You are on page 1of 2

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით განცხადება არის

უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ სზაკ-ით დადგენილი წესით შეტანილი
წერილობითი მოთხოვნა. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ
ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული
საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. რაც შეეხება მის
ფორმას, იგი უნდა იყოს წერილობითი და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: იმ
ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს; მოთხოვნას; განცხადების წარდგენის
თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას; აგრეთვე განცხადებაზე დართული
საბუთების ნუსხას, თუ რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ნუსხა.

ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ


ადმინისტრაციულ ორგანოში სზაკ-ით დადგენილი წესით წარდგენილი
წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან
ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების
განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების
შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემას. ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სამი ძირითადი
ფუნქცია: ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება;
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თვითკონტროლის განხორციელების
შესაძლებლობა; სასამართლოების განტვირთვა. საჩივართან დაკავშირებით
გამოიყენება მარტივი ადინისტრაციული წარმოების დებულებანი,ასევე
გასათვალისწინებელია სზაკ-ის მე13 თავით დადგენილი თავისებურებანი.
კოლეგიური ადმინსიტრაციული საჩივრის განხილვის და გადაწყვეტის დროს
გამოიყენება შესაბამისი თავით განსაზღვრული წესები.ადმინისტრაციული წარმოება
დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარის ინიციატივით,მისი წერილობითი
ფორმით წარდგენილი საჩივრით. ამ უკანასკნელის რეკვიზიტებია: ადმ. ორგანოს
დასახელება,საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა,გასაჩივრებული
ადმ.სამართლებრივი აქტის დასახელება,იმორგანოს დასახელება,რომლის აქტიც
საჩივრდება;გარემოებანი,რომლებსაც ეფუზნება მოტხოვნა;დართული საბუთების
ნუსხა,თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი ერთვის.საჩივრის წარდგენა წარმოშობს
ორგანოს ვალდებულებას დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება,რომელიც
გულისხმობს საჩივართან დაკავშირებით მმართველობითი ღონისძიების
კანონიერების შემოწმებას.ამის შემდგომ იწყება საჩივრის დასაბუთებულობის
შემოწმება (მატერიალური და ფორმალური კანონეირება)

რაც შეეხება ადმინისტრაციული წარმოების მხარეებს, ადმინისტრაციული წარმოება-


სამართლებრივი ურთიერთობის ერთ მხარეს დგას ადმინისტრაციული ორგანო,
რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება.სხვა
ადმინისტრაციული ორგანოები ასევე შეიძლება ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების
პროცესში. ადმინისტრაციული წარმოების მეორე მხარეს დგას შემდეგი სუბიექტები:
განმცხადებელი (პირი, რომელსაც უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით შეაქვს წერილობითი
მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში); პირი, რომელსაც კანონმდებლობით
მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება; სხვა
ადმინისტრაციული ორგანო, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დაინტერესებული მხარე. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილის სტატუსი
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის,რომ მხარემ შეძლოს შუამდგომლობის
დაყენება,არამედ იმიტომაც,რომ ეს წარმოადგენს წარმოეა-სამართლებრივი
უფლებების წარმოშობის საფუძველს,როგორიცაა მოსმენის,წარმოების მასალების
გაცნობის უფლება და სხვ.

მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შეიძლება დაიწყოს შემდეგი საფუძვლებით:


ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება
იმისა, რომ გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
დაინტერესებული პირის განცხადება. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული
წარმოება განცხადებით მიმართვის შემთხვევაში დაიწყება განცხადების
რეგისტრაციის მომენტიდან.

You might also like