You are on page 1of 2

ანი სანამაშვილი

მე-3 ჯგუფი
,,კაზუსი ძველი ველოსიპედი’’
ამოხსნა:

ჰიპოთეზა: დათოს შესაძლებელია ჰქონდეს ლაშასგან 100 ლარის


მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
ამისთვის საჭიროა სახეზე გვქონდეს ლაშასა და დათოს შორის
დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ნამდვილი ნასყიდობის
ხელშეკრულება რომ სახეზე იყოს უნდა არსებობდეს ორი
ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა ოფერტისა და აქცეპტის სახით,
რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით
პირობებზე სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად. ასევე არ უნდა
არსებობდეს ხელშეკრულების ნამდვილობის შემაფერხებელი
გარემოებები.
ოფერტი არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომლითაც ერთი მხარე
სთავაზობს მეორეს ხელშეკრულების დადებას და დამოკიდებულია
მის პასუხზე. სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება
შეთავაზებულად თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი
ან რამდენიმე პირისადმი გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი
ანუ ოფერენტი თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს
თავისი წინადადება. დათოს მიერ ლაშას მიმართ შეთავაზებული
წინადადება თავისი ველოსიპედის გაყიდვასთან დაკავშირებით
ნამდვილად არის ოფერტი.
ლაშამ დათოს შეთავაზებაზე, რომელიც ამ უკანასკნელმა ფეისბუქით
შესთავაზა, თანხმობა განაცხადა. აქედან გამომდინარე ლაშა
შეგვიძლია ჩავთვალოთ აქცეპტად. ხოლო ამ ყველაფრიდან
გამომდინარე რახან მესენჯერის მეშვეობით განხორციელდა
ოფერტიც და აქცეპტიც ლაშასა და დათოს შორის დადებული
ხელშეკრულება ნამდვილია.

დასკვნა: დათოს აქვს ლაშასგან 100 ლარის მოთხოვნის უფლება


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის
საფუძველზე.

You might also like