You are on page 1of 17

ვალდებულების

შესრულება
მეექვსე ლექცია
კაზუსი განხილვისათვის
 ელენემ დიდი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა შეეცვალა მობილური ტელეფონი და შეეძინა ახალი. მან არჩევანი
გააკეთა ქალაქში ყველაზე პრესტიჟულ ტექნიკის მაღაზიაზე. ელენემ საბოლოოდ შეარჩია ტელეფონის
სასურველი მოდელი, რომლის ღირებულება 2950 ლარი იყო. ელენეს არ ჰქოდა დასახელებული თანხა. მას
სასურველ ტეეფონში მხოლოდ 2500 ლარის გადახდა შეეძლო. საბედნიეროდ გამყიდველი ელენეს მეზობელი
აღმოჩნდა, რის გამოც გაუწია ელენეს შეღავათი დატელეფონი მისთვის მისაღბ ფასში მიყიდა.
 შეძენიდან სამ დღეში ტელეფონი გამოირთო და აღარ ჩაირთო. ტელეფონის გაუმართაობის გამო ელენე ვერ
დაესწრო ონლაინ კონფერენციას და ვერ შეძლო თავისი პრეზენტაციის წარდგენა, რის გამოც მან დაკარგა
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის შესაძლებლობა. მეტიც, ელენემ ასევე ვერ მიიღო მოკლე ტექსტური
შეტყობინება პოტენციური დამსაქმებლისაგან და დაკარგა დასაქმების პერსპექტივა . ელენემ დაუყოვნებლივ
მიმართა მაღაზიას და მოითხოვა ნივთის შეკეთება ან შეცვლა.
 მაღაზიამ უარი განაცხადა ტელეფონის შეკეტება/გამოცვლაზე და მიუთითა ხელშეკრულების იმ დათქმაზე,
რომლის თანახმად, გამყიდველი პასუხს არ აგებდა ნივთის ნაკლის გამო და ასევე არ იყო პასუხისმგებელი
ხარვეზიანი მომსახურებით გამოწვეული ზიანისათვის. მაღაზიამ განმარტა, რომ მოცმულ შემთხვევაში , იგი არ
იყო პასუხისმგებელი ტელეფინის ხარვეზზე, მით უფრო, ტელეფონი გაიყიდა შეღავათიან ფასში, სწორედ
იმიტომ, რომ მომავალში მაღაძიას არ ჰქონოდა არავითარი პასუხისმგებლობა გაყიდული საქონლის მიმართ .
გადაცემის დროს ტელეფონი მხარეებმა ერთობლივად შეამოწმეს და რაიმე სახის ნაკლი არ აღმოჩენილა .
გარდა ამისა, მაღაზიია ვერ ხედავდა კავშრს ელენესთვის მიყენებულ ზიანთან.
 რამდენად საფუძვლიანია ელენეს მოთხოვნები? პასუხი დაასაბუთეთ.
ვალდებულების შესრულების ცნება და მნიშვნელობა
 ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი
სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის
სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ
ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე
ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა
აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა.
 ვალდებულების შესრულება ნიშნავს მოვალისაგან იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან
თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს. ვალდებულების შესრულებისას
ნებისმიერი მხარის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება ხდება , მიუხედავად უფლებრივი
მდგომარეობისა. ვალდებულების შესრულებისას ქართული სამოქალაქო კოდექსი იძლევა ინტერესთა
მშვიდობიანი თანაარსებობის შესაძლებლობას. პატივსადები ინტერესი ხდება ვალდებულებითი
ურთიერთობის როგორც ტრანსფორმაციის, ისე მისი შეწყვეტის საფუძველი . თავად ინტერესის
მდგომარეობას კი განსაზღვრავს როგორც შესრულების პროცესი, ისე მის გარეთ არსებული
გარემოებები.
