You are on page 1of 2

396

ალდებულებათა შესრულების პროცესში, კანონიერი წარმომადგენლის გარდა ,


შესაძლოა, ასევე ჩართული იყოს მესამე პირი – დამხმარე. ასეთ შემთხვევაში 396-ე მუხლის
მოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მესამე პირი ვალდებულების
შესრულების პროცესში ჩართული კრედიტორის ნებით, 9 ანუ კრედიტორი მას
ვალდებულების შესრულების მიზნით იყენებს თუ არა

ცალკეულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შემთხვევაში კანონი უშვებს


ვალდებულების შესრულების გადანდობის შესაძლებლობას. გადანდობის შემთხვევაში
ვალდებულებით ურთიერთობაში შემოდის სუროგატი შემსრულებელი , რომელიც არ არის
დამხმარე 396-ე მუხლის მნიშვნელობით.12 მაგ., დავალების მიმღებს აუცილებლობის
შემთხვევაში შეუძლია, დავალების შესრულება გადაანდოს მესამე პირს (711 I). ასეთ
შემთხვევაში რწმუნებული პასუხს აგებს მხოლოდ იმ ბრალისათვის, რომელიც მას
მიუძღვის მესამე პირის შერჩევაში (culpa in eligendo).13 ეს საგამონაკლისო წესი ასევე
გვხვდება მინდობის (724 და მომდევნო მუხლები) და მიბარების (იხ. 766)
ხელშეკრულებებში.

397

დამხმარე პირთაგან უნდა გაიმიჯნონ ის პირები, რომელთაგან მოვალე თავად იღებს


შესრულებას, რათა შემდგომში შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება .
ეს პირები არიან მიმწოდებლები და არა დამხმარენი და ისინი ხვდებიან 397-ე მუხლის
მოქმედების სფეროში. თუმცა მათი სტატუსი შესაძლოა, იცვლებოდეს გარემოებათა
მიხედვით. მაგ., თუ გამყიდველის დავალებით მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს
მყიდველისათვის საქონლის მიწოდებას, ვალდებულების შესრულების ამ ასპექტში
მიმწოდებელი ხდება დამხმარე 396-ე მუხლის მნიშვნელობით

შესრულების საგანი შეიძლება იყოს როგორც ნივთი, ასევე არამატერიალური ქონებრივი


სიკეთე

398

რომელიც ნაწარმოებია კეთილსინდისიერების პრინციპიდან 2 და კანონიკური


სამართლის ზოგადი პრინციპით – clausula rebus sic standibus – არის ნაკარნახევი.3 ამ
პრინციპის თანახმად, ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის
პირობები, რა პირობებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება ,
მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა , არ
შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

398-ე მუხლის ამოქმედება უკავშირდება ხელშეკრულების საფუძვლის რღვევას .


ხელშეკრულების საფუძველი სამი ნიშნით ამოიცნობა. ხელშეკრულების საფუძველია ის
გარემოება ან წარმოდგენა, რომელიც ერთ-ერთ მხარეს მაინც ამოძრავებდა (სუბიექტური
ელემენტი) და მის გარეშე ხელშეკრულება არ დაიდებოდა, ან დაიდებოდა სხვა
შინაარსით (ჰიპოთეზური ელემენტი) და ეს გარემოება ან წარმოდგენა ცნობილი ,
შეცნობადი ან მისაღები იყო მეორე მხარისათვის (ნორმატიული ელემენტი ).11 ამ სამ
ელემენტში საკვანძოა მესამე ელემენტი, რომელსაც ბალანსის მხარეთა ინტერესების
ფუნქცია აქვს. მისადაგების მოთხოვნის ადრესატს უნდა შეძლებოდა იმის დაშვება, რომ
მისი კონტრაჰენტი სწორედ ამ საფუძვლით და ამ ინტერესით დებდა ხელშეკრულებას და
სხვა შემთხვევაში არ დადებდა, ან დადებდა მას სხვა შინაარსით . სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, მოტივაცია ან გარემოება იმდენად არსებითი უნდა იყოს, რომ ის ნებისმიერ
კეთილსინდისიერ მხარეს ხელშეკრულების დადების საფუძვლად უნდა მიეჩნია (causa sine
qua non – რომ არა პირობა). სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოდის
კეთილსინდისიერების პრინციპი მოქმედებაში, ახდენს გავლენას სახელშეკრულებო
ურთიერთობათა დინამიკაზე და უბიძგებს მხარეებს, თანაბრად გადაინაწილონ
ხელშეკრულების საფუძვლის რღვევასთან დაკავშირებული რისკები .

399

პრაქტიკაში გავრცელებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობების დიდი


ნაწილი თვისებრივად გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობებია . ესენია , მაგ .:
თხოვება, ქირა, იჯარა, სესხი, დაზღვევისა და ამხანაგობის ხელშეკრულებები . ამ
ხელშეკრულებებისათვის დამახასიათებელია ვალდებულებათა შესრულების უწყვეტობა
და განგრძობადობა. ისინი, როგორც წესი, ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი ვადით იდება .
ამასთანავე, ეს ხელშეკრულებები, მას შემდეგ, რაც მათი შესრულება დაიწყება ,
ექვემდებარება მხოლოდ შეწყვეტას და არა გასვლას

403

პროცენტი 403-ე მუხლის მნიშვნელობით გულისხმობს ვადაგადაცილებულ თანხაზე


დარიცხულ სარგებელს, რომელიც დაანგარიშდება ვადაგადაცილებული თანხიდან და
რომელიც დამოუკიდებელია მოვალის რეალური სარგებლისა და კრედიტორის
რეალური ზარალისგან. ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი
ვადაგადაცილების მთელი ან ნაწილი პერიოდისათვის, ერთჯერადად ან
მრავალჯერადად

You might also like