You are on page 1of 17

დასკვნითი გამოცდა

საგანი - ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი II (ადმინისტრაციული წარმოება)


საგნის ხელმძღვანელი -
პროფ. მაია კოპალეიშვილი

გამოყოფილი დრო - ექვსი საათი

კაზუსის ამოხსნა სქემის მიხედვით შეფასდება - 40 ქულით, რომელიც ნაწილდება


შემდეგი წესით:
სქემის პირველ საკვანძო საკითხზე (ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის
სამართლებრივი ფორმის დადგენა) – 18 ქულა,
სქემის მეორე საკვანძო საკითხზე (კანონიერების შემოწმება) -18 ქულა,
შემაჯამებელი დასკვნა - 4 ქულა

შენიშვნა : ყველა საკვანძო საკითხი უნდა შემოწმდეს 4 საფეხურის მიხედვით:


ჰიპოთეზა, ნორმა, სუბსუმცია, დასკვნა.

კაზუსის ამოხსნისას დაიშვება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის


გამოყენება. საჭირო ნორმატიული მასალა ერთვის კაზუსს.

გთხოვთ, კაზუსის ამოხსნა გადაუგზავნოთ სასემინარო ჯგუფის ხელმძღვანელებს ელ.


ფოსტაზე

მარიამ კობახიძე

კაზუსი

გიორგიმ 2015 წელს შეიძინა, ქ. თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 1000 კვ.მ. მიწის
ნაკვეთი, რომელიც მისი საკუთრების უფლებით აღირიცხა სსიპ - საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოში.

2015 წლის 15 მაისს გიორგიმ განცხადებით მიმართა სსიპ - ქ. თბილისის


მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში - არქიტექტურის
სამსახური) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის
შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით (ნომენკლატურა:
ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი, II კლასი, ახალი მშენებლობა,
სტადიები: პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა).

2015 წლის 20 მაისს არქიტექტურის სამსახურმა შეამოწმა გიორგის განცხადების


დასაშვებობა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაიწყო საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება, ისე, რომ არ განმარტა საჯარო ადმინისტრაციული
წარმოების დაწყების აუცილებლობა.
სახლის მშენებლობის შესაძლო დაწყების შესახებ შეიტყო გიორგის ნაკვეთის
მომიჯნავედ მცხოვრებმა მეზობელმა - ირაკლიმ, რომელმაც თავის მხრივ
განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა, რომ გიორგის
მიმართ არ გაეცათ სახლის მშენებლობის ნებართვა. ირაკლის განცხადების
მიხედვით, გიორგის საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ასაშენებელი საცხოვრებელი
სახლის ქვეშ) უკვე რამდენიმე წელია გაედინება მის მიერ მოწყობილი (უძრავი
ქონების ძველ მესაკუთრესთან შეთანხმებით) მცირე დიამეტრის წყალმომარაგებისა
და წყალარინების ქსელები (შემდგომში - ხაზობრივი ნაგებობა). ამასთან,
მითითებული ხაზობრივი ნაგებობა ოფიციალურ ორგანოებში დადგენილი წესით
დარეგისტრირებული არ არის. ირაკლი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოებმა,
შესაძლოა, ხაზობრივი ნაგებობის დაზიანება გამოიწვიოს, რაც საფრთხეს შეუქმნის
მის საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგებას, ასევე შეუძლებელი გახდება
საკანალიზაციო ქსელით სარგებლობა. ირაკლი მიიჩნევს, რომ აღნიშნული
გამოიწვევს მისი საკუთრების შეზღუდვას.

არქიტექტურის სამსახურმა მიიჩნია, რომ ირაკლის სასარგებლოდ ფაქტობრივი


გარემოებები იმდენად იყო დადასტურებული, რომ გამოსაკვლევი არაფერი იყო და
გიორგის მოწვევა და ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვაც არ იყო საჭირო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახურმა საკითხი განიხილა
დამატებითი გამოკვლევისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - გიორგის მოწვევისა და
მისი პოზიციის მოსმენის გარეშე და 2015 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება
გიორგისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

გიორგი მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურმა სათანადოდ არ გამოიკვლია


