You are on page 1of 3

სსკ-ის 581-ე მუხლის შესაბამისად,იჯარის ხელშეკრულებით ერთი მხარე მეიჯარე კისრულობს

ვალდებულებას,ხელშეკრულების მეორე მხარეს მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცეს


განსაზღვრული ქონება და ხელშეკრულების ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის
მიღების შესაძლებლობა; ხოლო მოიჯარე,თავის მხრივ, ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს
ხელშეკრულებით შეთანხმებული საიჯარო ქირა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც
ფულადი თანხით,ისე ნატურით.აღნიშნული საქმეზე დადგენილ გარემოებად უნდა ჩაითვალოს
,მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია,2021 წელის 16
ნოემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების
არსებით პირობებზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა,ხელშეკრულების საგანი ;მეიჯარე
სს“კალასი გასცემს ხოლო მოიჯარე შპს ჯეოსვიტი დირექტორი;ნ.გელაშვილი ღებულობს
დროებით სარგებლობაში სს“კალასის“კუთვნილებაში არსებული მდებარე;ჭიჭინაძის
შესახვევი#1-ში ს/კ 01.19.22.006.001 1086კ.მ საწარმოო ფართს მისი საწესდებო
ამოცანებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად. იჯარა კონსენსუალური
ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მხარეთა მიერ მის არსებით პირობებზე
შეთანხმების მიღწევის მომენტიდან.
იჯარის როგორც კონსენსუალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება შეთანხმების
მიღწევის მომენტიდან.აქედან გამომდინარე, ქირის გადახდის ვალდებულება მოიჯარეს
ხელშეკრულების დადებიდან წარმოეშობა.სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი
ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი,რაც
გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად
განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი
ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ,დადონ ნებისმიერი
ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული,მაგრამ
არ ეწინააღმდეგებამას. (იხ., სუს08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის
აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა
ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან
კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა
გამომდინარეობს იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის
ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის
ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა
შინაარსი.მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით
გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.თუ საზოგადოების ან პიროვნების
არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია
სახელმწიფოს ნებართვაზე,მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.მხარეთა
ურთიერთობა რეგულირდება ქირავნობის მარეგულირებელი ნორმებით, რაც
გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 591-ე, 531-ე-575 მუხლებით.
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლი,
რომლის მიხედვითაც ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს
სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით.დამქირავებელი მოვალეა
გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ შეასრულა
ნაკისრი ვალდებულება და იჯარის საგანი გადასცა სარგებლობაში მოიჯარეს, მხარეები
შეთანხმდნენ საიჯარო საზღაურზე-ქირაზე,რაც ხელშეკრულებით განისაზღვრა
ყოველთვიურად 1086 აშშ დოლარის დღგ-ს გარეშე.იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის
მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიმართ დადგენილი შეწყვეტის
ზოგადი საფუძვლები,რომლებსაც ემატება იჯარის თავში მოცემული იჯარის ხელშეკრულების
შეწყვეტის სპეციალური საფუძვლები. სსკ-ის 581-ე და 558-ე მუხლების
მიხედვით,გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა
ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.აღნიშნული საქმის მასალებით ირკვევა რომ
მოიჯარეს(მოპასუხეს)არ გადაუხდია საიჯარო ქირა ორის თვის განმავლობაში და მისი
დავალიანება შეადგენს 7033,81 ლარს ამავე კოდექსის 561-ე მუხლით კი განსაზღვრულია
ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის ვადა,რაც შეადგენს სამ თვეს,გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა საქმის გარემოებებიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს.აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადჰყოფს,რომ
ხელშეკრულების მოშლისათვის უნდა არსებობდეს ნამდვილი ორმხრივი
ხელშეკრულება,სახეზე უნდა იყოს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და უფლებამოსილი
პირის მიერ დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება და ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.
ყველა ამ ელემენტის არსებობა წარმოშობს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს აქ ჩვენ
გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 361 1 და 2ნ მუხლის შემადგენლობა რომლის მიხედვითაც;-
ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას 2ნ ვალდებულება უნდა
შესრულდეს ჯეროვნად,კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.შემდგომში
აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების მოშლის შემდეგ,იმ მიზეზით რომ მოიჯარემ ჯეროვნად
არ შეასრულა თავისი ვალდებულება,რაც გამოიხატა დათქმული ქირის გადახდის შეწყვეტაში
