You are on page 1of 5

თაკო გოქსაძე ფაკულტეტი:იურიდიული

საგანი: შესავალი სამოქალაქო სამართალში


პედაგოგის გვარი, სახელი: ზოიძე ბესარიონ
თითოეული კაზუსი შეფასდება 20-20 ქულით. კაზუსებში დასმულ კითხვებზე პასუხი
შეფასდება 10-10 ქულით. საბოლოო ჯამში, სტუდენტის მაქსიმალური შეფასება იქნება 40
ქულა. დასკვნითი გამოცდა ტარდება 08 თებერვალს (დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00
საათის ჩათვლით). ამ ვადაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენს სემინარის ხელმძღვანელს
გამოუგზავნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო (მისამართზე: intro.civil.law@gmail.com).
ამ დროის შემდეგ გამოგზავნილი კაზუსების ამოხსნა აღარ მიიღება განსახილველად!
შესაძლებელია ასევე, თუ ამის საჭიროება იქნება, კაზუსების ამოხსნა შეასრულოთ
ხელნაწერის სახით და ფოტოგადაღებული გამოუგზავნოთ სემინარის ხელმძღვანელს
მითითებულ მისამართზე.

კაზუსი №1

ბაჩომ გადაწყვიტა, თავისი შვილებისთვის – კოტესა და სოფოსთვის ეჩუქებინა


ავტომანქანები. კოტე და სოფო მიმდინარე წელს აბიტურიენტები იყვნენ. მამა კოტეს
შეჰპირდა, რომ ავტომანქანას აჩუქებდა, თუკი იგი ჩაირიცხებოდა უნივერსიტეტში.
ხოლო სოფოს მამამ აჩუქა ავტომანქანა ასევე იმ პირობით, თუკი ისიც ჩაირიცხებოდა
უნივერსიტეტში. სანამ გამოცდები დასრულდებოდა, იქამდე ბაჩომ კოტესთვის
შეპირებული ავტომანქანა მიჰყიდა თავის კოლეგა ლალის, ხოლო სოფომ მამისგან
მიღებული ავტომანქანა მიჰყიდა თავის მეზობელ ვანოს. გამოცდების დასრულების
შემდეგ გაირკვევა, რომ კოტე ჩაირიცხა უნივერსიტეტში, ხოლო სოფო კი ვერ
ჩაირიცხა. რადგან პირობა შესრულდა კოტეს შემთხვევაში, მან მამას მოსთხოვა
შეპირებული ავტომანქანის გადმოცემა; ხოლო რადგან პირობა არ შესრულდა სოფოს
მიმართ, მამამ სოფოს მოსთხოვა მისთვის გადაცემული ავტომანქანის უკან
დაბრუნება.

კითხვები:

1) აქვს თუ არა კოტეს უფლება, მოსთხოვოს ბაჩოს ავტომანქანის გადმოცემა?

კოტესა და ბაჩოს, მამამისს, შორის დადებული გარიგება გადადების პირობით


დადებული გარიგების ნათელი მაგალითია. სსკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით:
„გარიგება გადადების პირობით დადებულად ითვლება, თუ გარიგებით
გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობა დამოკიდებულია
სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ მოვლენაზე, რომელიც უკვე
დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.“ „მამა კოტეს შეჰპირდა, რომ
ავტომანქანას აჩუქებდა, თუკი იგი ჩაირიცხებოდა უნივერსიტეტში.“- ვკითხულობთ
კაზუსში. აქ აშკარაა, რომ შედეგი ანუ კოტესათვის მამის მიერ ავტომანქანის ჩუქება
დამოკიდებულია მომავალში ჩაირიცხება თუ არა იგი უნივერსიტეტში.
მოცემულ შემთხვევაში კოტემ წაყენებული პირობის თავისი ნაწილი პირნათლად
შეასრულა, განსაზღვრულ დროში, როდესაც ის ჩაირიცხა უნივერსიტეტში, თუმცა
იგივე არ გაუკეთებია ბაჩოს, რომელმაც შვილს გაუყიდა პირობით
გათვალისწინებული და დაპირებული ავტომანქანა. სსქ-ის 95-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად: „1. იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო
გარიგება, არა აქვს უფლება პირობის დადგომამდე შეასრულოს რაიმე ისეთი
მოქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების
შესრულებას.“ ბაჩომ იმოქმედა არამართლზომიერად, როდესაც შვილისთვის
დაპირებული მანქანა ლალის მიჰყიდა, რადგან სწორედ ამ მოქმედებამ შეუშალა
ხელი მას თავისი ვალდებულების შესრულებაში. ცხადია წაყენებულმა პირობამ
დაარღვია კოტეს გარიგებით გათვალისწინებული უფლებები, ამიტომ კოტეს აქვს
უფლება მოსთხოვოს მამამისს, ბაჩოს, ავტომანქანის გადმოცემა საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ 2. თუ პირობა
დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება,
მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით
წარმოშობილი ზიანი.“ კოტეს ექნება უფლება მოსთხოვოს ბაჩოს ავტომანქანის
გადაცემა, თუმცა ვინაიდან შეპირებული ავტომობილი უკვე გაყიდა ბაჩომ, მაშინ მან
შვილს სხვა ავტომობილი უნდა გადასცეს.
სსკ-ის 95-ე მუხლის მიხედვით, კოტეს ექნება უფლება მოითხოვოს ბაჩოსგან
ავტომობილის გადმოცემა.