საკითხი, არ ჩართო იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში და არქიტექტურის
სამსახურის გადაწყვეტილებით იზღუდება მისი საკუთრების უფლება. გიორგის
მოსაზრებით, არქიტექტურის სამსახურს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ
გააჩნდა იმისათვის, რომ ნებართვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების
ჩატარების გზით გაეცა. ამასთან, გიორგი აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში
არსებული საპროექტო მიწის ნაკვეთი რაიმე ვალდებულებით დატვირთული არ
არის, ხაზობრივი ნაგებობა ირაკლის მიერ გაკეთებულია თვითნებურად. გიორგი
მიუთითებს სხვადასხვა უწყებების მიერ გაცემულ ინფორმაციებზე. კერძოდ, ქ.
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურიდან
წარმოდგენილი ინფორმაციით, ხაზობრივი ნაგებობების (მათ შორის,
წყალმომარაგების, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის ობიექტების) შესახებ
ინფორმაცია არ დასტურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
ტოპოგრაფიული გეგმით, აეროფოტო გადაღებით, სსიპ - ქონების მართვის
სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით. გიორგი
მიიჩნევს, რომ მას ფაქტობრივად წაერთვა მისი საკუთრებით სარგებლობის უფლება,
რადგან არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, რომ მისი საკუთრება
შეიზღუდოს მეზობლის (ირაკლის) საკუთრების სასარგებლოდ. ამასთან,
დადასტურებულია, რომ ირაკლის ნაკვეთთან 5 მეტრის დაშორებით მდებარეობს
ცენტრალური წყალმომარაგებისა და წყალანირების ქსელები, რომელზეც
დაერთებულია სხვა მეზობლების ხაზობრივი ნაგებობებიც და ასევე, ირაკლისაც აქვს
შესაძლებლობა დააერთოს მისი ხაზობრივი ნაგებობა. გიორგი მიიჩნევს, რომ არ
არსებობს ირაკლის მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის ლეგიტიმური
საფუძველი.

გიორგი მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უფლებები.

დავალება: ამოხსენით კაზუსი სქემის მიხედვით.       


        

ამონარიდი კანონმდებლობიდან

საქართველოს კონსტიტუცია

 მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის


ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო
ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები

1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის


გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

მუხლი 19. საკუთრების უფლება


 

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.


2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ
შემთხვევებში და დადგენილი წესით

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი


 

1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო


შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ
დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება
მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს
უფლების ბოროტად გამოყენებას
საქართველოს კანონი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით


დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც
მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია;

საქართველოს კანონი

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის


კოდექსი

მუხლი 101. მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით


გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება):

ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება;

ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

მუხლი 107. ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან


დაკავშირებით 

1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI


თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 

მუხლი 110. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ


წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა

2. დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას


ახდენს დაგეგმილი მშენებლობა, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმული უნდა
იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ პირს მისცეს შესაძლებლობა,


გონივრულ ვადაში გაეცნოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ სანებართვო
განაცხადს და მისთვის თანდართულ დოკუმენტაციას.

საქართველოს კანონი
საჯარო რეესტრის შესახებ
 
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
 

დ) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა


სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი,
კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი;

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის

№19-75 დადგენილება „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების


წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის
დამტკიცების შესახებ“

მუხლი 1. თანხმობის გაცემას დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობები/სამუშაოები

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე


(კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.)
საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხაზობრივი


ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა
სამუშაოების წარმოებასა დაარსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების
რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ 
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13-35
2018 წლის 16 თებერვალი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ


თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი


1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში –  სამსახური) არის ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად.
2. სამსახური, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელებისას,
ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე,
საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ
დებულებით (შემდგომში – დებულება) დადგენილ ფარგლებში და წესით

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები


/
1. სამსახურის ფუნქციებია:
ა) არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით  მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ
გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება,
მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების
შეტანა;

მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და


თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

ამოხსნა :

ჰიპოთეზა : შესაძლოა მოცემული სადავო აქტი წარმოადგენდეს ინდაქტს.

ნორმა : სზაკ-ის მე2 მუხლი პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი თანახმად, ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ინდაქტის დადგენის ეტაპზე საჭიროა განვიხილოთ აკმაყოფილებს თუ არა მოცემული აქტი


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირობებს.

1. ადმინისტრაციული ორგანო
ჰიპოთეზა : შესაძლოა მოცემული აქტი გამოცემული იყოს ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ.
ნორმა : სზაკის მე2 მუხლის 1ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,
ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა
პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი,
რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო
სამართლებრივ უფლებამოსილებებს;
სუბსუმცია : მოცემული კაზუსის მიხედვით, გიორგიმ მიმართა 2015 წლის 15 მაისს
განცხადებით სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის
სამსახურს (შემდგომში - არქიტექტურის სამსახური) ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის
ნებართვის გაცემის მოთხოვნით , რომელმაც ამა წლის 16 ივნისს მიიღო
გადაწყვეტილება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური
აკმაყოფილებს სზაკის მეორე მუხლით დადგენილ პირობებს რამდენადაც ის
წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოს. ადმინისტრაციული ორგანოს
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ცნება გულიხმობს ყველა სახელმწიფო
მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და
დაწესებულებებს ხოლო ფუნქციონალური გაგებით მოიაზრება ფიზიკური და
იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებელ საჯაროსამართლებრივ უფლებებს,
მოცემულ შემთხვევაში კი სახხეზეა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
დასკვნა : აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

