You are on page 1of 7

ფაკულტეტი: იურიდიული

საგანი: ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი 2

პედაგოგის გვარი, სახელი: ლექტორი - თამარ გვარამაძე, სემინარების


ხელმძღვანელები: მარიამ გრიგალაშვილი, გვანცა ხარებავა

გამოცდის შეფასება: მაქსიმალური შეფასება 40 ქულა

სტუდენტი: მერმანიშვილი ნინო

გამოცდის  ხანგრძლივობა: 6 საათი

ნაშრომები გამოაგზავნეთ lms.tsu.ge-ს მეშვეობით ან მეილზე:


zogadiadm2@gmail.com

ვარიანტი №2

კაზუსი
ნინოსა და გიორგის საცხოვრებელ სახლს აქვს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლის სტატუსი. 2021 წლის 17 აგვისტოს მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, შპს
„მშენებელს“ მიეცა 5-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის
მშენებლობის ნებართვა, ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი შპს
„ექსპერტიზის“ დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, საპროექტო მიწაზე
განხორციელებული მშენებლობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს
საფრთხე არ ექმნებოდა.
ნინოსა და გიორგის მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ „ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ 2021 წლის 23
აგვისტოს გამოსცა დასკვნა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ვიზუალური
დათვალიერებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტექნიკური
მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, აუცილებელია შენობის ტექნიკური
მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის
საფუძველზე, შენობის გაძლიერება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული
გამაგრების პროექტის მიხედვით.
2021 წლის 14 სექტემბერს ნინომ და გიორგიმ განცხადებით მიმართეს თბილისის
მუნიციპალურ ინსპექციას, წარუდგინეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021 წლის 23 აგვსიტოს დასკვნა
და მოითხოვეს არ დაეშვათ მომიჯნავე საპროექტო მიწაზე მშენებლობა 2021 წლის
17 აგვისტოს ნებართვის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული მშენებლობა
საფრთხეს შეუქმნიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
მუნიციპალური ინპექციის მიერ 2021 წლის 28 სექტემბერს მიღებულ იქნა
დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის
წარდგენამდე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა 2021 წლის 17 აგვისტოს
მშენებლობის ნებართვით შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების - მომიჯნავე
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-გაძლიერებითი პროექტით
გათვალისწინებული სამუშაოების პარალელურად უსაფრთხო განხორციელების
შესაძლებლობა.
2021 წლის 1 ნოემბერს შპს „მეშენებელის“ წარმომადგენელმა მარიამმა საჩივრით
მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა მშენებლობის შეჩერების შესახებ
დადგენილების ბათილად ცნობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მშენებლობის
ნებართვის მიღებისას წარდგენილი შპს „ექსპერტიზის“ დასკვნით
დადასტურებული იყო მომიჯნავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე
ზეგავლენის არ არსებობა. საჩივარში მითითებული შუამდგომლობით შპს
„მშენებელმა“ მოითხოვა მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 სექტემბრის
მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მოქმედების შეჩერება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 მუხლის
„დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან საჩვრის ავტორის განმარტებით
მშენებლობის შეჩერება მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს გამოიწვევდა
კომპანიისთვის.
2021 წლის 10 ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიის წერილით შპს „მშენებელს“
დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმომადგენლობის უფლებამოსილების
დამდასტურებელი დოკუმენტისა და გასაჩივრებული აქტის/აქტების წარდგენა 2
დღეში.
2021 წლის 15 ნოემბერს შპს „მშენებელის“ წარმომადგენელმა მარიამმა ხარვეზის
შევსების მიზნით მერიას წარუდგინა დასახელებული დოკუმენტები და
მიუთითა, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო დადგნილ ვადაში ვერ
გამოასწორა ხარვეზი.
2021 წლის 20 ნოემბრის გადაწყვტილებით შპს „მშენებელის“ საჩივარი წარმოებაში
იქნა მიღებული, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს მშენებელის
შუამდგომლობა და შეჩერდა მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28
