
ისეთი ხელშეკრულებები შეხვდებათ,რომლებიც პირდაპირ არაა
კანონით გათვალისწინებული ან არ თავსდება არც ერთი ცნობილი
ხელშეკრულების ფარგლებში.

II. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლები

მიუხედავად იმისა,რომ ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო


სამართლის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია,იგი არასდროს
ყოფილა შეუზღუდავი.ეს შეზღუდვები შეეხება,როგორც
ხელშეკრულების დადების,ისე მისი შინაარსის განსაზღვრის
თავისუფლებას.

1.ხელშეკრულების დადების თავისუფლების შეზღუდვა

სამოქალაქო კოდექსი ხელშეკრულების დადების თავისუფლების


რამდენიმე შემთხვევას განამტკიცებს:

ა) სახელმწიფოს ნებართვის აუცილებლობა ხელშეკრულების


დადებისას

თუმცა სამოქალაქო სამართალი კერძო პირთა სამართალია და ეს


პირები დამოუკიდებლად წყვეტენ ერთმანეთთან ურთიერთობის
საკითხებს,თანამედროვე მართლწესრიგი ითვალისწინებს
შემთხვევებს,როცა სახელმწიფოს,საჯარო ხელისუფლების ჩარევა
აუცილებელი ხდება ამ კერძო ხასიათის ურთიერთობებში.გარდა
საკანონმდებლო მოწესრიგებისა,სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი
ჩარევის ერთ-ერთი საშუალება არის სპეციალური ნებართვების
დაწესება ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას.ასეთი ჩარევის
შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს 319-ე მუხლის
პირველი ნაწილის მე-3 წინადადებაში,რომლის თანახმად,თუ
საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს
ნებართვაზე,მაშნ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ამრიგად,სამოქალაქო კოდექსი უშვებს იმის შესაძლებლობას,რომ


ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებული იყოს სახელმწიფოს
ნებართვაზე,ოღონდ ასეთი ნებართვის აუცილებლობა
მოწესრიგებული უნდა იყოს კანონით.

ბ)ხელშეკრულების დადების ვალდებულება,ე.წ. კონტრაჰირების


იძულება
კონტრაჰირების იძულება თანამედროვე „საბაზრო ეკონომიკის
კორექტივს“ წარმოადგენს და მიზნად ისახავს იმ პირთა
დაცვას,რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს ბაზარზე
გაბატონებული მდგომარეობის მქონე საწარმოების
ზ ეგავლენით .ასეთი მდგომარეობა უკავიათ
რკინიგზას,ელექტრო და წყალმომარაგების ორგანიზაციებს და ა.შ.
მომხმარებელთან ურთიერთბაში მათ შეზღუდული აქვთ
კონტრაჰენტის თავისუფლად არჩევის უფლება,ისინი ვალდებულნი
არიან მომხმარებელთან დადონ
ხელშეკრულება.მაშასადამე,ხელშეკრულების დადების ვალდებულება
გვაქვს იქ,სადაც ერთი მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მეორე
მხარისგან ხელშეკრულების დადება.

კონტრაჰირების იძულება,მართალია,გულისხმობს ხელშეკრულების


დადების ვალდებულებას,მაგრამ ამით არ შემოიფარგლება.მათი
იძულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშეკრულების დადების
თავისუფლების შეზღუდვით.გარკვეულწილად იგი ხელშეკრულების
შინაარსის განსაზღვრასაც უკავშირდება.

ხელშეკრულების დედაბის ვალდებულება გამოიყენება იმ


საწარმოების მიიმართაც,რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ
საქონელსა თუ მომსახურებას.ხელშეკრულების დადების მოთხოვნის
საფუძველი არის ის,რომ კონტრაჰენტს საქონელი და მომსახურება
უნდა სჭირდებოდეს არასამეწარმეო მიზნებისთვის ან საარსებო
მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად.

ხელშეკრულების დადების ვალდებულება წარმოიშოვება იმ


შემთხვევაში,თუ საწარმო საქმიანობს სამეწარმეო საქმიანობის
ფარგლებში.

