You are on page 1of 8

სახელშეკრულებო სამართალი

შუალედური გამოცდა
19.11.2016
1 ვარიანტი

• კაზუსი: ქულა
20
კარლი 2014 წლის აპრილიდან არის როსტოკის უნივერსიტეტის იურიდიულ
ფაკულტეტის პროფესორი. რადგან ის დიუსელდორფში ცხოვრობს, უწევს
მატარებლით მგზავრობა ყოველ კვირას და სურს, რომ მგზავრობის ეს პერიოდი
გამოიყენოს სალექციო მასალების მოსამზადებლად. ამ მიზნით მან დიუსელდორფში
12.04.2014 წელს ვიანორის კომპიუტერულ მაღაზიაში შეიძინა პრედატორის
მოდელის ნეთბუქი 2015, 1500 ევროდ. კომპიუტერის დამამზადებელ ჰანსის მიერ
სარეკლამო პოსტერში აღნიშნული იყო, რომ კომპიუტერი ელექტროენერგიის კვების
წყაროსთან შეერთების გარეშე ძლებს 10 საათი. კარლმა ეს პოსტერი, რომელიც
ვიანორის მაღაზიაში იყო გამოკრული, საფუძვლიანად შეისწავლა ყიდვის წინ და
რადგან მას დიუსელდორფიდან როსტოკამდე თითქმის 9 საათიანი მგზავრობა
უწევდა, ხოლო ჩვეულებრივ საშუალო ხარისხის კომპიუტერები 3-დან 5 საათამდე
ძლებს დენის წყაროსთან შეერთების გარეშე, ამიტომ კარლმა გადაწყვიტა ამ
მოდელის კომპიუტერის შეძენა. კომპიუტერის შეძენიდან როსტოკში პირველი
გამგზავრებისას 14.4.2014 წელს მგზავრობისას შუა გზაზე კარლმა აღმოაჩინა,
მგზვარობის დაწყებიდან 5 საათში კომპიუტერის აკუმულატორი დაჯდა.
(აღსანიშნავია, რომ წამოსვლის წინ კომპიუტერი კარგად იყო დატენილი). მსგავსი
რამ კარლს რამდენჯერმე დაემართა და ის 26.05.2014 ტელეფონით დაუკავშირდა
მაღაზიას აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიის წარდგენისთვის. სატელეფონო
საუბრისას მაღაზიის მესაკუთრე ვიანორმა მიუთითა, რომ კომპიუტერის
დამამზადებელმა ჰანსმა- კომპიუტერის აკუმულატორის არასაკმარისი გამძლეობის
გამო მრავალრიცხოვანი კლიენტების პრეტენზიებიდან გამომდინარე შეამოწმა
პრეტადორ 2015 მოდელში ჩამონტაჟებული აკუმულატორი და დაადგინა, რომ
მსგავსი ტიპის კომპიუტერების აკუმულატორების პროდუცირების ნაკლის გამო
მათი გამძლეობა 5 საათს შეადგენდა, ხოლო სხვა ტიპის აკუმულატორები, რომლებიც
მოხმარების დაწყებიდან 10 საათი ძლებს, „პრეტადორ 2015“ მოდელში ვერ
მონტაჟდება. კარლი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მას სჭირდება
მოსაფიქრებელი პერიოდი, რათა გადაწყვიტოს, დაიტოვებს თუ არა მსგავს
კომპიუტერს ამ გარემოების მხედველობაში მიღებით. მას შემდეგ, რაც მორიგი
მგზავრობისას როსტოკამდე 5.6.2014 კარლს კომპიუტერი შუა სამუშაო პროცესში
გაეთიშება, გაცეცხლებული კარლი გადაწყვეტს კომპიუტერის დაბრუნებას
მაღაზიისთვის. მეორე დღესვე მიდის მაღაზიაში და ვიანორს განუცხადებს
კომპიუტერის დაბრუნების თაობაზე და ითხოვს გადახდილი 1500 ევროს უკან
დაბრუნებას.
კითხვა: შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა, რისი მოთხოვნის უფლებები
შეიძლება ჰქონდეს კარლს კომპიუტერის მაღაზიის მიმართ. (პასუხი დაასაბუთეთ
ამოხსნის სქემის მიხედვით).
ამოხსნა:
• მოთხოვნის წარმოშობა
მოთხოვნა წარმოიშვა, თუ კარლი ნამდვილი უფლების საფუძველზე გავა
ხელშეკრულებიდან.
• კარლის უფლება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
იმისათვის, რომ ნივთის ნაკლის გამო მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდეს
ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს სკ. 405-ის წინაპირობები. სკ. 405-ის ზოგადი
წინაპირობებია:
• ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი
უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა: მყიდველი მოვალეა გადასცეს
მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე (477 1-ლი მუხლი), ხოლო
მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და
მიიღოს ნაყიდი ქონება (477 მე-2 ნაწილი). სახეზე უნდა იყოს ორმხრივი
ხელშეკრულება: კაზუსიდან ჩანს, რომ 12.04.2014 კომპიუტერულ მაღაზიის
მეპატრონე ვიანორს და კარლს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრუება
ნეთბუქის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით
პირობებზე, ფასზე- რაც განისაზღვრა 1500 ევროს ოდენობით,
ხელშეკრულების საგანზე- ნეთბუქის მოდელზე- პრედატორ 2015-ზე ანუ სსკ-
ის 477-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის
ხელშეკრულება.
შუალედური შედეგი:
აკაკის და ვოვას შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

