You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას


1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა
მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია
შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.
2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა
მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს.
3. (ამოღებულია).

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს არამოვალე იპოთეკის საგნის მესაკუთრის უფლებას, 1
დააკმაყოფილოს იპოთეკარის მოთხოვნა და მათი მიზანია ამ უკანასკნელის
ინტერესების დაცვა მოთხოვნის მასზე გადასვლის გათვალისწინებით.

II. იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიერ

გარდა იპოთეკარის მიმართ 291-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლისა, 2


იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, რომელიც არ წარმოადგენს იპოთეკარის პირად მოვალეს,
აქვს უშუალოდ იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება მიუხედავად იმისა,
რომ იგი არ წარმოადგენს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძვლად
არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს. აღნიშნული
უფლება მას აქვს ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისას ან როდესაც პირადი
მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება (292 I). იპოთეკარის
მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად იპოთეკის საგნის მესაკუთრეზე ავტომატურად,
კანონის ძალით გადადის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like