2) აქვს თუ არა ბაჩოს უფლება, მოსთხოვოს სოფოს ავტომანქანის უკან დაბრუნება?

მოცემულ კაზუსში საქმე გვაქვს სსკ-ის 90-ე მუხლის მიხედვით პირობით


გარიგებასთან: „პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია
სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება
ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. „
სოფოსა და ბაჩოს, მამამისს, შორის დადებული გარიგება რეზოლუტიური ანუ
გაუქმების პირობით დადებული გარიგებაა, რადგან პირობის დადგომა იწვევს
გარიგების შეწყვეტას. სსკ-ის 97-ე მუხლის თანახმად: „გარიგება გაუქმების პირობით
დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და
აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.“ მამას გარიგების თავისი
ნაწილი უკვე შესრულებული ჰონდა იმ მომენტისათვის, როდესაც მან სოფოს აჩუქა
ავტომობილი, ხოლო სოფოს მიერ უნივერსიტეტში ჩაბარება გამოიწვევდა გარიგების
დასრულებასა და შეწყვეტას, რაც არ მომხადარა და ამის გამო მამას ყველანაირი
საფუძველი ჰქონდა იმისა, რომ მოეთხოვა ავტომანქანის დაბრუნება. სსკ-ის 95-ე
მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „2. თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და
პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება, მაშინ იგი ვალდებულია მეორე
მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით წარმოშობილი ზიანი.“ მართალია სოფომ
არ შეასრულა თავისი ნაკისრი ვალდებულება, რაც პირობით იყო
გათვალისწინებული, მაგრამ მან გაყიდა მამის მანქანა, რითაც ზიანი მიაყენა მას.
საბოლოოდ, 90 და 97-ე მუხლების თანახმად ბაჩოს ექნება სოფოსგან
ავტომანქანის დაბრუნების მოთხოვნის უფლება,თუმცა ვინაიდან ეს ავტომობილი
უკვე გაყიდა სოფომ, 95-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მას ექნება ბაჩოსთვის
ზიანის ანაზღაურების(სხვა ავტომობილის გადაცემის) ვალდებულება.

კაზუსი №2

დათომ საიუველირო მაღაზიაში იყიდა ძვირფასი საათი, რომელსაც იგი აჩუქებდა


თავის ძმისშვილს იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელი წარმატებით ჩააბარებდა
გამოცდებს და ჩაირიცხებოდა უნივერსიტეტში. საათის შეძენის მომენტში, მაღაზიის
კონსულტანტის კითხვაზე, რატომ ყიდულობდა აღნიშნულ ნივთს, დათომ აუხსნა,
თუ რა მიზნით ყიდულობდა იგი საათს. ძმისშვილმა ტყუილი უთხრა დათოს, რომ
მან გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ჩაირიცხა უნივერსიტეტში. დათომ
ძმისშვილს გადასცა საჩუქარი. მას შემდეგ, რაც დათომ გაიგო ძმისშვილის საქციელის
შესახებ, განაწყენებულმა გადაწყვიტა ძმისშვილთან დადებული ჩუქების ბათილად
ცნობა და ამის შემდეგ კი, მაღაზიასთან დადებული გარიგების გაბათილება.

კითხვები:

1) აქვს თუ არა დათოს ძმისშვილთან დადებული გარიგების ბათილად ცნობის


უფლება?

