You are on page 1of 10

კაზუსი 1

ილიას სურს თავისი თანამედროვე სახლისთვის ლამაზი ბაღის მოწყობა. იგი ვერ
ერკვევა ყვავილებში, ამიტომ მაკას, გამოცდილ მებაღეს დაავალა, მისთვის შეარჩიოს
და მისი სახელით შეიძინოს რამდენიმე სახეობის ბაღის ყვავილი. მხოლოდ
აფრთხილებს, რომ არ სურს შავი ორქიდეა, რადგან ამ მცენარეზე მას ალერგია აქვს.
დანარჩენ საკითხებში ილია მაკას არჩევანის თავისუფლებას აძლევს.

მაკა ზედმიწევნით, გულისხმიერად არჩევს ყვავილებს და ყიდულობს მათ ალეკოს


ყვავილების მაღაზიაში, ილიას სახელით. ალეკო და მაკა თანხმდებიან, რომ ალეკო
უზრუნველყოფს ყვავილების მიტანას ილიას სახლში და ილია მიტანის შემდეგ
გადაიხდის ყვავილების საფასურს, ჯამში 10’000 ლარს.

ილია მაკას მიერ შეძენილ ყვავილებს შორის აღმოაჩენს 3’000 ლარის ღირებულების
მაგნოლიის ხეს, და მიხვდება, რომ ალერგია სწორედ მაგნოლიაზე აქვს, და მაკასთვის
დავალების მიცემისას, ყვავილების სახელწოდება აერია - შავი ორქიდეას ნაცვლად,
მაგნოლია უნდა ეთქვა.

აღნიშნული შეცდომის გამო, ილიას არ სურს მაგნოლიის ხის საფასურის გადახდა.


თავის მხრივ, ალეკოს კი აუცილებლად უნდა, რომ ილიამ ყველა ყვავილი შეიძინოს,
რადგან იგი ყვავილების ილიას სახლში უფასოდ მიტანაზე სწორედ ნასყიდობის
საერთო ფასის - 10’000 ლარის გამო დათანხმდა, თორემ ისე ყვავილების
ტრანსპორტირებისთვის ცალკე გადასახადი აქვს დაწესებული - 300 ლარი .

კითხვა: შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა - ვის, ვისგან, რის მოთხოვნა


შეუძლია და რა სამართლებრივი საფუძვლით?

კაზუსი 2.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში


გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „“smile“-Emoticon“-ი და მხარეებს შორის
დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება კომპიუტერული ტექნიკის შესახებ.
(ხელშეკრულების დანართში მითითებული იყო ნასყიდობის საგნების ზუსტი
ჩამონათვალი: პრინტერი, მაუსი და ა.შ.), მათ შორის UPS-იც. სატენდერო
დოკუმენტაციაში (რაც უნდა მოეწოდებინა მხარეს) მითითებული იყოს მხოლოდ უპს
და შესაბამისი მოდელი (თუმცა არ ეწერა რამდენ ვოლტზე უნდა მუშაობდეს 220
ვოლტზე - რაც საქართველოშია, თუ 110 ვოლტზე - ამერიკული სტანდარტი. ამის
ჩაწერა სამინიტროს IT-ის უფროსს დაავიწყდა). კომპანიამ სამინისტროს მიაწოდა 110
ვოლტიანი უპს. რომელიც რათქმაუნდა საქართველოს რეალობაში გამოუყენებლი
აღმოჩნდა სპეციალური გადამყვანის გარეშე. „smile“-Emoticon“-ს წარმომადგენელმა
განაცხადა, რომ კომპანია უფასოდ გადასცემდა სამინისტროს გადამყვანს, რომელიც
გადაიყვანს 110 ვოლტიდან 220 ვოლტზე. სამინისტროს შესყიდვების სამსახურმა
ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, თავის მხრივ კომპანიამ სარჩელი შეიტანა
სასამართლოში და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულებიდან გასვლის
გამო.

შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა.

