You are on page 1of 5

სანივთო სამართალი, ფინალური გამოცდა

ანი გველუკაშვილი

ჯგუფი N7

02/24/2022

კაზუსი 1

გიორგი ბერაია( მოსარჩელე)

ლალი (მოპასუხე)

ვალერი ბერიკაშვილი ( მოვალე)

თეიმურაზი მესამე რიგირს მოგრავნე

ამოხსნა.

იმისათვის რომ გადავწყვიტოთ დავა იმის შესახებ აქვს თუ არა გიორგი


ბერაიას( მოსარჩელეს) ლალი ქავთარაძის( მოპასუხის) მფლობელობაში არსებული
ვალერი ბერიკაშვილის ( მოვალე) საკუთრებაში მყოფი ავტომანქანის
სარეალიზაციოდ გადაცემის მოთხოვნის უფლება, უპირველეს ყოვლისა, უნდა
მოვახდინოთ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი.
სკ-ის 267-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ერთიდაიგივე ქონება
შეისაძლებელია დაგირავდეს რამოდენიმეჯერმე, გირავნობის უფლბათა რიგითობა
განისაზღვრება მათი საერგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად. მოცემულ
შემთხვევაში სწორედ ეს შემთხვევა გვავქვს. მოვალეს ვალერი ბერიკაშვის მის
საკუთრებაში არსებული ავტომანქანა დაგირავებული ჰყავს სამჯერ. ფაქტობრივი
გარემოებები გვაუწყებს, რომ პირველი რიგის მოგირავნეა თეიმურაზ კაპანაძე,
მეორე- გიორგი ბერაია, ხოლო მესამე ლალი ქავთარაძე.

სკ-ის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე მფლობელობითი


გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებით და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის
მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემით. როგორც კაზუსში
ვხედავთ, მოპასუხე ლალი ქავთარაძემ მოახერხა და ავტომობილზე მოახდინა
სწორედ მფლობელობითი გირავნობა. ანუ მას აქვს მხოლოდ და მხოლოდ
მფლობელობა და არა საკუთრება. მინდა ავღნიშნო რომ 279-ე მუხლის პირველი
ნაწილის მიხედვით, თუ გირავნობის საგანი დაგირავებულია რამდენჯერმე(ჩვენ
სწორედ ეს შემთხვევა გვავქვს) მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ
მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას. ჩვენს შემთხვევაში
უზრუვნელყოფილი შესრულების ვადის მიხედვით განსაზღვრულია, რომ
მოთხოვნის უფლება 2018წლის 20 ნომბერს წარმოეშობა გიორგი ბერაიას, 2019 წლის
აგვისტოში თეიმურაზს, ხოლო 2019 წლის დეკემებერში ქალაბტონ ლალის. როგორც
ვხედავთ, მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლება და შესაბმისად გირავნობის საგნის
რეალიზაციის უფლება პირველ რიგში წარმოეშობა გიორგი ბერაიას. შესაბამისად
სწორედ მას შეუძლია მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაციისთვის მის
მფლობელობაში გადაცემა (სკ-ის 281-ის პირველი ნაწ.), ვინადან ვალერი
ბერიკაშილმა 2018 წლის 20 ნომემბრამდე და ვერც დამატებით მიცემულ ვადაში ვერ
შეასრულა ბერაიას წინაშე ნაკისრი ვალდებულება. კანონში ასევე საუაბრია რომ
მოგირავნის უფლება დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცაღა რადგან
ქალბატონი ლალის მფლობელობაში იმყოფება ავტომანქანა, იგი ამბობს რომ
სწორედ ისაა გირავნობის საგნის მფლობელი. ჩვენს შემთხვევაში გიორგი ბერაიას
გირავნობის უფლება წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის
უფლებებს. ქალბატონი ლალის უარი გირავნობის საგნის რეალიზაციისთვის
გადაცემაზე გიორგი ბერაიასთვის, არაა მიზანშეწონილია. გასაგებია, მას აქვს შიში
რომ შესაძლოა მისი როგორც კრედიტორის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილოს ვალერი
ბერიკაშილმა. ქალაბატონი ლალის უზრუნველყოფილი ვალდებულების
შესრულების ვადა განსაზღვრული აქვს 2019 წლის დეკემბერში. ხოლო მას წინ
უსწრებს ჯერ გიორგის, ხოლო შემდეგ თეიმურაზის მოთხოვნის შესრულების ვადა.
შესაბამისად, პირველ რიგში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გიორგი ბერაიას მიერ
ავტომანქანის რეალიზაციის უფლება, რადგანაც მისი მოთხოვნის შესრულების ვადა
ყველაზე ადრე დადგა.

