You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე


1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ
დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შეწყვეტამდე.
2. დამგირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს აქვს თავისი მოთხოვნის
დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის საგნის შემდგომი გასხვისების ან დაგირავების 1
გამორიცხვის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობას და მათი მიზანია
მოგირავნის ინტერესების დაცვა ამ უკანასკნელისათვის დამგირავებელთან
შეთანხმებით გირავნობის საგნის უფლებრივი მდგომარეობის status quo-ს შენარჩუნების
უფლებამოსილების მინიჭებით.

II. შეთანხმება გირავნობის საგნის შემდგომი გასხვისების ან დაგირავების


გამორიცხვის შესახებ

სამოქალაქო კოდექსის გირავნობის შესახებ ქვეთავის ახალი რედაქცია ითვალისწინებს 2


შესაძლებლობას, გირავნობის ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ, რომ
დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის
უფლების გაუქმებამდე. მაგ., ბანკსა და დამგირავებელს შორის დადებულ
სატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულებაში მხარეებმა პირდაპირ
გამორიცხეს გირავნობის საგნის დამგირავებლის მიერ შემდგომი განკარგვა - გასხვისება
ან შემდგომი დაგირავება. დამგირავებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების
დარღვევის ფაქტს კანონი განიხილავს გირავნობით უზრუნველყოფილი
ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორის
კუთვნილი მოთხოვნის უფლების ვადაზე ადრე რეალიზაციის საფუძვლად და
მოგირავნეს ენიჭება თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like