You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე


1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის
გირავნობის უფლებაც.
2. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი
მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში,
ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ
უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების რეგისტრაციას.
3. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის საგნის
რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს
მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი უფლებები დამგირავებლისა და
შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.
4. გირავნობის უფლება არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი მოთხოვნის
გადაცემის გარეშე. თუ მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია გირავნობის უფლების
გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება წყდება.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს მოთხოვნის დათმობისა და მესამე პირის მიერ მოგირავნის 1
მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ შედეგებს გირავნობის მიმართ; მათი
მიზანია გირავნობის უზრუნველყოფილი მოთხოვნის შემძენისა და იმ მესამე პირის
ინტერესების დაცვა, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის საგნის
რეალიზაციის შედეგად შეიძლება გაუარესდეს.

II. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგები გირავნობის მიმართ

1. გირავნობის უფლების მოთხოვნის გარეშე გადაცემის დაუშვებლობა


გირავნობის უფლება აქცესორული უფლებაა და იგი მიჰყვება მოთხოვნას კრედიტორის 2
- მოგირავნის მიერ სხვა პირისათვის დათმობის შემთხვევაში. გირავნობის უფლების
დამოუკიდებლად მოთხოვნის გარეშე გადაცემა დაუშვებელია. თუ მოთხოვნის
დათმობისას გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის
უფლება უქმდება. გირავნობის უფლება უქმდება ასევე, თუ მფლობელობითი
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის
მომენტიდან გონივრულ ვადაში ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის
მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების
რეგისტრაციას.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

2. გირავნობის უფლების გაუქმება მფლობელობითი გირავნობით


უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას
3 ვინაიდან მფლობელობითი გირავნობის არსებობა მიბმულია მოგირავნის მიერ
გირავნობის საგნის ფლობის ფაქტს, ხოლო რეგისტრირებული გირავნობის არსებობა კი
- შესაბამის რეგისტრაციას, გირავნობის უფლება უქმდება, თუ მფლობელობითი
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობისას მოთხოვნის დათმობის
მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს გირავნობის საგნის
მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების
რეგისტრაციას. მაგ., ბანკმა (მოგირავნემ) მსესხებლის (მოვალის) მიმართ კუთვნილი
საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი მოთხოვნა დაუთმო
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას (ახალი კრედიტორი) ისე, რომ ამ უკანასკნელს
ზემოაღნიშნული კრედიტის უზრუნველყოფად დაგირავებული სატრანსპორტო
საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებში (გრიავნობის ნაწილში) შესაბამისი
ცვლილების განხორციელება არ მოუთხოვია.

III. მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ

4 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმა წარმოადგენს 372-ე მუხლის ანალოგიურ სპეციალურ წესს
დაგირავებული ქონების მიმართ; 372-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი მიმართავს
იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი, რომელსაც
ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ
ნივთზე, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. კანონი მესამე პირს ანიჭებს
კრედიტორის მოთხოვნის უშუალოდ დაკმაყოფილების უფლებამოსილებას, ვინაიდან
მას შესრულების მიმართ საკუთარი ინტერესი აქვს - გირავნობის საგნის რეალიზაციის
შედეგად უფლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების თავიდან აცილება;
მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მესამე პირი იძენს კრედიტორის უფლებებს
დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like