You are on page 1of 15

კაზუსი 1

ფაბულა - ბექა მაღაზიაში ყიდულობს ყელსაბამს თავისი მეუღლისთვის. გამყიდველს


გეგმა ჰქონდა რომ უნდა გაიყიდა 1000 ლარის ფარგლებში ნივთი. ბექამ
მეუღლისთვის იყიდა ოქროს ყელსაბამი 980 ლარად, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა
რომ მის მეუღლეს ოქროზე ალერგია ქონდა. ვალდებული არის თუ არა ბექა რომ
გადაიხადოს ყელსაბამის ღირებულება როდესაც მას საერთოდ არ უხსენებია რომ მის
მეუღლეს ალერგია ქონდა ოქროზე.

ამოხსნა : შესაძლოა A ვალდებული იყოს გადაიხადოს ყელსაბამის საფასური


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 2 ნაწილის საფუძველზე.

ამისათვის საჭიროა რომ სახეზე გვქონდეს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება A-სა


და საიუველირო მაღაზიას შორის. ნამდვილი ხელშეკრულება მოიაზრებს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 327 მუხლის 2 ნაწილის მიხედვით შეთანხმებას ყველა არსებით
პირობაზე და ეს ყოველივე საამისოდ გაათვალისწინებული ფორმით შეთანხმებით კი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით.

ფაბულის მიხედვით B მაღაზიაში ყიდულობს ყელსაბამს რაც იმას ნიშნავს, რომ მოხდა
შეთანხმება და პრობლემაც არ იკვეთება, თუმცა შეთანხმება განხორციელებული იქნა არა
A-სა და საიუველირო მაღაზიას შორის, არამედ Bსა და მაღაზიას შორის. მოცემულ
სიტუაციაში უნდა გაირკვეს Bსა და მაღაზიას შორის დადებული შეთანხმება რამდენად
ავალდებულებს Aს რომ გადაიხადოს თანხა. ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში თუ B იქნება Aს
წარმომადგენელი და საჭიროა რომ წარმომადგენლობა იყოს დასაშვები.

წარმომადგენლობა დასაშვებია როცა ის არ არის აკრძალული.

ფაბულის მიხედვით წარმომადგენლობა არ არის კანონით აკრძალული. აქ საუბარია


მოძრავი ნივთის ნასყიდობაზე რომლისთვისაც კანონი არ გამორიცხავს
წარმომადგენლობას და ასევე არ არია უკიდურესად პირადი ხასიათის გარიგება. ანუ
წარმომადგენლობა დასაშვებია.

გარდა ამ ყოველივესა საჭიროა რომ წარმომადგენელმა გამოავლინოს ნება. 104 მუხლის


1ნაწილის თანახმად ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის წარმომადგენელი უნდა იყოს
შეზღუდულ ქმედუნარიანი ან ქმედუნარიანი რადგან B Aს თანამშრომელია სავარაუდოა,
რომ ის ქმედუნარიანია. აქედან გამომდინარე B გამოავლენდა ნებას. წარმომადგენელმა
უნდა იმოქმედოს სხვისი, ანუ წარმოდგენილი პირის სახელით. ამისთვის მან ნებისმიერი
ფორმით უნდა მიანიშნოს წარმომადგენლობის შესახებ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის
როცა მეორე მხარისთვის სულერთია ვისთან დადებს გარიგებას. ჩვენს შემთხვევაში
მაღაზიის გამყიდველისთვის ცხადია უმნიშვნელოა თუ ვის მიყიდის სამკაულს.
ასევე წარმომადგენელმა უნდა იმოქმედოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში (104
მუხლი 1 ნაწილი) წარმომადგენლობის უფლებამოსილება კი გამომდინარეობს ან
კანონიდან ან ხელშეკრულებიდან (103 1ნაწილი)

დავალება იყო შემდეგი: Bს უნდა გაეყიდა ლამაზი ყელსაბამი 1000ლარის ფარგლებში და


A-ს არ დაუკონკრეტებოა რომ მის მეუღლეს ოქროზე ალერგია ჰქონდა. Bმ შეასრულა
დავალება, 980 ლარად იყიდა ყელსაბამი და არ გამცდარა უფლებამოსილების
ფარგლებში… აქედან გამომდინარწ ვხვდებით რომ B იყო წარმომადგენელი და
უფლებები და მოვალეობები წარმოშობისა არა B-ს არამედ A-ს.

დასკვნისთვის კი შეიძლება ვთქვათ, რომ A ვალდებულია გადაიხადოს ყელსაბამის


საფასური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 2 ნაწილის საფუძველზე