საბოლოო ჯამში ვიტყვი რომ ქალაბატონ ლალის არ აქვს უფლება უარი უთხრას
გიორგი ბერაიას ავტომანქანის გადაცემაზე, რადგან უბრალოდ მფლობელობის ფაქტი
ვერ გადაწონის მოთხოვნის უზრუნველყოფის ვადის მოსვლას და ამ ფაქტის
დადგომას. შესაბამისად დაკმაყოფილება გიორგი ბერაიას სასარჩელო მოთხოვნა.
მაგრამ მინდა შენიშვნის სახით ვთქვა რომ, როცა გიორგი ბერაია მოახდენს საკუთარი
მოთხოვნის დაკმაყოფილებას და რეალიზაციის ხარჯების დაფარვას, მან დარჩენილი
თანხა უნდა შეიტანოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე, შემდგომი მოგირავნეების
მოთხოვნის დასაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. სკ-ის 280-ე მუხლის მიხედვით
ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის
სრულიად დაკმაყოფილების შემდეგ. გიორგი ბერაიას შემდეგ 2019 წლის აგვისტოში
დგება თეიმურაზ კაპანაძის მოთხოვნის შესრულების ვადა, ხოლო დეკემებერში
ქალბატონი ლალის.

კაზუსი 2

იმისათვის რომ დავადგინოთ დაკმაყოფილდება თუ არა მოსარჩელის


სს ,,საქართველოს ბანკის ‘’ მოთხოვნა მოპასუხის -ირაკლი კალმახელიძის მიმართ
145.26 კვ.მ უძრავი ნივთის რეალიზაციაზე უნდა გავაანალიზოთ სასამართლოს მიერ
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. როგორც ჩანს, მხარეებს შორის 2007 წელს
ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით იტვირთება ირაკლი
კალმახელიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, კერძოდ, საცხოვრებელი
ბინა, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არის 47.000კვ.მ .
სასამართლო 2009 წელს გასცემს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად ირაკლი
კალმახელიძესა და ხვიჩა დადიანს(თავდები) დაეკისრათ თანხის გადახდა,
შესაბამისად უნდა მომხდარიყო იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ქონების
რეალიზაცია აუქციონზე. როდესაც მხარეები დებდნენ ხელშეკრულებას ამ
დროისთვის უძრავი ნივთი ფაქტობრივად შეადგენს 145.26 კვ.მს მაგრამ აქედან
დაუკანონებელია 98. 26 კვ.მ. ეს უკანასკნელი კი, ფაქტობრივი დადგენილებებიდან
ირკვევა რომ იცოდა მოსარჩელემაც. ეს 98.26 კვ.მ არის მიშენება და არც
დაკანონებული არაა საჯარო რეესტრში. მხარეებმა ხელშკრულების დადებისას
იპოთეკის საგნად განსაზღვრეს 47 კვ.მ ფართი. სკ-ის 286-ე მუხლი განსაზღვრავს რომ
იპოთეკით არ შეიძლება დაიტვირთული იყოს სამომავლო ქონება. ხოლო იპოთეკის
მიზნებისთვის ნებისმიერი ქონება სამომავლეა რომელიც ასახული არაა საჯარო
რეესტრში,ამასთანავე 298-ე მუხლის პირველი ნაწილი იპოთეკას უკავშირებს
რეგისტრაციის მომენტს. შესაბამისად ქონება იპოთეკით უზრუნველყოფის
საშუალება ვერ იქნება თუ ის არ არის რეგისტრაციაუნარიანი. შესაბამისად
მიუხედავად იმისა რომ უძრავი ქონება ერთ ჭერქვეშაა, მხარეს არაქვს უფლება
მოითხოვს იმ საგნის რეალიზაცია რომელიც არაა დარეგისტრირებული საჯარო
რეესტრში. როდესაც მხარეები აფორმებდნენ ხელშეკრულებას სს ,,საქართველოს
ბანკმა იცოდა რომ 98.26 კვ.მ იყო დუაკანონებელი. ვფიქრობ კერძო პირისგან
განსხვავებით მას უფრო მეტი უნდა გაეთვალისწინებინა და ასევე ეურაუდა რომ
47.კვ.მ არ იქნებოდა საკმარისი სესხის უზრუნველმსაყოლი რეალიზაციისთვის და
მითუმეტეს თუ იცოდა რომ დარჩენილი 98კვ.მ იყო მიშენბა და არ იყო
რეგისტრირებული.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა რომ ვინაიდან,მიუხედავად იმისა რომ, არ ყოფილა


რეგისიტრირებული მთლიანი ქონება, მაგრამ ბანკი იქიდან გამომდინარე რომ ბინა
იყო ერთ ჭერქვეშ და სწორედ აქედან გამომდინარე მან აღარ გათვალისწინა რომ
მოპასუხისთვის მოეთხოვა მიშენებული ნაწილის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მოსარჩელე არუნდა დავტოვოთ უთანასწორო მდგომარებაში. მოსარჩელე
ვარაუდობდა რომ იპოთეკით უზრუნველყოფა მოხდებოდა მთლიანი ბინის, სწორედ
ამ უზრუნველმყოფი ბერკეტის გამო დათანხმდებოდა ის იპოთეკის ხელშეკურლებას.
თორემ გარანტიის გარეშე ის, ლოგიკურია, უარს იტყოდა ხელშეკურლებაზე.
შესაბამისადსამართლიანი იქნება რომ პირველ რიგში დარეგისტრირდეს აღნიშნული
მიშენება და შემდეგ გამოიყენოს ბანკმა იპოთეკისთვის უზრუნველმყოფი ბინის
რეალიზაცია რომლის ფართობი ფაქტობრივად შეადგენს 145.26 კვ.მს

You might also like