You are on page 1of 9

ზიანის ანაზღაურება

ზიანის ანაზღაურება
ხელშეკრულებიდან გასვლისას
• კრედიტორს, რომელიც გადის
ხელშეკრულებიდან, აქვს იმ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება,
რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების
შეუსრულებლობით.
• ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
არ წარმოიშობა, თუ ხელშეკრულებიდან
გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით
არ არის გამოწვეული.
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
• ზიანის ანაზღაურება არის სამოქალაქო-
სამართლებრივი პასუხიმგებლობის ფორმა,
რომელიც დადგენილია ვალდებულების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შერულების
გამო.
• სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა დგება ერთ-
ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
• არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობა
წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო
გამდიდრების და სხვა კანონით
გათვალისწინებული საფუძვლებიდან.
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

• იმ პირმა, რომელიც ვალდებულია


აანაზღაუროსზიანი, უნდა აღადგინოს ის
მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა,
რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება.
• სსკ კრძალავს ვალდებულების
დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმას,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამაზე
არსებობს მხარეთა წინასწარი შეთანხმება
(მ. 410)
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
• მატერიალური ზიანი - დაზარალებულის
ქონებრივი დანაკარგი;
• მორალური ზიანი - სულიერი განცდები, ტანჯვა.
• თუ სხეულის დაზიანებით ან
ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად
დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან
შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი
მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს
გადახდით.
• დაზარალებულს შეუძლია მკურნალობის
ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
• ფულადი ანაზღაურება კრედიტორს შეიძლება
მიეცეს შემდეგ შემთხვევებში, თუ: პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან
ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი
დანახარჯები.
• ზიანი ანაზღაურდება არა მხოლოდ
ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი
დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი
შემოსავლისთვისაც.
• მიუღებელია შემოსავალი, რომელიც პირს არ
მიუღია, მაგრამ მიიღებდა ვალდებულება
ჯეროვნად რომ შესრულებულიყო
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
• უნდა ანაზღაურდეს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც
მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და
წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების
უშუალო შედეგს.
• არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება
შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით
ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული
და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
• სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის
ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს
შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი
ზიანისთვისაც.
ზიანის ანაზღაურების მოვალეობა

• ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს


მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის
ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ამ
ვალდებულების ჯეროვანი შესრულების
მიმართ.
• ზიანის ოდენობის დასადგენად
გათვალისწინებული უნდა იქნეს
ხელშეკრულების შესრულების დრო და
ადგილი.
• ზიანის ოდენობის განსაზღვრას არ უნდა
მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო
გამდიდრება.
დაზარალებულის ბრალი ზიანის
დადგომაში
• თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო
დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ
ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და
ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით,
თუ რომელ მხარეს მიუძღვის ბრალი ამ
ზიანის დადგომაში.
• დაზარალებულის ბრალი შეიძლება
გამოიხატოს მის უმოქმედებაშიც -
თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა
ზიანი.

You might also like