კაზუსი 2

ფაბულა : სანდროს სასწრაფოდ სჭირდება მანქანა. ის მიაგნებს მანქანებით


მოვაჭრე ბექას, რომელსაც მეორადი მანქანების დიდი არჩევანი აქვს. ვინაიდან
სანდრო სამსახრის გამო კვირის დღეებში ვერ ახერხებს ბექასთან მისვლას, ის
სთხოვს თავის მეგობარ გიოს მისთვის მანქანის ყიდვას. მანქანა უნდა იყოს
ტევადი, ოჯახისთვის მოხერხებული (სანდროს 3 შვილი ჰყავს) და რაც ასევე
მნიშვნელოვანია, ტრასისთვის გამოსადეგი, რადგან სანდროს ხშირად უწევს
ოჯახთან ერთად აგარაკზე სიარული. რაც შეეხება თანხას, სანდროს მხოლოდ 9000
დოლარი აქვს.
გიო მიდის ბექასთან და ხედავს მართლაც საოცნებო მანქანას - სპორტულ
BMW-ს (2-კარიანი) და თანაც საოცარ ფასად - მხოლოდ 6000 დოლარი. ესეც
მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანა მარჯვენარულიანია, თანაც საუკეთესო
მდგომარეობაში. გიო სასწრაფოდ უთანხმდება ბექას და მოყავს მანქანა
სანდროსთან, რომელიც შოკშია, რადგან თვლის, რომ ეს მანქანა მისთვის
სრულიად გამოუსადეგარია.
უნდა გადაუხადოს თუ არა სანდრომ ბექას 6000 დოლარი?
ამოხსნა : შესაძლოა სანდრომ ბექას 6000 დოლარი გადაუხადოს სკ-ის 477 მუხლის
II ნაწილის საფუძველზე - ეს მუხლი ითვალისწინებს , რომ სანდროსა და ბექას
შორის იყოს ნასყიდობის ხელშეკრულება .
ნასყიდობის ხელშეკრულება არის მხარეთა შეთანხმება ყველა არსებით
პირობაზე , ნივთზე და ფასზე , გათვალისწინებული ფორმით (სკ-ის 327 მუხლის I
ნაწილი ).
სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლის I ნაწილის მიხედვით შეთანხმება არის ორი
ურთიერთმფარავი მიღება-სავალდებულო ნების გამოვლენა - ოფერტი და
აქცეპტი . ფაბულაში ნახსენებია , რომ გიორგი „უთანხმდება „ ბექას , რაც იმაზე
მიგვანიშნებს , რომ შეთანხმება შედგა არსებით პირობებზე გიოსა და ბექას შორის .
საკითხავია , გიოსა და ბექას შორის დადებული შეთანხმება რამდენად
წარმოშობს ვალდებულებას სანდროსთვის . ამისთვის გიო უნდა იყოს სანდროს
წარმომადგენელი . წარმომადგენლობა სახეზეა , როდესაც იგი დასაშვებია ,
სხვისი სახელით მოქმედებს , ნებას ავლენს და უფლებამოსილების ფარგლებში
მოქმედებს .
წარმომადგენლობა დასაშვებია , თუ ის არ არის გამორიცხული კანონით ან თუ
სახეზე არ გვაქვს უკიდურესად პირადი ხასიათის გარიგება , რომელიც მოითხოვს
პირის უშუალო მონაწილეობას . (სკ-ის 103 I , II ). ფაბულის მიხედვით
წარმომადგენლობა არც კანონით არის გამორიცხული და სახეზე არც უკიდურესად
პირადი ხასიათის გარიგება არ გვაქვს. ამასთანავე , წარმომადგენელმა უნდა
გამოავლინოს ნება სკ-ის 104 მუხლის I ნაწილის თანახმად .
წარმომადგენელმა უნდა იმოქმედოს სხვისი , ანუ წარმოდგენილი პირის
სახელით. ამისთვის მან ნებისმიერი ფორმით უნდა მიანიშნოს
წარმომადგენლობაზე . მოცემულ კაზუსში არ ჩანს , იმოქმედა თუ არა გიომ
სანდროს სახელით . თუმცა 104 III-ის მიხედვით, თუ მეორე მხარისთვის სულერთია ,
ვისთან დადებს გარიგებას , მაშნ აღარ არის სავალდებულო სხვისი სახელით
მოქმედება . მოცემულ შემთხვევაში ვლინდება , რომ ბექასთვის ყოველგვარ
მნიშვნელობას მოკლებულია , თუ ვის მიჰყიდის მანქანას . შესაბამისად , ვხედავთ ,
რომ ამ პირობის შესრულება სავალდებულო არ არის .
ნების გამოვლენის ნამდვილობისთვის წარმომადგენელი უნდა იყოს
ქმედუნარიანი . ფაბულაში ჩანს , რომ „ სანდროს 3 შვილი ჰყავს „ , რაც იმაზე
მიგვანიშნებს , რომ ჩვეულებრივ სანდრო და გიო იქნებოდნენ 18 წლის ზემოთ .
აქედან გამომდინარე , გიო იქნებოდა ქმედუნარიანი .
ამასთანავე , წარმომადგენელმა უნდა იმოქმედოს თავისი
უფლებამოსილების ფარგლებში სკ-ის 104 მუხლის I ნაწილის თანახმად .
წარმომადგენლის უფლებამოსილება გამომდინარეობს ან კანონიდან ან
დავალების ხელშეკრულებიდან (სკ-ის 103 Iის მე-2 წინ. ) . განსახილველ კაზუსში
სანდრო სთხოვს გიოს მანქანის ყიდვას , რითიც სახეზეა დავალების
ხელშეკრულება . რაც შეეხება ფარგლებს , სანდრომ მიუთითა , რომ გიოს ეყიდა
მანქანა, რომელიც იქნეობდა ტევადი, ოჯახისთვის მოხერხებული (სანდროს 3
შვილი ჰყავს) და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ტრასისთვის გამოსადეგი, და ეს
მანქანა მას უნდა ეყიდა 9000 დოლარის ფარგლებში . აქედან გამომდინარე ,
სანდრომ გიო გარკვეულ ფარგლებში მოაქცია , ხოლო გიო ამ ფარგლებში ვერ
ჩაჯდა , რადგან მიუხედავად იმისა ,რომ მან 6000 დოლარად იყიდა მანქანა , ეს
მანქანა იყო მარჯვენა რულიანი , რომელიც როგორც ვიცით ტრასისთვის არ იყო
მოსახერხებელი .
ამრიგად , გიო არ იყო სანდროს წარმომადგენელი , ამიტომ სანდროს არ
ეკისრება უფლებები და მოვალეობები .
საბოლოოდ , სანდრომ არ უნდა გადაუხადოს ბექას 6000 დოლარი სკ-ის 477 II
ნაწილის საფუძველზე .

