You are on page 1of 5

შუალედური გამოცდა 12.11.

2017

სახელი, გვარი:

კაზუსი (25 ქულა)

სააქციო საზოგადოება „მეგა ბანკ“-ის მიერ გამოცხადებულ UPS-ების შესყიდვის ტენდერში


საუკეთესო ფასის გამო გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „Smile-Emoticon“-ი, რომლის
წლიური ბრუნვაც კომპიუტერული ტექნიკის ბაზრის 30%-ს შეადგენს. სატენდერო
დოკუმენტაციაში მითითებული იყო UPS-ების რაოდენობა და სხვა ტექნიკური პარამეტრები,
თუმცა არ იყო მითითებული შესაბამისი ვოლტაჟი. მსგავსი მითითება არ გაკეთებულა არც
იმ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც მხარეთა მიერ ტენდერის საფუძველზე დაიდო.

დათქმულ დროს კომპანიამ ბანკს მიაწოდა 110 ვოლტზე მომუშავე UPS-ები. ბანკის IT-ი
პერსონალმა UPS-ები იმავე დღეს შეინახა საწყობში, ისე რომ არ შეუმოწმებია მათი ვოლტაჟი,
ხოლო ბანკის უფლებამოსილმა თანამშრომელმა (რომელმაც ბანკის IT-ი პერსონალისგან
იცოდა, რომ მათ უკვე შეამოწმეს საქონელი) „Smile-Emoticon“-თან გააფორმა მიღება-
ჩაბარების ხელშეკრულება, რომლითაც დაადასტურა უნაკლო საქონლის მიღება. საწყობში
შენახვიდან 2 თვის თავზე ბანკის IT სამსახურმა დააპირა UPS-ების გამოყენება, თუმცა
აღმოაჩინა, რომ ისინი შეუსაბამო იყო 220 ვოლტისთვის. ამის შემდეგ ბანკის დაუკავშირდა
„Smile-Emoticon“-ს და მოითხოვა 10 სამუშაოა დღის ვადაში 220 ვოლტიანი UPS-ების
მიწოდება (ხელშეკრულებით ეს ვადა იყო დადგენილი ნაკლის გამოსასწორებლად).

მოთხოვნის მიღებიდან 5-ე სამუშაო დღეს „Smile-Emoticon“-მა ბანკს მიაწოდა საკმაოდ


მოხერხებული და მცირე ზომის კვების ადაპტერები, რომელიც იძლეოდა UPS-ების 220
ვოლტზე ოპერირების საშუალებას. „Smile-Emoticon“-მა იქვე განმარტა, რომ ტენდერის
მოგებიდან მოკლე ხანში მათი საწყობიდან სრულად მოიპარეს 220 ვოლტზე მომუშავე UPS-
ები, და რადგან მათ არ უნდოდათ შეკვეთის დაკარგვა, გადაწყვიტეს ბანკისთვის
მიეწოდებიათ 110-ვოლტიანი UPS-ები. ამასთანავე მათ იმთავითვე შეუკვეთეს ადაპტერები,
რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფდა UPS-ების გამართულ ფუნქციონირებას 220
ვოლტზე, რასაც უსასყიდლოდ აწვდიდნენ ბანკს. „Smile-Emoticon“-ის წარმომადგენლებმა
ასევე განმარტეს, რომ არ აპირებენ 110-ვოლტიანების ნაცვლად 220-ვოლტიანი UPS-ების
მიწოდებას, რამეთუ 220 ვოლტზე მომუშავე UPS-ები 20%-ით უფრო ძვირია, ვიდრე 110-
ვოლტიანები1. ბანკი უარს აცხადებს ადაპტერების მიღებაზე და „Smile-Emoticon“-ს
ატყობინებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

