You are on page 1of 4

Კაზუსი:

Ჰიპოთეზა: მხარეებს შესაძლოა ჰქონდეთ სკ-ის 477 მუხლის მიხედვით


გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ერთმანეთის მიმართ. Ამისათვის საჭიროა ,
სახეზე გვქონდეს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

მოთხოვნის წარმოშობა : Როგორც ვიცით, ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს


ორმხრივ მავალდებულებელ, კონსესუალურ და სასყიდლიან გარიგებას. Პირველ რიგში ,
განვიხილოთ გვაქვს თუ არა სახეზე ნამდვილი ხელშეკრულება, ამისათვის საჭიროა
სახეზე გვქონდეს ის წინაპირობები, რომელთაც განსაზღვრავს სკ-ის 127 მუხლის 1 ნაწილი.
Კერძოდ, ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ სახეზე გვაქვს მხარეთა ორმხრივი
ნების გამოვლენა, ესე იგი მხარეთა კონსესუსი გარიგების არსებით პირობებთან
დაკავშირებით და კანონით გათვალისწინებული ფორმა. Კანონით გათვალისწინებულ
ფორმაში კანონმდებელი მოიაზრებს ხელშეკრულების დადებისათვის გათვალის
Ხელშეკრულების არსებით პირობებს შესაძლოა განსაზღვრავდნენ თავად მხარეები ან იგი
განმტკიცებული იყოს კანონში სკ-ის 127 მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად. Იქიდან
გამომდინარე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, მის არსებით
პირობებად უნდა მივიჩნიოთ შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე , ესე იგი , რაზეც
ფორმდება ნასყიდობა და მის ფასზე. Ნასყიდობის საგანს შესაძლოა წარმოადგენდეს
უძრავი ან მოძრავი ნივთი, ამ შემთხვევაში აუცილებელ პირობად შეგვიძლია მივიჩნიოთ
საგნის სამოქალაქო ბრუნვაუნარიანობა. Ჩვენს შემთხვევაში ნასყიდობის საგანს
წარმოადგენს სამშენებლო კომპანია “მონოლითმშენის” მიერ წარმოებული 10 მანქანა
ბლოკი, ესე იგი, სახეზე გვაქვს ნასყიდობის საგანი. Შემდეგ წინაპირობად უნდა
განვიხილოთ ფასი. Ამ შემთხვევაში ძირითადი მნიშვნელობა არ ენიჭება უშუალოდ ფასზე
შეთანხმებას, ვინაიდან არსებობს უსასყიდლო ხელშეკრულებებიც , თუმცა ვინაიდან ჩვენ
განვიხილავთ ნასყიდობის ხელშეკრულებას, საჭიროა მხარეები შეთანხმდნენ სულ მცირე
იმაზე, რომ გარიგება სასყიდლიანია, ფასის განსაზღვრა შესაძლოა ხელშეკრულების
დადების შემდეგაც მოხდეს. Როგორც კაზუსიდან ირკვევა , მოლაპარაკებები ფასის
თაობაზე თემურსა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელია, და ლუკას, შემძენს, შორის
მიმდინარეობს, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, ხელშეკრულების არსებითი პირობები
სახეზე გვაქვს. Განვიხილოთ სახეზე გვაქვს თუ არა ხელშეკრულების დადებისათვის
აუცილებელი ფორმა, რომლის დეფინიციასაც გვაძლევს სკ-ის 128 მუხლის 1 ნაწილი.
Იქიდან გამომდინარე, რომ კანონი არ განსაზღვრავს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის
სპეციალურ ფორმას, ეს უკანასკნელი მხარეებს აძლევს უფლებას თავად განსაზღვრონ
ხელშეკრულების დადების ფორმა. Ორმხრივი ნების გამოვლენა შესაძლებელია მოხდეს
როგორც წერილობითი ფორმით, ისევე ზეპირად ან კონკლუდენტური მოქმედებით . Ჩვენს
შემთხვევაში, ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას ლუკა და თემური ერთმანეთთან
წერილობითი შეტყობინების გაგზავნით ახერხებენ. Ახლა განვიხილოთ , გვაქვს თუ არა
სახეზე მხარეთა კონკლუდენტური ნება, ესე იგი ორმხრივი შეთანხმება. Ამისათვის