კაზუსი 3

ფაბულა - 15 წლის გიორგის ყულაბა, როგორ იქნა გაივსო. ის თავისი


შეგროვებული ფულით მიდის სპორტულ მაღაზიაში და გამყიდველი ბესოსგან 600
ლარად ყიდულობს მოპედს. გიორგიმ იცის, რომ მშობლებს არ უნდათ, მისი
მოპედით სიარული. ეს მათ არაერთხელ განუხილავთ და უთქვამთ, მაგრამ
ფიქრობს და იმედოვნებს, რომ თუ ფაქტის წინაშე დააყენებს მათ, დიდ
წინააღმდეგობას არ გაუწევენ და საბოლოოდ მაინც დათანხმდებიან. გიორგი
ცდება. სამსახურიდან დაბრუნებული მამა კატეგორიული წინააღმდეგია. თანაც,
სულ რაღაც ორი დღის წინ მან შეიტყო უბედური შემთხვევის შესახებ, რასაც
შეეწირა მოპედზე მჯდომი გლოვოს მძღოლი.

გიორგიმ უკვე დანამდვილებით იცის, რომ ვერ ივლის მოპედით. მას ახსენდება
თავისი გადახდილი 600 ლარი და გეკითხებათ, შეუძლია თუ არა მისი დაბრუნება
ბესოსგან.
ამოხსნა : შესაძლოა, რომ ბესო იყოს ვალდებული დაუბრუნოს გიორგის 600
ლარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის I ნაწილის
მიხედვით.

ეს მუხლი გვეუბნება, რომ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების


შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს
(მიმღებს) მისი უკან დაბრუნება,იმისათვის, რომ მსგავსი რამ მოხდეს და 976
მუხლი გამოვიყენოთ საჭიროა, რამდენიმე ფაქტორი:

 რაიმე უნდა გადასცეს


 ვალდებულების შესასრულებად
 ეს ვალდებულება არ/აღარ უნდა არსებობდეს

ეტაპობრივად შეგვიძლია მივუყვეთ და ვნახოთ, რამდენად გვქონდა ყველა ეს


საჭირო ელემენტი სახეზე. პირველ რიგში ვხედავთ, რომ ადამიანმა სხვას უნდა
გადასცეს ნივთი, ამ შემთხვევაში ,,რაიმე“ რაც შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის
ქონებრივი სიკეთე. 600 ლარი არის ისეთი სიკეთე, რომელსაც გააჩნია ქონებრივი
ღირებულება და ამრიგად, ის არის რაიმე.

ასევე აუცილებელია, რომ პირი ასრულებდეს ვალდებულებას, რაც ნიშნავს იმას,


რომ ის ამას უნდა აკეთებდეს კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად,
ანუ მნიშვნელოვანია ის თვლიდეს, რომ ვალდებული იყო ეს ფული გადაეცა.
ვალდებულება წარმოიშვება ან კანონიდან ან ხელშეკრულებიდან.

ამ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შედგა, რადგან


კონკრეტული დეტალები მოცემულ ფაბულაში არ გაგვაჩნია და გიორგიმ ბესოს
გადასცა 600, და შესაბამისად გიორგი ამ შემთხვევაში იაზრებდა, რომ ეს 600
ლარი იყო მისი წილი ვალდებულების შესასრულებლად. ამრიგად,
ვალდებულების შესრულების მიზანიც სახეზეა.

ყურადღებას იქცევს გიორგის ასაკი, ის 15 წლისაა შესაბამისად სკ-ის მე-14 მუხლის


მიხედვით ის შეზღუდულ ქმედუნარიანია. ჩნდება კითხვა, რამდენად შეეძლო
დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება და გამოევლინა ნება? შეზღუდულ
ქმედუნარიან პირს ნების გამოვლენა შეუძლია, თუმცა ამისათვის მას ჭირდება
მშობლების თანხმობა, ან წინასწარი ან შემდგომი (სკ-ის მე-15 და 63 I-ე მუხლები)
მოცემულ შემთხვევაში გიორგის არც წინასწარი თანხმობა ქონდა და არც
შემდგომი, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე გამონაკლისი. ერთი ეს
შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ
დადებული ხელშეკრულება მხოლოდ სარგებლიანია, ანუ ის არ იღებს არანაირი
ვალდებულებებს, მხოლოდ უფლებებს იძენს (იმავე კანონის მე-15 და 63 I-ე
მუხლები). ჩვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ნასყიდობის ხელშეკრულებასთან,
შესაბამისად შეუძლებელია აქ მხოლოდ უფლებები შეეძინა გიორგის.
შესაბამისად, არ გვაქვს სახეზე მხოლოდ სარგებლიანი გარიგება. არსებობს
მეორე გამონაკლისიც, როდესაც არასრულწლოვანი იყინებს საკუთარი ,,ჯიბის
ფულს“ - ეს არის ის სახსრები, რომელიც მას გადაეცა კანონიერი
წარმომადგენლის მიერ ან მისი თანხმობით კონკრეტული მიზნისთვის ან
თავისუფალი განკარგვისთვის (სკ-ის 65 I) ფაბულაში ნახსენებია, რომ გიორგიმ
ყულაბის გავსების შემდეგ იყიდა მოპედი, რაც გვიჩვენებს, რომ მას ნამდვილად
თავისი ფული ჰქონდა, თუმცა რამდენად შეიძლება ის ჩაითვალოს „ჯიბის ფულად“
სკ-ის 65 I-ის გაგებით? რაც შეეხება თანხის წარმომავლობას, აქ არაფერია
ნახსენები ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
გიორგის მშობლებმა სულ მცირე იცოდნენ ამ თანხის შესახებ. მიზნობრიობის
კუთხით კი, ცხადია, რომ მოპედის ყიდვა ვერ იქნებოდა თანხის შეგროვების
(შეთანხმებული) მიზანი, ვინაიდან ფაბულიდან ჩანს, რომ მშობლები
წინააღმდეგები არიან. მათი მხრიდან კონკრეტული ნივთზე, ამ შემთხვევაში,
მოპედზე, კატეგორიული უარის თქმა ამ თანხის თავისუფალი განკარგვის წრესაც
ავიწროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლების უარის გამო (რაც ცნობილი იყო
გიორგისთვის), მოპედის ყიდვა ამორიცხული იყო თავისუფალი განკარგვის
ფარგლებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგის ფული ვერ ჩაითვლება
„ჯიბის ფულად“ სკ-ის 65I-ის გაგებით. შესაბამისად გიორგის ჭირდებოდა
მშობლების თანხმობა, რომლებიც არ ჰქონია.