2.ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე


ჰიპოთეზა : შესაძლოა აქტი გამოცემული იყოს ადმინისტაციული კანონმდებლობის
საფუძველზე.
ნორმა : ადმინისტრაციული კანონმდებლობის ლეგალური დეფინიცია მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი არ არის. ყურადღება უნდა მიექცეს სამართლებრივი
ურთიერთობის მოწესრიგებისათვის ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თუ
არა ადმინისტრაციული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. სზაკ-ის მე-5
მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის
მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. თუ
ადმინისტრაციული ორგანო არ დაემორჩილება აღნიშნული მუხლის მოთხოვნას
ბუნებრივია, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება გამოცხადდება ბათილად.
სუბსუმცია : არქიტექტურის სამსახური წარმოადგენს ორგანოს, რომლის მთავარი
სამსახურეობრივი მოვალეობაა განახორციელოს სამშენებლო საკითხებთან
დაკავშირებული მოქმედებები და ნებართვების გაცემა უზრუნველყოს, რის შესახებაც
დეტალურ ინორმაციას იძლევა ქალაქ თბბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილების მესამე მუხლის დანაწესი და პირველი მუხლის მეორე ნაწილი, სადაც
მითითებულია, რომ არქიტექტურული სამსახური, მის უფლებამოსილებას
მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელებისას, უნდა ხელმძღვანელობდესს
საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე ამ
დებულებით. მოცემულ კაზუსშიდაც არქიტექტურის სამსახური იყენებს სრულად
უფლებამოსილებას, ეყრდნობა საქმიანობის მეექვსე თავში გადმოცემულ ნორმებს და
კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედებს, როცა გიორგის მიერ შემოტანილ
განცხადებას განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას.
დასკვნა : ქტი გამოცემულია ადმიინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.

3.ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი


ჰიპოთეზა : შესაძლოა სახეზე იყოს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი
ნორმა : ინდ. აქტი სახეზეა, როდესაც ადმ. ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის
ან პირთა შეზღუდული წრისკენ და კონკრეტულ შემთხვევებს აწესრიგებს.
შესაბამისად ის ინდივიდუალურად განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს
მიმართული ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ,კონკრეტულია შემთხვევებს.
სუბსუმცია : კაზუსში მოცემული აქტი ინდივიდუალური ხასიათისაა, რადგან ის
კონკრეტულად დაკავშირებულია გიორგის უფლებასთან, აწესრიგებს მშენებლობის
ნეებართვის გაცემის ცალკეულ შემთხვევას და მიმართულია კონკრეტული პირის-
გიორგისკენ.
დასკვნა: სახეზე გვაქვს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

4.აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს


ჰიპოთეზა: აქტი შესაძლოა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ანდა ადასტურებდეს
სამართლებრივ უფლებამოვალეობებს
ნორმა : სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან
ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
სუბსუმცია : ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდ.
აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი
შედეგისკენ არის მიმართული. აღნიშნულ ეტაპზე უნდა დადგინდეს თუ როგორ
მომწესრიგებელ ელემენტს შეიცავს სადავო აქტი. ამ შემთხვევაში ის აწესებს
აკრძალვას, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ადრესატმა-გიორგიმ, კერძოდ, უნდა
შეიკავოს თავი მშენებლობისსგან, რომლის ნებართვის აღებაც მან მოითხოვა
განცხადებით, მაგრამ მიიღო უარი შესაბამისი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც
ამკრძალავი ხასიათის დანაწესს აწესებს. სადავო გადაწყვეტილება წარმოადგენს
ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც არის შემზღუდველი, ამკრძალავი.
რამდენადაც არქიტექტურის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, რომლის
მიხედვითაც გიორგის არ ეეძლევა მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად არ აქვს
უფლება იმოქმედოს სურვილისამებრ სახლის მიშენებასთან დაკავშირებით.
ზოგადად, შეიძლება ინდაქტი იყოს:
აღმჭურველი- თუ დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს უფლებას ან სარგებელს.
შემზღუდველი- თუ ამძიმებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას აკრძალვით ან
ავალდებულებს კონკრეტული ქმედების განხორციელებას.
დასკვნა : ინდაქტი არის შემზღუდველი, ამკრძალავი რომელიც აწესებს კონკრეტულ
აკრძალვას.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისთვის


აუცილებელია ის პასუხობდეს მისთვის დადგენილ წინაპირობებს, რომლებიც
შეგვვიძლია ის განვიხილოთ ორ ეტაპად, ესენია: ფორმალური და მატერიალური
კანონიერება.

