You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 296. მოვალის ვალდებულება ახალი კრედიტორის წინაშე


თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ
კრედიტორს, ეს გადახდა არ ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე
ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ არაფერი იცოდა.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმა აგრძელებს 295-ე მუხლის დანაწესს და ადგენს იპოთეკით 1
უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში მოვალის მიერ შეცდომით
ძველი იპოთეკარის მიმართ ვალდებულების შესრულების სამართლებრივ შედეგებს;
ნორმის მიზანია ახალი იპოთეკარის ინტერესების დაცვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ
იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის შესახებ მოვალე არ იყო
ინფორმირებული.

II. მოვალის მიერ ძველი იპოთეკარის მიმართ ვალდებულების შესრულება


ვინაიდან 295-ე მუხლით კანონი განსაზღვრავს იპოთეკით უზრუნველყოფილი 2
მოთხოვნის დათმობის რთულ პროცედურას, ამ სირთულის საკომპენსაციოდ ახალი
იპოთეკარის ინტერესებში მოვალის მიერ ძველი იპოთეკარის მიმართ ფულადი
ვალდებულების შესრულება (გადახდა) არც ერთ შემთხვევაში არ ჩაითვლება ჯეროვან
შესრულებად (361 II) იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოვალემ კეთილსინდისიერად არ
იცოდა მოთხოვნის დათმობის შესახებ; შესაბამისად, მოვალე ასეთი გადახდით არ
თავისუფლდება ვალდებულებისაგან. კანონის ნორმის ლოგიკა მარტივია, ვინაიდან:

- ზოგადი წესით მოთხოვნის დათმობა ექვემდებარება საჯარო რეესტრში


რეგისტრაციას, რის შედეგად იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სხვა
პირზე გადაცემის შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდება (პუბლიკაცია);
- ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს იპოთეკის მოწმობის გაცემას,
პუბლიკაცია მიიღწევა ამ დოკუმენტის ახალი იპოთეკარისათვის რეალური
გადაცემით.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like