You are on page 1of 4

კაზუსი 1

ბ გაუგზავნის ა-ს წერილობით ხელშეკრულებას საწერი მაგიდის გაყიდვის თაობაზე

რაზეც ა განაცხადებს თანხმობას თუმცა წერილს გზავნის გ- ს ფაქსზე (რომელიც ბ-ს


მეზობელია) და გ გადასცემს ფაქსს ბს 2009 წ 10 იანვარს .ბ უარს აცხადებს მაგიდის
გაყიდვაზე. შესაძლოა ა ს აქვს უფლება რომ ბ ს მოთხოთხოვოს საწერი მაგიდა.სსკს
51 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბს მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილია
მაგიდის შეთავაზების თაობაზე . ნების გამოვლენა რომელიც მოითხოვს მეორე
მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება მაშინ როცა იგი მეორე მხარეს
მიუვა. ა- მ კი მის მიერ გამოვლენილი ნება არა მარტო მიიღო არამედ პასუხიც კი
გაუგზავნა.

ახლა განვიხილოთ ა ს მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა ამ შემთხვევაში ა


წერილს აგზავნის გს ფაქსზე შესაბამისად გ იქნება წარმომადგენელი.სსკს 103
მუხლის მიხედვით გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც.
რაც წარმოუშობა მინდობილობის საფუძველზე.კაზუსიდან ვიგებთ რომ გს
არაერთხელ გაუგზავნია ას ფაქსის გზავნილები ბ- ესთთვის.ამასთან ერთად ა -მ
პირად ელექტრონულ ფოსტაზეც გაუგზავნა წერილი რაც აზუსტებს იმას რომ ბს
ჰქონდა გაცნობის რეალური შესაძლებლობა შესაბამისად ას აქვს უფლება თანხის
გადახდის შემდგომ მოითხოვოს საწერი მაგიდა.

კაზუსიN 2

ანა და მაკა შეთანხმდებიან ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ანიმ უნდა გადასცესმაკას


ქუდები ერთი კვირის განმავლობაში ხოლო მაკამ კი უნდა გადაიხადოს თანხა მაკა
დათქმულ დროს გააგზავნის 14 წლის მეგობარ ნინოს თავისთვის შეკვეთის
მისაღებად და ქუდების წამოსაღებად თანხის გადასახდელად კი მაკა აპირებს ანსთან
მისვლას. შესაძლოა ანის ჰქონდეს თანხის თანხის მოთხოვნის უფლება მაგრამ მაკას
არა აქვს ქუდების მოთხოვნის უფლება

სსკს 51 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მაკას მიერ გამოვლენილი ნება


ნამდვილია და ასევე ნამდვილია ანას მიერ გამოვლენილი ნება ანუ თანხმობა ,თუმცა
პირობის შესრულების დროს ანა მიმართავს წარმომადგენელს სსკს 103 მუხლის
პირველი ნაწილის მიხედვით გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის
მეშვობით. სსკს 14 მუხლის მიხედვით ნინი ანუ წარმომადგენელი არის
არასრულწლოვანი და შეზღუდულქმედუნარიანი თუმცა სსკს 105 მუხლის
მიხედვით წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაც როცა
წარმომადგენელი შეზღუდულიქმედუნარიანია. მაგრამ ამის მიუხედავად ანას მაინც
არ აქვსვალდებულება რომ გადასცეს მაკას ქუდები რადგან მაკას ჯერ არ გადაუხდუა
თანხა სსკს 8 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით სამართლებრივი ურთიერთობის
მონაწილეები ვალდებულნი არიან განახორციელონ საკუთარი უფლებები და
მოვალეობები შესაბამისად მაკას არა აქვს რაიმეს მოთხოვნის უფლება.

