You are on page 1of 5

ანი გველუკაშვილი

01/27/2022

ჯგუფი N 7

იმისათვის რომ გავარკვიოთ დაკმაყოფილება თუ არა მოსარჩელის, იოსებ ბარბაქაძის


მოთხოვნა, ,კერძოდ, ბათუმის მერიისგან ზიანის 111205 ლარის ანაზღაურებისა და
აუდის სამსახურისათის გაწეული ხარჯების 3000 ლარის ოდენებოთ, კაზუს განვილავ
ნაბ-ნაბიჯ. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ მოხდა თუ არა მხარეებს შორის
შეთანხმება აღნაგობაზე, სკ-ის 233-ე მუხლის შესაბამისად. როგორც ეს სკ-ის 233-ე
მუხლშია მოცემული, იოსებ ბარბაქაძეს მიწინს ნაკვეთი გადაეცა ვადიან
სარგებლობაში, კერძდ, 35 წლით, ისე რომ მეაღნაგეს ჰქონდა ამ ტერიტორიაზე
ნაგებობის აღმართვის მიზანი. სკ-ის 233-ე მუხლიც გვაწუყებს იმას რომ მეაღნაგეს
აქვს შესაძლებლობა ამ მიწის ნაკვეთზე ან მის ქვეშ აღმართოს ნაგებობა. მოსარჩელე
სწორედ იმ მიზნით რომ 2000 კვ. მიწის ნაკვეთზე ნაგებობა აღემართა განახორციელა
გარკვეული სამუშაები, კერძოდ იმიტომ რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჭაობიანი
იყო, მან განახორციელა სამუშაოები, რoმელიც მოიცავდა ღობის აშენებას, მიწისქვეშა
საკანალიზაციო მოწყობილობის, საძირკვლის სამუშაობს. ამ სამუშაობის
შესრულება(რაც აუდიტის სამსახურის დასკვნით 111205 ლარ მოიცავს), როგორც
უკვე ავღნიშნე, მოსარჩელეს ესაჭიროებოდა აღნაგობის მიზნის მისაღწევად, ანუ
იმისათვის რომ აეშენებინა ნაგებობა დ მომხდარიყო შემდგომში მისი ექსპულატაცია,
გამოყენება. რაც შეეხება საკანალიზაციო მოწყობილობას ის მოსარჩელემ გააკეთა არა
ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, არამედ მის მოსაზღვრედ. მაგრამ ამასაც გააჩნდა
სწორედ ის მიზანი რომ ამით არა მარტო ამარტივებდა აღნაგობით გადაცემულ
ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაობს, არამედ ამცირებდა კიდეც მშენებლობის ხარჯებს.
შესაბამისად სკ-ის 233-ე მუხლის მეორე პუნქტში საუაბრია იმაზე რომ აღნაგობის
უფლება შესაძლოა გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის
აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობის უკეთ სარგებლობის
შესაძლებლობას. ის ფაქტი რომ აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთი
ჭაობიანი იყო, სრულიად მოსალოდნელიც იქნებოდა ამ სამუშაობის ჩატარება.
მოსაზღვრე ტერიტორიაზე საკანალიზაციო სამუშაოების ჩატარებით მოსარჩელემ,
ერთის მხრივ, აიცილა ზიანი, რადგან მას მოუწევდა იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც
დაკავშირებული იქნებოდა აღნაგობის უფლებით დატვირთული მიწის ნაკვეთიდან
დიდი რაოდენობის წყალის გადინებასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორეს
მხრივ, ამით აადვილებდა და ამარტივებდა სამშენებლო სამუშაოების
განხორციელბას. შესაბამისად ეს არ სცდება აღნაგობის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მიზნის მიღეწვას. ის ფაქტი რომ ბათუმის მერია ცალმხრივად
წყვეტს ხელშეკრულებას, და იოსებ ბარბაქაძეს არ უნაზღაურებს გაწულ ხარჯებს, ეს
ამ უკანასკნელს უსამართლო მდგომარეობაში აყენებს. მოპასუხის მხრიდან
არგუმენტი, რომ სამუშაობი არ განხორციელებულა აღნაგობის უფლების მქონე მიწის
ნაკვეთზე და შესაბამისად მან არ უნდა აუნაზღაუროს გაწული ხარჯები მოპასუხეს,
ალოგიკურია. ეს არგუმენტი ბათილდება იმით, რომ აღნაგობის უფლება შესაძლოა
გავრცელდეს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, თუ ამით იქმნება უკეთ სარგებლობის
შესაძლებლობა. მოსარჩელე არ გასცდენია ნაგებობის ასაშენებლად საჭირო ზომებს.
საკანალიზაციო სამუშაობის ჩატარება ქმნიდა საფუძველს რომ რადგან ტერიტორია
ჭაობიანი იყო არ წარმოშობილიყო დამატებით ხარჯები, და ნაგებობის აშენებაც
ძალიან არ გართულებულიყო.

