You are on page 1of 5

2022 წელი/ საგანი: „სახელშეკრულებო სამართალი“/ფინალური გამოცდა/ მაქსიმალური ქულა-30/საგამოცდო დრო- 3 სთ.

საბოლოო შეფასება:_________/ქულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამართლის სკოლა

სახელი, გვარი: თორნიკე ზარანდია /თარიღი: 22/02/2022/ ჯგუფი: მე-6/

კაზუსები უნდა ამოიხსნას კაზუსის ამოხსნის მეთოდიკის შესაბამისად

კაზუსების ამოხსნისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ნაშრომი უნდა დააბრუნოთ მეილზე lali.chkheidze@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 21:00 საათისა

გთხოვთ, ნაშრომი დამიბრუნოთ ვორდის ფორმატში და ფაილს დააწეროთ თქვენი სახელი და


გვარი

კაზუსი 1 (15 ქულა)

ელენე გადაწყვეტს, ნიკოს თავისი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები


მიჰყიდოს. მხარეები ხელშეკრულების პირობებზე თანხმდებიან და ელენე დაუყოვნებლივ იწყებს
ნასყიდობის საგნის “მისი ნივთებისგან განთავისუფლებას”. როდესაც ელენე ხელოსნებს ურეკავს
სამზარეულოს ჩაშენებული კარადების, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო
აუზთან მოწყობილი წყლის სასრიალოს დემონტაჟის განსახორციელებლად, ნიკო აღშფოთებას ვერ
მალავს. ის დარწმუნებულია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ შეიძლება დამოუკიდებელ
ნივთად იქნეს განხილული და ისინი მან შეიძინა როგორც მიწის ნაკვეთისგან განუყოფელი ქონება.
ელენეს ამ შეხედულებაზე ეცინება და ნიკოს განუმარტავს, რომ “თითოეული მათგანი მხოლოდ
ჭანჭიკებით არის დამაგრებული და მათ განცალკევებას მხოლოდ ხელმარჯვე ოსტატის ქანჩი
სჭირდება.”
აქვს ნიკოს ელენეს მიმართ რაიმე მოთხოვნა სამზარეულოს ჩაშენებული კარადების, სახლის აივნის
ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო აუზთან მოწყობილ წყლის სასრიალოსთან მიმართებით?

კაზუსი 2 (15 ქულა)

16 წლის ანი რამდენიმე წელია ოცნებობს ძვირადღირებული ვიოლინოს შეძენაზე. ვიოლინოს


შესახებ ინფორმაცია ანტიკვარული საქონლით მოვაჭრე ბენოს თავის ვებგვერდზე აქვს
განთავსებული და ამ უნიკალური ექსპონატის ღირსებების ჭეშმარიტ დამფასებელს მოთმინებით
ელოდება. ანის სიყვარული ვიოლინოს მიმართ იმდენად დიდია, რომ უკვე გულწრფელ
შეშფოთებას იწვევს როგორც მის მშობლებში, რომლებიც ვიოლინოს შეძენაზე მას თანხმობას არ
აძლევენ, ისე მის შეყვარებულ გიოში, რომელიც ვიოლინოს ნამდვილ ღირსებებს ვერ ხედავს, თუმცა
თავს მაინც ხშირად იჭერს ეჭვიანობის განცდებში. სწორედ ამ უკანასკნელის გამბედავ
2022 წელი/ საგანი: „სახელშეკრულებო სამართალი“/ფინალური გამოცდა/ მაქსიმალური ქულა-30/საგამოცდო დრო- 3 სთ.

გადაწყვეტილებას, დაეთანხმებინა ანი ქორწინებაზე, მოჰყვა ანისა და ბენოს ოცნების ასრულება –


მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ანი უსაზღვროდ ბედნიერია, მიუხედავად იმისა,
რომ მას ვიოლინოს საფასურის გადასახდელად გრძელვადიანი საბანკო სესხის აღება სჭირდება. ანის
მშობლები ამ გარიგების დადების კვლავ წინააღმდეგნი არიან. გიო ფიქრს მისცემია, მისთვის
აუხსნელია, ანის უსაზღვრო ბედნიერების წყარო ის თავად არის, თუ ისევ ვიოლინოზე უნდა
იეჭვიანოს.
აქვს ანის ბენოს მიმართ რაიმე მოთხოვნა?  