 ვალდებულების შესრულება წარმოადგენს რთულ ობიექტურ მოვლენას . შესრულება, როგორც
მოვლენა, რომელიც ხდება ობიექტურ სინამდვილეში, ხორციელდება დროსა და სივრცეში , ამა თუ იმ
გარემოებაში, ამა თუ იმ პირებს შორის. ამიტომაც, როგორც ვალდებულების შესრულების წესები ,
აგრეთვე ვალდებულების შესასრულებელი მოქმედებებიც, ამ ფაქტორების ზეგავლენას განიცდიან .
ზოგადი დებულებანი
 ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპი _ „Pacta sunt servanda“ ყველა მართლწესრიგის ფუძემდებლური დანაწესია.
იგი ვალდებულებითი სამართლის ძირითადი პრინციპია, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და
სახელშეკრულებო წონასწორობას უზრუნველყოფს.
 ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინეტრესი, სამართლებრივი დაცვის
თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერი სამართლის სისტემაში. იგი კერძო ავტონომიის ერთ-
ერთი ასპექტია, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის განხორციელების წინაპირობაა, რომლითაც
სახელშეკრულებო თავისუფლება იმთავითვე პასუხისმგებლობას უკავშირდება.
 სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში ერთხმად აღნიშნავენ, რომ შესრულება
წარმოადგენს ვალდებულების მიზანს.
 ნებისმიერი ვალდებულება გულისხმობს მის შესრულებას. თუკი ესა თუ ის ურთიერთობა ღებულობს
ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფორმას, მაგრამ მის მონაწილეებს თავიდანვე არ ჰქონდათ
მისი შესრულების განზრახვა, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს მოჩვენებით გარიგებას.
 ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების
შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს
შესრულებას, კრედიტორი ღებულობს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა
გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაში (მაგალითად, სამეზობლო თმენის
ვალდებულებები; და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით. ამიტომაც იურიდიულ
ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი -
ქმედება.
 ამდენად, ვალდებულების შესრულება წარმოადგენს მოვალის ნებელობით ქცევას.
ვალდებულების შესრულების სახეები
 როგორც წესი, შესრულებაში გარკვეული შედეგი ივარაუდება - ნივთის გადაცემა, ვალის დაბრუნება, მაგრამ იგი
შეიძლება საქმიანობასაც გულისხმობდეს - მომსახურების ტიპის ხელშეკრულებები.
 არის შემთხვევები, როდესაც შესრულების შინაარსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მარტივი აქტით - ნივთის გადაცემა
მყიდველისათვის, და იგი სხვა მოქმედებებსაც ითვალისწინებს, რათა შესრულება ჩაითვალოს განხორციელებულად .
 ვალდებულებისა და ვალდებულების შესრულების მჭიდრო ურთიერთკავშირი ძირითადად იმითაა განპირობებული ,
რომ შესრულებისაკენ მიმართული მოქმედებები თავის საფუძველს სწორედაც რომ ვალდებულებაში პოულობს.
 ვალდებულების შესრულება გამოიხატება მოვალისა და კრედიტორის მიერ იმ მოქმედებების განხორციელებაში,
რომლებიც შეადგენს მათი უფლებებისა და მოვალეობების შინაარსს.
 ვალდებულების შესრულება - ეს არის კრედიტორისა და მოვალის ნებელობითი მოქმედებები: ერთი გადასცემს
შესრულებას, მეორე კი - ღებულობს. შესაბამისად, შესრულება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან : ა ) შესრულების საგნის
შეთავაზება. შესრულების შეთავაზებად ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება
ან შესაბამისი შედეგის დადგომა, რაც თავად ვალდებულების სახეზეა დამოკიდებული; 2) შესრულების საგნის გადაცემა
უფლებამოსილი პირისათვის; 3) კრედიტორის მიერ შესრულების მიღება. მაგალითად, ნარდობის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე, თუ საჭიროა შესრულებული სამუშაოს გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული
სამუშაო. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს დადგენილ ვადაში .