ქალაქ ბათუმისს მერია აღნაგობის ხელშეკრუელბას ცალმხრივად შლის


ხელშეკურლების დადებიდან 3 წელიწადში. მაშინ როცა აღნაგობისთვის მხარეებმა
გაითვალისწინეს 35 წელიწადი. ხელშეკრუელბის უეცარი მოშლა აღნაგობის
უფლების მქონეს უთანასწორო და საზიანო მდგომარეობაში აყენებს. ლოგიკურია,
მოსარჩელეს რომ სცოდნოდა ბათუმის მერია ხელშლშეკრულებას შეწყვეტდა 3
წელიწადში, ის საერთოდად არ დადებდა მასთან ხელშეკრულებას და არ მოუწევდა
იმ ხარჯების გაღება, რაც მან ნაგებობის ასაშნებლად გასწია, თუმცა მეორე მხარემ არ
აცალა. მოსარჩელე დადებდა ხელშეკრულებას მასთან ვინც ხელშეკრულებას
დასაწყისშვე აარ შეწყვეტდა. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე არათანაბარ
პიროებებშია თბილისის მერიასთან. მან არათუ ნაგებობის ექსპულატაციით მიიღო
შემოსავალი, ვერც მოახერხა ნაგებობის მშენებლობის დაწყება და გაამზადა მხოლოდ
საფუძველები ნაგებობის ასაშნებლად. შესაბამისად ეს 111205 ლარიც მისთვის ფუჭად
გადაყრილი გამოდის და იწვევს მეორე მხრის, ბათუმის მერიის, უსაფუძლო
მიკუთვნებას იმისსას, რაც მოსარჩელემ დახარჯა ამ მიწის ნაკვეთზე.

იმ შემთხვევაში როცა აღნაგობის უფლების ვადა გადის, სკ-ის 239-ე მუხლის


პირველი პუნქტის მხიედვით, მიწის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა
მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღრებულების ორი
მესამედის ოდენობით. ხოლო, ჩვენს შემთხვევაში არც ვადა გასული, მხარე
ცალმხრივად წყვეტს ხლშეკრულებას და ბატონი იოსებიც ვერ ახერხებს ნაგებობის
აშენებასა და ექსპულატაციას. ვინადან ეს გამოწვეულია მოპასუხის ბრალით, მან
მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ზიანი ზუსტი ოდენობით, რაც მოიცავს ჯამში
111205 ლარს და ამას დამატებული აუდიტის სამსახური, რომელზე ხარჯებიც ასევე
მოსარჩელემ გასწია.

კაზუსი 2

შესაძლოა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ჯემალ სარალიძის მოთხოვნა ოთარ


სარალაიძს მიმართ წყლის ავზის შეკეთებისა და ავზიდან სასმელი წყლის წყლით
სარგებლობის შესახებ.

სკ-ის 174-ე მუხლის მიხედვით მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი
ქონება საიდანაც შესაძლბელია გამომდინარეობდს ორმხრივი ზემოქმედება.
შესაბამისად მოსარჩელე და მოპასუხე არიან როგორც ძმები, ასევე ითვლებიან
მეზობელად 2001 წლიდან. მათი სახლები მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ.
სასამართლოს ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოპასუხეს და მოსარჩელეს
ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ამისდა მიუხედავად კანონი გვეუბნება
რომ მეზობლები ვალდებულნი არიან გარდა კანონით გათვალსიწინებული უფლება-
მოვალეობაებისა ერთამნეთს სცენ პატივი. იმის გამო რომ მახრეები ცხოვრობენ
ბათუმის გარეუბანში, მათ აქვთ წყალმომარაგების პროლემა. 2007 წელს მხარეები
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სახლებისდან 150 მეტრის დაშორებით აწყობენ ორ
ავზს და ამით უკავშირებენ წყალს სახლს. 2013 წელს მოპასხუე სახლმწიფოსგან იძენს
მიწის ნაკვეთს საიდანაც წყარო გამოედინება და ამ დროიდან 2015 წლის სტიქიამდე
როდესაც, მოსარჩელის ავზი ზიანდება, მოსარჩელე ჩვეულებრივ სარგებლობს
აღნიშნული ავზით, იმისდა მიეხედავად რომ ეს ტერიტორია მოპასუხეს ეკუთვნის.
შესაბამისად სტიქიის გამო მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს წყლით და საჭირო ხდება
ჭავლის შესაკეთებლად სამუშაოს განხორციელბა. ამ უკანასკნელს უკრძალავს
მოპასუხე იმ დასაბუთებით, რომ მიწის ნაკვეთი მისია და სხვას არ შეუძლია მისი
გამოყენება. ეს დასუბუთება, გამოწვეულია არა იმით რომ მას სარგებლობაში ხელი
ეშლება, არამედ იმ პირადი ურთიერთდაპირისპირების გამო რომელიც ბატონ ოთარს
და ბატონ ჯემალს შორის არსებობს.