საჭიროა, ოფერტისა და აქცეპტის განხორციელება. Იქიდან გამომდინარე , რომ
ოფერტიცა და აქცეპტიც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას წარმოადგენს , მათი
ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს უკანასკნელი მეორე მხარემდე მივიდეს ან
მისი ზემოქმედების არეალში მოხვდეს, როგორც ამას სამოქალაქო კოდექსის 51 მუხლის 1
ნაწილი განსაზღვრავს. Ამასთან, ოფერტად ითვლება პირთა მხოლოდ განსაზღვრული
წრისადმი მიმართული წინადადება, რომელშიც აშკარადაა გამოხატული ოფერენტის
მზადყოფნა, რომ შეიბოჭოს თავი ვალდებულების შესრულებით. Ამასთან, არათანმყოფი
პირებისათვის ოფერტის განხორციელებისას, ოფერტის მიმცემს კანონი აძლევს
უფლებას, რომ განსაზღვროს ის დრო, როდემდეც იგი დაელოდება აქცეპტს, 330 მუხლის 2
ნაწილის შესაბამისად. Რაც შეეხება აქცეპტს, ისიც წარმოადგენს მიღებასავალდებულო
ნების გამოვლინებას, შესაბამისად, მისი ნამდვილობაც განისაზღვრება იმით , მიუვიდა თუ
არა მეორე მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია. Ამასთან თუ კი ოფერენტმა განსაზღვრა
დრო აქცეპტის მიღებისათვის, აქცეპტი მ ნამდვილად მიიჩნევა მხოლოდ ამ დროში
მიღების შემთხვევაში. Როგორც ჩვენს კაზუსში ჩანს, ლუკამ რომელმაც გადაწყვიტა
გააფორმოს კომპანია “მონოლითმშენთან” ნასყიდობის ხელშეკრულება გზავნის
წერილობით ოფერტს ფოსტის მეშვეობით და განაცხადებს, რომ თანახმაა შეიძინოს
კომპანიისაგან 10 მანქანა ბლოკი და გადაიხადოს მასში 20 200 ლარი, ამასთან, იგი
განსაზღვრავს დროსაც, რომლის განმავლობაშიც იგი დაელოდება კომპანიისაგან პასუხს ,
პასუხის მიღების ბოლო ვადად იგი ასახელებს 20 აგვისტოს. Თემურიც მეორე დღესვე
უგზავნის ლუკას პასუხს აქცეპტის თაობაზე. Ერთი შეხედვით, სახეზეა ყველა წინაპირობა ,
იმისათვის, რომ ხელშეკრულება დადებულად და ნამდვილად მივიჩნიოთ. თუმცა ლუკას
პასუხი ფოსტის შეფერხების გამო დაგვიანებით მისდის. Შესაძლოა სახეზე გვქონდეს სკ -ის
332 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც დაგვიანებული აქცეპტის
დეფინიციას გვაძლევს. Დაგვიანებულ აქცეპტად ამ მუხლის თანახმად მიიჩნევა ისეთი
აქცეპტი, რომლის დროსაც დაგვიანება გამოწვეულია მესამე პირთა საქმიანობის გამო და
აქცეპტიდან კი ირკვევა , რომ იგი დროულად არის გამოგზავნილი. Ამგვარი აქცეპტის
არსებობის შემთხვევაში აქცეპტი დაგვიანებულად ჩაითვლება თუ კი მხარე მაშინვე
აცნობებს ოფერენტს დაგვიანების შესახებ. Ჩვენს შემთხვევაში , დაგვიანება ხდება ფოსტის
სამუშაოების გამო, ამასთან , ისიც ცხადია, რომ დაგვიანებაში ბრალი თემურს არ
მიუძღვის, ვინაიდან მან მეორე დღესვე გააგზავნა აქცეპტი ლუკასთან , ამასთან, ლუკა ,
რომელმაც აქცეპტი დაგვიანებით მიიღო, მაშინვე დაურეკა თემურს ამ დაგვიანების
თაობაზე, ხოლო როგორც ვიცით, დაგვიანებული აქცეპტის სამართლებრივ შედეგს
წარმოადგენს ან ახალი ოფერტი ამის სურვილის შემთხვევაშ ან გარიგების დადების
ბათილობა. იქიდან გამომდინარე, რომ ლუკამ უკვე შეიძინა ბლოკები სხვა კომპანიისან
და აღარ აქვს სურვილი ხელშეკრულება დადოს თემურთან, ახალი ოფერტი სახეზე არ
არის, შესაბამისად, გარიგება არ დადებულა და თემურსა და ლუკას შორის არ
წარმოშობილა 477 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთსანაცვლო მოთხოვნები და
მოვალეობები.