კითხვა: რამდენად შეუძლია ბანკს ხელშეკრულებიდან გასვლა?2

1 ნასყიდობის ფასი არის 9 000 ლარი, საიდანაც 4,000 ლარი საქონლის თვითღირებულებაა.
შესაბამისად, „Smile-Emoticon“-ის მოგება ტრანზაქციიდან არის 5,000 ლარი, საიდანაც ისინი მზად
არიან 500 ლარის ღირებულების ადაპტერები უსასყიდლოდ მიაწოდონ ბანკს (ასეთ შემთხვევაში მათი
მოგება იქნება: 4,500 ლარი). 220-ვოლტიანი UPS-ების თვითღირებულება არის 5,800 ლარი.
შესაბამისად, UPS-ების გამოცვლის შემთხვევაში „Smile-Emoticon“-ის მოგება იქნება 2,200 ლარი.
2
შენიშვნა: ფაბულის ყველა ფიგურანტი მოქმედება შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში,
ამიტომ ამ კომპონენტის გადამოწმება არ მოგეთხოვებათ. ბანკი არის მეწარმე “მეწარმეთა შესახებ
კანონის” თანახმად, თუმცა არის თუ არა ის მეწარმე, სკ. 395-ე მუხლის მნიშვნელობით, ეს თქვენი
გასარკვევია.
1
ამოხსნა - ხელშეკრულებიდან გასვლა ნივთის ნაკლის გამო და შესრულების და
სარგებლის უკუქცევის მოთხოვნა (491(1), 352(1), 405)

მყიდველს ექნებოდა უფლება გასულიყო ხელშეკრულებიდან, თუკი


დაკმაყოფილებული იქნებოდა 491(1), 352(1), 405-ე მუხლების მოთხოვნები.

1. სახეზე უნდა იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება - კი


2. გამყიდველს უნდა გაეკეთებია შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ
(სკ. 355, 357) - კი
3. სახეზე უნდა იყოს ვალდებულების დარღვევა (სკ. 405(1)), ამ შემთხვევაში
ნივთობრივი ნაკლი (სკ. 488):
 შეთანხმებული კრიტერიუმები - მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულ
ვოლტაჟზე
 ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის სტანდარტი - მსგავსი
შეთანხმება ფაბულიდან არ იკვეთება
 ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი - დარღვეულია ჩვეულებრივი
სარგებლიანობის სტანდარტი, რამეთუ მიწოდებული საქონელი
საქართველოს ელექტროსისტემასთან შეუთავსებადია.
ელექტროდანადგარების ნებისმიერი მიმწოდებლისთვის, მათ შორის „Smile-
Emoticon“-ისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ UPS-ები 110 ვოლტზე
საქართველოში ვერ იმუშავებდა (ფაბულიდან გამომდინარე ეს მისთვის
ცნობილი იყო).
4. ნაკლი სახე უნდა ყოფილიყო მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში (სკ. 482) -
კი
5. მყიდველს უნდა მოეთხოვა დამატებით შესრულება და გამყიდველისთვის
დაეწესებინა დამატებითი ვადა. ამასთანავე დამატებითი ვადა უნდა გასულიყო
ისე, რომ ნაკლი არ გამოსწორებულიყო (სკ. 405 (1)).
მყიდველმა „Smile-Emoticon“-სგან მოითხოვა ახალი UPS-ების მიწოდება სკ. 490(1)-ე
მუხლის საფუძველზე, რისთვისაც გამყიდველს დაუწესა (ხელშეკრულებით
გათვალისწინებული) დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად. იმის
გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო გვაროვნული ნივთი, მყიდველის მოთხოვნა
მიწოდებული საქონლის შეცვლის შესახებ თავსებადია სკ. 490(1)-ე მუხლთან.
აღნიშნულის საპასუხოდ, „Smile-Emoticon“-მა მყიდველს შესთავაზა ნაკლის
გამოსწორების ალტერნატიული ფორმა, კერძოდ მცირე ზომის კვების ადაპტერები,
რომელიც იძლეოდა UPS-ების 220 ვოლტზე ოპერირების საშუალებას. სკ. 490(3)-ე მუხლის
საფუძველზე გამყიდველს ამის უფლება ექნებოდა, თუკი ის დაასაბუთებდა, რომ 110-
ვოლტიანი UPS-ების ჩანაცვლება 220-ვოლტიანი UPS-ებით „მოითხოვს შეუსაბამოდ

2
დიდ ხარჯებს“. აღნიშნულის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ როგორც მყიდველის
ასევე გამყიდველის ინტერესები.

