You are on page 1of 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა


ფაკულტეტი

თამარ სილაგაძე

რეფარატი

ადმინისტრაციული წარმოება საჩივართან დაკავშირებით

ხელმძღვანელი: მოწვეული სპეციალისტი ნ. კაშია

ქუთაისი

1
2024

სარჩევი
შესავალი...........................................2
თავი I წარმოების სახე და სამართლებრივი საფუძვლები
თავი II წარმოების სუბიექტები
2.1 ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი
სუბიექტი
2.2 უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო

თავი III საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები


თავი IV წარმოების მიმდინარეობა
4.1 საჩივრის დასაშვებობა
4.2 საჩივრის დასაბუთებულობა
4.3 ფორმალური კანონიერება
4.4 მატერიალური კანონიერება
4.5 უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
4.6 არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
4.7 ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება

შესავალი

2
ადმინისტრაციული საჩივარი - დაინტერესებული მხარის მიერ
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი
წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით
იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების
განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის
შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

თავი I წარმოების სახე და სამართლებრივი საფუძვლები


ადმინისტრაციული საჩივარი არის უფლების დაცვის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება. ადმინისტრაციული
სამართალი განსაზღვრავს უფლების დაცვის ორ საშუალებას-
საჩივარი და სარჩელი. ორივე სამართლებრივი საშუალება
ემსახურება მმართველობითი ღონისძიების კანონიერების შემოწმებას ,
რაც შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მმართველობითი
ღონისძიების ადრესატის ან მესამე პირის ინიციატივით.
ადმინისტრაციული საჩივარი არის ადმინისტრაციულ ორგანოში
წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა, ხოლო სარჩელი შეიტანება
სასამართლოში.
ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია:
1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის
საშუალება
2.ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თვითკონტროლის
განხორციელების შესაძლებლობა
3. სასამართლოების განტვირთვა

სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელია ის ,


რომ დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა,

3
მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული
საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სზაკ-ის 177-ე მუხლის
თანახმად, საჩივრის, როგორც უფლების დაცვის
სამართლებრივი საშუალების მნიშვნელობა ვლინდება იმაში ,
რომ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული
საჩივარი ასევე შესაძლებელია ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული
რეალაქტის განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის
შეკავების მოთხოვნით. ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ის
უპირატესობა, რომ ადმინიტრაციულ საჩივარზე
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება
გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება.
ადმინისტრაციული საჩივარი არის სარჩელის დასაშვებობის
წინაპირობა. სსკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად,
სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით
დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის
ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნული
ემსახურება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან
თვითკონტროლის განხორციელებას და სასამართლოების
განტვირთვას.

სზაკ-ის 181-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარში


უნდა აღინიშნოს:
 ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება
 ადმინისტრაციული სჩივრის წარმდგენი პირის ვიანაობა
და მისამართი
 იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება
საჩივრდება
 მოთხოვნა
 გარემოებანი, რომელიც ეფუძნება მოთხოვნა
 ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა

4
თავი II წარმოების სუბიექტები
2.1 ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენაზე
უფლებამოსილი სუბიექტი
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლება აქვს
დაინტერესებულ მხარეს. დაინტერესებული მხარე არის
ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული
ორგანო, რომელთა დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა
გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

2.2 უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო


საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების
აუცილებელი წინაპირობაა, რომ ის განიხილოს
უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. საჩივარი
შეიტანება აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ იქ
არსებობს მისი გამომცემი თანამდებობის პირი ან
სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
არაუფლებამოსილ ადმინისტარციულ ორგანოში საჩივრის
წარდგენის შემთხვევაში ის უგზავნის საჩივარს უფლებამოსილ
ორგანოს და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს.
სსკ-ის XLII თავი აწესრიგებს საგადასახადო დავების განხილვის
წესს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს სისტემაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში
საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოებია:
შემოსავლების სამასახური და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

5
შემოსავლების სამსახურის მიერ დამკვიდრებულ საჩივრის
განხილვის პრაქტიკაში საყურადღებოა საჩივრის ნაწილობრივ
დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის შინაარსი
გულისხმობს საკითხის დამატებით შესასწავლად და
გადაწყვეტილების მისაღებად შემოსავლების სამსახურის
აუდიტის დეპარტამენტისათვის გადაგზავნას.
სასამართლო დავის გადაუწყვეტელლად ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს იმ
შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ აქტი გამოცემულია საქმისთვის
არსებით მნიშვნელობის გარემოებების გამოკველვი და
შეფასების გარეშე. ხელისუფლების დანაწილების მიხედვით,
სასამართლო არ ერევა ადმინისტრაციული ორგანოს
უფლებამოსილებაში.
საჩივრის განხილვის ქართულ მოდელში ადმინისტრაციული
საჩივრის თვითკონტროლის ფუნქცია გულისხმობს მიღებული
გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობას
ხელისუფლების იგივე შტოში და არა აქტის გამომცემი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

თავი III საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები


ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა იწვევს გასაჩივრებული
აქტის მოქმედების შეჩერებას. სზაკ-ის 184-ე მუხლი ადგენს
საჩივრის სუსპენსიურ ეფექტს, რაც გულისხმობს გასაჩივრებული
აქტის მოქმედების ავტომატურ შეჩერებას და ეს არ არის
დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილებაზე.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ
შეჩერდება, თუ:
ა) გამოიწვევს სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმართველობის ან მმართველობის ორგანოების ხარჯების
გაზრდას
ბ) წარმოადგენს პოლიციის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტს, რომელიც მიღებულია საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვასთან დაკავსირებით

6
გ) გამოცემულია საგანგებო ან საომარ მდგომარეობაში
შესაბამისი კანონის საფუძველზე
დ) აღსრულების გადადება გამოიწვეს მნიშვნელოვან
მატერეიალურ ზარალს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის
საზოგადოებრივ წესრიგს ან უშიშროებას
აღნიშნული საფუძვლებით აქტის მოქმედების გაგრძელება
დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს
გადაწყვეტილებაზე.

