You are on page 1of 1

მოჰიტო წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟულ უბანში მდებარე ბარის

მეპატრონეს. მიმდინარე წლის ზაფხულში, 10 ივნისს იხსნება რაგბის მსოფლიო


ჩემპიონატი და ბატონი ბონა გეგმავს 50 ინჩიანი პლაზმული ტელევიზორის შეძენას,
მეორად მაღაზიაში, რადგან მის ბარში ამ პერიოდში იმატებს რაგბის მოყვარულთა
რაოდენობა და კლიენტები შეძლებენ მატჩების ყურებას პირდაპირ ეთერში.
15 მაისს მოჰიტო შეიტყობს, რომ მეზობელ ქუჩაზე მდებარე მერის ბარი იხურება. ბონამ
იცის, რომ მერის ბარში სწორედ 50 ინჩიანი პლაზმური ტელევიზორი უდგას და
შეუთანხმდება მერის აღნიშნული ტელევიზორის 500 ლარად ყიდვის თაობაზე. მერი
თანმხდება და ჰპირდება, რომ ბარის საბოლოო დახურვამდე დაიტოვებს ტელევზორს,
თუმცა მიტანის ვადას 10 ივნისს არ გადააცილებს. მოჰიტო უხდის ტელევიზორის
ღირებულებას 500 ლარს.
8 ივნისს მოჰიტომ შეახსენა მერის ტელევიზორის მიტანის თაობაზე, თუმცა მას
არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, 15 ივნიის მოჰიტომ ისევ შეახსენა მერის აღნიშნულის
თაობაზე, მერი დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში შეასრულებდა ვალდებულებას,
რადგან ბარის დახურვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაჭიანურდა.
ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, ბარში შემოსული სტუმრები, იგებდნენ რა, რომ ბარში
ტელევიზორი არ იყო და ვერ შეძლებდნენ რაგბის ყურებას, ტოვებდნენ ტერიტორიას,
რის გამოც, წინა წლის ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, მოჰიტოს ბარის მოგება
2000 ლარით შემცირდა.
18 ივნიის, მერიმ გამომგზავნა დამხმარე პერსონალი, ალეკო და ლაშა ტელევიზორის
მოჰიტოს ბარში მისატანად.
ბარში შესული ალეკოს და ლაშას ფეხი დაუცდათ იატაკზე, ტელევიზორის დაეცა
მოჰიტოს ფეხზე და ნაწილებად დაიშალა.
მოჰიტოს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება ჯამში 3000 ლარის ოდენობით, გარდა
ამისა, ის იძულებული გახდა შეეძინა ტელევიზორი სხვა მყიდველისგან 800 ლარად.
მოჰიტომ სარეჩელი შეიტანა სასამართლოში ითხოვს:
2000 ლარის წინა წლის მოგების სხვაობის,
3000 ლარის სამედიცინო მომსახურების,
ტელევიზორში გადახდილი 500 ლარის
და სხვაობის- 300 ლარის ანაზღაურებას.
აქვს თუ არა მოჰიტოს მოთხოვნებს წარმატების პერსპექტივა?

You might also like