• ხელშეკრულებიდან გასვლის ერთ-ერთი წინაპირობაა ის, რომ გამყიდველი უნდა


არღვევდეს ვალდებულების ანუ გამყიდველმა უნდა მიაწოდოს მყიდველს
ნაკლის მქონე ნივთი და ნაკლი ნივთს უნდა გააჩნდეს მყიდველზე რისკის
გადაცემის მომენტში.სახეზეა ვალდებულების დარღვევა (სკ. 405(1))=ნივთობრივი
ნაკლი (სკ. 488). არ არის დაცული:
• შეთანხმებული სტანდარტი
ან
• ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის სტანდარტი
ან
• ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი
• ნაკლი არსებობდა მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში (სკ. 482)
აა) ხარისხის ცნება უნდა განიმარტოს ფართო მნიშვნელობით და მასში უნდა
მოვიაზროთ ნივთის ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც ამ ნივთის ხასიათს,
ფუნქციას, აგებულებას და იერსახეს უკავშირდება.
ნივთის ნაკლოვანების ან უნაკლობის განსაზღვრის პირველადი წყარო არის
ხელშეკრულება. ხელშეკრულების ნაწილად ითვლება ასევე ის ინფორმაცია,
რომელიც მყიდველს მიეწოდება ხელშეკრულების დადებამდე ან ხელშეკრულების
დადების მომენტში.
კაზუსიდან ჩანს, რომ კარლს და ვიანორს ხელშეკრულებით რაიმე
სპეციალური მახასიათებელი არ შეუტანხმებიათ, ამიტომ, სსკ-ის 488-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადებით დადგენილი წესის მიხედვით
ნივთი ამ სტანდრატით ნივთობრივად უნაკლოა.
ბბ) გასარკვევია, ხომ არ არის სახეზეა ხელშეკრულებით განსაზღვრული
სარგებლიანობის სტანდარტის დარღვევა სსკ-ის 488-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით?
კარლს და ვიანორს შორის ასევე არ ყოფილა ხელშეკრულებით დადგენილი
სარგებლიანობის სტანდარტი შეთანხმებული, თუ რა მიზნით
ესაჭიროებოდა კარლს ნეთბუქი და რა მიზნით გეგმავდა მის გამოყენებას,
ეს არ ყოფილა საცნობი და გასაგები ვიანორისთვის. აღნიშნული საკითხი არ
დასმულა ხელშეკრულების დადების დროს, შესაბამისად, ნივთი არც
ხელშეკრულებით დადგენილი სარგებლიანობის სტანდარტით ნაკლიანი არ
არის.
გგ) ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი- კაზუსიდან ჩანს, რომ
კარლის მიერ ნაყიდი კომპიუტერი დენის წყაროსთან შეერთების გარეშე
ძლებს 5 საათს, რაც ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტს
აკმაყოფილებს, რადგან იქვე არის დადგენილი, რომ ჩვეულებრივ
კომპიუტერერი ბატარეა ძლებს 3-5 საათმდე. ჩვეულებრივი
სარგებლიანობის სტანდარტით დადგენილ თვისებებს მიეკუთვნება ასევე
ის თვისებები, რააც ქარხანა-დამამზადებელი მიუთითებს ბუკლეტში და
რაც აღუძრავს ნდობას მყიდველს ამ საგნის თვისებებთან დაკავშირებით.
სწორედ ამ ბუკლეტში იყო აღნიშნული, რომ კონკრეტული პრედატორ 2015
ბატარეა ძლებს 10 საათს. ამ სტანდარტის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად
უნაკლოა, Tu igi vargisia Cveulebrivi sargeblobisaTvis, xolo Tvisebebi cxadyofs,
rom isini Cveulebrivia analogiuri nivTebis SemTxvevaSi da mosalodnelia
myidvelisaTvis nivTis saxeobis gaTvaliswinebiT. კარლის შემთხვევაში, სწორედ