ფორმალური კანონიერება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური
კანონიერების მხრივ უნდა აკაყოფილებდეს იმ ზოგად წინაპირობებს, რომლებსაც
სზაკის 51-ე 52-ე და 53-ე მუხლები ადგენს. ფორმალური კანონიერება მოიცავს და
ამოწმებს ინდაქტის გამოცემის პროცესის და ტექნიკური მხარეების კანონთან
შესაბამისობას. ასევე აღნიშნული მოითხოვს, რომ აქტი გამოცემული იყოს
უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დაცული იყოს ინდაქტის გამოცემისთვის კანონით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახე და აქტი გამოცემული იქნეს
შესაბამისი ფორმით.
საჭიროა განვიხილოთ თითოეული წინაპირობა ცალკე და განვსაზღვროთ
დაკმაყოფილებულია თუ არა მათი მოცემულობა

1. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო


ჰიპოთეზა: შესაძლებელია სახეზე იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამომცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
ნორმა :საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი
ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო
ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული
პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი
სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს
საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს
სუბსუმცია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა
გამოიცეს საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ. საგნობრივი უფლებამოსილება უკავშირდება მოწესრიგების საგანს
(ობიექტს), ანუ იმას, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი,
მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. არქიტექტურის
სამსახურის კონკრეტული უფლებამოსილებები ჩამოთვლილია ქ.თბილისის
მუნიციპალიტეტის დადგენილებაში, კერძოდ მესამე მუხლის დისპოზიციაში, სადაც
მითითებულია სამსახურის ფუნქციებია:
ა) არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით  მიწის ნაკვეთის
სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო
პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა;
ნათლად ჩანს, რომ გიორგის კონკრეტული განცხადება მშენებლობის ნებართვის
თაობაზე სწორედ რომ მოცემული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
შესაბამისად, საგნობრივად, ის აკმაყოფილებს მოცემულ კრიტერიუმს. მართალია
საგნობრივად სწორ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს გამოცემული გადაწყვეტილება
გიორგის საკითხზე, თუმცა აუცილებელია დაკმაყოფილებული იყოს ასევე
ტერიტორიულობის კრიტერიუმი. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის
სამსახური უნდა წარმოადგენდეს ტერიტორიულად უფლებამოსილ ორგანოს.
აღნიშნული გულისხმობს საგნობრივად უფლებამოსილი ორგანოს სამოქმედო
ტერიტორიას. გიორგის საცხოვრებელი სახლი, რომელთან დაავსიირებითაც სურდა
მშენებლობის ნებართვის მიღება მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პირველი მუხლის ზოგადი
დებულებების მიხედვით, კერძოდ მე პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით ჩანს,
რომ მოცემული სამსახური ექვემდებარება თბილისის მუნიციპალიტეტს არის მის
მმართველოიბის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც ასევე ანგარიშვალდებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის
წინაშე.. ეჭვგარეშეა, ის წარმოადგენს ამ შემთხვევაში უფლებამოსილ ორგანოს,
რამდენადაც, გიორგის საცხოვრებელი იმყოფება ზუსტად თბილისის ტერიტორიაზე,
სადაც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამსილება. საგნობრივი და
ტერიტორიული კომპეტენცია კუმულაციურად არის დაცული.
დასკვნა: გამოიკვეთა, რომ სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამომცემი ტერიტორიულად და საგნობრივად
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

2. ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე


ჰიპოთეზა: შესაძლოა ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე იყოს
გამოყენებული.
ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის "კ"
ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოებაა - "ადმინისტრაციული ორგანოს
საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და
აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე
ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით",
უნდა აღინიშნოს სზაკ-ის 72,1 რომლის თანახმადაც : დმინისტრაციული წარმოების
სახეებია:
მარტივი, ფორმალური, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ხოლო სზაკ-ის 72-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად - "თუ კანონი არ
ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას,
ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით."
სუბსუმცია: ადმინისტრაციული წარმოება - ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს
საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსის მეექვსე
თავი ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების ზოგად დებულებებს, სახეებს და
ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს,
გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ
ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების
აუცილებლობას(სზაკ-ის 72-ე მუხლი). თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული
დანაწესის გარდა, მარტივი წარმოების სახის გამოყენებაზე პირდაპირ გვხვდება
მითითება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსის 109-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც აუცილებლად უნდა
იქნას გამოყენებული წარმოების მარტივი სახე. ასევე, განსაკუთრებით უნდა
გამოვყოთ ის მოთხოვნები, რომლებიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის კანონიერების საფუძვლებია: ესენია, ადმინისტრაციული
წარმოების დაწყების საფუძვლების დაცვა; კანონით გაუთვალისწინებელი
მოთხოვნების დაწესების დაუშვებლობა; დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი
აზრის გამოთქმის უფლება; აცილების უფლება; სხვა ადმინისტრაციული ორგანოს
მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და ა.შ. კაზუსიდან კარგად ჩანს, რომ
არქიტექტურის სამსახურმა გამოიყენა საჯარო წარმოება ნაცვლად მარტივი
წარმოებისა, რისი გამოყენების ვალდებულებაც გააჩნდა მას. შესაბამისად, სახეზეა
აღნიშნული დანაწესის პირდაპირი დარღვევა. არქიტექტურული ორგანო საქმის
განხილვას ახორციელებს არასათანადო წარმოების სახის შესაბამისად. აქტის
კანონიერების ისეთი წინაპირობები, როგორიცაა 95-ე მუხლის დანაწესი, პირების
ჩართვა წარმოების პროცესში და საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლების მინიჭება,
მოცემულ შემთხვევაში სრულიად იყო იგნორირებული ადმინისსტრაციული
ორგანოს მხრიდან. გიორგი წარმოებაში მონაწილეობას არ იღებდა და შესაბამისად
ვერც საკუთარი აზრი გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით პროცესის
მსვლელობისას, ის მხოლოდ გადაწყვეტილებას ეცნობა, რაც არღვევს მის უფლებებს.
დასკვნა: გამოყენებულია არასათანადო წარმოების სახე.