კაზუსი 3:

რესტორანი “სამწვადე“ უგემრიელესი საფირმო კერძების დამზადებით არის


სახელგანთქმული. რესტორანი კლიენტებს განსაკუთრებული ღვინოების დიდ
არჩევანს სთავაზობს, რომელსაც იგი კახეთში, ღვინის მწარმოებელი კომპანია “ვაზის
ნაჟურისაგან“ ყიდულობს. პარტნიორების თანამშრომლობა წლებს ითვლის. ორ
თვეში ერთხელ კომპანია იღებს შეკვეთებს რესტორნისაგან შესაბამისი რაოდენობისა
და სახეობის ღვინის მიწოდებაზე. 1 თებერვალს რესტორნის მენეჯერი შეკვეთის
მორიგ დაზღვეულ წერილს უგზავნის კომპანიას, სადაც სთხოვს 10 ყუთი მანავის
მიწოდებას, ტრადიციულად, თვის 10 რიცხვისათვის. 3 თებერვალს ფოსტისგან
იღებს პასუხს, რომ კომპანიას წერილი ჩაბარდა. 11-ში რესტორანში გრანდიოზული
ბანკეტია დაგეგმილი. 10-ში საღამოს 5სთ-ზე სამზადისში მყოფი რესტორნის
მენეჯერი აღმოაჩენს, რომ ღვინის პარტია არ ჩამოსულა. იგი შეშფოთებული ურეკავს
კომპანიას, სადაც პასუხობენ, რომ ხელმძღვანელობა გამოიცვალა და მათ აღარ სურთ
ურთიერთობის გაგრძელება რესტორანთან, რადგანაც კონკურენტ რესტორანთან
გააფორმეს შეთანხმება და რომ ღვინოებს არ ელოდონ, რადგანაც კომპანიას
რესტორნის შეკვეთაზე თანხმობა არ განუცხადებია, შესაბამისად, შეთანხმებაც არ
ყოფილა. სასოწარკვეთილი მენეჯერი მთელი ღამის განმავლობაში ეძებს სასმელს.
საბოლოოდ, მეორე დილით იგი მოიტანს სასმელს, რომელიც რესტორანს 1000
ლარით ძვირი უჯდება. ბანკეტზე მოსული სტუმრები სიამოვნებით მიირთმევენ
„ღვინოს“, მაგრამ მათი სიამოვნება დიდხანს არ გასტანს, რადგანაც მალე
აღმოჩნდება, რომ სასმელმა მათი დიდი ნაწილის მოწამვლა გამოიწვია. სასამართლო
პროცესების თავიდან აცილების მიზნით რესტორანი იძულებული ხდება,
გადაუხადოს მათ მკურნალობის ხარჯები – 2 000 ლარი, აგრეთვე, იმიჯის
შენარჩუნების მიზნით, არ ითხოვს ბანკეტის საფასურის ნაწილის, 5000 ლარის
ანაზღაურებას, რომელიც მეორე დღეს უნდა დაეფარათ მოქეიფეებს.
რესტორანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას კომპანიისაგან. აქვს
რესტორანს მოთხოვნა ღვინის კომპანიის მიმართ?
ამოხსნა 1 :

შესაძლებელია ილიას ჰქონდეს ალეკოს მიმართ ყვავილების საფასურის ნაწილის


მოთხოვნის და 3 000 ლარის ღირებულების მაგნოლიის დაბრუნების მოთხოვნის
უფლება 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

I. მოთხოვნის წარმოშობა

სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობად


ითვალისწინებს ნასყიდობის ნამდვილ ხელშეკრულებას, რომლის წინაპირობებია
ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა, კერძოდ, ნამდვილი ოფერტი და
ნამდვილი აქცეპტი (შდრ. სკ-ის 329-ე და მომდევნო მუხლები).

მოცემული კაზუსიდან არ იკვეთება ოფერტისა და აქცეპტის დეტალები და არც


მათთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები. ამრიგად, ივარაუდება, რომ
მხარეები ამისათვის სათანადო წესით შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირითად
პირობებზე. შესაბამისად, სახეზეა ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

თუმცა შეთანხმება მოხდა მაკასა და ალეკოს შორის და არა ილიასა და ალეკოს შორის,
ხოლო მოთხოვნა მიმართულია ილიას მიმართ. ანუ ილია უშუალოდ არ
მონაწილეობდა ხელშეკრულების დადების პროცესში.