გამოდის, რომ გიორგის და ბესოს შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება


არ დადებულა, შესაბამისად თუ დავუბრუნდებით ზემოთ მოცემულ საჭირო
ფაქტორებს მივხდებით, რომ ყველა მათგანი სახეზეა. ვალდებულება არ
არსებობდა და ბესო უსასყიდლოდ გამდიდრდა.

შესაბამისად გიორგის შეუძლია ბესოს მოთხოვოს 600 ლარის დაბრუნება სკ-ის


976 მუხლის I ა ნაწილით.

კაზუსი 4
ფაბულა 1
15 წლის კატო მიდის სპორტულ მაღაზიაში და 600 ლარად ყიდულობს
სნოუბორდს. ნამდვილია თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება?

ამოხსნა: შესაძლოა კატოსა და სპორტულ მაღაზიას შორის დაიდო ნასყიდობის


ხელშეკრულება სკ-ის 477 I ნაწილის მიხედვით .

ნასყიდობის ხელშეკრულება არის მხარეთა შეთანხმება ყველა არსებით


პირობაზე , ანუ ნივთზე და ფასზე , გათვალისწინებული ფორმით (სკ-ის 327 I).

სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლის I ნაწილის მიხედვით , შეთანხმება არის ორი


ურთიერთმფარავი , მიღებსავალდებულო ნების გამოვლენა - ოფერტი და აქცეპტი
.

ფაბულაში მითითებულია , რომ კაზო სპორტულ მაღაზიაში „ყიდულობს“


სნოუბორდს , რაც იმაზე მიგვითითებს , რომ მხარეებს შორის შეთანხმება
უპრობლემოდ შედგა . აქედან გამომდინარე , არ გვჭირდება ოფერტისა და
აქცეპტის განხილვა .

თუმცა , ყურადღებას იქცევს კატოს ასაკი - 15 წელი , რაც იმას გულისხმობს , რომ
კატო არის შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირი (სკ-ის მე-14 I ) - შეზღუდულ
ქმედუნარიანობის მქონე პირია არასრულწლოვანი 7-18 წლამდე .

სამოქალაქო კოდექსის 65 მუხლის I ნაწილის მიხედვით , ხელშეკრულება ,


რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ, კანონიერი წარმომადგენელის
თანხმობის გარეშე , ითვლება ნამდვილად , თუკი არასრულწლოვანმა
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა
ის საშუალებანი , რომლებიც მას გადასცეს კანონიერი წარმომადგენლმა , ან - ამ
წარმომადგენლის თანხმობით - მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი
განკარგვის მიზნით .

შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირს უფლება აქვს გამოავლინოს ნება ,


ამისთვის მას ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი თანხმობა (სკ-
ის მე-15 და 63 I). თუმცა , ეს ორივე თანმხნობა არ არის აუციელებლი , თუკი
შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს მხოლოს
სარგებელს (სკ-ის მე-15 და 63 I ) ან როცა ის განკარგავს თავის ე.წ. „ჯიბის ფულს „.
საკითხავია , მოცემულ შემთხვევაში ხომ არ გვაქვს საქმე მხოლოდ სარგებლიან
გარიგებასთან. აქ სარგებელი განიმარტება მხოლოდ სამართლებრივი გაგებით
და ნიშნავს , რომ შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირი მხოლოდ იღებს
სარგებელს და არანაირ ვალდებულებას . მოცემულ შემთხვევაში კატო დებს
ნასყიდობასაც , რომელიც ორმხრივ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს .
ამრიგად , სახეზე არ გვაქვს ეს გამონაკლისი .

ასევე , საკითხვია , ხომ არ ჰქონდა ადგილი კატოს მიერ „ჯიბის ფულის „


გამოყენებას . „ჯიბის ფული „ არის ის სახსრები , რომლებიც მას გადაეცა
კანონიერი წარმომადგენელის მიერ ან მისი თანხმობით კონკრეტული მიზნისთვის
ან თავისუფალი განკარგვისთვის (სკ-ის 65 I) . კატო „ჯიბის ფულს“ თავისუფლად
განკარგავს კონკრეტული მიზნისთვის - სნოუბროდის საყიდლად . თუმცა , აქვე
უნდა ვახსენოთ , რომ ფაბულაში არ გვაქვს მოცემული კატოს „ჯიბის ფულის „
წარმომავლობა , ანუ ჩვენ არ ვიცით კანონიერი წარმომადგენლის მიერ ან მისი
თანხმობით თუ განკარგა კატომ თავისი ფული . ამრიგად, ვხედავთ , რომ ეს
გამონაკლისიც არ გვაქვს სახეზე .