 შესასრულებული მოქმედების ხასიათის გათვალისწინებით, განასხვავებენ: ა) ქონების საკუთრებაში გადაცემის ; ბ )
ქონების სარგებლობაში გადაცემის; გ) სამუშაოს შესრულების; დ) მომსახურების გაწევის ტიპის ვალდებულებებს .
ვალდებულების შესრულების პრეზუმფცია

 სამართალში დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციას. პრეზუმფცია ლათინური წარმოშობის


სიტყვაა და ნიშნავს ვარაუდს. დაუდასტურებელი მოვლენა ან ფაქტი მიიჩნევა, ივარაუდება არსებულად,
დადასტურებულად და მას სამართლებრივი შედეგები უკავშირდება. ამგვარი პრეზუმფციების არსებობა
იმისთვისაცაა საჭირო, რომ ურთიერთობის მონაწილენი გაურკვეველ, ბუნდოვან მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ
და მათი სამართლებრივი სტატუსი ჰაერში არ იყოს გამოკიდებული.
 პრეზუმფციებს დიდი პრაქტიკული მიშვნელობა გააჩნიათ როგორც მატერიალურ, ისე სამოქალაქო საპროცესო
სამართალში, მაგალითად, 158 I მუხლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე. თუ
სამოქალაქო სამართალში ასეთი ვარაუდი არ იქნებოდა, მაშინ ეჭვი უნდა შეგვეტანა ყველა ადამიანის
კეთილსინდისიერებაში და ყველაფრი, რასაც ისინი ფლობენ, არ უნდა მიგვეჩნია მათ საკუთრებად. ამიტომაც აქვს
დიდი მნიშვნელობა სამართალში პრეზუმფციებს და მათ სწორად შერჩევას.
 361 I მუხლის თანახმად, „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას“.
 მართალია, ვალდებულების არსებობას ნიშნავს, თუმცა მხოლოდ შესრულებით კონკრეტული ვალდებულების
არსებობა არ დასტურდება. ამიტომ შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში
განახორციელა მან ეს შესრულება და კონკრეტულად რომელი ვალდებულება შეასრულა, წინააღმდეგ
შემთხვევაში, შემსრულებელი, მხოლოდ შესრულებით, კონკრეტული სამართალურთიერთობის მტკიცების გარეშე,
საპასუხო ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვს. თუ შემსრულებელი ვერ დაადასტურებს კონკრეტული
ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, იგი განხო- რციელებული შესრულების უკან
გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს (976).
ვალდებულების შესრულების პრინციპები
 პრინციპი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დასაწყისს, დასაბამს. ამ ტერმინს იყენებენ
რომელიმე თეორიის, მოძღვრების, მეცნიერების ძირითადი ამოსავალი დებულების,
სახელმძღვანელო იდეის, აგრეთვე ქცევის ძირითადი წესის აღმნიშვნელად.
 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ, რადგან ვალდებულების შესრულების ინსტიტუტი
შეადგენს სამოქალაქო სამართლის ნაწილს, მის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო
კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით. გარდა ამისა, ვალდებულების შესრულებისათვის დამახასიათებელია საკუთრივ
შესრულების მომწესრიგებელი პრინციპების მოქმედებაც.
 361 II მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად,
დათქმულ დროსა და ადგილას.
 ა. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება;
 ბ. ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულება;
 გ. ვალდებულების შესრულების დრო;
 ვალდებულების შესრულების ადგილი.
ვალდებულების ჯეროვანი შესრულება
 ტერმინი „ჯეროვანი“ სრულფასოვანის“ ანალოგია. იგი თავის თავში მოიცავს 361 II მუხლის
განსაზღვრულ შესრულებას.
 ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა
(მაგალითად, 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის
სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
 კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან
(არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის
მიერ, მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება
ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით
დაინტერესებული პირების მოლოდინს.
 ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ
დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგორი შესრულებაა
ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება.
ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულება

 საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით


გამოიკვეთა “კეთილსინდისიერების მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი
წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს
ემსახურება კეთილსინდისიერების როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის
სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული .
 8 III მუხლის თანახმად, „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან
კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობანი.“ კეთილსინდისიერად ქცევის
ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი
განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა
ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი .
კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა .
 კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით ,
ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული , ისე
სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე
ხელშეკრულების ხარვეზი.
 კეთილსინდისიერება „ღია ნორმაა“, რომლის შინაარსიც არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ აბსტრაქტული
გზით, არამედ იგი დამოკიდებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, და დადგენილ უნდა იქნეს
დაკონკრეტების მეთოდის გამოყენებით.
ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების
ურთიერთმიმართება
 ლოგიკური და ფაქტობრივი მიჯნა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებას შორის საკმაოდ ვიწროა
და პრაქტიკაში იშვიათად თუ განსხვავდება ერთმანეთისაგან . ჯეროვანი შესრულების სიტყვასიტყვითი
ანალოგიის მოძებნა ევროპულ კოდიფიკაციებში საკმაოდ რთულია, რადგან მათი უმრავლესობა
კეთილსინდისიერებისა და წესიერების ცნებებით კმაყოფილდება. მიუხედავად ამისა , თეორიული
განსხვავება ვალდებულების ჯეროვან და კეთილსინდისიერ შესრულებას შორის მაინც არსებობს .
 361 II მუხლი უთითებს ვალდებულების დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების აუცილებლობაზე .
ვალდებულების ჯეროვანი შესრულება უკავშირდება შესრულების საგანსა და მის თვისებებს . მოვალემ
კრედიტორს უნდა გადასცეს იმ ხარისხის, იმ რაოდენობისა და თვისების ნივთი, როგორიც მხარეთა
შეთანხმებიდან ან ვალდებულების არსიდან გამომდინარეობს (რეალური შესრულება ). იგივე წესი
მოქმედებს, როცა ვალდებულებების საგანია მომსახურება. თუ ვალდებულების შესრულების პირობები
უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ , ეს უნდა მოხდეს
კეთილსინდისიერად და სამართლიანად (325).
 შესაბამისად, ვალდებულება სრულდება ჯეროვნად, თუკი იგი აკმაყოფილებს შეთანხმებულ პირობებს ,
ხოლო, თუ შესრულების პირობები შეთანხმებული არ არის, ვალდებულება უნდა შესრულდეს
კეთილსინდისიერად, ანუ ისე, როგორც იგი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში შესრულდებოდა .
ჯეროვნებაც და კეთილსინდისიერებაც ვალდებულების შესრულების განუყოფელი პრინციპებია , თუმცა
პირველი კონკრეტულია და ადვილად განსასაზღვრი, მაშინ, როცა კეთილსინდისიერება აბსტრაქტულია
და შესაბამისად, მეტ არგუმენტაციას საჭიროებს. ორივე პრინციპის შეფასება ძირითადად მოსამართ -
ლის პრეროგატივაა.
ვალდებულების შესრულების ადგილი
 ვალდებულება უნდა შესრულდეს სათანადო ადგილას. ვალდებულების შესრულების ადგილია
ის ადგილი, სადაც მოვალე ახორციელებს ვალდებულების შესასრულებელ ბოლო
მოქმედებას. ეს ადგილი შეიძლება განსხვავდებოდეს იმ ადგილისაგან, სადაც შესრულების
შედეგი დგება (შედეგის ადგილი). ამასთან, უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც
ვალდებულების შესრულების ადგილი და შედეგის ადგილი ერთმანეთს ემთხვევა.
მაგალითად, როდესაც პირი აგრარულ ბაზარში პროდუქტებს ყიდულობს, აქ, როგორც
შესრულების ადგილი, ისე შედეგის ადგილი იქნება აგრარული ბაზრის ადგილსამყოფელი.