წინამდებარე შემთხვევაში შესაძლოა ალეკო არაპირდაპირი გზით, კერძოდ


წარმომადგენლის მეშვეობით გახდა ხელშეკრულების მხარე. ამისათვის სახეზე
უნდა იყოს ნამდვილი წარმომადგენლობა, კერძოდ, მაკა ალეკოსთან შეთანხმებისას
უნდა ყოფილიყო ილიას წარმომადგენელი სკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის
გაგებით. აღნიშნული მუხლით მოწესრიგებული ნამდვილი წარმომადგენლობა
ითვალისწინებს შემდეგი პირობების არსებობას:

ა) წარმომადგენლობის დასაშვებობა (სკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი)

ბ) საკუთარი ნების გამოვლენა წარმომადგენლის მიერ (სკ-ის 104- ე მუხლის


პირველი ნაწილი)

გ) მოქმედება სხვისი (წარმოდგენილის) სახელით (სკ-ის 104-ე მუხლის პირველი


ნაწილი)

დ) წარმომადგენლის უფლებამოსილება (მინდობილობა) (სკ-ის 107-ე მუხლის


პირველი ნაწილი).

ა) წარმომადგენლობის დასაშვებობა წარმომადგენლობა დასაშვებია ყოველთვის,


გარდა კანონით პირდაპირ აკრძალული და ისეთი შემთხვევებისა, როდესაც
გარიგების ბუნებიდან გამომდინარე სავალდებულოა მხარის უშუალო
მონაწილეოა (სკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ასეთი გარიგებებია
უკიდურესად პირადი ხასიათის მატარებელი ნების გამოვლენა, მაგალითად,
როგორიცაა ქორწინება და ანდერძი. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ბღისთვის
ყვავილების ყიდვაზე, რაც არ არის უკიდურესად პირადი ხასიათის გარიგება.
შუალედური შედეგი: ამრიგად, წინამდებარე კაზუსში წარმომადგენლობა
დასაშვებია.

ბ) საკუთარი ნების გამოვლენა წარმომადგენლის მიერ

გარდა დასაშვებობისა წარმომადგენლობის ნამდვილობისთ ვის აუცილებელია


საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება წარმომადგენლის მიერ,
ანუ საკუთარი ნების გამოვლენა. სწორედ აღნიშნული პირობა განასხვავებს
წარმო- მადგენელს შუამავლისაგან. ფაბულის მიხედვით მაკამ თვითონ შეარჩია
ყვავილები, უფრო მეტიც, იგი პროფესიონალი მებაღეა და ილიამ მოქმედების
სრული თავისუფლება მიანიჭა, ერთი დათქმით, რომ ყვავილებში არ უნდა
ყოფილიყო შავი ორქიდეა, რადგან მას ალერგია ჰქონდა ამ ყვავილზე. ცხადია,
რომ მაკას მოქმედების ფართ ასპარეზი ჰქონდა და იგი ალეკოსთან
ურთიერთობისას თავის ნებას ავლენდა და არა ილიას ნებას.

შუალედური დასკვნა: სახეზეა საკუთარი ნების გამოვლენა.

გ) მოქმედება სხვისი (წარმოდგენილის) სახელით

აუცილებელია, რომ წარმომადგენლობა იყოს შეცნობადი, ანუ მოქმედება


ხდებოდეს წარმოდგენილი პირის სახელით. ამისათვის არ არის აუცილებელი
ოფიციალური განცხადებები ან სიტყვა „წარმომადგენლობის“ ხსენება. არამედ
საკმარისია მესამე პირი (ანუ ხელშეკრულების მეორე მხარე) მიხვდეს, რომ
წარმომადგენელთან არ ხდება ხელშეკრულების დადება.

ფაბულის მიხედვით მესამე პირი, ანუ, მაკა მონაწილეობდა ილიასთვის


ყვავილების არჩევის პროცესში ილიას სახელით. მან ასევე აცნობა ალეკოს, რომ
ყვავილებს ილიას სახლში მიიტანდა, შესაბამიად ამ კუთხით პრობლემა არ დგას
და ნათელია, რომ მაკა ილიას სახელით მოქმედებდა.

შუალედური შედეგი: მაკა მოქმედებდა წარმოდგენილის (ილიას) სახელით.

დ) წარმომადგენლის უფლებამოსილება (მინდობილობა, რწმუნებულება)

დ) წარმომადგენლის უფლებამოსილება (მინდობილობა, რწმუნებულება)

სკ-ის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უფლებამოსილების


(რწმუნებულების) გაცემა ხდება, მათ შორის, რწმუნებულის მიმართ ნების
გამოვლენით. ფაბულის თანახმად ილიამ ყვავილების შერჩევა სთხოვა
გამოცდილ მებაღეს მაკას და მოქმედების ფართო არეალი მიანიჭა. შესაბამისად,
მან გამოხატა მაკასთვის ყვავილების შეძენის თაობაზე უფლებამოსილების
მინიჭების თაობაზე მზაობა.