საბოლოოდ, ვადგენთ , რომ კატოსა და სპორტულ მაღაზიას შორის ნამდვილი


ნაყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა სკ-477 მუხლის I ნაწილის მიხედვით .

ფაბულა 2
15 წლის კატოს ძალიან უნდა სნოუბორდით სრიალი. თუმცა, მშობლები ამის
კატეგორიული წინააღმდეგები არიან გასულ წელს მომხდარი უბედური
შემთხვევის გამო, რომელსაც კატოს ამხანაგის სიცოცხლე შეეწირა.
კატომ იცის, რომ მშობლები არ დათანხმდებიან სნოუბორდის ყიდვაზე და მათ
უკითხავად მიდის სპორტულ მაღაზიაში და თავისი შეგროვებული ფულით 600
ლარად ყიდულობს სნოუბორდს.
ნამდვილია თუ არა ნასყიდობის ხელშეკრულება?

ამოხსნა : შესაძლოა კატოსა და სპორტულ მაღაზიას შორის დაიდო ნასყიდობის


ხელშეკრულება სკ-ის 477 I ნაწილის მიხედვით .

ნასყიდობის ხელშეკრულება არის მხარეთა შეთანხმება ყველა არსებით


პირობაზე , ანუ ნივთზე და ფასზე , გათვალისწინებული ფორმით (სკ-ის 327 I).

სამოქალაქო კოდექსის 329 მუხლის I ნაწილის მიხედვით , შეთანხმება არის ორი


ურთიერთმფარავი , მიღებსავალდებულო ნების გამოვლენა - ოფერტი და აქცეპტი
. ამასთან , ოფერტი არის წინადადება ხელშეკრულების დადებაზე , მიმართული
განსაზღვრული პირის/პირებისადმი , რომელიც აკონკრეტებს ხელშეკრულების
არსებით პირობებს . აქცეპტი კი ოფერტზე მიმართული თანხმობაა .

ფაბულაში მითითებულია , რომ კაზო სპორტულ მაღაზიაში „ყიდულობს“


სნოუბორდს , რაც იმაზე მიგვითითებს , რომ მხარეებს შორის შეთანხმება
უპრობლემოდ შედგა .

თუმცა , ყურადღებას იქცევს კატოს ასაკი - 15 წელი , რაც იმას გულისხმობს , რომ
კატო არის შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირი (სკ-ის მე-14 I ) - შეზღუდულ
ქმედუნარიანობის მქონე პირია არასრულწლოვანი 7-18 წლამდე .

სამოქალაქო კოდექსის 65 მუხლის I ნაწილის მიხედვით , ხელშეკრულება ,


რომელიც დადებულია არასრულწლოვანის მიერ, კანონიერი წარმომადგენელის
თანხმობის გარეშე , ითვლება ნამდვილად , თუკი არასრულწლოვანმა
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა
ის საშუალებანი , რომლებიც მას გადასცეს კანონიერი წარმომადგენლმა , ან - ამ
წარმომადგენლის თანხმობით - მესამე პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი
განკარგვის მიზნით .

შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირს უფლება აქვს გამოავლინოს ნება ,


ამისთვის მას ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი თანხმობა ან
შემგომი თანხმობა (სკ-ის მე-15 და 63 I). თუმცა , ეს ორივე თანხმობა არ არის
აუცილებლი , თუკი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს
მხოლოს სარგებელს (სკ-ის მე-15 და 63 I ) ან თავის „ჯიბის ფულს“ განკარგავს .

საკითხავია , მოცემულ შემთხვევაში ხომ არ გვაქვს საქმე მხოლოდ სარგებლიან


გარიგებასთან. აქ სარგებელი განიმარტება მხოლოდ სამართლებრივი გაგებით
და ნიშნავს , რომ შეზღუდულ ქმედუნარიანობის მქონე პირი მხოლოდ იღებს
სარგებელს და არანაირ ვალდებულებას . მოცემულ შემთხვევაში კატო დებს
ნასყიდობასაც , რომელიც ორმხრივ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს და
ამრიგად , არ არის მხოლოდ სარგებლიანი გარიგება . აქედან გამომდინარე ,
ვადგენთ , რომ ეს გამონაკლისი არ გვაქვს სახეზე .

ასევე , საკითხავია კატომ თავისი „ჯიბის ფული“ ხომ არ განკარგა . „ჯიბის ფული“
არის ის სახსრები , რომლებიც მას გადაეცა კანონიერი წარმომადგენელის მიერ ან
მისი თანხმობით კონკრეტული მიზნისთვის ან თავისუფალი განკარგვისთვის (სკ-ის
65 I) . ფაბულაში , ნახსენებია , რომ კატო თავისი შეგროვებული ფულით ყიდულობს
სნოუბორდს , ჩვეულებრივ მშობელმა იციან , რომ მათი შვილები აგროვებენ ფულს
. შესაბამისად , ვარაუდობთ , რომ კატოს მშობლემა იცოდნენ , რომ კატო ფულს
აგროვებდა და მათი მხრიდან იყო თანხმობა . მაგრამ , რაც შეეხება მიზნობრიობას
, ფაბულიდან იკვეთება , რომ კატოს მშობლებს ფული არ გადაუციათ მისთვის
სნოუბორდის შესაძენად . საკითხავია , რამდენად შეეძლო მას სნოუბროდის ყიდვა
თავისუფალი განკარგვის ფარგლებში . კაზუსში ვკითხულობთ , რომ ტრაგიკული
შემთხვევის გამო კატოს ეკრძალეობდა სნოუბორდის შეძენა , რაც იმას ნიშნავს ,
რომ აღნიშნული საგანი , როგორც მიზანი ამორიცხული იყო თავისუფალი
განკარგვის არეალიდან , რომელსაც ბუნებრივია აქვს თავისი ფარგლები .
ამრიგად , არც ეს გამონაკლისია სახეზე , ვინაიდან სნოუბორდის შეძენა ვერ
განიხილება თავისუფალი განკარგვის ნაწილად.

