You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება


1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის
დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში
გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის
საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება
მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ
არის დადგენილი.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმებს; მუხლის 1
მე-2 ნაწილის ნორმის მიზანია დამგირავებლის ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაში,
როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის
ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია ორჯერ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის საბოლოო
რედაქცია ჩამოყალიბდა 2007 წლის 29 ივნისის №5127 კანონით.

II. მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფორმები

კანონი ადგენს მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების 2 ფორმას - გირავნობის 3


საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემასა (2601) და გირავნობის საგნის
რეალიზაციას. პირველი დასაშვებია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის
შემთხვევაში იმ პირობით, რომ საკუთრებაში გადაცემას შესახებ პირდაპირ
მითითებულია გირავნობის ხელშეკრულებაში. რაც შეეხება გირავნობის საგნის
რეალიზაციას, იგი თავის მხრივ შესაძლებელია რამდენიმე ფორმით: ნოტარიუსის მიერ
გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (284 I) და მხარეთა შორის
შეთანხმებული რეალიზაციის განსხვავებული წესით (284 II).

III. მოთხოვნის დაკმაყოფილების პრეზუმფცია

კანონი ადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების პრეზუმფციას იმ შემთხვევაში, როდესაც 4


გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას; კერძოდ, ამ შემთხვევაში მოთხოვნა მაინც


სრულად ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ მხარეები გირავნობის ხელშეკრულებაში
საწინააღმდეგოზე არ შეთანხმებულან. ვფიქრობთ, კანონმდებლის ასეთი პოზიცია არ
უნდა ჩაითვალოს მართებულად, ვინაიდან მოგირავნეს არ უნდა მოვუსპოთ კუთვნილი
მოთხოვნის დაუფარავ ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობა სხვა საშუალებით,
თუნდაც, მას გირავნობის ხელშეკრულების დადებისას საწინააღმდეგო წესზე
პირდაპირი შეთანხმება გამორჩა.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like