You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი


1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი
შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.
2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის
მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის
რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ
ვალდებულებას.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს ლომბარდში გირავნობის სპეციალურ წესებს. მათი მიზანია 1
ლომბარდის მომხმარებლის ინტერესების დაცვა ლომბარდში გირავნობის
ხელშეკრულებისათვის სავალდებულო წერილობითი ფორმისა და ლომბარდში
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაუქმების დადგენით იმ შემთხვევაში,
როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს
ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

II. ლომბარდში გირავნობის დადგენა

1. ზოგადი დებულებები
ლომბარდში გირავნობა წარმოადგენს მფლობელობითი გირავნობის სპეციალურ სახეს; 2
შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება მფლობელობითი გირავნობის მომწესრიგებელი
ნორმები 260-ე მუხლში მოცემული სპეციალური წესების გათვალისწინებით.

2. წერილობითი ფორმა
ლომბარდში გირავნობის დადგენისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა; 3
ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და მისი შეუსრულებლობა შედეგად იწვევს
ლომბარდში გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას (59).

III. ლომბარდში გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაუქმება

276 II გათვალისწინებული ზოგადი წესის მსგავსად, ლომბარდში გირავნობის დროსაც, 4


როგორც წესი, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ უქმდება იმ შემთხვევაში,
როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს
ლომბარდის მოთხოვნას; თუმცა, აღნიშნული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს
შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.
1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like