შესაბამისად, თინა მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების


საფუძველზე სკ-ის 107-ე მუხლის გაგებით.

ამასთან, აღნიშნული წინაპირობა მოიაზრებს ასევე, რომ წარმომადგენელი უნდა


მოქმედებდეს მისთვის რწმუნებულებით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში. წინამდებარე შემთხვევაში მაკას წარმომადგენლობითი უფლებამო-
სილება შეზღუდული იყო ნივთის გვაროვნული დახასიათებით - ყვავილი და
დათქმით, რომ არ უნდა ყოფილიყო შავი ორქიდეა, რადგან ილიას მასზე
ალერგია ჰქონდა. სხვაგვარი შეზღუდვები ან უფლებამოსილების ფარგლები კა-
ზუსიდან არ ვლინდება.

შუალედური შედეგი: მაკა მოქმედებდა წარმომადგენლობითი


უფლებამოსილების ფარგლებში.

დასკვნა: ზემოთაღნიშნული შემოწმება გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ


მოცემულ კაზუსში სახეზეა სკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია
(მისი ოთხივე ელემენტი), კერძოდ, ნამდვილი წარმომადგენლობა. აღნიშნული
ნორმა ნამდვილი წარმომადგენლობის (დისპოზიციის) სამართლებრივ შედეგად
ითვალისწინებს გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების
წარმოშობას მხოლოდ წარმოდგენილი პირისათვის. მოცემულ შემთხვევაში
წარმოდგენილი პირია ილია. შესაბამისად, მას ეკისრება ნასყიდობით
გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, შეთანხმებული ფასის გადახდა და
შესრულების მიღება (სკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

შედეგი: მოთხოვნა წარმოიშვა.

II. მოთხოვნის შეწყვეტა

შესაძლოა მოთხოვნა შეწყდა მთლიანი ნასყიდობის ან მისი ნაწილის, კერძოდ 3 000


ლარის მაგნოლიის ნასყიფობის ნაწილში. სამოქალაქო კოდექსი მოთხოვნის
შეწყვეტის რამოდენიმე შემთხვევას იცნობს, მათ შორის: შესრულებას, დეპონირებას
და შეცილებას. წინამდებარე კაზუსში მისი ფაქტობრივი გარემოებებიდან
გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ შეცილების გზით მოთხოვნის
შეწყვეტაზე.

შესაძლოა ალეკოს მოთხოვნა ილიას მიმართ, მთლიანი ნასყიდობიდან 10 000


ლარიდან 3 000 ნაწილზის გადახდის თაობაზე შეწყდა ილიას მიერ შეცილების
განხორციელების გზით. ვინაიდან იგი უარს აცხადებს ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულებაზე და ამით ცდილობს ამ ვალდებულებისაგან
(ხელშკრულებისაგან) გათავისუფლებას. შეცილებისათვის სავალდებულოა შემდეგი
წინაპირობების არსებობა:

ა) შეცილების საფუძველი,

ბ) შეტყობინება შეცილების შესახებ (მეორე მხარის მიმართ) (სკ-ის 72-ე და მომდევნო


მუხლები) და

გ) შეცილების ვადის დაცვა (სკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი)

ა) შეცილების საფუძველი

წინამდებარე კაზუსში შესაძლოა შეცილების საფუძველი იყოს არსებითი შეცდომა


ნების გამოვლენისას (სკ-ის 72-ე და მომდევნო მუხლები). შეცდომა ნიშნავს ნებისა
და მისი გამოვლენის გაუცნობიერებელ აცდენას. არსებითია შეცდომა, როდესაც იგი
მიზეზობრივ კავშირშია გარიგების დადებასთან, ანუ, როდესაც ამ შეცდომის
არარსებობისას არ მოხდებოდა ამ ფორმით გარიგების დადება.

სსკ-ის 106-ე მუხლის მიხედვით , თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ


გარემოებებს, რომლებიც წარმოდგენილი პირის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული,
აღნიშნული ნაკლი შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნაკლი
წარმოდგენილი პირისაგან მომდინარეობს.