კაზუსი 3 ლევანი და მერაბი შეთანხმდენ რომ დადებდნენ ნასყიდობის


ხელშეკრულებას თუმცა ლევანმა გადაიფიქრა? შესაძლოა მერაბს ქონდეს თანხის
მოთხოვნის უფლება. სსკს 51 მუხლის მიხედვით ლევანის მიერ გამოვლენილი ნება
ნამდვილი იყო როცა მერაბისგან დააპირა ტელევიზორის 1000 ლარად ყიდვა თუმცა
მან გადაიფიქრა სსკს 57 მუხლის 2 ნაწილის მიხედვით ნების მიმღებს უნდა
აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოუშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების
გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა არასერიოზულობის შესახებ.
შესაბამისად მერაბის უნდა აუნაზღაურდეს მიტანის თანხა.

მოდიფიკაცია 1 მერაბიმ და ლევანმა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება ლევანიმ


გადაუხადა თანხა მერაბს თუმცა თანხის ასახვა მერაბს დაავიწყდა დოკუმენტში
ასახვა ორი თვის შემდეგ კი ლევანს თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებს.
შესაძლოა მერაბს არ ქონდეს თანხის მოთხოვნის უფლება სსკს 69 მუხლის მიხედვით
გარიგება შესაძლოა დაიდოს ისე როგორც წერილობით ასევე ზეპირად შესაბამისად
ის რომ მერაბის არ ქონდა ჩანიშნული არ ცვლის გარიგების ნამდვილობას მას არა
აქვს თანხის მოთხოვნის უფლება

მოდიფიკაცია2 ლევანმა და მერაბიმ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, ლევანმა


თანხა დათქმულ დროში არ გადარიცხა მერაბს არ გაახსენდა რომ თანხა ჰქონდა
ასაღები ლევანს დათქმულ ვადაში და როცა გაახსენდა ხანდაზმულობის ვადა
გასული იყო შესაძლოა ლევანს არ ჰქონდეს თანხის გადახდის ვალდებულება სსკს
129 მუხლის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა
შეადგენს 3 წელს სსკს 130 მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა იწყება
მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან თუ ათვლას დავიწყებთ 2005 წლის მარტიდან
2008 წლის აპრილში ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იქნება . შესაბამისად მას
არა აქვს ვალდებულება გადაიხადოს თანხა

კაზუსი 4

კოტემ გაუგზავნა წერილი ტატოს კონდიციონერების ყიდვის თაობაზე ტატომ


გადაწყვიტა დადებითი პასუხი მიეწერა, თუმცა მაინც ორჭოფობდა და წერილი
მისთვის არ გაუგზავნია. წერილი კოტეს გაუგზავნა ტატოს დამლაგებელმა შესაძლოა
კოტეს ქონდეს კონდენციონერიების მოთხოვნის უფლება

სსკს 51 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კოტეს მიერ გამოვლენილი ნება


ნამდვილია. განვიხილოთ ტატოს მიერ გამოვლენილი ნება ასევე 51 მუხლის
პირველი ნაწილის მიხედვით ნების გამოვლენა ჩაითვლება ნამდვილად როცა იგი
მეორე მხარეს მიუვა. ანუ ამ განმარტების მიხედვით ტატოს მიერ ნების გამოვლენა
ნამდვილია. შესაბამისად კოტეს აქვს კონდენციონერის მოთხოვნის უფლება

კაზუსი 5

არასრულწლოვანმა გადაწყვიტა ველოსიპედის ყიდვა და ყიდვის დროს მისმა


მშობელმა უარი განაცხადა. რაცეზ პროტესტი გამოთქვა მაღააზიის
წარმომადგენელმა შესაძლოა სპორტულ მაღაზიას ქონდეს თანხის მოთხოვნის
უფლება

სსკს 14 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არასრულწლოვანი შვდიდან თვრამეტ


წლამდე შეზღუდულქმედინარიანია შესაბამისად რატი არის არასრულწლოვანი.
სსკს 63 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით როდესაც არასრულწლოვანი დებს
გარიგებას გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მშობლის თანხმობა
მოწონებაზე. რატის კი მოცემული კაზუსის მიხედვით არ ჰქონია მშობლის თანხმობა
მოწონება. შესაბამისად ეს გარიგება იქნება ბათილი და მაღაზიის წარმომადგენლებს
არ ექნებათ თანხის მოთხოვნის უფლება.