ხელშეკრულების დადების ვალდებულების დარღვევა


მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა და მისი დამრღვევი შეიძლება
სასამართლოს წესით იქნეს იძულებული დადოს ხელშეკრულება.ამ
დროს შეიძლება წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც

2.ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების შეზღუდვა

ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება როგორც


წესი,იმპერატიული ნორმების საფუძველზე იზღუდება.ეს შეზღუდვები
შეიძლება ეხებოდეს ხელშეკრულების სხვადასხვა ელემენტებს.ერთ
შემთხვევაში შეიძლება კანონი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის
მოითხოვდეს სპეციალური ფორმის დაცვას.სხვა შემთხვევაში შეიძ
₾ება ხელშეკრულების შინაარსს აკონკრეტებდეს.თუ რამდენად
ზღუდავს კანონი ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად
განსაზღვრის შესაძლებლობას,უნდა დადგინდეს კონკრეტული
ნორმისა და კონკრეტული ხელშეკრულების ურთიერთშედარებისა და
განმარტების შედეგად.ამიტომ მათზე საუბარი სხვა მუხლების
კომენტირებისას იქნება.

მუხლი 320. მომავალ ქონებაზე დადებული


ხელშეკრულების ბათილობა
ბათილია ხელშეკრულება,რომლითაც ერთი მხარე კისრულობს
ვალდებულებას,მთელი თავისი მომავალი ქონება ან ამ ქონების
ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უქუფრუქტით დატვირთოს იგი,გარდა იმ
შემთხვევებისა,როცა ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების
ცალკეულ ნივთებზე.

320-ე მუხლში განმტკიცებული ნორმა იმ იმპერატიულ ნორმებს


განეკუთვნება,რომლებიც ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის
თავისუფლებას ზღუდავენ.მის ისტორიულ წინამორბედ ნორმებს ჩვენ
სამოქალაქო სამართლის ფრანგულ და გერმანულ კოდიფიკაციებში
ვხვდებით.კერძოდ,პირველად ფრანგულმა სამოქალაქო კოდექსმა
აკრძალა მომავალი ქონების მთლიანად ან მისი განსაზღვრული
კვოტის ჩუქება.გერმანულმა სამოქალაქო კოდექსმა ეს აკრძალვა
უფრო გააფართოვა და გაავრცელა მთლიანად მთელ მომავალ
ქონებაზე დადებულ ხელშეკრულებებსა და მათ
შორის,უზუფრუქტზეც.ქართული სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა
სწორედ გერმანული ნორმის საფუძველზე შეიქმნა.რაც შეეხება
ამჟამინდელი ქონების გასხვისებას და მის საკანონმდებლო
ფორმას,იგი მოწესრიგებულია 321-ე მუხლში.

320-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა შეეხება როგორც


სასყიდლიან,ისე უსასყიდლო ხელშეკრულებებს.

კანონი,მართალია,კრძალავს მთელი მომავალი ქონების გასხვისების


შესაძლებლობას,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ აკრძალულია
ხელშეკრულებების დადება მომავალი ქონების ცალკეულ საგნებზე.
მაგალითად,ნამდვილია ხელშეკრულება,რომლითაც ერთი მხარე
მეორეს გადასცემს იჯარის ხელშეკრულებიდან მისაღები შემოსავლის
მიღების უფლებას. გერმანულ სამართალში განმტკიცებული
შეხედულების თანახმად,მთელი მომავალი ქონების სხვისთვის
გადაცემის ვალდებულების დაკისრება მიგვიყვანდა პირის
ქონებაუნარიანობისა და შესაბამისად უფლებაუნარიანობის
უარყოფამდე.

320-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ხელშეკრულება


ბათილია.თუ მხარეებმა ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე რაიმე
მიიღეს,მაშინ მათ ის ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ უსაფუძვლო
გამდიდრების შესახებ წესების შესაბამისად.

თუ ხელშეკრულება შეეხება ერთდროულად,როგორც ამჟამინდელ,ისე


მომავალ ქონებას,მაშინ ხელშეკრულება ნაწილობრივ იქნება
ბათილი,კერძოდ,იმ ნაწილში,რომელიც მომავალი ქონების გადაცემას
ეხება.