Დასკვნა: მხარეებს არ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ სკ-ის 477 მუხლის


მიხედვით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.

Კითხვები:

1. Ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე ინფორმაციას გვაწვდის სამოქალაქო


კოდექსის 342-348 მუხლები. Იმისათვის, რომ ხელშეკრულების პირობები
დავაკვალიფიციროთ როგორც სტანდარტული პირობები საჭიროა სახეზე
გვქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა. Ამ თვალსაზრისით შეგვიძლია
გამოვარჩიოთ ამგვარ პირობათა ფორმალური და შინაარსობრივი სახე . Ზოგადი
თვალსაზრისით ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად მიიჩნევა ისეთი
პირობები, რომელიც გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და
რომელთაც შემთავაზებელი სთავაზობს მეორე მხარეს ისე, რომ არ აძლევს მას ამ
პირობების შეცვლის ან მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობას . Მეორე
მხარის უფლებებში შედის მხოლოდ ამ პირობათა გაცნობა და მათზე ან თანხმობის
ან უარის განცხადება. Შინაარსობრივი თვალსაზრისით აუცილებელია გავმიჯნოთ
სტანდარტული და ინდივიდუალირი პირობები, მთავარ განმსაზღვრელ
კრიტერიუმს ამ ორს შორის წარმოადგენს ის, რომ მეორე შემთხვევაში ხდება
მოლაპარაკებათა წარმოება მხარეთა შორის იმ უფლება-მოვალეობებზე ,
რომლებიც უნდა იკისრონ მათ. Როდესაც მეორე მხარეს უფლება ეძლევა შეცვალოს
პირობათა შინაარსი, ესე იგი, როცა მასაც აზრს ეკითხებიან, მარტივად რომ
ვთქვათ, ამგვარი პირობები კვალიფიცირდება როგორც ინდივიდუალური
პირობები. Სტანდარტული პირობების კიდევ ერთ შინაარსობრივ მახასიათებელს
წარმოადგენს ის, რომ იგი გამიზნული უნდა იყოს მრავალჯერადი
გამოყენებისათვის, ვინაიდან სტანდარტული პირობების არსი სწორედ ამ მხრივ
სამეწარმეო საქმიანობის გაადვილებაში მდგომარეობს , შესაბამისად , იმისათვის ,
რომ სტანდარტული პირობები მივიჩნიოთ ამგვარად, აგრეთვე საჭიროა მათი
გამოყენება მოხდეს მრავალჯერადად, ან და შემთავაზებელს გამიზნული ჰქონდეს
ამ პირობათა მრავალჯერადი გამოყენება. Სტანდარტული პირობები ფორმალური
თვალსაზრისით უნდა იყოს კლიენტისათვის ხელმისაწვდომი და აღქმადი, რაც
მატერიალური თვალსაზრისით უნდა გამოიხატოს. Ესე იგი, არ შეიძლება
სტანდარტულ პირობად მივიჩნიოთ პირობა, რომელსაც თეატრის ხელმძღვანელი
სთავაზობს კლიენტებს, თუმცა ხელმისაწვდომი არ არის დაინტერესებულ
პირთათვის, ვინაიდან გამოკრულია თეატრის ერთ-ერთ უკანა ოთახში კედელზე .
Სტანდარტული პირობების შესახებ განცხადება შესაძლოა იყოს გაცხადებული
როგორც ზეპირად, ისე წერილობით, ბროშურის ან პლაკატის სახისთ. Ამასთან , მას
უნდა ჰქონდეს არაორაზროვანი და მკაფიო ხასიათი, ვინაიდან შესაძლო კლიენტმა
აღიქვას და სწორად გაიაზროს სტანდარტულ პირობათა არსი და მნიშვნელობა .
Წინააღდმეგ შემთხვევაში, გაურკვეველი ხასიათის სარეკლამო წინადადება ვერ
მიიჩნევა სტანდარტულ პირობად.

