You are on page 1of 3

კაზუსი:

ბიზნესმენმა ირაკლი მანაგაძემ, საკუთარ ანტიკვარიატის საკომისიო მაღაზიაში 8


000 ლარად გაყიდა ძველისძველი მუსიკალური ინსტრუმენტი. იგი ხშირად მიმართავდა
ხოლმე სხვადასხვა ხრიკებს, რათა თავი აერიდებინა გადასახადის გადახდისაგან, კერძოდ
ის ხშირად არ იყენებდა საკონტროლო სალარო აპარატს, არ აძლევდა კლიენტს ჩეკს,
რადგან მიღებული შემოსავლიდან არ ყოფილოყო ვალდებული გადაეხადა 20%
საშემოსავლო გადასახადი.
ერთ დღეს ირაკლის კლიენტი აღმოჩნდა სსიპ - შემოსავლების სამსახურის
თანამშრომელი ნიკო ორბელაძე რომელიც ახორციელებდა საკონტროლო შესყიდვას.
ვინაიდან საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა საქართველოს
საგადასახადო კოდექსის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევაა, მან გამყიდველი
დააჯარიმა. მან სამართლიანად მიიჩნია რომ გამყიდველს უნდა დაკისრებოდა სანქცია,
რადგან მან ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს. ანუ მაკონტროლებელმა ირაკლი
დააჯარიმა სწორედ გაყიდული ნახატის სრული ღირებულების 20%-ის შესაბამისი
თანხით ანუ 1600 ლარით. (იხ. დანართი)
ირაკლი დაღონდა, რადგან მას საგადასახადო სანქცია დააკისრეს. მართალია იგი
თვლიდა, რომ მან საგადასახადო სამართალდარღვევა მართლაც ჩაიდინა, თუმცა მას
სანქციის ოდენობა აშფოთებდა. სწორედ ამიტომ ვახომ გადაწყვიტა მიემართა
ადვოკატისათვის რათა მას კვალიფიციურად დაეცვა მისი უფლებები.
კითხვები:

1)განსაზღვრეთ გამოცემული აქტის სამართლებრივი ბუნება (პასუხი


დაასაბუთეთ)
2)იმსჯელეთ ღონისძიების კანონიერებაზე (სასურველია სქემის მიხედვით)
3) განსაზღვრეთ დავის სავარაუდო შედეგი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

სსიპ
შემოსავლების სამსახური

N: 01-19/10 01.05.2019

უფლებამოსილი პირის ბრძანება

ირაკლი მანაგაძისათვის საგადასახადო სანქციის დაკისრების თაობაზე

დაეკისროს ირაკლი მანაგაძეს საგადასახადო სანქციის სახით 1600 (ათას ექვსასი)


ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

უფლებამოსილი პირი: /ნიკო ორბელაძე


კაზუსის ნორმატიული დანართი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 281. საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა

1. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო


აპარატის გარეშე მუშაობა – იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.

3. მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო


აპარატის გამოუყენებლობა –იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის
ოდენობით.

You might also like