მუხლი 321. ხელშეკრულება ქონების გადაცემის


შესახებ
ხელშეკრულება,რომლითაც ერთი მხარე კისრულობს
ვალდებულებას,მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების
ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს
იგი,მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას,გარდა იმ
შემთხვევებისა,როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი
ქონების ცალკეულ ნივთებზე.

ხელშეკრულება,რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას


გადასცეს სხვა პირს მთლი ამჟამინდელი ქონება ან მისი ნაწილი ანდა
უზუფრუქტით დატვირთოს იგი,მოითხოვს სანოტარო წესით
დამოწმებას.

რადგან ქონება შეეხება მთლი ქონების შესაძლო


გასხვისებას,აუცილებელია,რომ გამსხვისებელმა ეს გააკეთოს
აუჩქარებლად და გააზრებულად.სანოტარო ფორმა იცავს მხარეებს
ამგვარი აჩქარებისგან.

ვინაიდან,ხელშეკრულება იდება მთლი ქონების


გადაცემაზე,შინაარსით იგი უთანაბდრდება ანდერძს.ამიტომ მისი
ფორმა არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები,ვიდრე ანდერძისთვისაა
გათვალისწინებული.ამით თავიდან ვიცილებთ იმ შესაძლო
გაუგებრობებს,რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ფორმის გამო
ქონების ანდერძით განკარგვასა და 321-ე მუხლით გათვალისწინებულ
განკარგვას შორის.

სანოტარო ფორმა უზრუნველყოფს სამართლებრივ უსაფრთხოებასა


და სტაბილურობას. სანოტარო ფორმის დაუცველობა იწვევს
ხელშეკრულების ბათილობას.

321-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ცნებაში იგულისხმება


აქტივები და არა პასივები.

მუხლი 322.სამკვიდრო ქონების შესახებ


დადებული ხელშეკრულების ბათილობა
1.პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ
დადებული ხელშეკრულება ბათილია.იგივე წესი გამოიყენება პირის
სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო
წილის ან/და საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულებათა
მიმართ.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის წესი არ გამოიყენება იმ


ხელშეკრულების მიმართ,რომელიც იდება მომავალ კანონით
მემკვიდრეებს შორის ერთ-ერთი მათგანის კანონით სამემკვიდრეო
წილისა და სავალდებულო წილის თაობაზე.

322-ე მუხლის ისტორიულ წინამორბედს ჯერ კიდევ კლასიკური რომის


სამართალი განამტკიცებდა,რომელიც ბათილად მიიჩნევდა პირის
სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებულ
ხელშეკრულებებს.
რა უდევს საფუძვლად პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე
ხელშეკრულების დადების აკრძალვას?

ა)ამ ტიპის ხელშეკრულებები ზნეობრივად გასაკიცხადაა


მიჩნეული,რამეთუ ხელშეკრულების მხარეები ელოდებიან
მამკვიდრებლის გარდაცვალებას და ამით სპეკულირებენ

ბ)მამკვიდრებლებმა რომ იცოდეს ასეთი ხელშეკრულების არსებობის


შესახებ,ბუნებრივია,იგი თავს შეზღუდულად იგრძნობდა ანდერძის
თავისუფლებასთან მიმართებაში.გარდა ამისა,პრაქტიკულად ეს
ნიშნავს მესაკუთრის თანხმობისა და მისი ნების გარეშე თავისი
ქონების განკარგვას.

322-ე მუხლი კრძალავს ნებისმიერ ხელშეკრულებას დადებულს


მამკვიდრებლის ქონების თაობაზე მისსავე სიცოცხლეში,არავითარი
მნიშვნელობა არ აქვს ხელშეკრულების სახეობასა და შინაარსს.

კანონი მხოლოდ ისეთი ხელშეკრულებების დადებას


უშვებს,რომლითაც მომავალი კანონით მემკვიდრეები კისრულობენ
თავისი კუთვნილი ქონების განკარგვას და არა მის გადაცემას.

ბათილობის წინაპირობაა ხელშეკრულების დადება ჯერ კიდევ


ცოცხალი პირის სამკვიდროზე.გადამწყვეტია ის,იცოდნენ თუ არა
მხარეებმა,რომ სამკვიდროს დამტოვებელი ამ ხელშეკრულების
დადების მომენტისთვის ცოცხალი იყო.