ამრიგად ,მოცემულ შემთხვევაში მშობლების კატეგორიული უარით კატოს ნების


გამოვლენა გაბათილდა , რომელიც ამ კონკრეტული მიზნისთვის იყო გათვლილი ,
ხოლო რაც შეეხება თავისუფალ განკარგვას , კატო სწორედ რომ სნოუბორდის
შეძენაზე იზღუდებოდა მშობლებისგან .

საბოლოოდ , ვადგენთ , რომ კატოსა და მაღაზიას შორის ნამდვილი ნასყიდობის


ხელშეკრულება არ გვაქვს სკ-ის 477 მუხლის I ნაწილის მიხედვით .

კაზუსი 5

ფაბულა : ანამ მემკვიდრეობით მიიღო ბაბუის ქონება, მათ შორის,


ყვავილებიანი ლარნაკი, რომელიც თურმე უძვირფასესი ექსპონატია, მაგრამ ანამ
არაფერი იცის ამის შესახებ. ერთ დღესაც ანას სახარჯო ფული სჭირდება და
გადაწყვეტს მშრალ ხიდზე გაყიდოს , რომელიც დიდად ისედაც არ მოსწონს და
ფიქრობს, რომ სარფიანი გარიგება გამოუვა, თუ მას 150 ლარად გაჰყიდის იქ. ანა
ლარნაკით ხელში მიდის მშრალ ხიდზე. მოვაჭრე გელა კარგად ერკვევა ძველ,
ძვირფას ნივთებში. მან იცი, რომ ლარნაკი სულ მცირე 7.000 ლარი ღირს და
უბედნიერესი თანხმდება ანას შეთავაზებას, შეიძინოს ლარნაკი 50 ლარად. ანაც
ბედნიერია, მან ყოველგვარი ლოდინისა და წვალების გარეშე „გაასაღა“ ძველი
ნივთი. ის კმაყოფილი ბრუნდება სახლში და მეორე დღისთვის გეგმავს
მეგობრებთან ერთად გასეირნებას მიღებული ფულის იმედით. საღამოს ანასთან
დეიდა ქეთო შეივლის სტუმრად, რომლისგანაც ანა შემთხვევით შეიტყობს
ლარნაკის რეალურ ფასს. მეორე დღეს ანა დილაუთენია მიდის მშრალ ხიდზე,
პოულობს გელას და ეუბნება, რომ დიდი სისულელე ჩაიდინა ლარნაკი რომ 150
ლარად გაყიდა. ის თურმე იმაზე ბევრად ძვირფასი ყოფილა, ვიდრე მას ეგონა.
შეუძლია თუ არა ანას ლარნაკის დაბრუნება?

ამოხსნა : შესაძლოა ანამ ჰქონდეს უფლება გელას მოითხოვოს ლარნაკის უკან


დაბრუნება სკ-ის 976 მუხლის I ნაწილის ა ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამისთვის ანას გელასთვის უნდა გადაეცა რაიმე ვალდებულების შესრულების


მიზნით და ეს ვალდებულება არ ან აღარ უნდა არსებობდეს .

რაიმე არის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებელი , რითიც იზრდება პირის


ქონება . მოცემულ შემთხვევაში ანამ გელას გადასცა ლარნაკი , რომელსაც
გააჩნია ქონებრივი ღირებულება და ამრიგად არის რაიმე.

ამასთან , აუცილებელია , პირი თვლიდეს , რომ კონკრეტული მოცემულობიდან


გამომდინარე ის ვალდებულია რაიმეს გადაცემაზე .

ჩვენს შემთხვევაში ანამ გელას ლარნაკი გადასცა გაყიდვის მიზნით . ამ


ურთიერთობაში ანა იქნებოდა გამყიდველი , რომლის ვადლებულებაცაა
მყიდველისთის , ანუ გელასთვის ნივთის - ლარნაკის გადაცემა . ანა სწორედ ასე
მოიქცა და ამრიგად, შეასრულა თავისი, როგორც გამყიდველის
ვალდებულება. ამრიგად , გელა ყიდულობს ლარნაკს , რაც იმაზე მიგვანიშნებს ,
რომ ნასყიდობა შედგა (სკ-ის 477 მუხლის I ნაწილის მიხედვით).

ვალდებულება წარმოიშობა ან კანონიდან ან ხელშეკრულებიდან , ვინაიდან


მოცემულ შემთხვევაში საუბარია სავარაუდოდ უკვე დადებული ხელშეკრულების
დასრულებაზე, რაზეც მიანიშნებს ანას ქმედება, რომელიც უკმაყოფილოა
გელასთან დადებული გარიგებით და ამიტომაც მიდის მასთან, მიზანშეწონილი
იქნება განვიხილოთ, ხომ არ გვაქვს სახეზე გარიგების ბათილობა შეცილების
გზით.