ამგვარი ნდობის გაწბილებას აქვს ადგილი, რაც უთითებს, რომ სახეზეა
ნივთობრივი ნაკლი.
შუალედური შედეგი:
აღნიშნული მეტყველებს, რომ სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სტანდარტის საწინააღმდეგო ნივთობრივი ნაკლი სკ-ის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
მე-2 წინადადების მიხედვით.
გ) ნაკლი სახეზე უნდა იყოს მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში სკ. 482-ე
მუხლის მიხედვით.
• რისკის გადასვლა სკ. 482(2)-ით დადგენილი წესით
• რისკის გადასვლა სკ. 482(1)-ით დადგენილი წესით
კაზუსით დგინდება, რომ კომპიუტერს აღნიშნული ნაკლი გააჩნდა მყიდველზე
ნივთის გადაცემის მომენტშიც. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე
გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა
რამეზე არ შეთანხმებულან.
შუალედური შედეგი:
მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში ნივთი ნაკლის მქონე იყო სსკ-ის 482 ე
მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.
• მყიდველმა გამყიდველს უნდა დაუწესოს დამატებითი ვადა
შესრულებისათვის, ანუ მოითხოვოს დამატებითი შესრულება. დამატებითი
ვადა უნდა იყოს გონივრული და საკმარისი იმისათვის, რომ გამყიდველმა
განახორციელოს დამატებითი შესრულება. მოვალეს უნდა მიუვიდეს
შეტყობინება დამატებითი ვადის დაწესების შესახებ, თუმცა არ არის
აუცილებელი, რომ იგი დაეთანხმოს ამ ვადას (მიღებასავალდებულო
ცალმხრივი ნების გამოვლენა (იხ. სკ. 51 (2)). დამატებითი ვადის დაწესება არ
არის საჭირო, თუ:
• აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება (405 (2(ა)). მაგ. თუ
ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია ან კრედიტორი
ერთმნიშვნელოვნად აცხადებს უარს დამატებით შესრულებაზე, ან
მისი უარი გამყარებულია სკ. 490(3)-ით;
• qarTuli samarTlis mixedviT gadawyvetisas valdebulebis Sesrulebis
• obieqturi SeuZlebloba iqneboda xelSekrulebis darRveva ssk-is 405-e
muxlis 1-li nawilis mixedviT, romlis drosac damatebiTi vadis gansazRvra aris
zedmeti ssk-is 405-e muxlis me-2 nawilis a punqtis mixedviT da myidvels
SeuZlia moiTxovos gasvla, ris winapirobasac warmoadgens am gasvlis
gacxadeba meore mxarisaTvis ssk-is 355-e muxlis Sesabamisad.
• გasvla SeiZleba CaiTvalos konkludenturad gacxadebulad meore mxarisagan
fasis ukan moTxovnisas.
კაზუსიდან ჩანს, რომ კლიენტების პრეტენზიებიდან გამომდინარე მწარმოებელმა
შეამოწმა პრეტადორ 2015 მოდელში ჩამონტაჟებული აკუმულატორი და დაადგინა,
რომ მსგავსი ტიპის კომპიუტერების აკუმულატორების პროდუცირების ნაკლის გამო
მათი გამძლეობა 5 საათს შეადგენდა, ხოლო სხვა ტიპის აკუმულატორები, რომლებიც
მოხმარების დაწყებიდან 10 საათი ძლებს, „პრეტადორ 2015“ მოდელში ვერ
მონტაჟდება. ანუ აშკარაა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას არ აქვს აზრი, რადგან
სახეზეა დამატებითი შესრულების შეუძლებლობა სსკ-ის ssk-is 405-e muxlis me-2
nawilis a punqtis mixedviT.