ამოხსნა: 1-ლი კაზუსი:

სამოქალაქო კოდექსის 477 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაძლოა ნიკოს ჰქონდეს უფლება
მოითხოვოს ელენესგან უძრავი ქონება თავისი ჩაშენებული სამზარეულოს კარადებით, სახლის
აივნის ანტიკვარული მოაჯირით და საცურაო აუზთან მოწყობილი წყლის სასრიალოთი,
რადგან ეს ყოველივე არის შემადგენელი ნაწილი, ელემენტი უძრავი ქონებისა, რომელიც ნიკომ
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ელენესგან შეიძინა.

მოთხოვნის წარმოშობისთვის ელენესა და ნიკოს შორის სახეზე უნდა იყოს ნასყიდობის


ხელშეკრულება, რომლის წინაპირობებს წარმოადგენს ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა,
კერძოდ, ნამდვილი ოფერტი და ნამდვილი აქცეპტი (შდრ. სკ-ის 329-ე და მომდევნო მუხლები).
მოცემული კაზუსიდან იკვეთება, რომ სახეზეა ნამდვილი ოფერტი და ნამდვილი აქცეპტი, ანუ
ივარაუდება, რომ ორმხრივი გარიგების ორივე მხარე პირობებზე შეთანხმდნენ.

პირველ რიგში გასაანალიზებელია, ხომ არ შეიძლება რომელიმე მათგანის განცალკევებამ მისი


ან ძირითადი ნივთის დანიშნულების მოსპობა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ეს ნივთი სსკ-ის 150-
ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ნივთის შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა. ცხადია,
მასზე ცალკე უფლების არსებობა გამოირიცხებოდა და ნიკოს მოთხოვნის არსებობა უკვე ამ
გარემოებიდან გამომდინარე დადასტურდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში სამზარეულოს ჩაშენებული კარადები, სახლის აივნის ანტიკვარული


მოაჯირი და საცურაო აუზთან მოწყობილი წყლის სასრიალო ძირითადი ნივთისგან
განცალკევებით არ კარგავს სხვადასხვაგვარ დანიშნულებას. ბუნებრივია, ეს არ გამოიწვევს
ძირითადი ნივთის - მიწის ნაკვეთისა თუ უძრავი ქონების (სახლის) - არც განადგურებასა და
არც დანიშნულების მოსპობას.

აქედან გამომდინარე, ისინი, სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად,
შესაძლოა ვერ განიხილებოდეს ნივთის შემადგენელ ნაწილად. აქვე გასაანალიზებელია, ხომ არ
შეიძლება, ეს ნივთები საკუთვნებლად იქნეს განხილული, სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი
ნაწილიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში ისინი სამართლებრივად ან სხვა მხრივ შეიძლება
განიხილებოდნენ ცალკე უფლების ობიექტად, თუმცა მოექცეოდნენ სპეციალურ საართლებრივ
ჩარჩოში და გაიაზრებდნენ იმ ძირითადი ქონების ბედს, რომელთანაც სხვადასხვაგვარი,
მაგალითად ეკონომიკური თვალსაზრისით არიან დაკავშირებულნი. ეს რომ ასე არ მოხდეს,
აუცილებელია მხარეთა ხელშეკრულებაში სპეციალური დათქმის გაკეთება, რომ მათზე უნდა
გავრცელდეს ძირითადი ნივთისგან განსხვავებული სამართლებრივი შედეგი.
2022 წელი/ საგანი: „სახელშეკრულებო სამართალი“/ფინალური გამოცდა/ მაქსიმალური ქულა-30/საგამოცდო დრო- 3 სთ.