დათოსა და მის ძმისშვილს შორის დადებული გარიგება პირობითი გარიგების


კლასიკური მაგალითია, ვინაიდან არსებობს პირობა, რომლის შესრულების შედეგად
იქნება მიღწეული ამ პირობით გათვალისწინებული შედეგი. „იმ პირობით, თუ ეს
უკანასკნელი წარმატებით ჩააბარებდა გამოცდებს და ჩაირიცხებოდა
უნივერსიტეტში.“-ვკითხულობთ კაზუსში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე
მუხლის თანახმად: „პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია
სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება
ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე.“
შესაბამისად აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარიგების
სუსპენსიური ანუ გადადების პირობით დადებულ გარიგებსათან, რომლის
მიხედვითაც გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების
წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და კონტრაჰენტისთვის უცნობ მოვლენაზე.
სსკ-ის 96-ე მუხლის თანახმად: „გარიგება გადადების პირობით დადებულად
ითვლება, თუ გარიგებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების
წარმოშობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ანდა ისეთ
მოვლენაზე, რომელიც უკვე დამდგარია, მაგრამ მხარეთათვის ჯერ კიდევ უცნობია.“
ჩვენს შემთხვევაში „სამომავლო და უცნობი“ მოვლენა არის დათოს ძმიშვილის მიერ
გამოცდების წარმატებით ჩაბარება და უნივერსიტეტში ჩარიცხვა, რის შემდეგადაც
უკვე დადგება გარიგებით გათავლისწინებული შედეგი და დათო ვალდებული
იქნება გადასცეს ძმიშვის ნაყიდი საათი დაპირებისამებრ.
პირობითი გარიგების არსიდან გამომდინარე დათოს აქვს უფლება არ
შეიბოჭოს თავი ამ გარიგებით და ბათილად ცნოს მის ძმიშვილთან დადებული
გარიგება, ვინაიდან მის მიერ წაყენებული პირობა არ შესრულდა. სსკ-ის 93-ე მუხლის
1-ლი ნაწილის მიხედვით: „თუ გარიგება დადებულია იმ პირობით, რომ რაიმე
მოვლენა დადგება განსაზღვრულ ვადაში, მაშინ პირობა ძალადაკარგულად
ითვლება, თუკი ეს ვადა გავიდა და მოვლენა არ დადგა.“ თუ პირობა დადგებოდა,
გარიგება გამხორციელდებოდა. როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, გარიგებით
გათვალისწინებული შედეგი დადგება მხოლოდ პირობის შესრულებით, რომელი
პირობაც დათოს ძმიშვილს რეალურად არ შეუსრულებია, მან თავი წარმოაჩინა
თითქოს ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა უნივერსიტეტში, თუმცა კონკრეტულ
შემთხვევაში აღნიშნული გარიგების პირობა არ დამდგარა.

2) აქვს თუ არა დათოს საიუველირო მაღაზიასთან დადებული გარიგების


ბათილად ცნობის უფლება?

დათომ გარიგება დადო საიუველირო მაღაზიასთან საათის ნასყიდობის


თაობაზე. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ჩანდეს როგორც შეცდომა მოტივში,
მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით კაზუსის ფაბულას მივხვდებით, რომ ასე
არ არის. საიუველირო მაღაზიის გამყიდვლის გამოლაპარაკება მასთან, თუ
რისთვის სჭირდებოდა დათოს საათი, არ შეიძლება ჩაითვალოს მოტივად. ეს
შეკითხვა შეძილება მივაწეროთ უბრალო დაინტერესებასა და
ცნობისმოყვარეობას.
დათოს საიუველირო მაღაზიასთან გარიგება არ დაუდია იმ მიზნით,
რომ ამ საათს ძმიშვილს აჩუქებდა. მან მაღაზიის გამყიდვლისაგან უბრალოდ
იყიდა ნივთი, შესაბამისად დადო და სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება.
სსკ-ის 76-ე მუხლის მიხედვით „შეცდომა გარიგების მოტივში არსებით
შეცდომად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოტივი
შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.“ ჩვენს მოცემულ კაზუსში კი საათის
ძმიშვილისთვის გადაცემა არ ყოფილა დათოსა და მაღაზიას შორის
შეთანხმების საგანი. შესაბამისად, მაღაზიის გამყიდველის შეკითხვას თუ
რისთვის ყიდულობდა ზაზა ბეჭედს, გარიგების შემადგენელ ნაწილს არ
წარმოადგენს.
დათოს ძმიშვილთან პრობლემები არაფერკავშირში არ არის
საიუველირო მაღაზიასთან დადებული გარიგებასთან. მათ შორის ურთიერთ
და მიზოზობრივი კავშირიც არ იკვეთება, შესაბამისად დათო მართალია ვერ
შეიბოჭება ძმიშვილთან დადებული გარიგებით, მაგრამ არ აქვს უფლება
ბათილად ცნოს საიუველირო მაღაზიასთან დადებული გარიგება ბათილად,
რადგან მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ
მოითხოვოს საიუველირო მაღაზიასთან დადებული გარიგების ბათილობა.

You might also like