მუხლი 323.უზღავი ნივთის გასხვისების წესი


ხელშეკრულება,რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას,უძრავ
ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი,უნდა დამოწმდეს
სანოტარო წესით.

უძრავი ნივთების განკარგვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები


ყველაზე მნიშვნელოვან ქონებრივ გარიგებებს განეკუთვნება,ამიტომ
სრულიად ბუნებრივია,რომ კანონი ამ ხელშეკრულებებს
განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება და სპეციალურ ფორმასაც
კი აწესებს.
323-ე მუხლი შეიცავს იმპერატიულ ნორმას,რომელიც უძრავ ქონებაზე
საკუთრების გადასვლის ვალდებულებითსამართლებრივი
ხელშეკრულების ფორმას განსაზღვრავს.ხოლო 183-ე მუხლი ამ
ფორმასთან ერთად განამტკიცებს უძრავ ნივთზე საკუთრების
გადასვლის აუცილებელ წინაპირობასა და საკუთრების გადასვლის
მომენტს - რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

323-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს ყველა


ხელშეკრულება,რომლითაც უძრავი ნივთის გამსხვისებელს
წარმოეშვება უძრავი ნივთის გასხვისების ვალდებულება ან უძრავი
ნივთის შემძენს - შეძენის ვალდებულება.მათ
განეკუთვნება:ნასყიდობის,გაცვლის,ჩუქების დაპირების
ხელშეკრულებები,ასევე საკორპორაციო ხელშეკრულებები.

უძრავი ნივთის გასხვისების ან შეძენის ვალდებულება წარმოიშვება


მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების
საფუძველზე. ასეთი ვალდებულება შეიძლება წინარე
ხელშეკრულებითაც იყოს გათვალისწინებული.

323-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ხელშეკრულება


ბათილია.

მუხლი 324. ნივთის დატვირთვის შესახებ


ხელშეკრულების ფარგლები
თუ პირი იღებს ვალდებულებას,გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი
ნივთი,ეს ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც,თუკი
ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველი მუხლი შეეხება გასხვისების ან დატვირთვის


ხელშეკრულებებში საკუთვნებლის ბედს,როცა მხარეებს
ხელშეკრულებით ცალკე არა აქვთ განსაზღვრული ეს საკითხი.

საკუთვნებლის ცნება და მისი ბუნება განმტკიცებულია 151-ე


მუხლში.მის თანახმად,საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი,რომელიც
არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი,მაგრამ
განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის,დაკავშირებულია
მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით,რის გამოც იგი
სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული
შეხედულების მიხედვით,ითვლება საკუთვნებლად.

ნივთის გასხვისებისას ან დატვირთვის შემთხვევაში,თუ მხარეები სხვა


რამეზე არ შეთანხმებულან,შემძენზე გადადის ასევე საკუთვნებელიც .ამ
დროს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ნივთი მოძრავია თუ უძრავი.

სადავო შეიძლება გახდეს საკუთვნებელზე საკუთრების გადასვლის


საკითხი იმ შემთხვევაში,როცა საკუთვნებელი არ არის მთავარი
ნივთის მესაკუთრის საკუთრება.

თუ წარმოვიდგენთ რა ნივთები განეკუთვნება საკუთვნებელს და რა


ფუნქციებს ასრულებენ ისინი,სრულიად ბუნებრივად მოგვეჩვენება 324-
ე მუხლში გათვალისწინებული წესი. საკუთვნებლად ჩაითვლება:ბინის
გასაღები,სათადარიგო საბურავი მანაქნის საბარგულში,საქონელი
საწყობში და ა.შ

მართალია,324-ე მუხლი მხოლოდ გასხვისებისა და დატვირთვის


ხელშეკრულებებს ეხება,მაგრამ შინაარსიდან გამომდინარე,ეს ნორმა
შეიძლება გამოყენებული იქნეს სარგებლობის
ხელშეკრულებებზეც,როგორიცაა ქირავნობა,იჯარა,თხოვება.