შესაბამისად დასადგენია რამდენად შესაძლებელია ჩაითვალოს ეს ნივთები საკუთვნებლად. ის,


რომ მხარეებს მათზე სპეციალური შეთანხმება არ ჰქონიათ, საქმის გარემოებებიდან
დადგენილია და დამატებით გამოკვლევას შესაძლოა არ საჭიროებდეს. ამდენად, თუ ისინი
საკუთვნებლად ჩაითვლებიან, ნიკო ძირითად ქონებასთან ერთად მოიპოვებს მათზეც სსკ-ის
477-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას. საკუთვნებლად განხილვისთვის
მითითებული საგნებიდან თითოეული უნდა იყოს განცალკევებადი მოძრავი ნივთი.

ამ შემთხვევაში დასაშვებად უნდა ჩაითვალოს, რომ დემონტაჟის ანუ განცალკევების შემდეგ


თითოეული მათგანი შესაძლებელია გადაადგილებულ იქნეს და კვლავ დამონტაჟებული მათი
სხვადასხვა გამოყენება- დანიშნულებისამებრ. შესაბამისად, ეს წინაპირობა
დაკმაყოფილებულია. აქვე უნდა დასტურდებოდეს ამ ნივთების ძირითად ნივთთან
დანიშნულებრივი კავშირი. ამ შემთხვევაში, სამზარეულოს ჩაშენებული კარადები, სახლის
აივნის ანტიკვარული მოაჯირი და საცურაო აუზთან მოწყობილი წყლის სასრიალო
დაკავშირებულია სახლსა და მიწის ნაკვეთთან. ამასთან, თითოეული მათგანის
დაქვემდებარებაც, ანუ მთავარი ნივთის სამსახურისთვის მოაზრებაც, არ ქმნის სირთულეს:
კარადა ესაჭიროება სამზარეულოს, მოაჯირი აივანს, წყლის სასრიალო აუზს, და არა პირიქით.

და ბოლოდ, კონკრეტული შეხედულების თვალსაზრისით შესაძლოა არ იყოს სადავო


ჩამოთვილთაგან თითოეულის საკუთვნებლად განხილვა. ისინი დამოუკიდებელი
მნიშვნელობის მქონედ, როგორც წესი, არ მიიჩნევიან. ზოგადად, გააზრებულად და
გაზიარებულად შესაძლოა ჩაითვალოს შეხედულება რომ მათი სხვადასხვა მხრივი
დანიშნულება სხვა ნივთის სამსახურით და კავშირით ვლინდება, ანუ ეს ნივთები შესაძლოა ვერ
იქნენ განხილულნი საკუთვნებლად.

დასკვნა: ნიკოს შესაძლოა ჰქონდეს უფლება ელენეს მიმართ სამზარეულოს ჩაშენებული


კარადების, სახლის აივნის ანტიკვარული მოაჯირისა და საცურაო აუზთან მოწყობილ
სასრიალოზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაბამისად.

ამოხსნა: მე-2 კაზუსი:

სამოქალაქო კოდექსის 477 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაძლოა ანის ჰქონდეს ბენოს
მიმართ ვიოლინოსა და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა.

სსკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც
იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე. შესაბამისად, ქორწინებით ხორციელდება 16
წლის ასაკს მიღწეული პირის სრული ემანსიპაცია, ანუ არასრულწლოვნის უფლებრივი
სტატუსის გათანაბრება ქმედუნარიან პირთან. სსკ-ის 1108-ე მუხლის 1-ლი ნაწილით საქორწინო
ასაკად ასევე 18 წელია დადგენილი, თუმცა იგივე მუხლის მე-2 ნაწილით შესაძლოა 16 წლის
პირიც დაქორწინდეს, რისთვისაც საჭიროა მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის
წერილობითი სახის თანხმობა ქორწინებაზე. ამავდროულად, სსკ-ის 1108-ე მუხლის მე-3
2022 წელი/ საგანი: „სახელშეკრულებო სამართალი“/ფინალური გამოცდა/ მაქსიმალური ქულა-30/საგამოცდო დრო- 3 სთ.