სექტემბრის დადგენილების მოქმედება, ამასთან, მითითებული
გადაწყვეტილებით საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2021 წლის 30 ნოემბერს,
რის შესახებ სატელეფონო საუბრით, შპს „მშენებელის“ წარმომადგენელს ეცნობა
2021 წლის 25 ნოემბერს.
2021 წლის 30 ნოემბერს გამართულ ზეპირ განხილვაში მონაწილეობა მიიღო შპს
„მშენებელმა“, რომლის წარმომადგენელმა მარიამმა მხარი დაუჭირა საჩივარს.
ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით
საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული
დადგენილება.
კითხვა: გთხოვთ, იმსჯელოთ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებაზე.
ამოხსნა:
ფორმალური კანონიერება:
უფლებამოსილება: ინდ.აქტი საგნობრივად და ტერიტორიულად
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა იქნეს გამოცემული.
საგნობრივი უფლებამოსილება გულისხმობს იმას,არის თუ არა ადმ. ორგანო
უფლებამოსილი მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი
ურთიერთობა,ხოლო ტერიტორიული უფლებამოსილება გულისხმობს
საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო ტერიტორიას. თბილისის
მუნიციპალურ ინსპექციას ჰქონდა უფლებამოსილება მიერღო დადგენილება
მშენებლობის შეჩერების შესახებ, ვინაიად იგი როგორც საგნობრივ ისე
ტერიტორიულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს,რადგან ფაბულის მიხედვით
საწინააღმდეგო არ დგინდება.
წარმოების სახე: ადმინისტრაციული წარმოება არის ადმ.ორგანოს
საქმიანობა ,რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მომზადების,გაცემისა და აღსრულებისკენაა მიმართული. საქმიანობის ამ
პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა. განსაკუთრებითაა
გამოსაყოფი ის მოთხოვნები,რომლებიც ინდ.აქტის კანონიერების საფუძველია.
ესენია, ადმ. წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა,კანონით
გაუთვალისწინებელი მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა,დაინტერესებული
მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და ა.შ. აღნიშნულ შემთხვევაში
სახეზეა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება,ვინაიდან სზაკ-ის 72.2 მუხლის
თანახმად თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული
წარმოების გამოყენებას,ადმ.ორგანო ინდ.აქტს ამზადებს მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით. აქედან გამომდინარე,იგულისხმება,რომ
ინდ.აქტის გამოცემა აღნიშნული წარმოების სახის გამოყენებით მოხდა.
აქტის ფორმა: სზაკის 51-ე მუხლის მიხედვით, ინდ.აქტი შეიძლება გამოიცეს
წერილობით ან ზეპირი ფორმით. აღნიშნულ შემთხვევაში მიღებულია
დადგენილება,რაც ცალსახად წერილობითი ფორმით იქნება გამოცემული.
დასაბუთება: ყოველი წერილობით გამოცემული ინდ.აქტი უნდა შეიცავდეს
წერილობით დასაბუთებას .მასში უნდა იყოს მოცემული ის სამართლებრივი და
ფაქტობრივი წანამძღვრები,რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს ინდ.აქტი. თუ
ადმ. ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე მოქმედებდა, იგი
ვალდებულია,აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე,რომლებიც
საფუძვლად დაუდო თავის გადაწყვეტილებას. ფაბულის მიხედვით,თბილისის
მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო დადგენილება მშენებლობის შეჩერების
შესახებ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენამდე, რომლითაც
უზრუნველყოფილი იქნებოდა 2021 წლის 17 აგვისტოს მშენებლობის ნებართვით
შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოების - მომიჯნავე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-გაძლიერებითი პროექტით გათვალისწინებული
სამუშაოების პარალელურად უსაფრთხო განხორციელების შესაძლებლობა.
აღნიშნული შინაარსი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს,რომ გამოცემული
ინდ.აქტი იყო დასაბუთებული.
გასაჩივრებაზე მითითება: კანონიერ ინდ. აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო და
მისი მისამართი,სადაც შეიძლება ამ აქტის გასაჩივრება,ასევე აუცილებელია
მითითება საჩივრის შეტანის ვადაზე. თუმცა პრაქტიკის მიხედვით ამ მოთხოვნის
დაუცველობა არ იწვევს ინდ.აქტის კანონწინააღმდეგობას ან ბათილობას. კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე ნათელია,რომ ადმ.ორგანოს გასაჩივრებაზე მითითება
არ ჰქონია,თუმცა,როგორც უკვე აღვნიშნე,ეს გარემოება ინდ.აქტის ბათილობის
საფუძველი ვერ გახდება.
მოცემულობის მიხედვით,ნინომ და გიორგიმ აღნიშნულ ადმინისტრაციულ
ორგანოს განცხადებით 2021 წლის 14 სექტემბერს მიმართეს,ხოლო ადმ.ორგანომ