2. Გარიგებათა და ხელშეკრულებათა განხილვისას საკმაოდ დიდი თეორიული და


პრაქტიკული მნიშვნელობა ეძლევა მხარეთა ნების სწორ გამოხატვასა და
ინტერპრეტაციას. Იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ორი
მხარის მიერ დადებულ შეთანხმებას, აუცილებელია მხარეებმა ერთმანეთს
სწორად მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი ნების შესახებ ვინაიდან წინააღდმეგ
შემთხვევაში ვერ მოხდება მათ მიერ კონსესუსის მიღწევა, რომელსაც უმთავრესი
მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებისა თუ ნებისმიერი სახის შეთანხმების მიღწევაში .
Სასამართლო ლიტერატურა გვაძლევს ნების განმარტების ორ მნიშვნელოვან
თეორიას, რომლებიც ნების განმარტების ძირითად კრიტერიუმებად სხვადასხვა
ნიშნებს ასახელებენ. Ეს არის ნების განმარტების ობიექტური და სუბიექტური
თეორიები, ნების განმარტების ობიექტური თეორიის თანახმად , ძირითადი
ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად აღქმადია ნება ,
ესე იგი, ნების გამოხატულების გარეგან ასპექტებზე, ხოლო სუბიექტური თეორია
ამის საწინააღმდეგოდ გულისხმობს, რომ ძირითადი მნიშვნელობის მქონეა
მხარეთა შინაგანი ნება, ესე იგი, ის, თუ რას გულისხმობენ მხარეები
ხელშეკრულების დადების ან საკუთარი ნების გამოვლენის მომენტში, ესე იგი ,
ნების გამოხატვის განმარტება უნდა მოხდეს მის ფსიქოლოგიურ, შინაგან
ასპექტებზე დაყრდნობით. Ისტორიულად ორივე მიდგომა საკმაოდ გამოყენებადი
იყო, თუმცა თანამედროვე იურიდიული პრაქტიკა ამ ორ თეორიას შორის ბალანსის
დაცვას ცდილობს. Თანამედროვე გაგებით ობიექტური თეორია გულისხმობს, რომ
გამოხატული ნება უნდა განვიხილოთ გრამატიკული, ე.წ ფილოლოგიური
თვალსაზრისით, რაც გულისხმობს წინადადების არა მხოლოდ სიტყვასიტყვით ,
არამედ მის მთლიანობაში წაკითხვას. Საბოლოო ჯამში ნების განმარტება უნდა
მოხდეს სუბიექტირი და ობიექტური თეორიების სინთეზით, რათა არ დაფიქსირდეს
მხარეთა ნების გამოვლენაში არსებითო შეცდომა და არ მოხდეს გარიგების
ბათილობა.

გამოყენებული ლიტერატურა: სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი


წინგი 3.

Მარიამ პეტრიაშვილი

You might also like