მეიჯარის მიერ დათვალიერებული იქნა საიჯარო საგანი და დადგინდა, რომ მოიჯარის მიერ
მისი ექსპლუატაციის პერიოდში დაზიანებულ იქნა შენობის კედლები იატაკი,რაც მოითხოვს
სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.რაც შეეხება მოცემული იჯარის ხელშეკრულების ვადაზე
ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის
პირველი ნაწილით,,ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს
მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“.ამავე კოდექსის 361-ემუხლის მეორე ნაწილით:
,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად,დათქმულ დროსა და
ადგილას”.იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ - მოიჯარემ შეიძინა
მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისგან -მეიჯარისგან მოეთხოვა დაქირავებული უძრავი
ქონების გადაცემა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი
ვალდებულება და მოიჯარეს გადასცა უძრავი ქონება.ქონების მოპასუხისათვისგადაცემის
შემდეგ,მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება,ანუ
საიჯარო ქირის გადახდა.იჯარის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის
დადებასაც უნდა მოჰყვეს ქირავნობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს
ქირის გადახდა. მოიჯარე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად,
როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ საიჯარო ქირა
მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული
ოდენობით.
საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მოიჯარის მიერ მისი ექსპლუატაციის პერიოდში
დაზიანდა შენობის კედლები უკიდურესად დაბინძურდა ოთახების კედლები და იატაკი .
რაც მოითხოვს სარემონტო სამუშაოების ჩატარებასმაგალითად საექ.დასკვნის 2/29 გვერდ
ბოლო აბზაცში ვკითხულობთ საკადასტრო გეგმის მიხედვით............................................სსკ-ის
412-ე მუხლის მიხედვით კი (ზიანი,რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების
მოვალეობა),ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოპასუხეებისათვის
წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო
შედეგს.ამასთანავე იმავე კოდექსის 408 მუხლის თანახმად-პირმა,რომელიც ვალდებულია
აანაზღაუროს ზიანი,უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა,რომელიც იარსებებდა,რომ არ
დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან ერთად იჯარის
ხელშეკრულების 3.5 პარაგრაფის თანახმად;მოიჯარე(მოპასუხე) პასუხისმგებელია იჯარით
აღებული შენობის ვარგისიანობაზე და დაზიანების შემთხვევაში მის აღდგენაზე და 3.9
პარაგრაფის მიხედვით;-ხე3ლშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში,იჯარით აღებული ფართი
და შენობა მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.ჩასატარებელი სარემონტო სამუშაობების
ზიანის მოცულობა შეადგენს 44268,60ლარს.
ეხლა რაც შეეხება მოცემულ 18.05.2023წლის „შედარების აქტს“რომლითაც მოპასუხე აღიარებს
მოსარჩელეს წინაშე დავალიანებას 47201,33 ლარის ოდენობით 2023 წლის 1 მაისის
მდგომარეობით.თავის შესაგებელში მოპასუხე სადაოთ ხდის აღნიშნულ შედარების აქტს იმის
გამო ,რომ აქტზე ხელმომწერი ნ.გელაშვილი იმ დროისათვის აღარ წარმოადგენდა საწარმოს
ხელმძღვანელ პირს,ასევე მას არც რაიმე უფლებამოსილება გააჩნდა ხელი მოეწერა აღნიშნულ
შედარების აქტზე.მინდა ავღნიშნო რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელობენ და მესამე
პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ საზოგადოების დირექტორები, თუ წესდებით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული(მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი).მითითებული კანონი ცალსახად
განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება ამ პირთათვის დასახელებულ უფლებამოსილებათა მინიჭება
(„მეწარმეთა შესახებ“საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-6 პუნქტი)და რა მოთხოვნათა
დაცვაა აუცილებელი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების
ნამდვილობისათვის.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს
ხელშეკრულებას,ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის
თანხმობაზე.აღნიშნული მუხლი მოიცავს პირის როგორც სხვისი სახელით
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედების, ასევე ნამდვილი
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტების შემთხვევებს
სამოქალაქო სამართალში არსებობს მერყევად ბათილი გარიგება,რომელიც დადების
მომენტში ბათილია და მისი ნამდვილობა დამოკიდებულია შემდგომში უფლებამოსილი პირის
მიერ მის მოწონებაზე, ანუ თუ გარიგება არ იქნება მოწონებული, იგი ბათილი იქნება მისი
დადების მომენტიდან და შესაბამისად არ წარმოშობს იურიდიულ
შედეგებს.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს მოპასუხის
განმარტება,ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი შედარების აქტის კანონზომიერებასთან
მიმართებით.აღნიშნული შედარების აქტით შპს ყოფილმა დირექტორმა და ამჟამადაც
მოქმედმა მთავარმა ბუღალტერმა აღიარეს სს“კალასის“ მიმართ 47201,33 ლარის
დავალიანება.და მოსარჩელე მხარის სარჩელის აღძვრამდე შპს ჯეოსვიტის შედარების აქტის
შედგენის დროს მოქმედ დირექტორს არანაერი პრეტენზია აღნიშნულ შედარების აქტთან
მიმართების არ განუცხადებია შესაბამისად შესაძლებელია დავასკვნად,რომ იმ მოწონებულ
იქნა იმ დროს მოქმედი ე.ი.უფლებამოსილი პირის მიერ.

You might also like