3. სამართლებრივი აქტის ფორმა

ჰიპოთეზა : შეიძლება დაცულია სამართლებრივი აქტის ფორმა.

ნორმა: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის


თანახმად - "ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა
წერილობით ან ზეპირად.", ხოლო სზაკ-ის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად
- " ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს: ა)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს; ბ)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს; გ)
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; დ)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას; ე) გამოცემის
დროსა და ადგილს; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს."

სუბსუმცია: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად,


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს
წერილობით ან ზეპირი ფორმით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის წერილობითი ფორმით გამოცემა არის გავრცელებული და
ძირითადი ფორმა. სამართლებრივი ურთიერთობის გამჭვირვალობის,
მტკიცებულების პროცესის გამარტივებისა და მმართველობითი აქტების
ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად უპირატესობა ენიჭება წერილობით ფორმას.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გიორგის შეტანილ განცხადების მშენებლობის
ნებართვის მოთხოვნის თაობაზე 2015 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება,
კერძოდ გიორგისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ,
მოცემულ შემთხვევაში არაა მითითებული თუ რა ფორმით გამოიცა აქტი . თუმცაღა
სახეზეა შემზღუდველი ინდაქტი, და სწორედ 51 მუხლის მეორე ნაწილის
საფუძველზე იგი სავალდებულოა გამოიცეს წერილობით. ვფიქრობ, უნდა
ვივარაუდოთ რომ აქტი სწორედ წერილობითი ფორმით გამოიცა, რადგან
საწინააღმდეგო კაზუსიდან არ იკვეთება.
დასკვნა: დაცულია სამართლებრივი აქტის ფორმა.
4. აქტის დასაბუთება
ჰიპოთეზა : შესაძლოა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოცემული აქტი სათანადოდ
დაასაბუთა.
ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი
ნაწილის თანახმად - "წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით
დასაბუთებას.", მე-3 ნაწილის თანახმად - "ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი
შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი.", ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად - "ადმინისტრაციული ორგანო
უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე,
ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული
და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.".
სუბსუმცია: ისევე როგორც სამართლის ნებისმიერ ნაწილში, ადმინისტრაციულ
სამართალშიც დიდი ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება დასაბუთებ. პირველ
რიგში, აღნიშნულ ეტაპზე წინაპირობა განვიხილოთ ზოგადად.
სზაკის 53-ე მუხლის თანახმად  წერილობითი ფორმით გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს
წერილობით დასაბუთებას.
ინდაქტი, რომელიც წერილობითი ფორმითაა გამოცემული უნდა შეიცავდეს
დასაბუთებას, რაშიც მოიაზრება იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების
ანალიზი და კონკრეტული შემთხვევების შეფასება, რომლის საფუძველზეც საჭირო
გახდა აქტის გამოცემა. აღნიშნულის მიზანია არგუმენტირებულად გაამყაროს
გადაწყვეტილება, გააადვილოს ადრესატისათვის იმ მიზეზების იდენტიფიცირება,
რაც გახდა აქტის გამოცემის საფუძველი. აღნიშნულს აქვს როგორც თეორიული, ისე
პრაქტიკული მნიშვნელობაც, რამდენადაც დასაბუთება დიდ როლს ასრულებს
სასამართლო დავებში და აქტის შინაარსის პროპორციულობის დადგენაში.
სზაკის 53-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის
თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე
ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი
ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების
მოთხოვნა ემსახურება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ორგანოების
თვითკონტროლს მეორე მხრივ, აადვილებს ადრესატის მხრიდან მისი კანონიერებისა
და გასაჩივრების შესაძლო შედეგების შეფასებას, და ბოლოს, ის ხელს უწყობს
საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და
მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს .
სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულია შემთხვევები, როდესაც
წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას; ის გამოცემულია
დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების
კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის
ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; კანონი ითვალისწინებს
მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
მოცემულ შემთხვევაში სხეზე არ იყო გამოკვეთილი არცერთი ზემოთ აღნიშნული,
შესაბამისად ადმ.ორგანოს ჰქონდა ვალდებულება დაესაბუთებინა საკუთარი
გადაწყეტილება, მაგრმ მან არასათანადოდ კი არ დაასაბუთა, არამედ საერთოდ
არანაირი დასაბუთება არ წარმოადგინა. ორგანომ მხოლოდ და მხოლოდ იმოქმედა
გიორგის მეზოობელი ირაკლის ნების შესაბამისად, დაეყრდნო მხოლოდ მის
განმარტებებსა და მოსაზრებებს, რომლებიც არ გადაუმოწმებია. ადმ.ორგანომ
გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავისი გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს
გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომელსაც გამოიკვლვეს,
მოიპოვებს, გაანალიზებს. არქიტექტურის სამსახურმა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
არ განახორციელა, მან ირაკლის მხრიდან წარმოდგენილი დებულებები უყოყმანოდ
მიიჩნია უტყუარ ცნობებად და ჩათვალა საკმარის მტკიცებულებებად, რაც არ
წარმოადგენდა კანონიერ ქმედებას ადმ.ორგანოს მხრიდან. სახეზეა სზაკ-ის 53-ე
მუხლის დარღვევა. ადმ.ორგანო ასევე არ ითვალისწინებს გიორგის მიერ
წარმოდგენილ მითითებებს, რომლებსაც საქმის გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელობა
ექნებოდა, რაც ძალიან დიდი უსამართლობისა და არაკომპეტენტურობის
მანშნებელია. მითითებული იყო ირაკლის ნაკვეთზე არსებული ხაზობრივ
ნაგებობაზზე, რომლის კანონით (კერძოდ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დადგენილების პირველი მუხლით) გათვალისწინებული სსიპ ქონების
მართვის სააგენტოს ნებართვა არ გააჩნდა. ადმ.ორგანომ ამ ფაქტს ყურადღება არ
მიაქცია და საქმის განხილვის პროცესში არც კი ჩათვალა საჭიროდ აღნიშნული
საკითხის გამორკვევა-დადგენა.
სზაკის 96-ე მუხლის თანახმად ადმ.წარმოების პროცესში საქმე დეტალურად და
ყოველმხრივ უნდა იქნეს გამოკვლეული და მხოლოდ შემდეგ უნდა მოხდეს
სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება კანონზე დაყრდნობით.ადმ.ორგანომ საქმის
გარემოებები ზედმიწევნით არ შეისწავლა და გამოარკვია, რომ არაფერი ვთქვათ
გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილზე. საქ.სივრცის დაგეგმარების
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოედქსის 110-ე მუხლის თანახმად
საქმეში ნდა ჩაერთოს დაინტერესებული მხარეც, ირაკლი, რრაც ადმ.ორგანოს
მხრიდან შესრულებული იქნა, თუმცა ირაკლის ახსნა-განმარტეებებისა და
მოსაზრებების მტკიცებულებებად გამოყენება და დასაბუთებაში მოაზრება
ყოვლადდაუშვებელია.
შუალედური დასკვნა : ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი არ არის
დასაბუთებული სათანადოდ.
5. გასაჩივრების უფლებაზე მითითება
ჰიპოთეზა : შესაძლოა დაცული იყოს გასაჩივრების უფლებაზე მითითება
ნორმა : საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2
ნაწილის თანახმად - " წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც
შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება,
მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.".
სუბსუმცია: კანონიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში
მითითებული უნდა იყოს ის ორგანო და მისი მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება
რომელიმე კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გასაჩივრება, რასაც თან უნდა ერთვოდეს მითითება საჩივრის/სარჩელის
შეტანის ვადაზე. მოცემულ შემთხვევაში კაზუსიდან არ იკვეთება რომ აღნიშნული
ვალდებულება დარღვეულია, გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას, რომ
ადმინისტრაციულმა ორგანომ, აქტის გამოცემისას დაიცვა მოცემული მოთხოვნა და
აქტზე მიუთითა გასაჩივრების ვადა და სათანადო ორგანო.
დასკვნა: აქტზე მითითებულია გასაჩივრების უფლება.

