You are on page 1of 2

16 წლის ეკა დაბადების დღეზე მეგობრისაგან საჩუქრად იღებს

50 ლარის ოდენობის ფულად თანხას. ის დიდი ხნის მანძილზე


აგროვებს ფულს სათამაშო კომპიუტერის შესაძენად.
შესაბამისად, საჭირო ოდენობის თანხის შეგროვების შემდეგ
იგი მაღაზიაში ყიდულობს სათამაშო კომპიუტერს.
კომპიუტერის შეძენის შესახებ, გაიგეს მშობლებმა და
მოსთხოვეს მას, დაებრუნებინა იგი მაღაზიისათვის. მშობლები
მიიჩნევენ, რომ სათამაშო კომპიუტერი მასზე ცუდ ზეგავლენას
მოახდენს, ვინაიდან ის დიდ დროს დაუთმობს მას და
უარყოფითად იმოქმედებს სწავლის პროცესზე. მაღაზია უარს
აცხადებს კომპიუტერის უკან მიღებაზე, ვინაიდან საქონლის
დაბრუნებისათვის დაწესებული 3 დღიანი ვადა უკვე
გასულია.

კითხვა: აქვთ თუ არა მშობლებს ეკას მიერ დადებული


გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება?
კაზუსიდან ვიგებთ რომ კომპიუტერის შეძენის მომენტში ეკა იყო 16 წლის ანუ
არასრულწლოვანი , 63 მუხლის პირველი ნაწილიდან კი ვიცით რომ  „თუ
არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი
წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების
ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი
მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს
სარგებელს“.ერთი შეხედვით 63 მუხლის 1ლი ნაწილიდან გამომდინარე
მშობლებს წარმოეშვებათ უფლება არმოიწონონ ხელშეკრულება და არ ცნონ
ნამდვილად, რის შედეგადაც მათ ექნებათ ბათილობის მოთხოვნის უფლება,
თუმცა აქ უკვე საყურადღებოა 65 მუხლის 1ლი ნაწილი , რომელიც ამბობს
რომ“ ხელშეკრულება, რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი
არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა
შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს
კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების
თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის
მიზნით“. კაზუსიდან კი კარგად ჩანს რომ ეკამ კომპიუტერის შესაძენად
განკარგა ის საშუალებანი რომელიც მას გადასცეს კანონიერმა
წარმომადგენლებმა თუ მესამე პირებმა წარმომადგენელთა თანხმობით, ამის
თქმის საშუალებას კი გვაძლევს ის რომ მან 50 ლარი მიიღო დაბადების დღეზე
და ამასთან ის აგროვებდა თანხას დიდი ხნის მანძილზე ,რითაც კაზუსიდან
შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ და ჩავთვალოთ რომ მშობლებმა
იცოდნენ ამის შესახებ, ასევე მათ არ მოიწონეს კომპიუტერის შეძენა , მაგრამ
კითხვაც არ გასჩენიათ თუ საიდან ჰქონდა ეკას თანხა , რაც კიდევ ერთხელ
მოწმობს იმას რომ მათ იცოდნენ ამ თანხის შესახებ და მისცეს ეკას მისი
განკარგვის უფლება , აქედან ასევე თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ
რომ მათ კონკლუდენტური თანხმობით მისცეს მესამე პირსაც თანხის
ეკასთვის ჩუქების უფლება ,ხოლო ეკას ამ თანხის თავისუფალი მიზნით
განკარგვის უფლება. გარდა ამისა აღსაღნიშნავია ისიც რომ ეკამ აღნიშნული
თანხით სრულად დაფარა კომპიუტერის ფასი, რის გამოც ხელშეკრულება
აღარ იქნება მერყევად ბათილი. თუ ეკა ნაწილობრივ დაფარავდა
კომპიუტერის ღირებულებას მაშინ ჩვენ გამოვიდოდით 63 მუხლის პირველი
ნაწილიდან , რომელიც მოქმედებს მაშინ თუ არასწრულწლოვანი კანონიერი
წარმომადგენლების თუ მესამე პირის მიერ წარმომადგენელთა თანხმობით
თავისუფალი განკარგვის მიზნით გადაცემული თანხით(საშუალებით)
სრულად ვერ ასრულებს ვალდებულებას და საჭირო ხდება დამატებით
წარმომადგენლის თანხმობა და გარიგების მოწონება, თუმცა ვინაიდან ეკამ
თანხა სრულად დაფარა და ამ ვალდებულების სრულად შესასრულებლად
გამოიყენა ის საშუალებანი რომელიც კანონიერმა წარმომადგენლებმა თუ
მესამე პირებმა გადასცეს მათი თანხმობით და რომელთა თავისუფალი
მიზნით გამოყენების უფლება აქვს ეკას, ამიტომ მშობლებს აღარ ექნებათ ეკას
მიერ დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება მიუხედავად
მისი არასრულწლოვნობისა და საკითხის გადაჭრისას კანონმდებელი
დაეყრდნობა 65 მუხლის 1ლ ნაწილს,რომელიც უფრო მეტად აკონკრეტებს
მსგავს შემთხვევებს და რომელიც სწორედ მსგავსი ურთიერთობების
მოსაწესრიგებლად შეიქმნა , რითაც ეკას ნასყიდობის ხელშეკრულება,
რომელიც მან მშობლების თანხმობის დადების გარეშე დადო არ
დაექვემდებარება გაბათილებას და შესაბამისად არც ეკას მშობლებს ექნებათ
გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება , ამასთან დამატებით
აღსაღნიშნავია ისიც რომ საქონლის დაბრუნებისთვის დაწესებული 3 დღიანი
ვადაც უკვე გასულია, რაც კიდევ ერთ დამატებით ბერკეტს ქმნის
მაღაზიისთვის რომ არ დაიბრუნოს ეკასთვის მიყიდული კომპიუტერი,
ხელშეკრულება კი არ იქცეს ბათილად.

You might also like