• იმისათვის რომ გამყიდველი ხელშეკრულებიდან დაუბრკოლებლად


გავიდეს, არ უნდა არსებობდეს ხელშეკრულებიდან გასვლის
დამაბრკოლებელი შემდეგი გარემოებები:
ნივთის ნაკლი არ უნდა იყოს უმნიშვნელო (ნაკლი არ უნდა უკარგავდეს ნივთს მის
შეთანხმებულ ან ჩვეულებრივ ფუნქციას ან ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო
ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს ნივთის ღირებულების 5%-ს). 405-ე მუხლის მე-3
ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: ა ) ვალდებულების
დარღვევა უმნიშვნელოა;
ამ შემთხვევაში ქარხანა-დამამზადებლის მიერ სარეკლამო ბუკლეტში მითითებულ
და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებს შორის სხვაობა შეადგენს მთელ 5 საათს ანუ
ფაქტია, რომ უმნიშვნელო ნაკლი არ არის სახეზე.
დ) ხომ არ არსებობს პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო
საფუძველი (მაგ. სახელშეკრულებო დათქმა პასუხისმგებლობის გამორიცხვის
თაობაზე), რომელიც გამყიდველს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნაკლის
გამოსწორებაზე (სკ. 497). თუ ასეთი საფუძველი სახეზეა, უნდა გადამოწმდეს მისი
შესაბამისობა შემდეგ მუხლებთან:
• სკ. 497 (გამყიდველის განზრახი დუმილი)
• წინააღმდეგობა ხელშეკრულების სტანდარტული პირობების
მარეგულირებელ ნორმებთან: სკ. 348(ვ); 348(ი);
შუალედური შედეგი:
კაზუსიდან მსგავსი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლები არ
იკვეთება.
• . მყიდველმა არ იცოდა ნაკლის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში
(სკ. 494(1)) +

• ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი ავტომატურად არ იწყება.


ამისათვის აუცილებელი, რომ მყიდველმა გამყიდველს შეატყობინოს
ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (სკ. 355). დამატებითი ვადის
გასვლის შემდეგ;
• დამატებითი ვადის გასვლამდე, თუ დამატებითი ვადის დაწესებისას
კრედიტორმა მოვალეს ერთმნიშვნელოვნად განუმარტა, რომ
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში იგი გადიოდა
ხელშეკრულებიდან;
მიუძღვის თუ არა მოვალეს ბრალი ნაკლიანი ნივთის მიწოდებაში,
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მყიდველს
შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან იმ შემთხვევაშიც, როცა გამყიდველს ბრალი
არ მიუძღვის ვალდებულების დარღვევაში. შესაბამისად, თუ ფაბულაში გამყიდველი
აპელირებს ბრალის არ არსებობაზე ან ეს საკითხი წამოჭრილია ფაბულაში, სკ.
405(3(დ)-ს გადამოწმებისას, უნდა მიუთითოთ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლება ხორციელდება მიუხედავად მოვალის ბრალისა.
კაზუსიდან ჩანს, რომ კარლი მივიდა მაღაზიაში და განაცხადა, რომ მას აღარ
სურდა ნეთბუქის დატოვება ანუ მან კონკლუდენტურად გამოხატა
ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი სსკ-ის 355-ე მუხლი მიხედვით.

შუალედური შედეგი:
კარლის უფლება ხელშეკრულებიდან გასვლა ნივთის ნაკლის გამო და
შესრულების და სარგებლის უკუქცევის მოთხოვნა (491(1), 352(1), 405)
წარმოიშვა.