შეგვიძლია გამოვიყენოთ სკ-ის 180-ე მუხლის განმარტება და დავუკავშიროთ


აღნიშნიულ შემთხვევას. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს( ამ შემთხვევაში
მოსარჩელეს, როგორც მიწის ნაკვეთის, უძრავი ქონების პატრონს) არ აქვს ჯეროვანი
გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი წყალომომარაგების ქსელთან, მაშინ მას
შეუძლია მეზობელს ( მოპასუხეს) მოსთოხოვოს მისი მიწის ნაკვეთის( რომელიც მან
2013 წლეს შეიძინა) გამოუყენება. ( აქ საუბარი შესაძ₾ებლია კომპენსაციაზე). სკ-ის
180 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სკ-ის 180-ე მუხლში არსებული
შესაძლებლობის გამოყენბას მოსარჩელე ვერ შეძლებდა და მოპასუხეს არ ექნებოდა
თმენის ვალდებულება თუ ეს კავშირი გაუქმდა (ამ შემთხვევაში) მოსარჩელის
თვითნებური ზემოქმედებით. როგორც კაზუსიდან ჩანს, აქ მოსარჩელის
თვითნებური ზემოქმედება არაფერ შუაშ არაა და ავზის გაფუჭება გამოწვეულია
მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად, როცა 2015 წელს სტიქიამ
დააზიანია ავზი. შესაბამისად ბათილდება მოპასუხის არგუმენტი, რომ ის მისი
ტერიტორიაა და არ სურს მოპასუხის იქ დაშვება. ისმის კითხვა სანამ ავზი
გაფუჭდებოდა , იქამდე ხომ ჩვეულებრივ სარგებლობა მოსარჩელე და მოპასუხის
მხრიდან ხელშეშლა არ ყოფილა, იმისდა მიუხედავად რომ მის საკუთრებაში ეს
ნაკვეთი 2013 წლიდან. ღრმად მწამს რომ ხელშეშლა გამოწვეულია მხოლოდ პირადი
მიზნებიდან, რადგან მას საკუთარ ძმასთან აქვს უთანხმოება.მოსარჩელის მოთხოვნას
კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტობრივი გარემოება რომ სხვა ვარგისი წყლის რესურები
უკვე ათვისბეულია სხვა მეზობელბის მიერ. ამასთან არგუმენტი იმის შესახებ რომ
100 მეტრში არსებობს წყლის აუთვისებელი რესურსები და მოსარჩელეს შეუძლია
სწორედ ეს უკანასკნელნი დააკავშიროს სახლთან გაბათილებულია იმით რომ ეს
აუთვისებელი რესურსები არაა დადგენილი სასმელად ვარგისია თუ არა,
განსხვავებით უკვე ათვისებული წყაროებისაგან. დასკვნის სახით ვიტყვი რომ,
ზემოთაღნიშნული ფაქტებისა თუ არგუმენტების გამო მოსარჩელეს არ შეიძლება
ხელი შეეშალოს წყლით სარგებლობაში, გამოიყენოს ოთარ სარალიძის ტერიტორია,
რათა მოხდეს სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსთან დაკავშირება, ისე როგორც ეს
2015 წლამდე ხდებოდა. მაგრამ ვინადაინ არსებობს მხარეებს შორის ადრე არსებული
ურთიერთქიშპი, ორივე მხარისთვის მეტად მისაღები იქნება მოსარჩელემ შეამოწმოს
აუთვისებელი წყაროების ვარგისიანობა თუ ეს მისთვის დაკავშრებული არ იქნება
არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან და იქიდან გაიყვანოს სახლამდე წყალი. იმ
შემთხვევაში თუ აღნიშნული წყლის რესურები არ იქნება სასმელად ვარგისი მას
შეეძლება კვლავ გამოიყენოს ოთარ სარალიძის მიწის ნაკვეთი წყალთან
დასაკავშირებლად. ასევე შესაძლოა ოთარ სარალიძის მიწის ნაკვეთის გამოყენება
იქამდე სანამ შემოწმდება აუთვისებელი წყლის ვარგისიანობა.

You might also like