You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით


უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე
1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს
წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ
შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის
გასაჩივრების გამო.
2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი
ურთიერთობის მოშლის შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება
ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე განუცხადებს კრედიტორს ან
კრედიტორი – მესაკუთრეს.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს არამოვალე იპოთეკის საგნის მესაკუთრის შესაგებლის 1
უფლებას და მათი მიზანია ამ უკანასკნელის ინტერესების დაცვა იმ შესაგებლების
წარდგენის უფლებამოსილების მინიჭებით, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად
მოვალეს.

II. არამოვალე იპოთეკის საგნის მესაკუთრის შესაგებელი

იპოთეკის საგნის იმ მესაკუთრის ინტერესების დაცვისათვის, რომელიც არ 2


წარმოადგენს იპოთეკარის პირად მოვალეს, კანონი ადგენს ერთგვარ ფიქციას: იგი
შესაგებლის უფლებას ანიჭებს იმ პირს, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი
მოთხოვნის საფუძვლად არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილე. ასეთი ფიქციისათვის მიმართვა კანონმდებელმა საჭიროდ ჩათვალა იმ
მოტივით, რომ საშუალება მიეცა სხვა პირის ვალდებულების საუზრუნველყოფოდ
საკუთარი უძრავი ქონების მიმცემს, თავიდან აეცილებინა იპოთეკის საგნის
რეალიზაცია, თუ არსებობს ამის საფუძველი უზრუნველყოფილი მოთხოვნიდან
გამომდინარე (მაგ., მითითება უზრუნველყოფილი მოთხონვის არარსებობაზე
ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობის გამო და სხვა). მუხლის
ნორმა საუბრობს ნებისმიერი შესაგებლის წარდგენის უფლებაზე, რომელიც
ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ეკუთვნის მოვალეს,
მათ შორის, შესაგებელი მოთხოვნის გაქვითვისა და გარიგების საცილოობიდან
გამომდინარე. გარდა მოთხოვნის მიმართ შესაგებლისა, იპოთეკის საგნის მესაკუთრეს,
რა თქმა უნდა, შეუძლია წარადგინოს შესაგებელი თავად იპოთეკის მიმართაც; მაგ.,
შესაგებელი იმის მტკიცებით, რომ იპოთეკა ხელშეკრულების ბათილობის ან ამ
უკანასკნელის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო არ
წარმოშობილა.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

III. ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინების სამართლებრივი ძალა იპოთეკის


მიმართ

3 მუხლის მე-2 ნაწილის ნორმა ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოთხოვნის


შესრულების ვადა დამოკიდებულია განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის
შეწყვეტის შეტყობინებაზე. ასეთ შეტყობინებას იპოთეკის მიმართ სამართლებრივი
ძალა ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი განცხადებული იქნება იპოთეკარის მიერ
იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის ან პირიქით.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like