გადაწყვეტილება 2021 წლის 28 სექტემბერს, ესე იგი მე-14 დღეს მიიღო. სზაკ-ის
100.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით
სხვა რამ არ არის დადგენილი,ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას
ინდ,აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების
წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების
მიღების ვადა დაცულია.
მატერიალური კანონიერება:
ინდ.აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და
მოითხოვს,რომ მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება
შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ
ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.
სამართლის ნორმებთან შესაბამისობა: კაზუსის ფაბულის მიხედვით
ცნობილია,რომ შპს „მშენებელს“ მიეცა 5-სართულიანი მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, ნებართვის მაძიებლის მიერ
წარდგენილი შპს „ექსპერტიზის“ დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად,
საპროექტო მიწაზე განხორციელებული მშენებლობით კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხე არ ექმნებოდა. შემდეგში ზემოთ წარმოდგენილი
ნინოსა და გიორგის განცხადების საფუძველზე,რომელსაც ერთვოდა სსიპ „ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2021
წლის 23 აგვსიტოს დასკვნა რომლის მიხედვით აღნიშნული მშენებლობა
საფრთხეს შეუქმნიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ადმ. ორგანომ
აღნიშნული მშენებლობის ნებართვა შეაჩერა. მოცემულობის მიხედვით
ადმ.ორგანოს ეს ქმედება კანონიერია და შეესაბამება სამართლის
ნორმებს,ვინაიდან დაუშვებელია ნებართვის გაცემა ისეთ
მშენებლობაზე,რომელიც კულტურულ ძეგლებს საფრთხეს შეუქმნის.
მოქმედ პრინციპებთან შესაბამისობა: ინდ.აქტის გამოცემის პროცესში
მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს მიზნისა და მის მისაღწევად
გამოყენებული საშუალების თანაზომიერების დაცვას. აღნიშნულ კაზუსში
ადმ.ორგანოს მიზანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობისათვის
საფრთხის თავიდან აცილება,რაც კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესია,ვიდრე
სხვა ახალი შენობების აშენება. მიზნის მიღწევის ერთადერთ გზას კი
მშენებლობის ნებართვის შეჩერება წარმოადგენდა,ამიტომ ადმ.ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება მოქმედ პრინციპებს შეესაბამება.
შუალედური დასკვნა: ინდ.აქტის გამოცემის დროს დაცულია ფორმალური და
მატერიალური კანონიერება.
ამოხსნა საჩივართან დაკავშირებით:
ფორმალური კანონიერება:
ფაბულიდან ცნობილი ხდება,რომ ადმ.ორგანომ ინდ.აქტი 28 სექტემბერს გამოსცა
და ვინაიდან სხვა გარემოებები არ იკვეთება,იგულისხმება,რომ დაინტერესებულ
მხარეს,კერძოდ კომპანია „მშენებელს“ აქტი ოფიციალურად გააცნეს იმავე ხოლო,
2021 წლის 1 ნოემბერს შპს „მეშენებელის“ წარმომადგენელმა მარიამმა საჩივრით
მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა მშენებლობის შეჩერების შესახებ
დადგენილების ბათილად ცნობა. სზაკ-ის 180.1 მუხლის
თანახმად,ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით
გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
ვადებს თუ დავაკვირდებით,აღმოვაჩენთ,რომ კანონით დადგენილი 1 თვის ვადა
გასულია,რადგან ინდ.აქტი დაინტერესებულ მხარეს 28 სექტემბერს გაეცნო,ხოლო
ადმ.ორგანოს მათ სერჩელით 1 ნოემბერს მიმართეს.შესაბამისად, იმის გამო,რომ
დაინტერესებულმა მხარემ გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზის გარეშე გაუშვა,
ადმ.ორგანოს მისი საჩივარი წარმოებაში არ უნდა მიეღო.
2021 წლის 10 ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიის წერილით შპს „მშენებელს“
დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარმომადგენლობის უფლებამოსილების
დამდასტურებელი დოკუმენტისა და გასაჩივრებული აქტის/აქტების წარდგენა 2
დღეში. სზაკ-ის 83.3 მუხლის თანახმად,თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის
დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები.
შესაბამისად,ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს ნორმა დაარღვია.
2021 წლის 15 ნოემბერს შპს „მშენებელის“ წარმომადგენელმა მარიამმა ხარვეზის
შევსების მიზნით მერიას წარუდგინა დასახელებული დოკუმენტები და
მიუთითა, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო დადგნილ ვადაში ვერ
გამოასწორა ხარვეზი. მარიამმა დოკუმენტები წარადგინა მე-5 დღეს და არა
2დღის შემდეგ,რაც ადმ.ორგანოს მიერ იყო განსაზღვრული,თუმცა კაზუსში ეს