 ვალდებულების შესრულების ადგილია ის ადგილი, სადაც მოვალემ უნდა შეასრულოს
ვალდებულებიდან გამომდინარე მოქმედება. საუბარია სივრცეში მეტად თუ ნაკლებად
განსაზღვრულ პუნქტზე. ეს შეიძლება იყოს განსაზღვრული შენობა ან განსაზღვრული
დასახლებული პუნქტი (ქალაქი, სოფელი, ქუჩა) ან რეგიონი, ან სულაც სახელმწიფო. საქმე
უნდა ეხებოდეს ადგილს, სადაც მოვალე განახორციელებს თავისი ვალდებულების
შესრულებისათვის საჭირო უკანასკნელ მოქმედებას. ნაკლებ მნიშვნელოვანია, თუ სად
განახორციელა მოვალემ შესრულებისათვის საჭი- რო მოსამზადებელი ქმედებები.
ვალდებულების შესრულების ადგილია ის ადგილი, სადაც განსახორციელებელი მოქმედება
უნდა შესრულდეს.
 ყველაზე უფრო ხშირად ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრა ხდება მხარეთა
შეთანხმებით.
ვალდებულების შესრულების დრო
 ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ
ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.
 ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა
აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას.
 სამოქალაქო ბრუნვაში ვადებს ხშირად აიგივებენ მათ ნეგატიურ გამოვლენასთან - ამოწურვასთან, გასვლასთან.
მაგალითად, ვალდებულების შესრულებას სწორედ შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვას უკავშირებენ .
 ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებულ უნდა
იქნეს.
 ვადა და დრო არსებითად ერთი და იმავე მოვლენის ამსახველი ცნებებია. ვადა აღნიშნავს დროის ამა თუ იმ მონაკვეთს,
დრო კი ასახავს როგორც დროის მონაკვეთს, ანუ ვადას, ასევე დროს ზოგადად, როგორც მუდმივს, წარუვალს. დროის
დინებას ვერაფერი შეაჩერებს, მაშინ, როდესაც ვადა, როგორც დროში არსებული - შეიძლება შეწყდეს.
 შესრულების მოთხოვნის მომენტს წარმოადგენს დრო, რომლის დადგომის შემდეგაც კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს
შესრულება. შესრულების მოთხოვნის მომენტი პასუხობს კითხვაზე, თუ როდიდან აქვს კრედიტორს მოთხოვნის უფლება. ამ
მომენტის დადგომას ახლავს სამი ფაქტორი: 1) შესრულების მოთხოვნამდე _ შესრულების ვალდებულება არსებობს, მაგრამ
კრედიტორს, როგორც წესი, არა აქვს მისი მოთხოვნის უფლება. ამდენად, გარკვეულ მომენტამდე ვალდებულების
შესრულების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იგულისხმება _ იგი სავარაუდოა; 2) როგორც კი დადგება ვალდებულების
შესრულების ვადა, კრედიტორს ეძლევა უფლება, შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი; 3) ხანდაზმულობის
ფაქტორი _ რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი
წესები. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ თვით კრედიტორის მოთხოვნა გახდეს ვადაგასული.
ვალდებულების შესრულება
 მუხლი 362. ვალდებულების შესრულების ადგილი
თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს , მაშინ საგნის მიწოდება
შემდეგნაირად უნდა მოხდეს:
ა ) ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში  – იმ ადგილას , სადაც იგი ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის იმყოფებოდა ;
ბ ) გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში  – იმ ადგილას , სადაც იმყოფება მოვალის საწარმო ; თუ ასეთი არ არის , მაშინ  – მისი
საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
  მუხლი 363. მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის შეცვლა
1. თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან საწარმოს ადგილსამყოფელი და კრედიტორს ამის გამო
წარმოეშობა დამატებითი ხარჯები, მოვალემ ეს ხარჯები უნდა აუნაზღაუროს კრედიტორს .
