You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 2 თებერვალი, 2016

მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა


1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის
უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ
პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და
უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ
გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე
კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით
სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი
ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ
გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი
გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.
3. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე
მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


II. ნივთის დაბრუნების ვალდებულება (163 I) ........................................................................................... 1
III. კეთილსინდისიერი მფლობელის ანაზღაურების მოთხოვნა (163 II) ................................................ 2
IV. დაკავების უფლება ...................................................................................................................................... 2

I. ზოგადი დებულებები

ნორმა განსაზღვრავს კეთილსინდისიერი მფლობელის (159) უფლებებსა და 1


მოვალეობებს. ნორმა წარმოადგენს კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის დაკავების
უფლებას, ვინაიდან ნორმა მას ანიჭებს უფლებამოსილებას არ დააბრუნოს ნივთი,
ვიდრე არ იქნება მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

II. ნივთის დაბრუნების ვალდებულება (163 I)

კეთილსინდისიერი მფლობელის ნივთის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა იმ 2


შემთხვევაში, თუ მას თავიდანვე არ ჰქონდა ნივთის ფლობის უფლება ან მან დაკარგა ეს
უფლება. მაშასადამე, ნორმის რეგულირების სფეროში მოიზრება არამართლზომიერი
მფლობელობის1 შემთხვევები. მაგალითად, ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც
პირი ახორციელებს მფლობელობას, არ არის ნამდვილი ან იგი ბათილად იქნა ცნობილი
ნივთის მფლობელობაში გადაცემის შემდეგ. უფლებამოსილი პირი შესაძლებელია იყოს
როგორც მესაკუთრე, ასევე მართლზომიერი მფლობელი. ნივთისა და უფლების ნაყოფი
ეკუთვნის კეთილსინდისიერ მფლობელს იმ მომენტამდე, სანამ მას ნივთის დაბრუნების
მოთხოვნა არ ექნება წაყენებული.2

1 ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2006, გვ. 76.


2 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 163, გვ. 66.
1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 2 თებერვალი, 2016

III. კეთილსინდისიერი მფლობელის ანაზღაურების მოთხოვნა (163 II)

3 კეთილსინდისიერ მფლობელს ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლებასთან ერთად


შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს ნივთის გაუმჯობესება და ხარჯების
ანაზღაურება. ნივთზე გაწეულ ხარჯებში იგულისხმება აუცილებელი ხარჯები,
რომლის გაწევის ვალდებულება ნივთის მესაკუთრეც ექნებოდა. მაგალითად, ასეთ
ხარჯებად უნდა მივიჩნიოთ ნივთის სუბსტანციის ან ვარგისიანობის შესანარჩუნებლად
გაწეული ხარჯები.3 მასთან, კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ გაწეული ხარჯები
არ უნდა იყოს ნივთის სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით კომპენსირებული.
მაშასადამე, ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასა და ნივთის სარგებლობასა და მისგან
მიღებული ნაყოფის ღირებულებას შორის უნდა არსებობდეს ურთიერთშეფარდება. ამ
პროცესში გამოიქვითება კეთილსინდისიერი მფლობელის ბრალეულობით მიუღებელი
შემოსავალი.

IV. დაკავების უფლება

4 163 III მუხლი უფლებას ანიჭებს კეთილსინდისიერ მფლობელს არ დაუბრუნოს ნივთი


უფლებამოსილ პირს, ვიდრე არ იქნება ანაზღაურებული მის მიერ ნივთზე გაწეული
ხარჯები. მფლობელს ეკისრება მტკიცების ტვირთი გაწეული ხარჯების შესახებ.

3 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 162, გვ. 67.


2
ლევან თოთლაძე

You might also like