You are on page 1of 12

კაზუსი არასწრულწლოვანზე

(ლევანი და ნოუთბუქი,ლოტოს ბილეთი,მოტოციკლეტი)


ჰიპოთეზა:
1)შეიძლება სამივე გარიგება ბათილი იყოს .სკ15,63(1),65(1)
2)შესაძლოა სამივე გარიგება მერყევად ბათილი იყოს
სკ14(1),, არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა“,კფგ–დან ჩანს რომ
ლევანი 14 წლისაა,ის არის შეზღუდულქმედუნარიანი.
სკ65(1),, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია
არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი
არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი,
რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან –
ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით
ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.“კფგ–დან ჩანს რომ
დედამ ლევანს გადასცა 1000 ლარი დასახარჯად ,ეს არის ჯიბის
ფული,რაც ნიშნავს წინასწარ თნხმობას ლევანის მიერ 1000
ლარის ფარგლებში დადებული გარიგება იქნება ნამდვილი,
ამიტომ ნოუთბუქი და ლოტოს ბილეთი ნამდვილია.
ზოგადი სკ 15 ,, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის
ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე
პირი გარიგებით იღებს სარგებელს“,სპეციალური 63(1) ,,თუ
არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას
(ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი
თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა
დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი
მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი
იღებს სარგებელს.“კფგ–დან ჩნს რომლევანიმ მოიგო
10000ლარი,რაც ნიშნავს რომ სარგებელს არ სჭირდება
თნხმობა და მოგება ნამდვილია.
ზოგადი სკ 15 ,, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის
ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე
პირი გარიგებით იღებს სარგებელს“,სპეციალური 63(1) ,,თუ
არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას
(ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი
თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა
დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი
მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი
იღებს სარგებელს.“კფგ–დან ჩანს რომ ლევანმა იყიდა
მოტოციკლეტი,რომელიც არც დედას მოსწონს და არც
მამას ,ამიტომ გარიგება ბათილია.
დასკვნა:
1)ნოუთბუქი და ლოტოს ბილეთი ნამდვილია 65(1)
2) მოტოციკლეტი ბათილია63(1)
სანდრო და პიკასოს ნახატი
ჰიპოთეზა:
1)შეიძლება სანდროს ჰქონდეს რეპროდუქციის მოთხოვნის
უფლება.
სკ14(1),, არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა“,კფგ–დან ჩანს რომ
სანდრო 13 წლისა ამოტომ შეზღუდულქმედუნარიანია
სკ 65(1),, ),, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია
არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობის გარეშე, ითვლება ნამდვილად, თუკი
არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი,
რომლებიც მას გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან –
ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე პირებმა ამ მიზნით
ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.“კფგ–დან ჩანს რომ
150ლარი გადასცა ბიძამ თვისუფალი
განკარგვისთვის,მშობლებმაც მოიწონეს.ასევე დედამ მისცა
ჯიბის ფული 20 ლარი,რაც ნიშნავს წინასწარ თანხმობას
ნებისმიერ გარიგებაზე,ამიტომ სანდროს მიერ 170ლარად
ნაყიდი რეპროდუქცია ნამდვილია.
სკ64(1),, არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების
მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის
თქმის უფლება”.კფგ–დან ჩანს რომ დედის თანხმობა არის
გარიგებაზე.
სკ64(2),, თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის
შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ
წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.“კფგ–დან
ჩანს რომ მაღაზიამ იცის სანდრო არასრულწლოვანია,არ
ატყუებს,ამიტომ მაღზიას არ აქვს უფლება გაუბათილოს
ნასყიდობა .
დასკვნა:
1)სანდროს აქვს რეპროდუქციის მოთხოვნის უფლება.სკ–
65(1),სკ64(1)(2)
კაზუსი წამომადგენლობაზე
(ნინო ,სალომე და დანიური სახლის ავეჯი)
ჰიპოთეზა:
1)შეიზლება ნინო ვალდებული იყოს გადაიხადოს ნასყიდობის
საფასური.სკ104 ( 3 ) , სკ 113 ( 1 ) , სკ 111 ( 1)
სკ 103 ( 1 ) ,,გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის
მეშვეობითაც . წარმომადგენლის უფლებამოსილება ან
კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების
(მინდობილობის ) საფუძველზე“ . კფგ - დან ჩანს , რომ ნინომ
სალომეს დაავალა დანირ სახლში ავეჯის ყიდვა ,ასე რომ ჩვენ
გვაქვს წამომადგენლობა.სალომე–წარმომადგენელი,ნინო–
წარმოდგენილი.
სკ 104 ( 1 ),, იმ გარიგებით , რომელსაც წარმომადგენელი დებს
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში , და იმ პირის სახელით
, რომელსაც იგი წარმოადგენს , უფლებები და მოვალეობები
წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს“ . კფგ - დან ჩანს ,
რომ სალომე არის წარმომადგენელი და ნინო
წარმოდგენილი,ამიტომ უფლება მოვალეობებიწარმოეშობა
ნინოს,რაც ნიშნავს რომ ავეჯის მესაკუთრე გახდება ნინო.