ნაწილის თანახმად, თანხმობაზე მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის უარის


შემთხვევაში საპატიო მიზეზის არსებობისას დასაქორწინებელ პირთა განცხადების
საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა სასამართლოსაც შეუძლია. კანონიერი
წარმომადგენლის ან სასამართლოს ნებართვა ადრეულ ქორწინებაზე, იმავდროულად ნიშნავს
თანხმობას რომ არასრულწლოვანს მიენიჭოს შეუზღუდავ ქმედუნარიანობასთან
გათანაბრებული პირის სტატუსი, ანუ მოხდეს მისი ემანსიპაცია.

ანის მოთხოვნის სამართლიანობისთვის ბენოს მიმართ, საჭირო წინაპირობაა ანისა და ბენოს


შორის დაიდოს ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის წინაპირობებს წარმოადგენს
ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა, კერძოდ, ნამდვილი ოფერტი და ნამდვილი აქცეპტი
(შდრ. სკ-ის 329-ე და მომდევნო მუხლები).

მოცემული კაზუსიდან უტყუარად დასტურდება მათ შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი,


თუმცა საყურადღებო და გასაანალიზებელია, თუ რამდენად შეეძლო ანის მსგავსი შესაბამისი
გარიგების დადება მშობლების ნებართვისა და თანხმობის გარეშე.

უნდა განვიხილოთ ის, რომ შესაძლებელია ანის აღარ დასჭირვებოდა მათი თანხმობა, თუ
მოხდებოდა მისი სრული ემანსიპაცია. სკ-ის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სრული
ემანსიპაციის წინაპირობაა ქორწინება. თავის მხრივ, ქორწინების წინაპირობაა სსკ-ის 1108-ე
მუხლის მე-2 ნაწილით 16 წლის ასაკს მიღწევა და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქორწინებაზე თანხმობის უფლება სასამართლოსაც აქვს, სსკ-
ის 1108-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

კაზუსში უზუსტობას და დაბნეულობას იწვევს ის, რომ აღარ ჩანს ქორწინებაზე თანხმობა
მშობლებმა, ანუ კანონიერმა წარმომადგენლებმა განაცხადეს თუ სასამართლომ. თუმცა
კაზუსშივე ჩანს უტყუარად რომ საბოლოოდ ანიმ იქორწინა, შესაბამისად მოხდა ანის სრული
ემანსიპაცია, რაც ნიშნავს იმას რომ ან სასამართლო ან კანონიერი წარმომადგენელი
აუცილებლად გამოთქვამდა თანხმობას რომელიმე ერთი, რადგან ამ თანხმობის გარეშე მისი
ემანსიპაციაც ვერ მოხდებოდა, თუმცა ეს კაზუსში სიტყვა სიტყვით არ ჩანს. უკვე ემანსიპაციის
მომენტიდან კი ანის შეუძლია დამოუკიდებლად შეიძინოს უფლებები და იტვირთოს, იკისროს
მოვალეობები, ვალდებულებები, დადოს გარიგებები, ხელშეკრულებები. ამდენად, ანის მიერ
ბენოსთან ხელშეკრულების გაფორმება არ საჭიროებს მშობლების თანხმობას. იგი ნამდვილ
გარიგებას წარმოადგენს.

დასკვნა: საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ანისა და ბენოს შორის დადებული გარიგება იქნება
ნამდვილი, შესაბამისად ანის ბენოს მიმართ შესაძლოა ჰქონდეს ვიოლინოსა და მასზე
საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე
მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაბამისად.
2022 წელი/ საგანი: „სახელშეკრულებო სამართალი“/ფინალური გამოცდა/ მაქსიმალური ქულა-30/საგამოცდო დრო- 3 სთ.

You might also like