იმისათვის, რომ შეცილება იყოს ნამდვილი, საჭიროა შეცილების საფუძველი (სკ-


ის 79I). შეცილების საფუძველი შეიძლება იყოს არსებითი შეცდომა, მოტყუება ან
იძულება. ვინაიდან ანამ თავდაპირველად არ იცოდა ლარნაკის რეალური
ღირებულება და მას ის უბრალო ნივთი ეგონა, შესაძლოა სახეზე გვქონდეს
არსებითი შეცდომა. არსებითი სახის შეცდომა არის: შეცდომა გარიგების
სახეობაში ან შეცდომა გარიგების შინაარსში ან გარიგებისთვის საფუძვლად
დადებულ რომელიმე მნიშვნელოვან გარემოებაში (სკ-ის 73).
გარიგების შინაარსი პირველ რიგში არის მისი არსებითი პირობები, რომლებზე
შეუთანხმებლადაც ხელშეკრულება უშინაარსოა, ვერ დაიდება (327 I, მაგ. 477 I და
II). ამრიგად, გარიგების შინაარსში შეცდომა არის მის არსებით პირობებში
შეცდომა. ამ შემთხვევაში, ეს არის ნივთი და ფასი. ფაბულის მიხედვით ანას აქვს
უძვირფასესი ნივთი, რომლის ღირებულების შესახებ არ აქვს წარმოდგენა. ანას
ლარნაკი ჰგონია თავიდან მოსაშორებელი ნივთი და წარმოდგენაც არ აქვს, რომ
საქმე აქვს ანტიკვარულ ნივთთან. შესაბამისად ანა შეცდა ნივთის თვისებაში და
მის ღირებულებაში, რაც ნიშნავს, რომ ანამ დაუშვა არსებითი სახის შეცდომა -
შეცდა გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა. ამრიგად სახეზეა
შეცილების საფუძველი.

შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ (სკ-ის 59 I მე-


2 წინადადება, 79 I), რაც ნიშნავს ნებისმიერი ფორმით მეორე მხარისთვის იმის
შეტყობინებას, რომ პირს აღარ სურს გარიგებაში მონაწილეობა.ფაბულის
მიხედვით, ანა მიდის მშრალ ხიდზე, პოულობს გელას და აცხადებს, რომ დიდი
სისულელე ჩაიდინა, ლარნაკი რომ 150 ლარად გაყიდა. ის თურმე იმაზე ბევრად
ძვირფასი ყოფილა, ვიდრე მას ეგონა. შესაბამისად, სახეზეა შეტყობინება. ამ
შეტყობინებისთვის კანონი აწესებს ერთ-თვიან ვადას (სკ-ის 79 I), რომელიც
აითვლება შეცილების საფუძვლის შესახებ შეტყობის მომენტიდან. ანას მიერ
შეტყობინების განხორციელება მოხდა გელას მიმართ მეორე დღესვე.
შესაბამისად დაცულია ვადაც და ამით სახეზეა ნამდვილი შეცილება.

სკ-ის 59-ის მეორე ნაწილის მიხედვით საცილო გარიგება ბათილია მისი დადების
მომენტიდან. ვინაიდან უკვე დადებული ხელშეკრულება გაბათილდა ნამდვილი
შეცილების გზით სკ-ის 59 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სახეზე
ვალდებულების შეწყვეტა და ამით 976 I ა-ს სამივე წინაპირობა.

ამრიგად, ანას შეუძლია გელას მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება სკ-ის 976-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

კაზუსი 6

ფაბულა - ეკას მშობლების ქორწინების დღისთვის უნდა მათი საყვარელი


მხატვრის ელ. ახვლედიანის ნახატის შეძენა. ის კოლექციონერი ნინას საიტზე
ნახავს ამ მხატვრის ნახატს, ფასი - 600ლ. აღფრთოვანებული ეკა მაშინვე
ურეკავს ნინას, უთანხმდება მას და ურიცხავს კიდეც თანხას ნახატის შესაძენად.
მას მეორე დღესვე მოაქვს სახლში ნახატი და დიდი სიხარულით გადასცემს
მშობლებს.
ნახატის წამოღებიდან 20 დღის შემდეგ ნინა ტელეფონით უკავშირდება ეკას და
აცნობებს, რომ ფასი შეშლია. ნახატი სინამდვილეში 6000 ლ. ღირს და თხოვს
ეკას მის უკან დაბრუნებას.
მართებულად თუ არა?
ამოხსნა : შესაძლოა ნინამ მოითხოვოს ეკასგან ნახატის დაბრუნება სსკ-ის 976-ე
მუხლის პირველი ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამისათვის ეკას ნინოსთვის უნდა გადაეცა რაიმე, ვალდებულების


შესასრულებლად და ეს ვალდებულება არ ან აღარ უნდა არსებობდეს.

რაიმე ნიშნავს ნებისმირი სახის ქონებრივ სარგებელს, რითაც იზრდება პირის


ქონება. ეკამ ნინას გადაუხადა 600 ლარი ნახატისთვიდ. 600 ლარი არის
ქონებრივი სარგებელი, რითაც ნინას ქონება გაიზარდა. ანუ 600 ლარი არის
რაიმე.

ვალდებულების შესრულება გამომდინარეობს ან კანონიდან ან


ხელშეკრულებიდან. ფაბულაში საუბარია იმაზე, რომ ეკა ურეკავს ნინას,
უთანხმდება მას და ურიცხავს კიდეც თანხას ნახატის შესაძენად. მას მეორე
დღესვე მოაქვს სახლში ნახატი. სავარაუდოდ აქ საუბარია ნასყიდობის
ხელშეკრულებაზე. ნასყიდობა, რომ ნამდვილი ყოფილიყო ეკას ნინასთვის უნდა
გადაეხდა 600 ლარი ნახატის ფასი, ფაბულიდან ჩანს, რომ ის ასეც მოიქცა,
შესაბამისად, ივარაუდება, რომ მხარეები ამისათვის სათანადო წესით
შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირითად პირობებზე.