სკ 111 ( 1 ) ,,თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას , ამ
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია
წარმოდგენილი პირის თანხმობაზე . „კფგ - დან ჩან რომ
სალომემ გადაუხვიადავალებას,ანუმოქმედებს
უფლებამოსილების გარეშე ნინოს არ მოსწონს,ამიტომ
წარმომადგენლობა ნინოსა და სალომეს შორის ბათილია.
სკ 104 ( 3 ) ,,თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ
მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე ,
მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ
წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუკი
მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ .
იგივე წესი მოქმედებს მაშინაც , როცა მეორე მხარისათვის სულ
ერთია , ვისთან დადებს გარიგებას .“ კფგ - დან ჩანს , რომ
სალომ გადაუხვია უფლებამოსილებას,ასევე მაღაზიისთვისსულ
ერთია თუ ვისთან დადებს გარიგებას ასე,რომ შედეგი
დადგებაწარმომადგენელი სალომეს მიმართ,სალომე იქნება
მფლობელი.სალომე ვალდებულია გადაიხადოს ფული.
სკ 113 ( 1 ) ,,თუ პირი , რომელიც დებს ხელშეკრულებას ,
როგორც წარმომადგენელი , თავის წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს , ვალდებულია მეორე
მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება , ან
აანაზღაუროს ზიანი , თუკი წარმოდგენილი პირი
ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს .“ კფგ - დან
ჩანს ,სალომემ გადაუხვია უფლებამოსილებას,ამიტომ მაღაზიის
ნებაზეა დამოკიდებული გადაახდევინებს ავეჯის საფასურს,თუ
გაუბათილებს და მოსთხოვს ზიანს.
დასკვნა:
1)ნინო ვალდებული არა გადაიხადოს ნასყიდობის საფასური სკ
111 ( 1 ) , სკ104 ( 3 ) , სკ113 ( 1 )
კაზუსი ტყუილზე(პირდაპირ როცაა
81(1),ხოლო როცა დულილითაა 81(2) )
ჰიპოთეზა;
1)შესაძლოა ნინომ მოითხოვოს გარიგების გაბათილება.სკ82(2)
სკ81(2),, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი
უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს
ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება
არ დაიდებოდა.“კფგ–დან ჩანს რომ დუმილით ტყილია,რადგან
ნინო არ ეკითხ კონსულტანტს ნაკლზე,მაგრამ კონსულტანტი
ვალდებული იყო მიეწოდებინა ინფორმაცია სრულად,ამიტომ
გარიგება შეიძლება გაბათილდეს.
სკ84,, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო
გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ
მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო
შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.“კფგ–დან ჩანს რომ
ნინომ გაიგო თუ არა ნაკლის შესახებ წავიდა
მაღაზიაში ,ამიტომ შეცილება ჩაეტია ვადაში და ნამდვილია.
სკ59(2),, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების
მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება
ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.“კფგ–
დან ჩანს რომ ნინო შეეცილა და გარიგება დადების
მომენტიდან ბათილია.
დასკვნა:
1)გარიგება ბათლია სკ81(2)
კაზუსი იძულებაზე(შეიძლება იყოს
ფიზიკური ,ფსიქოლოგიური)როცა მიზანი და საშუალება არის
არამართლზომიერი არის იძულება და გამოიყენება 88–ე
მუხლი)
ჰიპოთზეა:
1)მარიამ შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა სკ85,სკ88.
სკ85,, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება
(ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ
პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც,
როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.“კფგ–დან
ჩანს რომ ადგილი აქვს იძულებას იძულებას ივანესგან,მაგრამ
შეიძლება ეს გარიგება გაბათილდეს.
სკ86(1),, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება,
რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს
პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას
რეალური საფრთხე ემუქრება“კფგ–დან ჩანს რომ საფრთხე
ემუქრება მარიამს ქონებას ,რადგან ივანე აიძულებს მანქანის
ნახევარ ფასში მიყიდოს.
სკ88,, 85–87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება
ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც
მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო
საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.“კფგ–დან
ჩანს რომ მიზანი არამართლზომიერია,მანქანა უნდა მიყიდოს
ნახევარ ფასში ,საშუალებაც არამართლზომიერია ,რადგან
აშინებს პატრულით,რო მიყიდოს მანქანა იაფად.,მიზანი
არამართლზომირია ,ადგილი აქვს იძულებას ,ამიტომ გარიგება
გაბათილდება
სკ89,,იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს
ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების
მომენტიდან.“კფგ–დან ჩანს რომ 1 თვის შემდეგ მოეხსნა შიში
და ეგრევე შეეცილა ივანეს.ამიტომ ჩეტია ვადაში და შეცილება
ნამმდვილია.
სკ 59(2),, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების
მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება
ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ“.კფგ–
დან ჩნს რომ მარიამი ეცილება ივანეს ,ამიტომ ეს გარიგება
ბათილია დადების მომენტიდან.
დაასკვნა:
1) გარიგება გაბათილდება სკ85,სკ 88

