You are on page 1of 4

მოგესალმებით გთხოვთ დაბრძანდეთ სხდომას გახსნილად ვაცხადებ.

განიხილება საქმე N3/295318305 შპს ,,მშენებელი“ გიორგი მათიაშვილის


წინააღმდეგ, სადაც შპს ,,მშენებელი“ ითხოვს: ნარდობის ხელშეკრულების
მოშლის გამო შესრულებული სამუშაოს და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
თავის მხრივ გიორგი მათიაშვილი წარადგენს შეგებებულ სარჩელს, რომლის
მიხედვითაც იგი ითხოვს: ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადის
გადაცილების გამო პირგასამტეხლოს გადახდა და მშენებლობის დროულად
დაუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის დაკისრებს
შპს ,,მშენებლისათვის“

სხდომის მდივანს ვთხოვ მოგვახსენოს ვინ გამოცხადდა პროცესზე. პროცესში


მონაწილე და დამსწრე პირებს შეგახსენებთ რომ დარბაზში დაიცვათ წესრიგი
და დაემორჩილოთ სასამართლო მითითებებს, წინააღმდეგ შემტხვევაში
თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები. საქმეს
განიხილავს მოსამართლე მარიამ კოსტანიანი და სხდომის მდივანი ხატია
ეცადეიშვილი.

აცილება ხომ არ არის მოსამართლეს ან სხდომის მდივანის მიმართ?

მხარეებს მოგიწოდებთ მორიგებისაკენ და გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ


საქმის პროცესის მიმდინარეობისას სასამართლომ შესაძლოა არ
დააკმაყოფილოს თქვენიმოთხოვნა, არასრულად დააკმაყოფილოს იგი ან
დაგაკისროთ მეორე მხარის მიერ მოთხოვნილი შესრულება.

შეგახსენებთ, რომ საქმეში განიხილება შემდეგი მტკიცებულებები: .......

რაიმეს შეცვლა ან დამატება ხომ არ გსურთ?

სხდომაზე მხარეები წარმოადგენენ ექსპერტებს გიგა გამხიტაშვილსა და ხატია


ეცადეიშვილს.

მოკლედ მოგახსენებთ საქმის არსს:


2022 წლის 01 მარტს შპს მშენებელსა და გიორგი მათიაშვილს შორის დაიდო
ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს მშენებელს უნდა
აეშენებინა კომერციული ფართი გიორგის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე(.
აღსანიშნავია,რომ გიორგის სურდა ამ ფართში თავისი სურსათის მაღაზიის
ფილიალის გახსნა (მსგავსად სხვა ფილიალებისა, კერძოდ: ჯავახეთის ქუჩაზე
მდებარე, ბერი გაბრიელ სალოსის ფილიალი, ლუბლიანას ქუჩის ფილიალი).
სამივე ფილიალიდან თვეში საშუალო შემოსავალი უდრის 100 000 ლარი.
აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობდა გლდანის რაიონის თიანეთის ქუჩაზე და
გიორგის გააჩნდა განსაკუთრებული ინტერესი მშენებლობის დასრულებისა და
შედეგების მიმართ. მშენებლობა უნდა დასრულებული 1 წლის ვადაში 2023
წლის 01 მარტს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენენ მშენებლობის
ხარჯთაღრიცხვაზე, რომლის შესაბამისად, მშენებლობის თანხად განისაზღვრა
200 000 აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო ყოველ 3 თვეში ერთხელ,
შესრულებული და მიღებული სამუშაოების შესაბამისად.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წინასწარი ანგარიშსწორება 50 000


აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც იქნა გადახდილი ხელშეკრულების
ხელმოწერიდან 4 სამუშაო ვადაში.

აღსანიშნავია,რომ სანამ დაიწყებოდა მშენებლობა, გიორგი მათიაშვილი მიწის


ნაკვეთის შემოწმების მიზნით დაუკავშირდა ექსპერტ ნიკოლოზ
კვესელაძეს,რომელმაც შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ
დაადგინა,რომ არსებული მიწის ნაკვეთი აბსოლუტურად შეესაბამებოდა
საერთაშორისო მოთხოვნებს და არანაირ საფრთხეს არ ქმინდა მასზე
მშენებლობის დაწყება.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაიწყო სამუშაოების შესრულება,


თუმცა მიწის სამუშაოების ჩატარების შემდგომ აღმოჩნდა, რომ აუცილებელი
იყო დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რომლისათვის საჭირო გახდა 60 000
აშშ დოლარის გადახდა. კერძოდ, წვიმის გამო მიწამ 2 სანტიმეტრით
დაიწია .შპს მშენებელმა მოიწვია ექსპერტი საბა ჯალაღონია, რათა
შეემოწმებინა მიწის მდგრადობა და დარწმუნებულიყო,რომ იგი აბსოლუტურად
გამოსადეგი იყო შესაბამისი მშენებლობისათვის, თუმცაღა, მოწვეულმა
ექსპერტმა განაცხადა,რომ საჭირო იყო სპეციფიური სამუშაოების
ჩატარება,იქამდე სანამ, ჩაიყრებოდა სახლის საძირკველი.

აღნიშნული სამუშაოების წარმოების დაწყებამდე შპს მშენებელმა აცნობა


გიორგის და განუმარტა, რომ ამ სამუშაოების ჩატარების გარეშე ნაგებობა
ხარვეზიანი შეიძლება ყოფილიყო და საფრთხე შექმნოდა მის მდგრადობას.

აღნიშნულ შეტყობინებაზე გიორგის პასუხმა დააყოვნა (6 დღით), თუმცა


მშენებლმა გადაწყვიტა, რომ დამატებითი სამუშაოები ჩაეტარებინა მისი
თანხმობის გარეშე და ისე გააგრძელა სამუშაოები. დამატებითი სამუშაოები
საკმაოდ რთული და მოცულობითი აღმოჩნდა, რის გამოც სამშენებლო
სამუშაოების ვადის გადაწევა აუცილებელი გახდა. მშენებელმა სამუშაოების
დასრულების ვადის 5 თვით გადაწევა მოითხოვა. თუმცა გიორგიმ უარი
განაცხადა და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა მშენებლის მიერ
სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო. ამასთან, მოითხოვა
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ყოველდღიურად 200
აშშ დოლარის შპს მშენებლისათვის დაკისრება.

მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით შემკვეთი


ვალდებულია, მენარდის მიერ წარდგენილი შუალედური ან/და საბოლოო
მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მიიღოს
გადაწყვეტილება ამ აქტებზე ხელმოწერის, ხელმოწერაზე უარის თქმის ან/და
საპრეტენზიო წერილის წარდგენის შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორის მხრიდან სამუშაოების


დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ
პირგასამტეხლოს დაკისრების პირობაზე, რაც შეადგენს სახელშეკრულებო
ღირებულების 0,2%. ამავდროულად პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეიძლება
აღემატებოდეს სახელშეკრულებო თანხის 5%-ს.

შპს მშენებელი არ დაეთანხმა გიორგი მათიაშვილს და მიმართა


სასამართლოს, მოითხოვა შესრულებული დამატებითი სამუშაოების 60 000 აშშ
დოლარის და ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 100 000 აშშ
დოლარის ანაზღაურება. ამავე დროს მოითხოვა ხელშეკრულების უკანონო
შეწყვეტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გიორგიმ შეგებებული
სარჩელით მოითხოვა ვადის დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოსა
და მშენებლობის დროულად დაუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის
დაკისრება.

საქმეში უდაო გარემოებებს წარმოადგენს: ......

სადავო გარემოებებს წარმოადგენს:...

You might also like