• მოთხოვნის გაქარწყლება:
• ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად
თვითონ არ არის პასუხისმგებელი (სკ. 405(3)(გ))
• მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელსაც მოვალე ეყრდნობა. ეს
შეიძლება იყოს:
• პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო საფუძველი,
რომელიც გამყიდველს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნაკლის
გამოსწორებაზე. თუ ასეთი საფუძველი სახეზეა, უნდა გადამოწმდეს მისი
შესაბამისობა შემდეგ მუხლებთან: სკ. 397, სკ. 348(ვ); 348(ი); სკ. 495(2)
• თუ მყიდველმა იცოდა ნაკლის შესახებ ხელშეკრულების დადების
მომენტში (სკ. 494(1)), ივარაუდება, რომ ნაკლი მისთვის მისაღები იყო
• მყიდველმა, რომელიც არის მეწარმე (495):
• დაუყოვნებლივ არ შეამოწმა ნივთი;
• ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის
განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის
არსებობა, არ წარუდგინა გამყიდველს პრეტენზია ნაკლის თაობაზე;
• თუ აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, უნდა გადამოწმდეს ხომ არ
დამალა გამყიდველმა ნაკლი (495(2)), რა შემთხვევაშიც იგი ვერ
დაეყრდნობა მყიდველის მიერ სკ. 495(1)-ის მოთხოვნათა დარღვევას.
მოთხოვნის უფლების გაქარწყლების საფუძვლები არ იკვეთება კაზუსიდან.
• მოთხოვნის უფლება არ არის ხანდაზმული (სკ. 129(1))
ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაცულია (სკ. 405(5), 356)
• მოთხოვნა არ გაქარწყლებულა. მხარე, რომელმაც განაცხადა ხელშეკრულებიდან
გასვლის შესახებ, მზად არის თავადაც დააბრუნოს შესრულება და სარგებელი (სკ.
352, 354)

• დასკვნა:
კარლს უფლება აქვს ვიანორის მიმართ მოითხოვოს ხელშეკრულებიდან
გასვლდა შესრულების და სარგებელის უნდა დაბრუნდეს სკ. 352(1)-ის, 405
და 491-ე მუხლის საფუძველზე.

თეორიული საკითხი: 10 ქულა


მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა
თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას
გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც
ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით,
რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის არსებული ფასი. 
    
კითხვის არსი: იმსჯელეთ აღნიშნული მუხლის კონტექსტზე და განმარტეთ, თუ რა
პრინციპით ხდება ფასის შემცირება. შეაფასეთ, რამდენად მართებულია ეს პრინციპი.
ამასთანავე იმსჯელეთ იმაზე, თუ რა წინაპირობები უნდა იყოს სახეზე, რათა მოხდეს
ფასის შემცირება.

„თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას


გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც
ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით,
რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის არსებული ფასი“ (სკ. 492). ფასის შემცირების მოთხოვნა
(actio quanti minoris) ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ან შესრულების
სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ალტერნატივაა, რომელიც ამ
უფლებათა/მოთხოვნათა პარალელურად წარმოშობა. ამისათვის სახეზე უნდა იყოს
ხელშეკრულებიდან გასვლის ყველა ნეგატიური და პოზიტიური წინაპირობა, გარდა:
• სკ. 405 (3 (ა))-ით გათვალისწინებული წინაპირობისა - ფასის შემცირების
მოთხოვნა წარმოიშობა მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
არსებული ნაკლი.
• სკ. 405(3,გ)-ით გათვალისწინებული წინაპირობისა - იმ შემთხვევაშიც კი,
როცა ნაკლი მთლიანად ან უმთავრესად კრედიტორის ბრალით არის
გამოწვეული, იგი არ კარგავს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებას, თუმცა
ეს უფლება მცირდება სკ. 415-ის შესაბამისად.
405-ე მუხლის წინაპირობათა არსებობისას, როგორც წესი, ასევე სახეზეა სკ. 394(2)-ის
წინაპირობები, რაც მყიდველს აძლევს უფლებას (დამატებითი) შესრულების
ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. თუმცა სკ. 492-სგან განსხავებით,
შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დამოკიდებულია
ბრალის არსებობაზე (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).
შესაბამისად, თუ მაგალითად გამყიდველი დაამტკიცებს, რომ მას ბრალი არ
მიუძღვის ნაკლში და მან არ იცოდა ნაკლის შესახებ, მყიდველი სკ. 394(2)-ის
საფუძველზე ვერ მოითხოვს მისგან შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურებას,
თუმცა მას კვლავინდებურად რჩება ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.
„საამისოდ მიცემული ვადა“ არის გამყიდველისათვის ნაკლის გამოსწორებისათვის
მიცემული დამატებითი ვადა (იხ. სკ. 405(1,1)), ანუ გონივრული ვადა. დამატებითი
ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ფასის შემცირების მოთხოვნის
ალტერნატივად კვლავ რჩება დამატებითი შესრულების მოთხოვნა.
საწყისი საბაზრო ფასი დაანგარიშდება იმ ფასის მიხედვით, რაც ნივთს
ხელშეკრულების დადების მომენტში გააჩნდა (სკ. 492). ამით კანონმდებელი თავიდან
იცილებს იმ გართულებებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნივთის საბაზრო ფასის
შემდგომი ცვლილებებით. ამ მიდგომით ასევე გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ
მხარეთა დამოკიდებულება ნასყიდობის საგნისა და ფასისადმი რეალურად
ხელშეკრულების დადების მომენტში ყალიბდება.
ფასის შემცირების მიზანია აღდგეს ბალანსი შემცირებულ და პირვანდელ საბაზრო
ფასს შორის. შესაბამისად, ფასი უნდა შემცირდეს ნივთის საბაზრო ღირებულების
შემცირების პროპორციულად. ამ კლასიკურ მიდგომას სამწუხაროდ არ იზიარებს
ქართველი კანონმდებელი. გერმანული მოდელისგან (რომელსაც ასევე მთელი რიგი
ევროპული ქვეყნები და CISG-იც იზიარებს) განსხვავებით, ქართველი კანონმდებელი
ნასყიდობის ფასს ამცირებს არა ნივთის შემცირებული ღირებულების
პროპორციულად, არამედ იმის მიხედვით, თუ რა თანხაა საჭირო „ნაკლის
გამოსასწორებლად“.
მაგ. 3. სტეფანემ გოგასგან შეიძინა გიტარა $1500-ად, მაშინ როცა მსგავსი გიტარის
საბაზრო ღირებულება $1000-ია. გიტარას აღმოაჩნდა ნაკლი. ნაკლის გამოსწორება
სტეფანეს $250 უჯდება. რადგან $250 გიტარის საბაზრო ღირებულების 25%-ია,
გიტარის საბაზრო ღირებულება 25%-ით მცირდება. შესაბამისად უნდა შემცირდეს
ფასიც. $1500-ის 25% დაახლოებით $375-ია. შესაბამისად ფასი უნდა შემცირდეს არა
$250-ით (რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი და რაც ზიანის ანაზღაურების
ანალოგიური იქნებოდა), არამედ $375-ით. სწორედ ამ სხვაობაში ვლინდება ფასის
შემცირების, როგორც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ალტერნატივის,
უპირატესობა. როცა ნასყიდობის ფასის საბაზრო ფასზე მაღალია, უფრო მოგებიანი
ფასის შემცირება, ხოლო როცა ნასყიდობის ფასი საბაზრო ფასზე დაბალია, უფრო
მომგებიანია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით
სამწუხაროა, რომ ფასის შემცირების ფუნქცია პრაქტიკულად გაიგივებულია ზიანის
ანაზღაურებასთან, რითაც ფასის შემცირებასა და შესრულების სანაცვლოდ ზიანის
ანაზღაურებას შორის სხვაობა პრაქტიკულად ქრება. ფასის შემცირების მექანიზმის
ფუნქცია არ არის მყიდველის კომპენსაცია. ფასის შემცირება უნდა ემსახურებოდეს
ფასისა და შესრულების იმ ურთიერთმიმართების აღდგენას, რომელიც საფუძველად
დაედო ხელშეკრულებას - (Art. 50 CISG).
ფასის შემცირება ავტომატურად არ ხდება. ამისათვის მყიდველმა უნდა დააყენოს
შესაბამისი მოთხოვნა და შეატყობინოს ამის შესახებ გამყიდველს სკ. 51(1)-ით
დადგენილი წესით. თუ მას უკვე გადახდილი აქვს სრული ფასი, მას შეუძლია
მოითხოვოს სხვაობის დაბრუნება. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველი სკ. 492-ში
პირაპირ არ არის მოცემული, თუმცა ეს გამომდინარეობს ამ მუხლის არსიდან.
უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენება ასეთ შემთხვევაში საჭირო არ არის.

You might also like