You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 1 მარტი, 2016

მუხლი 256. გირავნობის ფარგლები

1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით


უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-
შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ


მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

I. ზოგადი დებულებები .................................................................................................................................................. 1


1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი ........................................................................................ 1
2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია ..................................................................................................... 1
II. გირავნობის ფარგლები ................................................................................................................................................ 1
III. გირავნობის გავრცელება ნაყოფზე ............................................................................................................................. 2

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი

მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის ფარგლებს და მათი მიზანია გირავნობის 1


სამართლებრივი ურთიერთობის ორივე მხარის ინტერესების დაცვა გირავნობის
უფლების ფარგლებისა და გავრცელების განსაზღვრით.

თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის ნორმა დისპოზიციურია და ის შეიძლება 2


შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით („თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული“).

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია

მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 3


ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის ტექსტი
შეიცვალა კიდევ ორჯერ: 2011 წლის 9 მარტის №4323 და 2011 წლის 28 დეკემბრის №5668
კანონებით. პირველი კანონით მუხლის მე-2 ნაწილი შეიცვალა და ჩამოყალიბდა
შემდეგი რედაქციით: „2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან
მიღებულ ნაყოფზე, თუ ნაყოფი მიიღება ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ, ან თუ ეს
გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით“. თუმცა, აღნიშნული ტექსტი
იმავე წლის ბოლომდე შეიცვალა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა მიმდინარე რედაქციით.

II. გირავნობის ფარგლები

როგორც წესი, გირავნობის ფარგლები დგინდება გირავნობის ხელშეკრულების მხარეთა 4


შეთანხმებით ან უშუალოდ კანონით. თუმცა, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 1 მარტი, 2016

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და


მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და
პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის
ხარჯებს.

5 რეალიზაციის ხარჯების გირავნობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით


შესაძლებელია შემდეგი მაგალითის მოყვანა: „ა“-მ თავის საკუთრებაში არსებული
ავტომობილი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენდა 25 000 აშშ დოლარს, „ბ“-ის
სასარგებლოდ დააგირავა მისი 10 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.
„ა“-მ ვერ შეძლო თანხის დროულად დაბრუნება, რის გამოც „ბ“-მ ავტომობილი
გასაყიდად გააჩერა ავტობაზრობის სადგომზე. ავტომობილი ორი კვირის შემდეგ
გაიყიდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი სადგომზე გაჩერების ხარჯებმა 400 აშშ
დოლარი შეადგინა. რეალიზაციის შემდეგ „ბ“ უფლებამოსილია, ძირითად თანხასთან
($ 10 000) ერთად მიიღოს 400 აშშ დოლარიც, რომელიც რეალიზაციასთან
დაკავშირებულ ხარჯს წარმოადგენდა.1

III. გირავნობის გავრცელება ნაყოფზე

6 გირავნობის უფლება, როგორც წესი, ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ


ნაყოფზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საწინააღმდეგო
წესზე. მაგ., თუ დაგირავებულია ანაბრიდან გამომდინარე ბანკის მიმართ მეანაბრის
კუთვნილი ფულადი მოთხოვნა, მაშინ გირავნობის უფლება, როგორც წესი,
გავრცელდება ანაბარზე დარიცხულ პროცენტზეც (პროცენტის მიღების მოთხოვნაზე)
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გრიავნობის ხელშეკრულების მხარეებმა შეთანხმებით
პირდაპირ გამორიცხეს აღნიშნული შესაძლებლობა.

1
ვარდიაშვილი, რ., gccc.ge, 256-ე მუხლის კომენტარზე გამოთქმული მოსაზრება, 24.02.2016.
2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like