ალტერნატივა#1:
გამყიდველის ინტერესები: როგორც ფაბულიდან ირკვევა, სხვაობა გამყიდველის მიერ
შეთავაზებულ შესრულებას და მყიდველის შორის მოთხოვნილ შესრულებს შორის
შეადგენს 2,300 ლარს, ანუ გამყიდველისთვის მყიდველის მიერ შერჩეული შესრულების
ფორმა 2,300 ლარით უფრო ძვირია.
მყიდველის ინტერესი: ბანკი „Smile-Emoticon“-სგან იღებს ადაპტერებს, რომლებიც
სრულად უზრუნველყოფენ UPS-ების გამართულ მუშაობას და ამავდროულად არ
უქმნიან მყიდველს არანაირ დამატებით დისკომფორტს. აღნიშნულის გათვალისწინებით
შეიძლება ითქვას, რომ მყიდველის გადმოსახედიდან, ადაპტერების მიწოდებით
პრაქტიკულად მიღწეულია ის მიზანი, რომელიც UPS-ები ს გამოცვლით მიიღწეოდა,
კერძოდ UPS-ები აკმაყოფილებენ ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტს.
ორივე ფაქტორის შეჯერებით, შეიძლება იმის დასკვნა, რომ გამყიდველის მიერ
შეთავაზებული დამატებითი შესრულების ფორმა ადეკვატურია და ის შეესაბამება სკ.
490(3)-ის მოთხოვნებს.
დასკვნა: მეგა ბანკს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

ალტერნატივა#2:
გამყიდველის ინტერესები: როგორც ფაბულიდან ირკვევა, სხვაობა გამყიდველის მიერ
შეთავაზებულ შესრულებას და მყიდველის შორის მოთხოვნილ შესრულებს შორის
შეადგენს 2,300 ლარს, ანუ გამყიდველისთვის მყიდველის მიერ შერჩეული შესრულების
ფორმა 2,300 ლარით უფრო ძვირია. თუმცა ამ შემთხვევაშიც „Smile-Emoticon“-ს
ტრანზაქციიდან რჩება 2,200 ლარი მოგება, ანუ საქონლის შეცვლის შემთხვევაშიც
ტრანზაქცია მისთვის მაინც მომგებიანი რჩება.
მყიდველის ინტერესი: ბანკი „Smile-Emoticon“-სგან იღებს ადაპტერებს, რომლებიც
სრულად უზრუნველყოფენ UPS-ების გამართულ მუშაობას და ამავდროულად არ
უქმნიან მყიდველს არანაირ დამატებით დისკომფორტს. აღნიშნულის გათვალისწინებით
შეიძლება ითქვას, რომ მყიდველის გადმოსახედიდან, ადაპტერების მიწოდებით
პრაქტიკულად მიღწეულია ის მიზანი, რომელიც UPS-ები ს გამოცვლით მიიღწეოდა,
კერძოდ UPS-ები აკმაყოფილებენ ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტს.
მიუხედავად ამისა მყიდველს შეუძლია იმაზე აპელირება, რომ ადაპტერის
მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში UPS-ები კვლავ გამოუსადეგარი ხდება.
6. მყიდველის უფლებას არ უნდა უპირისპირდებოდეს შესაგებელი, რომელსაც
გამყიდველი ეყრდნობა. ეს შეიძლება იყოს:
 სახეზე ხომ არ იყო პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო
საფუძველი, რომელიც გამყიდველს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნაკლის
გამოსწორებაზე - არა