საკითხი სადავო არაა და ამავედროს მარიამის მიერ წარდგენილი დოკუმენტები
სზაკ-ის 83.3 მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ 5 დღიან ვადაში ჯდება.
2021 წლის 20 ნოემბრის გადაწყვტილებით შპს „მშენებელის“ საჩივარი წარმოებაში
იქნა მიღებული. სზაკ-ის 83.5 მუხლის თანახმად თუ დადგენილ ვადაში
განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას,
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება
განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ხოლო, 83.6-ის
თანახმად,განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი
საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე. შესაბამისად,რადგან მარიამმა
დოკუმენტები 15 ნოემბერს წარადგინა, საჩივარიც იმავე დღეს უნდა ყოფილიყო
წარმოებაში მიღებული და არა 20 ნოემბერს.
ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს მშენებელის შუამდგომლობა და
შეჩერდა მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 სექტემბრის დადგენილების
მოქმედება. ზოგადად, სზაკ-ის 184.1 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენისას,თუმცა შპს-ს შუამდგომლობა ჰქოდა დაყენებული სზაკ-ის 184.2
მუხლით და სწორედ ამ საფუძვლით დაუკმაყოფილდა შუამდგომლობა,რაც
არასწორია და მის მაგივრად უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივ 184.1 ნაწილი.
მითითებული გადაწყვეტილებით საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2021 წლის
30 ნოემბერს, რის შესახებ სატელეფონო საუბრით, შპს „მშენებელის“
წარმომადგენელს ეცნობა 2021 წლის 25 ნოემბერს. სზაკ-ის 198.1 მუხლის
თანახმად,ზეპირი მოსმენა ტარდება ამ კოდექსის მე-8 თავით დადგენილი
წესით.შესაბამისად, სზაკ-ის 110.2 მუხლის თანახმად,დაინტერესებულ მხარეებს
უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც
და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს დანაწესიც დაარღვია,რადგან შპს-ს
წარმომადგენელს ზეპირი სხდომის შესახებ სხდომამდე 5 დღით ადრე ეცნობა და
არა- 7 დღით.
2021 წლის 30 ნოემბერს გამართულ ზეპირ განხილვაში მონაწილეობა მიიღო შპს
„მშენებელმა“, რომლის წარმომადგენელმა მარიამმა მხარი დაუჭირა საჩივარს.
ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 28 დეკემბრის ბრძანებით
საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული
დადგენილება. სზაკ-ის 113.1 მუხლის მიხედვით,თუ კანონით სხვა ვადა არ არის
დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
გამოიცემა ზეპირი მოსმენის გამართვიდან 5 დღის ვადაში,თუმცა ვხედავთ,რომ
ზეპირი მოსმენა 30 ნოემბერს ჩატარდა,ინდ.აქტი კი 28 დეკემბერს გამოიცა.რაც
იმას ნიშნავს,რომ კანონით დადგენილი ვადა მერიამ დაარღვია.
ყურადსაღებია ის ფაქტი,რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ
მიუღიათ ნინოს და გიორგის,რომელთა საკუთრებას ექმნება საფრთხე ამ აქტის
გამოცემით. ,მათ არ მიეცათ შესაძლებლობა,თავიანთი მოსაზრებების წარდგენის
და ზეპირ სხდომაზე დასწრების,ვინაიდან ამის თაობაზე მერიამ მათ არ
შეატყობინა.
მატერიალური კანონიერება:
რაც შეეხება მატერიალურ კანონიერებას,თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტობრივ
გარემოებას,რომ მშენებლობა ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
მომიჯნავედ და არსებობს „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა,რომლის მიხედვით, ძეგლის
მომიჯნავედ არსებული მშენებლობა ძეგლს საფრთხეს შეუქმნის, მიღებული
გადაწყვეტილება 28 სექტემბრის დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ არ
შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას,რადგან უგულებელყოფს ძეგლის
უსაფრთხოებას.
მოქმედ პრინციპებთან შესაბამისობა: კაზუსში დარღვეულია საქმის ყოველმხრივ
გამოკვლების პრინციპი,რადგან ადმ.ორგანოს უნდა დაენიშნა დამატებითი
ექსპერტიზა და დარწმუნებულიყო იმაში,რომ მშენებლობა კულტურული ძეგლს
საფრთხეს არ შეუქმნიდა,ვინაიდან სახეზე იყო 2 სხვადასხვა ექსპერტიზის
დასკვნა,რომლებიც ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდიოდა. ზეპირ სხდომაზე
უნდა მოეწვია ნინო და გიორგი და გაეთვალისწინებინა მათი
მოსაზრებები,ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება მათ
საკუთრებას და საკუთრების უსაფრთხოებას.ამგვარად, ადმ.ორგანო ზერელედ
მოეკიდა აღნიშნულ საკითხს და საქმე არ გამოიკვლია ყოველმხრივ, ისე,როგორც
საჭირო იყო.
დასკვნა: ინდ.აქტის გამოცემის დროს დარღვეულია როგორც ფორმალური ისე
მატერიალური კანონიერება.

You might also like