თავი IV წარმოების მიმდინარეობა


ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან
დაკავშირებით გულისხმობს მმართველობითი ღონისძიების
კანონიერების შემოწმებად, რაც ხორციელდება ქვემოთ
მოცემული საფეხურების გავლით.

4.1 საჩივრის დასაშვებობა


ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის წარდგენით იწყება
ადმინისტრაციული წარმოება. პირველ ეტაპზე მოწმდება
საჩივრის დასაშვებობა. საჩივრის დასაშვებობა განისაზღვრება
შემდეგნი კრიტერიუმებით:
ა) საჩივრის საგანი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან
რეალაქტის განხორციელება ან თავის შეკავება. დაუშვებელია
ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული
ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან ან
შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების
განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნით.
ბ) საჩივრის წარდგენის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს.
დაუშვებელია საჩივრის წარდეგენა სხვისი უფლების
დასაცავად.
გ)ადმინისტრაციული სჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს
ადმინისტარციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან
ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთის თვის ვადაში.
ადმინისტრაციული რეალაქტი საჩივრდება ერთი თვის ვადაში .
7
4.2 საჩივრის დასაბუთებულობა
საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდგომ იწყება საჩივრის
დასაბუთებულობის შემოწმება. საჩივრის დასაბუთებულობის
შემოწმება ხდება ორ ეტაპად: მმართელობითი ღონისძიების
ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება

4.3 ფორმალური კანონიერება


ა) უფლებამოსილება. მმართველობითი ღონისძიება უნდა
განახორციელოს საგნობრივად და ტერიტორიულად
უფლემაბამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ბ) ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე.
ადმინიტრაციული წარმოება ეს არის ადმინისტრაციული
ორგანოს საქმიაქნობა, რომელიც მიმართულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების,
გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი
ჩამოთვლის ადმინისტრაციული წარმოების სახეებს და
ამკვიდრებს პრინციპს, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს
ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტარციული წარმოების
წესით.
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ფორმა. ეს არის გავრცელებული და ძირითადი ფორმა.
სამართლებრივი ურთიერთობის გამჭირვალობის,
მტკიცებულების პროცესის გამარტივებისა და
მმართველობისთი აქტების ადმინისტრირების
უზრუნველსაყოფად უპირატესობა ენიჭებათ წერილობით
ფორმას .
დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში
აუცილებელია ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას- ყოველი
წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური

8
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უნდა შეიცავდეს
წერილობით დასაბუთებას.
4.4 მატერიალური კანონიერება
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის
შინაარსთან მოითხოვს, მასში ასახული კონკრეტული
ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს აქტის გამოცემის
სამართლებრივ საფუძვლებს.
მატერიალური კანონიერების შემოწმება გულისხმობს საქმის
ფაქტობრივ გარემოებების შესწავლას, შესაბამისი
სამართლებრივი ნორმის მოძიებას და სუბსუმციის შედეგად
სამართლებრივი შედეგის განსაზღვრას.

4.5 უკანონო ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
აუცილებელია უკანონო და შეცდომიანი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ერთმანეთისაგან
გამიჯვნა. აქ იგულისხმება აქტის გამოცემისას დაშვებული ტექნიკური
შეცდომა წერის, გამოთვლების დროს და სხვა ასეთი, აშკარა
შეცდომები. ადმინისტრაციულ ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია
ასეთი შეცდომების გასწორება და ეს ხდება ადმინისტრაციული
წარმოების ფორმალური მოთხოვნების დაუცველად.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა მოხდეს კანონიერი და კანონიერ
ძალაში შესული ინდივივიდუალური ადმინისტრაციულ-სამაღლებრივი
აქტების ცნების გამიჯვნა. კანონიერება პირველ შემთხვევაში
გულისხმობს აქტის შინაარსის სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ,
ხოლო მეორე შემთხვევაში- ამ აქტის სამართლებრივ შედეგებს.

4.6 არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტი
უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტისაგან განსხვავებით, არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -
სამართლებრივ აქტს მისი გამოცემის მომენტიდან არა აქვს
9
შესასრულებლად სავალდებულო ძალა და არ საჭიროებს არავის
მხრიდან ანგარიშის გაწევას. მისი გამოცემის მომენტიდან იძენს
შესასრულებლად სავალდებულო ძალას და საჩივრისა და სარჩელის
შეტანის ვადის გასვლის შემდეგ ხდება შესასრულებლად
სავალდებულო ძალის მქონე
სზაკ-ის მე-60 მუხლში განსაზღვრულია ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად ცნობის
საფუძვლები:
ა) შეუძლებელია მისი გამოცემი ორგანოს დადგენა
ბ) ის გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან პირის მიერ
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო
დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან
ადმინისტრაციულ სამართლებრივ დარღვევას

4.7 ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება


1. ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის
განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
თაობაზე;
გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების
შესახებ.
2. თუ საქმეზე დამატებითი მასალების მოძიება აუცილებელია,
ადმინისტრაციულ ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმის
განხილვის გადადების შესახებ, რაც ეცნობება მხარეებს.

10
3. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის
თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო.
4. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული
ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას,
რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე
უფლებას ან უპირატესობას.

გამოყენებული ლიტერარურა
 ტურავა პაატა. (2020) „ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“
გამომცემლობა „იურისტების სამყარო“
 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

11

You might also like