მატერიალური კანონიერება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური


კანონიერებბა უკავშირდება უშუალოდ აქტის შინაარსობრივ მხარეს და მოითხოვს,
რომ აქტში ასახული ურთიერთობის გადაჭრის ხერხები შეესაბამებოდეს მისი
გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და ჰარმონიზაციაში იყოს ქვეყანაში მოქმედ
კანონმდებლობასთან.
განვიხილოთ გარკვეული წინაპირობები.

შესაბამისობა ძირითად უფლებებთან


ჰიპოთეზზა: შესაძლოა აქტი შესაბამისია ძირითად უფლებებთან
ნორმა: საქართველოს კონსტიტუციის მე18 მუხლი ეხება სამართლიანი
ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული
ზიანის ანაზღაურების უფლებებს. იგი განმარტავს, რომ ყველას აქვს
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში
სამართლიანად განხილვის უფლება.
სუბსუმცია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც
სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა
შეესაბამებოდეს ძირითად უფლებებს. იგი, ზოგადად, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს
ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმებს და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს
(კანონის უზენაესობის პრინციპი). მოცემული აქტი არღვევს როგორც კონსტიტუციის
მე-18 მუხლის დანაწესს, რამდენადაც სახეზე არ ყოფილა სამათლიაანი
ადმინისტრაციული წარმოება, ასევე ადმ.ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა მე-19
მუხლიც.
დასკვნა: აქტი შეუსაბამოა ძირითად უფლებებთან.
შესაბამისობა მოქმედ კანონთან