მუხლი 325.ვალდებულების პირობათა


განსაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე
1.თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს
ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ,მაშინ
საეჭვოობისას ივარაუდება,რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს
სამართლიანობის საფუძველზე.

2.თუ მხარე პირობბებს არ მიიჩნევს სამართლიანად,ან მათი


განსაზღვრა ჭიანურდება,გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო .

ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად


ხელშეკრულების მონაწილეები ერთმანეთს შორის ურთიერთობებს
აწესრიგებენ ისე,რომ კანონის ჩარევა პრაქტიკულად საჭიროც აღარ
ხდება.კანონის ჩარევის ორგვარი შესაძლებლობა
არსებობს:იმპერატიული ნორმებისა და დისპოზიციური ნორმების
მეშვეობით.

ხელშეკრულების დადებისას ბუნებრივია,რომ მხარეები ყველაფერზე


ვერ შეთანხმდებიან,ურთიერთობის ყველა დეტალს ვერ
გაითვალისწინებენ.ხშირად არც იმაზე ფიქრობენ,რომ რომელიმე
მხარე ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს ან არაჯეროვნად
შეასრულებს.ასეთ შემთხვევაში უფლებადარღვეული მხარის
ინტერესებს იცავს დისპოზიციური ნორმები,რომლებიც მხარეთა მიერ
ხელშეკრულების დადებისას გამორჩენილ საკითხებს აწესრიგებენ .

იმპერატიული ნორმების რაოდენობა და მნიშვნელობა


ვალდებულებით სამართალში შედარებით მცირეა,მაგრამ მათი
არსებობისას მხარეთა თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია .

325-ე მუხლი ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს,როცა


მხარეები,მართალია,შეთანხმდნენ ხელშეკრულების
პირობებზე,მაგრამ ზოგი პირობა ღიად დატოვეს და მისი განსაზღვრა
მიანდეს ერთ-ერთ მხარეს -კრედიტორს ან მოვალეს.

სამართლიანობის კრიტერიუმებს კანონი არ განსაზღვრავს.ეს ყოველი


კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია სასამართლოზე.

მართალია,ხელშეკრულების თავისუფლებისას მხარეთა ნება


გადამწყვეტია,მაგრამ თვითნებობის უფლებას კანონი მხარეებს არ
აძლევს. ხელშეკრულების თავისუფლება მაინც სახელშეკრულებო
ხამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს,ამიტომ იცავს კანონი იმ
პირებს,რომლებმაც მოტყუების,მუქარის,შეცდომის შედეგად დადეს
ხელშეკრულებები.

325-ე მუხლის პირველი ნაწილი ხელშეკრულების პირობის


განსაზღვრის ორ შემთხვევას ითვალისწინებს:ერთი,როცა თვით
ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ცალმხრივად განსაზღრავს ამ
პირობას და მეორე,როცა მესამე პირს აქვს ასეთი უფლება.

თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ პრაქტიკაში 325-ე მუხლით


გათვალისწინებული შემთხვევები არცთუ ისე იშვიათია,სასამართლოს
როლი ამ საკითხების შეფასებაში უფრო გაიზრდება.
მუხლი 326.სახელშეკრულებო ვალდებულებათა
შესახებ წესების გამოყენება
არასახელშეკრულებო ვალდებულებათა
მიმართ.
წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე
სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ,თუკი
ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი შეიცავს


ნორმებს,რომლებიც ზოგადია ყველა სახის ვალდებულებათა
მიმართ.ეს ნიშნავს,რომ ზოგადი ნაწილი ვრცელდება,როგორც
სახელშეკრულებო,ისე არასახელშეკრულებო
ვალდებულებებზე.ზოგად ნაწილში აგრეთვე გხვდება
ნორმები,რომლებიც სპეციალურად სახელშეკრულებო ურთიერთბებს
აწესრიგებენ.

წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე


სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ,თუკი
ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.ასეთ
წესებს განეკუთვნება:წესები ზიანის ანაზღაურების,ვალდებულებათა
შესრულების,ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ და სხვა.

საკითხი იმის თაობაზე,თუ რომელი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული


არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ სასამართლოს
გადასაწყვეტია.
ტრაკუცა მიყვარხააარ!

You might also like