You are on page 1of 4

ადმინისტრაციულის ვადები

1) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.


2) თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად ცნოს, სარჩელის მიღებიდან 2
კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას
3) სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის
წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
4) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში
5) თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში
მიღებიდან 10 დღის ვადაში.
6) სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ საჩივართან
დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1
თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში, ზიანის მიყენებიდან 3 თვის
ვადაში (ბათილად ან ძალადაკარგულად) გადაწყვეტილებებზე
7) სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება:
შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის
ვადაში
8) მოსამართლე არანებაყოფლობით ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის
სტაციონარში მოთავსების საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მიმართვის
წარდგენიდან 24 საათის ვადაში.
9) ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია მაგისტრ მოსამართლეს ან
რაიონულ მოსამართლეს შესაბამისი ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს,
საექსპერტოდან დადებითი დასკვნის მიღებიდან 48 საათის ვადაში.
10) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებით
სასამართლო გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს
11) პირველი ინსტანციის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში
12) საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო, საჩივრის წარდგენიდან 7
დღის ვადაში იღებს
13) სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს
გადაწყვეტილებას, შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან
გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
14) სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში უგზავნის გამომცემ
უფლებამოსილ ორგანოს.
15) არასრულწლოვნის მოძალადე მშობლისგან განცხადების თაობაზე საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო დროებითი ღონისძიების სახით იღებს
განკარგულებას მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში
16) შემაკავებელი ორდერის შესახებ გადაწყვეტილება, შეიძლება გასაჩივრდეს
სააპელაციოში, მხარისათვის დასაბუთებელი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის
ვადაში
17) სააპელაციო, გადაწყვეტილებას იღებს შემაკავებელზე საჩივრის წარდგენიდან 7 დღის
ვადაში
18) ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 24
საათის განმავლობაში გადაეცემა მხარეებს
19) აღნიშნული გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება შსს-ის შესაბამის
20) სასამართლო, განცხადების კანცელარიაში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში
განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის, გაუქმების,
გაგრძელების ან გამოცემაზე უარის შესახებ.
21) სასამართლო, დამცავი ორდერის შესახებ განცხადების შეტანიდან 24 საათის
განმავლობაში განცხადებას უგზავნის მეორე მხარეს.
22) პირს, რომლის მიმართაც შეტანილია განცხადება, წერილობით უპასუხოს და
წარადგინოს მტკიცებულებები სასამართლო უწყების მიღებიდან 3 დღის ვადაში -
უფლებამოსილია
23) სასამართლოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მხარეებს
გადაეცემა 24 საათის განმავლობაში
24) მოძალადისგან განცალკევების გადაწყვეტილება სააპელაციოში საჩივრდება
მხარისათვის დასაბუთებელი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში
25) საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო იღებს, საჩივრის
წარდგენიდან 3 დღის ვადაში
26) არასრულწლოვნის მშობლისგან ან კანონიერის წარმომადლისგან განცალკევების
გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს სოციალური მუშაკი დაუყონებლივ შედის
ძალაში და 24 საათის განმავლობაში ეგზავნება მშობელს
27) სასამართლო გასაჩივრებული სარჩელის წარმოებაში მიღებიდან, რომელსაც
ასაჩივრებს სავარაუდო მოძალადე მშობელი, 24 საათის განმავლობაში სარჩელს
უგზავნის განცალკევების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს
28) სასამართლო სარჩელს, წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში განიხილავს და იღებს
გადაწყვეტილებას
29) გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომელსაც ეცნობება სარჩელის შესახებ, შეუძლია
უპასუხოს სარჩელში მითითებულ საკითხებს და წარადგინოს მტკიცებულებები,
სასამართლო უწყების მიღებიდან 2 დღის ვადაში
30) ნებისმიერ პირს, რომელიც განსახილველ საქმეში მხარე ან მესამე პირი არ არის, აქვს
უფლება საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, სასამართლოს
წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით
31) საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან გამომდინარე,
სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველ ინსტანციაში სასარჩელო განცხადების
წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ უნდა
აღემატებოდეს 2 თვეს
32) ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, ვადა
შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვისა
33) სააპელაციოში სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის
წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ უნდა
აღემატებოდეს 2 თვეს
34) აღნიშნულ ვადაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10
დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას
მხარეებისათვის გადასაცემად
35) ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის აღსრულების
უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანის შემთხვევაში ადმინისტრაციული
ორგანო საკითხს წყვეტს 10 დღსი ვადაში
36) დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის
გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც
37) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესს, უნდა გამოიცეს
განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში
38) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო
ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს
39) დაინტერესებული მხარე გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობით
მიმართავს ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულ გარემოებათა აღმოფხვრიდან არა
უგვიანეს 15 დღისა
40) ადმინისტრაციული ორგანო განცხადება,ს გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ
განიხილავს 5 დღის ვადაში
41) თუ საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს
უფლლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5
დღისა გადაუგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს
42) განცხადებისა და საბუთების უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში
გადაგზავნის შესახებ, 2 დღის ვადაში წერილობით ეცნობება განმცხადებლებს
43) ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე, რომელსაც არ
გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, ვალდებულია
ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში დანიშნოს
წარმომადგენლად საქართველოში რეგისტრირებული პირი
44) იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებირივი აქტი
ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ზეპირი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს
წერილობით
45) საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყონებლივ ან
არა უგვიანეს 10 დღისა
46) თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, საჯარო
დაწესებულება ვალდებულია მოთხოოვნისთანავე აცნობოს განმცხადებელს
47) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება
ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით
განუმარტოს უფლებები და გასაჩივრების წესი

You might also like