3
 თუ მყიდველმა იცოდა ნაკლის შესახებ ხელშეკრულების დადების
მომენტში (სკ. 494(1)), ივარაუდება, რომ ნაკლი მისთვის მისაღები იყო - არა
 მყიდველმა, რომელიც არის მეწარმე (495):
 დაუყოვნებლივ არ შეამოწმა ნივთი - ბანკი შეიძლება ჩაითვალოს
მეწარმედ სკ. 495-ის მნიშვნელობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ
რამდენად ფართოდ განვმარტავთ ამ მუხლს. ვიწრო განმარტებით, ეს
მუხლი მოიცავს მხოლდ მოვაჭრეს, ანუ იმ სუბიექტს, რომელიც
ფლობს სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას შესაბამის სექტორში
და იძენს საქონელს მისი საწარმო მიზნით გამოყენების, გადაყიდვის
ან სხვაგვარად კომერციალიზაციის მიზნით. მაშინ როცა, ფართო
განმარტებით, ეს ცნება მოიცავს ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც
არის მეწარმე მშკ-ის მნიშვნელობით. მე პირადად ამ ნორმის ფართო
განმარტებას ვემხრობი. შესაბამისად, თუ ჩათვლით, რომ ბანკი
მეწარმეა სკ. 495-ე მუხლის მნიშვნელობით, მაშინ ბანკს
დაუყოვნებლივ უნდა შეემოწმებინა საქონელი, რაც მან არ გააკეთა.
ამით მან დაარღვია საქონლის ინსპექტირების (ფაკულტატიური)
ვალდებულება.
 ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის
განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის
არსებობა, გამყიდველს უნდა წარედგინა პრეტენზია ნაკლის
თაობაზე - ეს კრიტერიუმი აღარ არის რელევანტურია, რამეთუ
დარღვეულია წინა კრიტერიუმი.
 თუ აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, უნდა გადამოწმდეს ხომ არ
დამალა გამყიდველმა ნაკლი (495(2)), რა შემთხვევაშიც იგი ვერ
დაეყრდნობა მყიდველის მიერ სკ. 495(1)-ის მოთხოვნათა დარღვევას
- როგორც ფაბულიდან ირკვევა, გამყიდველმა რეალურად დამალა
ნაკლი. ამიტომ ის ვერ დაეყრდნობა მყიდველის მიერ სკ. 405-ე
მუხლის დარღვევას.
 უფლება არ არის ხანდაზმული (სკ. 129(1)) - არა
7. ვალდებულების დარღევა (ნაკლი) არ უნდა იყოს უმნიშვნელო (სკ. 405(3)(ა)) -
ნაკლი არ არის უმნიშვნელო, რამეთუ მისი გამოსწორება მოითხოვს
პრაქტიკულად საქონლის სრულად ჩანაცვლებას.
8. ვალდებულების დარღვევისათვის მყიდველი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი
მთლიანად ან უმთავრესად თვითონ (სკ. 405(3)(გ)) - არა
9. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაცულია (სკ. 405(5), 356) - კი
10. მხარე, რომელმაც განაცხადა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, მზად არის
თავადაც დააბრუნოს შესრულება და სარგებელი (სკ. 352, 354) - კი

4
დასკვნა: მეგა ბანკს აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.

თემა (5 ქულა)

ჩამოთვალეთ (შესაბამისი ნორმების მითითებით) შემკვეთის მეორეული მოთხოვნები


/უფლებები, იმ შემთხვევაში, თუკი მენარდე მას აწვდის ნაკლის მქონე ნივთს.

ნაკლის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია:

დამატებითი შესრულების მოთხოვნა (სკ. 642(1), იხ. სკ. 655)

სკ. 643-ე, 405-ე მუხლების პირობების დაცვით, ნაკლის თავად გამოსწორება და კომპენსაციის
(მათ შორის ავანსის) მოთხოვნა

სკ. 644-ე, 405-ე მუხლების პირობების დაცვით, ხელშეკრულებიდან გასვლა

სკ. 645, 405-ე მუხლების პირობების დაცვით, ფასის შემცირება

შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა (სკ. 394(1-3))

You might also like