ჰიპოთეზა : შესაძლოა აქტი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან,


სუბსუმცია: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს
სამართლის ნორმის კონკრეტიზაციას, ის უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორებს,
რომელთა ასრულებასაც ის ემსახურება, გარდა უშუალოდ ასეთი სამართლის
ნორმასთან შესაბამისობისა, აუცილებელია, რომ ინდაქტი ჰარმონიზაციაში იყოს და
არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედს სამართალს და კონსტიტუციის
პრინციპებს. კაზუსიდან ჩანს, რომ ადმ.ორგანო უფლებამოსილი იყო საგნობრივად
მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე რაც გამომდინარეობს საკრებულოს
დადგენილების მესამე მუხლიდან, თუმცა მოცემული უფლება არ იქნა გამოყენებული
კანონიერა. დაირღვა სზაკის 53-ე მუხლის მეხუთე ნაწილი. ასევე კონსტიტუციასთან
მიმართებაც. ადმ.ორგანომ დაარღვია საქ.სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული
და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 107-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სააქმის
წარმოების ფორმად უნდა ყოფილიყო მარტივი წარმოება გამოყენებული და არა
საჯარო, რაც გამოიყენა ადმ.ორგანომ. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის
მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია სახელშეკრულებო ან კანონიერი შებოჭვის
ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით, ა დაუშვას სხვა
პირა სარგებლობა ამ ქოებით, თუ ეს ქმედეებები არ წარმოადგენს უფლების ბოოტად
გამოყენებას. მზეობელი ირაკლი მართალია აპელირებდა რომ მისი უფლებები
სასტიკად იბოჭებოდა და ილახებოდა, თუმცა ადმ.ორგანოს ეს საკითხი მეტი
ყურადღებით უნდა გამოეკვლია, ასევე 170-ემუხლთან მიმართებითაც. დარღვეული
იქნა 83 მუხლის პირველი ნაწილი რამდენადაც, ორგანოს სამი დღის ვადაში უნდა
განეხილა განცხადების შესაბამისობა, ხოლო კაზუსში ადმ.ორგანომ ვადა გადაცილა.
95-ე მუხლის დარღვევაზე მქონდა საუბარი, როდესაც დაინტერესებული მხარე
წარმოებაში არ იქნა ჩართული. დაირღვა 96-ე მუხლიც, სათანადოდ გამოკვლევის
შესახებ.
შუალედური დასკვნა: აქტის გამოცემისას ადმ.ორგანომ დაარღვია მთელი რიგი
ნორმები და აქტი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

შესაბამისობა სზაკის ძირითად პრინციპებთან

საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი


ჰიპოთეზა: შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა საქმის
ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპი
ნორმა: საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის პრინციპს შეეხება სზაკის 96-ე მუხლი, სზაკ-
ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო
ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა
შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით
დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სუბსუმცია: მოცემული კაზუსიდან გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ
ვერ შეასრულა სრულყოფილად საკუთარი მოვალეობა და ვერ გამოიკვლია ყველა ის
საჭირო გარემოება თუ დაინტერესებული მხარისა/ადრესატის მხრიდან წარდგენილი
მითითებების სისწორე, ფაქტების დადგენა და გაანალიზება ვერ განახორციელა. ის
დაეყრდნო მხოლოდ სხვათა განმარტებებსა და მოსაზრებებს, რომლებიც არ
გადაუმოწმებია. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს ორგანოს არაკომპეტენტურ
ქცევასა და ნორმების დარღვევაზე, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში
თავისი გადაწყვეტილება ორგანომ უნდა დააფუძნოს მხოლოდ ისეთ გარემოებებზე,
ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსსაც თავად გამოიკვლვეს, მოიპოვებს,
გაანალიზებს. არქიტექტურის სამსახურმა არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ
განახორციელა, მან ირაკლის მხრიდან წარმოდგენილი დებულებები უყოყმანოდ
მიიჩნია უტყუარ ცნობებად და ჩათვალა საკმარის მტკიცებულებებად, რაც არ
წარმოადგენდა სზაკ-ის 96-ე მუხლის დარღვევას.
დასკვნა: ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა საქმის ყოველმხრივი
გამოკვლევის პრინციპი.