კაზუსი შეცდომაზე,წაცდენაზე
ჰიპოთეზა:
1)შესაძლოა ნინოს ჰქონდეს გარიგების ბათილობის
მოთხოვნა სკ72,სკ73(ა)
სკ 72 ,,გარიგება შეიძლება საცილო გახდეს , თუ ნების
გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე ‘’.
კფგ - დან ჩანს , რომ ნინოს მოუვიდა არსებითი შეცდომა
ამიტო გარიგება შეიძლება საცილო გახდეს.
(დავაკონკრეტოდ რა შეცდომასთნ გვაქვს საქმე).

სკ 73 ( ა ) ,,პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის ,


რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა .“ კფგ - დან ჩანს
რომ გვაქვს წაცდენა , რადგან ნინოს ეშლება ერთი
გარიგების შიგნით ნასყიდობაში ხელშეკრულების
საგანი,მიქსერის ნაცვლად იღებს უთოს ,ამიტომ შეცდომა
არსებითია.
სკ 79 ( 1 ),, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის
შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.“ კფგ - დან ჩანს ,
რომ ნინომ როგორც კი გაიგო მაშინვე შეეცილა,ამიტომ
შეცილება ნამდვილია.
სკ 59 ( 2 ),, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების
მომენტიდან , თუკი იგი შეცილებული იქნება . შეცილება
ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ .“
კფგ - დან ჩანს , რომ ნინო ეცილება მეორე მხარეს
მაღაზიას ,ამიტომ გარიგება ბათილია დადების
მომენტიდან.
სკ 79 ( 2 - I წინადადება ) ,,თუ გარიგება საცილო გახდა და
შეცდომა გამოწვეულია შეცილების უფლების მქონე პირის
დაუდევრობით , მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს
აუნაზღაუროს გარიგების ბათილობით წარმოშობილი
ზიანი“ . კფგ - დან ჩანს , რომ ნინო დაუდევარია ,რადგან
შეეშალა კოდი.ნინო ვალდებულია მაღაზიას აუნაზღაუროს
ზიანი.
79 ( 2 - II წინადადება ) ,,ზიანის ანაზღურების
ვალდებულება არ წარმოიშობა , თუკი მეორე მხარემ
იცოდა შეცდომის შსახებ , ან ეს უცნობი იყო მისთვის
დაუდევრობის გამო“ .კფგ - დან ჩანს , რომ მაღაზიამ არ
იცის და არც დაუდევარია .ამიტომ მაღაზიას
აუნაზღაურდება ზიანი ნინოსგან,მაგრამ ზიანი არ
ჩანს ,ამიტომ ზიანი არ ანაზღაურდება.
დასკვნა:
1)ნინოს გაუბათილდება გარიგება სკ72,სკ73(ა)