ამ კუთხით წინამდებარე შემთხვევაში კიდევ ერთხელ უნდა შევამოწმოთ


წარმოდგენილის ნების გამოვლენისას განსაზღვრული უფლებამოსილების
ფარგლები. წინამდებარე კაზუსში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფლებამოსილების
ფარგლებს წარმოადგენდა შესაძენი საჩუქრის გვაროვნული დაკონკრეტება
(ყვავილი) და დატქმა, რომ ამ ყვავილებში არ უნდა ყოფილიყო შავი ორქიდეა, რაც
ასევე შესრულდა წარმომადგენლის მიერ. ანუ წარმომადგენლემა ზედმიწევნით
შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. პრობლემა შეიძლება იყოს იმაში, რო,
ილიას შეეშალა ყვავილის დასახელება და მან მაგნოლიის ნაცვლად შავი ორქიდეა,
რაზეც რეალურად არ ჰქონდა ალერგია.

სანამ დასკვნებს გავაკეთებდეთ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ


სამოქალაქო კოდექსი არსებითი შეცდომის გარდა ასევე იცნობს წვრილმან
შეცდომებსაც, რომლებიც გულისხმობს გამოანგარიშებებში ან წერილობით
განხორციელებულ ნების გამოვლენაში დაშვებულ შეცდომას, ანუ ე.წ.
მექანიკურ შეცდომებს. ისინი არ წარმოადგენს შეცილების საფუძველს და
მხოლოდ შესწორებას ითვალისწინებს სამართლებრივ შედეგად (სკ-ის 78-ე
მუხლი). საკითხავია, რა სახის შეცდომაა სახეზე განსახილველ კაზუსში.
ილიამ შეცდომა დაუშვა ნასყიდობის საგნის მითითებისას. ნასყიდობის
ხელშეკრულების საგანი არის ნასყიდობის არსებითი პირობა, რომელზეც
(უშეცდომო) შეთანხმების მიღწევა არის ნამდვილი ნასყიდობის
ესენციალური წინაპირობა. ამრიგად, მოცემულ კაზუსში შეცდომა არის
არსებითი და ასევე მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან. კერძოდ, ილიას რომ
არ შეშლოდა იგი თავისი ნებით არ იყიდდა მაგნოლიას, რადგან სწორედ
მასზე ჰქონდა ალერგიას.
დასკვნა:
სახეზეა სკ-ის 73-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული არსებითი
შეცდომა და ამით გარიგების შეცილების საფუძველი სკ-ის 72-ე მუხლის
გაგებით.
ბ) შეტყობინება მეორე მხარისათვის შეცილობის ნამდვილობისათვის
აუცილებელი მეორე მხარის შეტყობინება შეცილების განხორციელების
თაობაზე. ამასთან, აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალური შეტყობინება,
სადაც მოხსენიებული იქნება სიტყვა ”შეცილება”. ამისათვის საკმარისია,
შეტყობინების შინაარსიდან იკვეთებოდეს, რომ პირს სურს
გათავისუფლდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულებისაგან გარკვეული
მიზეზებისა თუ უკმაყოფილების გამო.
მოცემულ შემთხვევაში, ილიამ განუცხადა ალეკოს, რომ იგი შეცდა საგნის
დასახელებისას არ აპირებს მისი ღირებულების ანაზღაურებას.
დასკვნა: ილიას ამ განცხადებით სახეზეა შეტყობინება შეცილების შესახებ.

გ) შეცილების ვადა კანონი შეცილებისათვის ერთთვიან ვადას


ითვალისწინებს (სკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვადის ათვლა ხდება
შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში
ილიამ შეცილების საფუძვლის (შეცდომის) შესახებ შეიტყო ნასყიდობის
ობიექტის სახლში მიტანისთნავაზე და დაუყოვნებლივ განახორციელა
შეცილება.
დასკვნა: შეცილების ვადა დაცულია.
შუალედური შედეგი: ილიამ განახორციელა ნამდვილი შეცილება სკ-ის 79-ე
მუხლის გაგებით.
შუალედური შედეგი: მოთხოვნა შეწყდა. ილიას და ალეკოს შორის და-
დებული გარიგება მაგნოლიის ნაწილში (3000 ლარი) ბათილია ილიას
ნამდვილი შეცილების შედეგად.