ვალდებულება არ ან აღარ უნდა არსებობდეს - ეს ვალდებულება ან თავიდან


უნდა იყოს ბათილი ან შემდგომ უნდა შეწყდეს. შესაძლოა ნინას მოთხოვნა ეკას
მიმართ ნივთის გადაცემის თაობაზე შეწყდა ამ უკანასკნელის მიერ შეცილების
გზით, ვინაიდან იგი ეკას ნახატის უკან დაბრუნებას სთხოვს.

იმისათვის, რომ შეცილება არსებობდეს აუცილებელია შემდეგი წინაპირობები:


შეცილების საფუძველი, შეტყობინება შეცილების შესახებ (მეორე მხარის მიმართ
(სსკ-ის 72-ე მუხლი)) და შეცილების ვადის დაცვა (სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი
ნაწილი).

შეცილების საფუძველი - მოცემულ კაზუსში ნინას ეკასგან ნახატის დაბრუნება


სურს, ვინაიდან მას ფასი შეეშალა. შესაბამისად, შესაძლოა შეცილების
საფუძველი იყოს არსებითი შეცდომა ნების გამოვლენისას (სსკ-ის 72-ე მუხლი).
შეცდომა ნიშნავს ნებისა და მისი გამოვლენის გაუცნობიერებელ აცდენას.
არსებითია შეცდომა, როდესაც იგი მიზეზობრივ კავშირშია გარიგების
დადებასთან, ანუ ამ შეცდომის გარეშე გარიგების ამ ფორმით დადება არ
მოხდებოდა. სსკ-ის 73 მუხლი არსებით შეცდომად ითვალისწინებს ისეთ
შემთხვევებს, როდესაც: ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის,
რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში,
რომლის დადებაც მას სურდა; გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც
მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ
გარიგების საფუძვლად.

მოცემულ შემთხვევაში ნინა ამბობს, რომ მან ფასის მითითებისას დაუშვა


შეცდომა. გარიგების შინაარსში კი ცდომილება არაა სახეზე, ვინაიდან ნინას
ნების გამოვლენა მიმართული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისკენ,
რომელიც კაზუსში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით არის გარიგების
სწორი ფორმა. შესაბამისად, აქ შეცდომა შესაძლოა გამომდინარეობდეს არა
გარიგების სახეობაში, არამედ მის შინაარსში (სსკ-ის 73-ე მუხლის ‘’ბ’’
ქვეპუნქტი). მართლაც, ნინას სურდა 6000 ლარის მითითება და მან შეცდომით
მიუთითა 600 ლარი.

საკითხავია რა სახის შეცდომაა სახეზე განსახილველ კაზუსში. ნინამ შეცდომა


დაუშვა ფასის მითითებისას. ფასი არის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი
პირობა, რომელზეც უშეცდომო შეთანხმების მიღწევა არის ნამდვილი
ნასყიდობის მნიშვნელოვანი პირობა. შესაბამისად, ამ კაზუსში მოცემული
შეცდომა არის არსებითი და მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან. კერძოდ, ნინას
რომ არ შეშლოდა ნახატის ფასი, იგი ამ ფორმით, ეკასთან არ შეთანხმდებოდა.

ნათელია, რომ სახეზეა სსკ-ის 73-ე მუხლის ‘’ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული


შეცდომა და ამით გარიგების შეცილების საფუძველი სსკ-ის 72-ე მუხლის
მიხედვით.

შეცილების ნამდვილობისთვის აუცილებელია მეორე მხარისთვის შეტყობინება


შეცილების თაობაზე. ასევე, აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალური
შეტყობინება, სადაც ნახსენები იქნება სიტყვა ,,შეცილება’’, საკმარისია
შეტყობინების შინაარსიდან იკვეთებოდეს, რომ პირს სურს გათავისუფლდეს
გარიგებით ნაკისრი ვალდებულებისგან გარკვეული მიზეზების გამო. მოცემულ
კაზუსში ნინამ ეკას განუცხადა, რომ იგი შეცდა ფასის მითითებისას, ამით იგი
აცხადებს, რომ მზად არ არის აიღოს თავის თავზე შეცდომით განსაზღვრული
ვალდებულება (600 ლარად ახვლედიანის ნახატის გადაცემა. ნინას ამ
განცხადებით სახეზეა შეტყობინება შეცილების შესახებ.

კანონი შეცილებისთვის ერთთვიან ვადას ითავლისწინებს (სსკ-ის 79-ე მუხლის


პირველი ნაწილი). ვადის ათვლა ხდება შეცილების ათვლის მომენტიდან. ამ
შემთხვევაში ნახატის წამოღებიდამ 20 დღის შემდეგ დააყენა ნინამ შეცილება.
ამგვარად, შეცილების ვადა დაცულია. ანუ, ნინამ განახორციელა ნამდვილი
შეცილება სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად.
გამოდის, რომ მოთხოვნა შეწყდა, ნინასა და ეკას შორის გარიგება ბათილია
ნინას ნამდვილი შეცილების შედეგად.

ამრიგად, ნინას შეუძლია მოითხოვოს ეკასგან ნახატის დაბრუნება სსკ-ის 976-ე


მუხლის პირველი ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

You might also like