კაზუსი კონრაჰენტის პიროვნებაში


1)სკ72 74(1)
2)სკ 72 74(1)
3)სკ79(1) ჩაეტია ვადაში შეცილება ნამდვილია
59(2) ბათილია დადების მომენტიდან
სკ74(1),, შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნების მიმართ
მხოლოდ მაშინ ითვლება არსებითად, როდესაც თვითონ
კონტრაჰენტის პიროვნება ან მისი პირადი თვისებების
გათვალისწინება გარიგების დადების მთავარი
საფუძველია.“კფგ–დან ჩანს რომ შეცდომა კონტრაჰენტის
პიროვნებაშია,რადგან ძაღლსაშენმა ძაღლი გადასცა
კარდეოლოგს ვეტერინარის მაგივრად,ამიტომ შეცდომა
არსებითია და შეიძლება გარიგება გაბათილდეს.
სკ79(2 პირველი წინადადება)ძაღლსაშენი არის
დაუდევარი,საბას უნდა აუნაზღაუროს ზარალი.
სკ79(2 მეორე წინადადება) მეორეც დაუდევარია ,ამიტომ
არ ევალება ქარალის ანაზღაურება .
კაზუსი საგნის ძირითად თვისებაში შეცდომაზე
1)72(1)
2)74(2)... კფგ–დან ჩანს რომ შეცდომა საგნის ძირითად
თვისებაშია ,რადგან ოსეფაშვილს ეშლება ცნობილი და
უცნოი მხატვრის ნამუშევარი,რაც პირდაპირ აისახება
ფასზე,ამიტომ შეცდომა არსებითია.
79(1)ჩაეტია ვადაში და შეცლება ნამდვილია.
59(2)ბათილია
79(2პირველი წინადადება)კფგ–დან ჩანს რომ დაუდევარია
და ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი.
79(2მეორე წინადადება) კფგ–დან ჩნს რომ
დაუდევარია,ამიტომ უნდა აუნაზღუროს ზიანი,მაგრამ ზიანი
არ ჩანს .
I -კაზუსი ხანდაზმულობაზე
ჰიპოთეზა :
1)შეიძლება სასამართლო მოიქცა წორედ სკ137,სკ141
სკ 128(1),, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან
მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე
ვრცელდება ხანდაზმულობა.“კფგ–დან ჩანს რო საქმე გვაქვს
ხანდაზმულობასთან.
სკ 130,, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის
მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება
დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების
დარღვევის შესახებ.“კფგ–დან ჩანს რომ სესხი იყო 5
წლიანი,ვერ გადაიხადა და დაირღვა.
სკ 129(1),, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის
ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან
დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს
წელს.“კფგ–დან ჩანს რომ სესხი არის ხელშეკრულება,ამიტომ
გავრცელდება 3 წელი.2012 წლის 1 თებერვალ შეუძლია
შეიტანოს სარჩელი.
სკ 144(1),, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული
პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების
შესრულებაზე.“კფგ–დან ჩანს რომ ბენო აღარაა ვალდებული
რომ გადაიხადოს .
სკ137,, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული
პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის
გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს
მოთხოვნის არსებობას.“კფგ–დან ჩანს რომ პროცენტი მისცა
ანუ გარანტია .შეწყდა ხანდაზმულობის ვადა.
სკ 141,, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ
შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და
ვადა დაიწყება თავიდან“კფგ –დან ჩანს რომ დაიწყება თავიდან
და იქნება 3 წლიანი.ლომბარდმა 2014 წელს შეიტანა ვადაში
ჩაჯდა
დასკვნა:
1)სასამართლო გადაწყვეტილება არასწორია სკ 137,სკ141
II-კაზუსი მინდია ჩოლოყაშვილზე
ჰიპოთეზა;
1)შეიძლება სწორედ მოიქცა სასამართლო სკ 128(2–ა)
სკ128(1)საქმე გვაქვს ხანდაზმულობასთან.
სკ 130 ხანდაზმულობა დაიწყო
სკ 128(2–ა),,პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა
რამ არ არის გათვალისწინებული;“,შეულახეს არ გავრცელდება
სკ 18(2),, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით
დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი
ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან
საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.შეუძლია წავიდეს და
იჩივლოს
სკ 18(3),, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან
პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები
გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით,
მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ
ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული
საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ
ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.“გაზეთით მოხდეს ცნობების
უარყოფა.
სკ18(6–1,2,3წინადადება),,ამ მუხლით გათვალისწინებული
სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის
ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული
მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის)
ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს
იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა
ხელმყოფს.“ბრალეულია,მოგება არაა ამიტომ ვალდებული
არაა აუნაზღაუროს.
სკ18(6–4,5 წინადადება),,ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი
(მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის
ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან
დამოუკიდებლად.“ბრალეულია და შეიძლება მოითხოვოს
50000.
სკ 993(1),, პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად
ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის
მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან
წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად
არასწორია“.განზრახ,არასწორი ცნობები,ზიან არ ჩანს ,ამიტომ
არაა ვალდებული აუნაზღაუროს,მარტო მორალური.
დასკვნა:
1)სასამართლო არასწორედ მოიქცა სკ 128(2–ა)
ავტორი–მანანა ნათნაძე

You might also like