სსკ-ის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი


სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი
ბათილი ნაწილის გარეშეც

შესაბამისად, ამ შემთხვევაში არსებითი შეცდომის გამო მთლიანი


ნასყოდობიდან ბათილია 3000 ლარის ნაწილში გარიგება, ხოლო დანარჩენ
ნაწილში გარიგება ნამდვილია და ილია ვალდებულია გადაიხადოს მისი
ფასი სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

3) ალეკოს შესაძლებელია ჰქონდეს ილიასგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის


უფლება სსკ-ის 407-ე მუხლის მიხედვით,რაც გამოიხატება ყვავილების მიტანითვის
დაწესებული ცალკე გადასახადის 300 ლარის ოდენობით.

სსკ-ის 79-ე მუხლის მიხედვით, თუ გარიგება საცილო გახდა და შეცდომა


გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის დაუდევრობით, მაშინ იგი
ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი
ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მეორე მხარემ
იცოდა შეცდომის შესახებ, ან ეს უცნობი იყო მისთვის დაუდევრობის გამო.

მოცემული კაზუსის მიხედვით ცალსახაა, რომ შეცდომა გამოწვეულია ილიას


დაუდევრობით, კერძოდ მან არასწორად გასცა წარმომადგენლობიი
უფლებამოსილება ნასყიდობის საგანზე, რამაც გამოიწვია ნასყიდობის ნაწილის
ბათილობა, შესაბამისად, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს ალეკოს ნასყდობის
ბათილობით გამოწვეული ზიანი, რაც კოკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.

ამოხსნის სქემა 2 :

1. რესტორანს შეიძლება ჰქონდეს ღვინის კომპანიისაგან ზიანის ანაზღაურების


მოთხოვნის უფლება სსკ 407.I მუხლის თანახმად.

2. მეორადი მოთხოვნის წარმოშობისათვის უნდა გვქონდეს სსკ 407-ე მუხლით


გათვალისწინებული წინაპირობები: ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის
არსებობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ
შედეგს შორის, აგრეთვე 407-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული
ბრალი.

3. პირველ რიგში ვამოწმებთ, გვაქვს თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის


წინაპირობები. სსკ 405-ე მუხლის თანახმად, ესენია: ვალდებულების
წარმოშობა/არსებობა, დარღვევა და დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლა ან ისეთი
გარემოებები, რომლებიც გამორიცხავენ დამატებითი ვადის დაწესებას (სსკ 405.II).

ა) ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეებს შორის დადებული ნამდვილი


ხელშეკრულება. შესაბამისად, ვამოწმებთ, დაიდო თუ არა მხარეებს შორის
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება, სსკ 447-ის შინაარსით, იყო თუ არა
შეთანხმება არსებით პირობებზე, სსკ 327-ე მუხლის თანახმად.

რესტორნის მენეჯერის მიერ შეკვეთის წერილის გაგზავნა კომპანიისათვის არის


ოფერტი სსკ 329-ე მუხლის თანახმად, რადგანაც მასში გამოხატულია ბოჭვის ნება
და იგი მიმართულია კონკრეტული პირისადმი. 330.II მუხლის თანახმად, ეს არის
არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი, რომელიც, კაზუსიდან
გამომდინარე, მიუვიდა კომპანიას 3 დღეში. მისვლის ინსტიტუტი (გაშლა), სსკ 51-ე
მუხლი. ოფერტი გაკეთებულია წარმომადგენლის მეშვეობით.

გასარკვევი გვაქვს, ჩათვლება თუ არა კომპანიის დუმილი აქცეპტად. ამისთვის უნდა


შევამოწმოთ სსკ 335-ე მუხლის წინაპირობები. კომპანია მეწარმეა, მიიღო შეკვეთა
პირისაგან, რომელთანაც საქმიან ურთიერთობაში იყო, გონივრულ ვადაში არ
უპასუხა. შესაბამისად, მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად.
ე. ი. მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, სსკ 327-ე მუხლის
შესაბამისად. ამ შემთხვევაში ფასი იქნება ის ტრადიციული ფასი, რასაც, წინა
ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ადგენდა კომპანია, საგანი განსაზღვრულია
ოფერტით, განსაზღვრულია აგრეთვე შესრულების ვადა.

ნამდვილობის შემაფერხებელი გარემოებები კაზუსიდან არ იკვეთება.

ე. ი. მხარეებს შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ვალდებულება არსებობს, რადგანაც იგი არც შესრულებით და არც კანონით


გათვალისწინებული სხვა გარემოების გამო არ შეწყვეტილა.

ბ) ვალდებულების დარღვევა მოხდა, კერძოდ, დათქმულ დროს, 10 თებერვალს არ


მოხდა ღვინის შეკვეთილი პარტიის მიტანა რესტორანში. ვადის გადაცილება – სსკ
მუხლი 400.ა.

