You are on page 1of 2

მუხლი 487.

უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან


თავისუფალი ნივთი.

მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა . თუ ხარისხი არ


არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება , თუკი იგი
ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი
სარგებლობისათვის.

მუხლი 380. ვალდებულების შესრულების ხარისხი

თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ,


მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და
გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.

მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას

1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს


ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ
ვადაში.

2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების


ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და
მასალის ღირებულების ხარჯები.

თუ მყიდველმა თავად გამოასწორა ნივთის ნაკლი, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს
მოითხოვოს გამყიდველის მიერ დაზოგილი ხარჯების ანაზღაურება იმ მოცულობით ,
რაც გამყიდველს დაეზოგადა არა იმ მოცულობით, რაც მყიდველმა გაიღო ნაკლი

ნაკლის გამოსწორების მიზნით გამყიდველზე გადაცემული ნივთის შემთხვევითი


დაღუპვის რისკი ამ დროის მონაკვეთში გამყიდველზე უნდა გადავიდეს , მიუხედავად
იმისა, რომ აღნიშნულს მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს.

მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია

1. ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად , დათქმულ


დროსა და ადგილას.

მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ


1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი ; თუკი
იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში , რომლის განმავლობაშიც
ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს
პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება .

3. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია


დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება პირდაპირ არ უნდა განიმარტოს და


ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით შეფასდეს . აღნიშნული შეფასება
დამოკიდებულია როგორც ნივთის თვისებებზე, ასევე რაოდენობაზე , მყიდველის
ობიექტურ შესაძლებლობაზე, 13 განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე პირველი
ობიექტური შესაძლებლობისთანავე შეამოწმოს ნივთი. 14 გერმანული დოქტრინის
თანახმად, რთული ტექნიკური დანადგარების მიწოდებისას (რომლის შემოწმებაც
სპეციალურ ცოდნას მოითხოვს), შემოწმების ვადა შეიძლება ორიდან ხუთ კვირამდე
გამართლებულად ჩაითვალოს,

შემოწმება ნივთის თავისებურების გათვალისწინებით განსხვავებულად ხდება . ეს


შეიძლება იყოს ლაბორატორიული ანალიზი, ექსპერტიზა, დათვალიერება და სხვ.

You might also like