2. თუ ვალდებულების შესრულებამდე იცვლება კრედიტორის საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი და ამის გამო იზრდება ხარჯები
ან საფრთხე ექმნება შესრულებას, მაშინ კრედიტორს ეკისრება როგორც გაზრდილი ხარჯების ანაზღაურება, ასევე საგნის გადაცემის
მოსალოდნელი საფრთხის რისკიც.
    მუხლი 364. ვალდებულების შესრულება ვადამდე
მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუკი პატივსადები მიზეზით კრედიტორი უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე .
  მუხლი 365. ვალდებულების შესრულება შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის არარსებობისას
თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა , მაშინ კრედიტორს ნებისმიერ
დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს .
   მუხლი 366. ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნის დაუშვებლობა
თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე , ხოლო მოვალეს
შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.
ვალდებულების შესრულება
 მუხლი 367. ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება
თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა , კრედიტორს შეუძლია
დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა
შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.
  მუხლი 368. ვალდებულების შესრულება პირობითი გარიგების არსებობისას
თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ ვალდებულება შესასრულებელია იმ
დღიდან, როდესაც ეს პირობა დგება.
მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე
იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას
ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა იგი
ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
მუხლი 370. სამომხმარებლო კრედიტი
1. სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან
დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა
თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.
2. 2. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას , თუ
კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური
ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების
ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდა.
ვალდებულების შესრულება
 მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ
1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს , რომ მოვალემ პირადად
უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც .
2. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება , თუ მოვალე ამის წინააღმდეგია .
მუხლი 372. კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ
თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი , რომელსაც
ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე, უფლებამოსილია
დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნის უფლება
გადადის ამ პირზე.
  მუხლი 373. ვალდებულების შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.
2. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება
შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი.
  მუხლი 374. ალტერნატიული ვალდებულებანი
თუ რამდენიმე ვალდებულებიდან უნდა შესრულდეს ერთ-ერთი (ალტერნატიული ვალდებულებანი ), არჩევის უფლება
აქვს მოვალეს, თუკი ხელშეკრულებიდან, კანონიდან ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს .
ვალდებულების შესრულება

მუხლი 375. შესასრულებელ ვალდებულებათა არჩევა


თუ აღმოჩნდა, რომ მოვალეს ორი შესასრულებლიდან შეუძლია უარი თქვას ერთ-ერთზე, მაშინ
ძალაში რჩება მეორე მოქმედების შესრულების ვალდებულება.
 მუხლი 376. ალტერნატიულ ვალდებულებათა არჩევის წესი
374-ე მუხლის მიხედვით არჩევა ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის წინაშე
განცხადებით ან შესრულების განხორციელებით. არჩეული ვალდებულება მიიჩნევა
დასაწყისიდანვე შესასრულებელ ვალდებულებად.
მუხლი 377. ორზე მეტი შესასრულებელი ვალდებულების არჩევა
374 – 376-ე მუხლების წესები გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა ვალდებულების არჩევის
საგანს შეადგენს ორზე მეტი შესრულება.
თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ
ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.
ვალდებულების შესრულება
მუხლი 378. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება
მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ (ვალდებულების ნაწილობრივი
შესრულება), თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა .
 მუხლი 379. კრედიტორის უფლება სხვა შესრულების მიღებაზე
კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება , გარდა იმისა , რაც ხელშეკრულებით იყო
გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა .
 მუხლი 380. ვალდებულების შესრულების ხარისხი
თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული , მაშინ მოვალე
ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის
ნივთი.
 მუხლი 381. ვალდებულების შესრულება ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის არსებობისას
თუ ხელშეკრულების საგანია ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი , კრედიტორი არ არის
ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე .
მუხლი 382. ვალდებულების შესრულება გვაროვნული ნივთის არსებობისას
თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ
ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.

You might also like