You are on page 1of 3

სარჩელი

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის თაობაზე

საკითხავი მასალა

• მაია კოპალეიშვილი, პაატა ტურავა, ირმა ხარშილაძე, ხათუნა ლორია, თამარ


გვარამაძე, თამარ ღვამიჩავა, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის
სახელმძღვანელო, 2018, გვ. 256-284

• საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი: 23, 33

სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე -


მავალდებულებელი სარჩელი ანუ სარჩელი მოვალეობის შესრულების შესახებ

ასკ მუხ.23.1: „1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


გამოცემის მოთხოვნით.“

მიზანი - აქტის გამოცემა

მნიშვნელობა - ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შეასრულონ კანონმდებლობით


დაკისრებული ვალდებულებები

როდესაც მოთხოვნილია რაიმე უფლების მაღიარებელი ინდაქტის გამოცემა , მისი


დავალებაც აქტის გამოცემის დავალების შესახებ სარჩელითაა შესაძლებელი და არა
აღიარებითი სარჩელით

ეს სარჩელი ითვალისწინებს როგორც ინდივიდუაური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი


აქტის, ისე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას

სარჩელი წარმატებული იქნება, თუკი იგი დააკმაყოფილებს:

I. სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმებს

II. სარჩელის დასაბუთებულობის კრიტერიუმებს

სარჩელის დასაშვებობა

ასკ მუხ.23.2-23.4:

„2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ


ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე
პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას
ან ინტერესს.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა


წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან
ერთი თვის ვადაში.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის


შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა.“

დასაშვებობის წინაპირობები:

• მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უნდა იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის გამოცემა

• უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უარი ამ აქტის გამოცემაზე

• ეს უარი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს


მოსარჩელის უფლებებს

• გასაჩივრების ვადა უნდა იყოს დაცული - 1 თვე (ან კანონით გათვალისწინებული


სხვა ვადა)

ადმინისტრაციული ორგანოს უარის სახეები:

• წერილობითი უარი

• უმოქმედობით უარი - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული ვადის დარღვევა
(ვადაში აქტის გამოუცემლობა) განიხილება აქტის გამოცემაზე უარის თქმად (ე.წ.
ვირტუალური უარი)

გასაჩივრების ვადები:

• წერილობითი უარის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის) შემთხვევაში ვადის ათვლა დაიწყება უარის თქმის შესახებ აქტის
დადგენილი წესით მიღებიდან ერთი თვის ვადაში

• უმოქმედობით უარის შემთხვევაში, სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადა


განისაზღვრება აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან ერთი
თვის ვადაში

სარჩელის დასაბუთებულობის დადგენა - მუხ.33


• სარჩელი დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა
და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის
კანონიერ უფლებას ან ინტერესს

• ამ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც


ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი

• მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი


აქტის გამოცემის ვადას

• სასამართლოს შეუძლია თვითონ მოაწესრიგოს სადავო საკითხი

• აქაც შესაძლებელია ასკ 32.4 მუხლის გამოყენება

• დისკრეციული უფლებამოსილების შემთხვევა - სასამართლოს არ აქვს უფლება,


თავად გამოსცეს მოთხოვნილი აქტი, თუ საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს
დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება

შეგებებული სარჩელის წარდგენის დაუშვებლობა

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის


შემთხვევაში არ დაიშვება შეგებებული სარჩელის წარდგენა

ხშირად, 23-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელი მოიცავს ასევე უარის თქმის


შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
ცნობის შესახებ სარჩელსაც (22-ე მუხლით აღძრულ სარჩელს)

You might also like