კაზუსი 6

თორნიკემ ხუმრობით უთხრა მეგობარს, ლაშას, რომ ტოიოტა ლენდკრუიზერს


მიჰყიდა 1000 ლარად მეგობარმა დაიჯერა და ადვოკატთან ერთად, რომელმაც 500
ლარი მოთხოვა დასახმარებლად, მივიდა თორნიკეთან. თორნიკემ უარი განაცხადა
მანქანის გაყიდვაზე. შესაძლოა ლაშას ჰქონდეს ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების
უფლება.

სსკს 57 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ ნების გამოვლენა გაკეთებულია


ხუმრობით იმ ვარაუდით რომ ხუმრობა ამოცნობილი იქნებოდა ბათილია.
შესაბამისად თორნიკეს მიერ გამოვლენილი ნება არის ბათილი თუმცა ამავე მუხლის
მეორე ნაწილის მიხედვით ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი რომელიც
წარმოუშვა იმის გამო რომ იგი არ ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას.
შესაბამისად ლაშას უნდა აუნაზღაურდეს ზიანი და თორნიკემ უნდა გადაუხადოს
მას ადვოკატის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.

კაზუსი (დანომრილი არ არის)

ანდრია და ბადრი დადებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას რადგან საშემოსავლოს


გადასახადი ნაკლები იყოს გააყალბებენ და 200000 ნაცვლად 100000 ლარს
მიუთითებენ ბინის საფასურად თუმცა ბადრი აღარ უხდის ანდრიაა 200000 ლარს
და უხდის 80000 ლარის რემონტის ხარჯების გამოკლებით შესაძლოა ანდრიას
ქონდეს რაიმეს მოთხოვნის უფლება ანდრიას მიმართ
სსკს 51 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნების გამოვლენა მართლაც
ჭეშმარიტია ისე როგორც ბადრის ასევე ანდრიას მხრიდან, თუმცა ეს გარიგება
მართლსაწინააღმდეგოა. რადგან საშემოსავკო გადასახადის თავიდან აცილების
მიზნით გაყალბებულია, სსკს 91 მუხლის მიხედვით ბათილია გარიგება რომელიც
ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ამორალურია. აგრეთვე ეს გარიგება არის
დადებული მოტყუებით, სსკს 82 მუხლის მიხედვით მოტყუებით დადებული
გარიგება ბათილია. შესაბამისად ანდრიას აქვს გარიგების ბათილობის მოთხოვნის
უფლება და შესაბამისად სახლის დაბრუნების უფლება

კაზუსი 7

გიორგი და ნინო შეთანხმდებიან ღალატზე ფულის სანაცვლოდ. ლევანი და გიორგი


გააფორმებენ ხელშეკრულებას. თუმცა ნინო ღალატს ვერ შეძლებს ლევანმა კი
ხელშეკრულების დადებისას გარკვეული ხარჯები მიიღიო. შესაძლოა ლევანს
ქონდეს თანხის მოთხოვნის პირობა

სსკს 95 მუხლის 2 ნაწილის მიხედვით თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და


პირს უკვე ასეთი მოქმედება მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს ამგვარი
მოქმედებით წარმოშობილი ზიანი . შესაბამისად ჩვენ რომ გვქონდეს საქმე
ჩვეულებრივ გარიგებასთან მაშინ ნინო მართლაც ვალდებული იქნებოდა
კომპენსაციის. თუმცა ეს გარიგება იყო სრულიად ამორალური. შესაბამისად სსკს 91
მუხლის მიხედვით თუ გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს ბათილია და
ლევანს არანაირად არ აქვს თანხის მოთხოვნის უფლება.

ნენე ბურდული

ჯგუფი N1

You might also like