გ) ზოგადად, გასვლის მეორადი მოთხოვნაზე პრიორიტეტულია დამატებითი


შესრულების მეორადი მოთხოვნა. ამას ადგენს სსკ 405-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მაგრამ მეორე ნაწილში მოცემული გვაქვს ის შემთხვევები, როდესაც გასვლისათვის
დამადებითი ვადის დაწესება საჭირო არ არის. ერთ-ერთი შემთხვევაა „ბ“
ქვეპუნქტით დადგენილი გარემოება, რომელიც მოცემული კაზუსის მიხედვით,
ჩვენთვის გამოსაყენებელია. ხელშეკრულების შესრულება კონკრეტულ ვადასთან
იყო დაკავშირებული. რესტორანს ღვინის პარტია მეორე დღისთვის, ბანკეტისათვის
ესაჭიროებოდა. დამატებით ვადაში ღვინის მიღება მისთვის აზრს მოკლებულია.

შუალედური დასკვნა: 407-ე მუხლით დადგენილი პირველი წინაპირობა გვაქვს:


გასვლის მეორადი მოთხოვნა არსებობს. გასვლა ხდება მეორე მხარისათვის
შეტყობინებით – სსკ 355. ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა,
ნამდვილია მისვლის მომენტიდან.

4. კაზუსიდან ჩანს, რომ ზიანი გვაქვს. კერძოდ: ის 1000 ლარი, რომელიც ზედმეტად
გადაიხადა რესტორანმა იგივე რაოდენობისა და სახეობის ღვინის საყიდლად; 2000,
რომელიც რესტორანმა აუნაზღაურა კლიენტებს ჯანმრთელობისათვის მიყენებული
ზიანის ასანაზღაურებლად და მიუღებელი შემოსავალი – 5000 ლარი, რომელიც
აღარ აიღო (გამოვიყენებთ სსკ 411-ე მუხლს).

5. მიზეზობრივი კავშირი – კომპანიას თავისი ვალდებულება რომ პირნათლად


შეესრულებინა, არც ზედმეტი ფულის გადახდა მოუწევდა რესტორანს და არც
ნაჩქარევად ნაყიდი და გადაუმოწმებელი ღვინით მოიწამლებოდნენ ბანკეტის
მონაწილეები.
6. ბრალის საკითხს ეხება სსკ 395-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ მოვალე პასუხს
აგებს როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი მოქმედებისათვის. განზრახვაზე
არ ვმსჯელობთ, უნდა ვიმსჯელოთ, იყო თუ არა კომპანიის ქმედებაში
გაუფრთხილებლობა. ის, რომ მათ ჩათვალეს, რომ რადგანაც პასუხი არ გასცეს
რესტორანს, ე. ი. ხელშეკრულება არ დადებულა, არის მინიმუმ დაუდევრობა,
რადგანაც კომპანიამ უნდა იცოდეს, რომ საქმიან ურთიერთობებში
ხელშეკრულებების დადების წესი განსხვავებულია. შესაბამისად, უშუალოდ მათი
უმოქმედობის გამო დამდგარი ზიანი – 1000 ლარი, ზედმეტი თანხა, რომელიც
რესტორანმა გადაიხადა სხვა ღვინოში, უნდა ანაზღაურდეს.

სხვა ზიანთან დაკავშირებით სამსჯელოა სსკ 414-ე და 415-ე მუხლების


გამოყენებით. ანუ რამდენად მიუძღვის ბრალი „ვაზის ნაჟურს“ იმაში, რომ ხალხი
მოიწამლა. შეიძლება დადგინდეს, რომ ან რესტორანს მიუძღვოდა ბრალი, ან ღვინის
გამყიდველს, მაგრამ კომპანიის ბრალი აქ ნაკლებად იკვეთება. იგი ვერ
გაითვალისწინებდა და არც უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო რესტორანი სხვა გამყიდველისგან გაფუჭებულ ღვინოს
იყიდიდა, რის გამოც ხალხი მოიწამლებოდა. ამიტომ ამ ნაწილში ბრალის არსებობის
დამტკიცება ძალიან რთულია.

საბოლოო დასკვნა: რესტორანს აქვს 1000 ლარის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა


კომპანიისაგან სსკ 407-ე მუხლის საფუძველზე. 

You might also like