თანაზომიერების პრინციპი
ჰიპოთეზა: შესაძლოა დარღვეული იყოს თანაზომიერების პრინციპი
ნორმა: თითოეული შემზრუდველი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი.
ეს პრინციპი კრძალავს მმართველობითი ღონისიების ადრესატის შეუსაბამო
შეზღუდვას. ეს გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპიდან, რომლის
თანახმადაც, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე
რომელიმე მხარის შეზრუდვა იმდენად არის დასაშვები, რამდენადაც ის საჯარო
ინტერესების დაცვის გარდაუვალი საშუალებაა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის თანაზომიერება დგინდება
შემდეგი გზით: უნდა შემოწმდეს მიზნისა და საშუალების შესაბამისობა, ანუ
რამდენად ხდის საშუალება შესაძლებელს მიზნის მიღწევას; უნდა შემოწმდეს
შესაფერისი ღონისძიების აუცილებლობა, ანუ არის თუ არა ეს ღონისძიება ყველაზე
ნაკლები ზიანის მატარებელი როგორც საზოგადოების, ისე ადრესატისთვის; უნდა
დადგინდეს ინდ. აქტით გამოწვეული უფლების შეზღუდვა არის თუ არა
პროპორციულ დამოკიდებულებაში შეზღუდვის მიზანთან.
სუბსუმცია: მოცემულ შემთხვევაში მართალია ირაკლის უფლების დაცვისთვის
გამოყენებული საშუალება-გიორგისთვის მშენებლობის ნებართვის არმინიჭება-
წარმოადგენდა სრულიად შესაბამის და მოქმედ გადაწყვეტილებას, რომელიც
ირაკლის საკუთრების უფლებას დაიცავდა, იქნებოდა მიზნის მიღწევის
გამართლებული საშუალება, თუმცა, ვფიქრობ აღნიშნული ქმედება ვერ
დააკმაყოფილებს აუცილებლობის კრიტერიუმს, რამდენადაც, გიორგისათვის
მშენებლობის უფლებაზე უარის თქმა წარმოადგენს უკიდურეს ზომას ირაკლის
უფლების დასაცავად. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყველანაირად უნდა ავირიდოთ
თავიდან ორი ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული უფლების ერთმანეთთან
გადაკვეთა იმდენად, რომ ერთ-ერთი მხარე უკიდურესად უარყოფით მდგომარეობაში
აღმოჩნდეს. გიორგის უფლება მოცემული გადაწყვეტილების შედეგად
განსაკუთრებით იზღუდება მაშინ, როდესაც სსრულებით იქნებოდა შესაძლებელი
მიზნის მისაღწევი ნაკლებ საზიანო გზის გამოძებნა ადმ.ორგანოს მხრიდან. ირაკლის
ნაგებობა არ იყო კანონიერი გზით აშენებული, არ გააჩნდა ლიცენზია, რის შესახებაც
ადმინისტრაციული ორგანო გაიგებდა რომ დაეცვა საქმის სრულყოფილად
გამოკვლევის პრინციპი, ასევე ცნობილი იქნებოდა მისთვის, რომ ირაკლის უფლების
დაცვა გაყვანილობის მილების გადაერთებითაც მოხერხდებოდა და საჭიროება
გიორგის უფლების უკიდურესად შეზღუდვის აღარ იარსებებდა. გიორგის უფლების
შეზღუდვის ფაქტი არაპროპორციულია ირაკლის უფლების მიმართებით, მიზანი,
რომელიც ადმ.ორგანოს ამოძრავებდა არ არის პირდაპირპროპორციული ამგვარ
შეზღუდვასთან, რომელიც გიორგის დაუდგინა.
დასკვნა: თანაზომიერების პრინციპი ირღვევა.

საბოლოო დასკვნა:
601 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აქტი ბათლია, ვინაიდან დაირღვა როგორც
მატერაილური ( „თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს“), ისე ფორმალური კანონიერება
( „არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებობით
დადგენილი სხვა მოთხოვნები“). თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის
სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი უნდა იქნეს მიჩნეული ბათილად, რამდენადაც ის არ არის კანონიერი,
დარღვეულია მისი,როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება.
ფორმალური კანონიერების დარღვევის ფაქტი ჩანს 53-ე მუხლის სდანაწესის
შეუსრულებლობაში, რომელიც გულისხმობს აქტის არასათანადოდ დასაბუთებას. ამ
მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ინდაქტში უნდა მიეთითოს საკანონმდებლო ა
ნორმატიული აქტის შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოცემული იქნა
აქტი. ხოლო მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებული
გადაწყვეიტლება უნდა დააფუძვნოს ისეთ გარემოებებზე, რმლებსაც თავად
გამოიკვლევს, რაც არ იქნა დაცული მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურული
სამსახურის მხრიდან. დარღვეულია 96,1 და 96,2 მუხლებიც, რაც ფორმალურად
უკანონოს ხდის აქტს. მატერიალური კანონიერება დარღვეულია, რამდენადაც
იკვეთებოა შეუსაბამობა ძირითად უფლებასთან კერძო კონსტიტუციის მე-18
მუხლისა და 19 მუხლის დანაწესთან, ასევე სზაკის ძირითად პრინციპებთან და
მოქმედ კანონმდებლობასთანაც, რადგან დარღვეული იქნა 170-ე, 53,96,83,95-ე
მუხლები. ასევე, გამოყენებლი იქნა წარმოების არასწორი საახე. გაომდინარე
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული
ინდაქტი არის ბათილი სზაკ-ის 60 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.

You might also like