You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით


1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე
უარს იტყვის გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.
2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა
დამგირავებელს უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს გირავნობის უფლების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს და 1
მათი მიზანია დამგირავებლის ინტერესების დაცვა მოგირავნის მიერ გირავნობაზე
უარის თქმის შედეგის სახით გირავნობის უფლების გაუქმების გათვალისწინებით.

2. გირავნობის უფლების გაუქმება მოგირავნის მიერ გირავნობაზე უარის თქმით


როგორც სანივთო უფლება, გირავნობა უქმდება უფლებამოსილი პირის მიერ მასზე 2
უარით (184). უფლების მიტოვებისათვის განსხვავებული პროცედურაა დადგენილი
იმისდა მიხედვით, ადგილი აქვს მფლობელობით თუ რეგისტრირებულ გირავნობაზე
უარის განცხადებას: მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში, გირავნობის უფლება
უქმდება, თუ მოგირავნე დამგირავებელს უბრუნებს გირავნობის საგანს ან იგი უარს
ამბობს გირავნობის უფლებაზე; რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში,
გირავნობის უფლება უქმდება, თუ მოგირავნე უარს იტყვის გირავნობაზე საჯარო
რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე
ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში - სსიპ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით. განცხადება
სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და მისი
სამართლებრივი ძალისათვის საკმარისია მხოლოდ მოგირავნის ნების გამოვლენა.

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 3


ავტომობილის კ. ჯ-ს (დამგირავებელი) მფლობელობაში გადაცემით შეწყდა
გირავნობის უფლება. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს 272 II მუხლის
შინაარსიდან. მითითებული ნორმის თანახმად, მფლობელობითი გირავნობის უფლება
უქმდება იმ შემთხვევაში, როდესაც მფლობელობა დამგირავებელს უბრუნდება.
გირავნობის უფლების წარმოშობის მომენტისათვის დამგირავებელს სწორედ კ. ჯ-ა
წარმოადგენდა. მისთვის ნივთის გადაცემით კი დადგა ზემოთ მითითებული ნორმით
გათვალისწინებული შედეგი. ნივთის გასხვისების შედეგად გირავნობის უფლების
გადასვლის შემთხვევაშიც კი ეს უფლება შესაბამისად გადავიდოდა შემძენზე.
აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს სადავო ნივთზე გირავნობის

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

უფლების არსებობას, რაც შეუძლებელს ხდის მისი რეალიზაციის მოთხოვნის


დაკმაყოფილებას.1

1 სუს 2012 წლის 20 სექტემბერის # ას-483-457-2012 გადაწყვეტილება.


2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like