You are on page 1of 3

ამ მუხლების შედარება

თავიდანვე მიზანშეწონილია დავიწყოთ იმის აღნიშვნით, რომ ორივე მუხლით


ხაზგასმულია სისხლისსამართლებრივი დანაშაული, ორივე შემთხვევაში სახეზეა
მკვლელობა, შესაბამისად განსახილველი მუხლების შემთხვევაში
სისხლისსამართელბრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, კერძოდ, რა თქმა
უნდა, დაზარალებულის სიცოცხლე. დანაშაულის ჩამდენნი, მკვლელები, კი ორივე
შემთხვევაში სისხლისსამართელბრივი პასუხისმგებლობის სუბიექტები არიან, ანუ
მარტივად რომ ვთქვათ, სსკ-ის 111-ე და 113-ე მუხლების შესაბამისად დანაშაულის
ჩამდენი პირები სისხლისსამართლებრივი წესით პასუხს აგებენ ჩადენილი
დანაშაულისათვის, კერძოდ, მკვლელობისთვის, განურჩევლად იმისა, თუ როგორ
გარემოებაშია იგი ჩადენილი, გარემოებების დადგენასა და დაზუსტებას კი,
მნიშვნელობა ექნება მათ წინაშე ბრალის წაყენებისას, რათა სწორი გადაწყვეტილება
მიიღოს სასამართლომ, ხოლო მათი დასჯადობა გარემოებების დადგენამდე,
მხოლოდ იმის დადგენით, რომ ისინი არიან მკვლელები, უდავოა.

მოცემული მუხლების ერთმანეთისაგან განსხვავებისა და გამიჯვნის დასადგენად,


დასაწყისშივე აუცილებელია ვიმსჯელოთ მათ განმასხვავებელ განზრახვაზე. 111-ე
მუხლის შემთხვევაში სახეზეა განზრახ ჩადენილი დანაშაული, რაც გულისხმობს
იმას, რომ დამნაშავე ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ საკუთარი ქმედება იყო
მართლსაწინააღმდეგო, იცოდა რა მოელოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას, მზად
იყო ამისთვის და მაინც ჩაიდინა დანაშაული, ანუ შეგნებულად და განზრახ ჩაიდინა
მკვლელობა. შემდეგი მთავარი განმასხვავებელი გარემოება, როგორც მუხლის
დასახელებაშიც მარტივად ვხედავთ, არის ის, რომ 113-ე მუხლისგან განსხვავებით
111-ე მუხლით დანაშაული რომ დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია მკვლელობა,
კერძოდ, განზრახ ჩადენილი მკვლელობა, ჩადენილი იყოს ძლიერი სულიერი
აღელვების მომენტში, აფექტის მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს უჭირს
საკუთარი ემოციებისა და იმ განცდების კონტროლი, რომელიც გამოიწვია იმ ზიანის
თვითმხილებლობამ ან შემსწრეობამ, რომელიც მიადგა: მის მეგობარს, ოჯახის წევრს,
ახლობელს, ნათესავს და სხვ. 111-ე მუხლზე მსჯელობისას, რადგანადაც მუხლი
შეიცავს განზრახ ჩადენილ დანაშაულს, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ
გარემოებას, რომ მიუხედავად განზრახვისა, მოცემული მუხლით (111-ე)
დაკვალიფიცირებული დანაშაული შეუძლებელია განვმარტოთ, როგორც
დაგეგმილი, რადგან ამის მარტივ გამართლებას თავად მუხლი იძლევა, როცა იგი
აღნიშნავს რომ დანაშაული ამ შემთხვევაში ჩადენილია დამნაშავის აფექტის
მდგომარეობაში ყოფნისას, ხოლო უდავოა ის საკითხი, რომ ძლიერი სულიერი
აღელვების ხელოვნურად შექმნა და შემდეგ ამ ხელოვნურად შექმნილი აფექტის
მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა არის ძალიან არარეალური და სისხლის
სამართალი მსგავს ქმედებებს სხვა მუხლებით აკვალიფიცირებს.

რაც შეეხება სსკ-ის 113 ე მუხლს, მოცემული განსახილველი მუხლი გულისხმობს


ჩადენილ დანაშაულს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.
დასაწყისშვე, შემდგომი მარტივი მსვლელობისთვის, მიზანშეწონილია განვმარტოთ
თუ რას ნიშნავს აუცილებელი მოგერიება. აუცილებელი მოგერიება ნიშნავს
დაზარალებულის, ან შემდგომი დაზარალებულის (აქ ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ
ზიანი არ განუცდია იმ პიროვნებას ვის მიმართაც ეს მიმართულია), ქმედებას თავი
აარიდოს და იმოქმედოს რათა, ზიანი არ მიადგეს სხვა პირის მიერ მის სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას, კერძოდ, ამ სხვა პიროვნებაში იგულისხმება დანაშაულის ჩამდენი,
დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელმყოფი პირი. მოცემული ორი
მუხლის განსხვავებისას ასევე შეგვიძლია ხაზი გავუსვათ აუცლებელი მოგერიების
ფარგლების არსებობას, რომელსაც ითვალისწინებს განსახილველი მუხლებიდან,
113-ე მუხლი. იმისათვის რომ თავიდანვე დანაშაული ამ მუხლით
დაკვალიფიცირდეს, მიზანშეწონილია განვმარტოთ არის თუ არა ადამიანი
აუცლებელი მოგერიების მდგომარეობაში, არის თუ არა სავარაუდო
დაზარალებულის ქმედებები გადაჭარბებული იმ ფარგლებს, რომელიც შეუსაბამოა
მის მიმართ მიყენებული ზიანის, თავდასხმის, ანუ არის თუ არა სახეზე მიყენებული
ზიანი იმ სიმძიმის რომ დაზარალებულის ქმედებები დაკვალიფიცირდეს
აუცილებელი მოგერიების ფაგრლებს გადაცილებად, ანუ ამ მუხლით
კვალიფიკაციისას აუცილებელია, დადგინდეს მომგერიებლის მიმართ
თავდასხმისგან დაცვისას გამოყენებული ქმედებების შეუსაბამობა თავად
თავდასხმის სიმძიმესთან. 111-ე მუხლთან მისი მსგავსება და საერთო არის ის რომ ამ
შემტხვევაში სახეზეა განზრახვა, კერძოდ, არაპირდაპირი განზრახვა. ანუ
მომგერიებელი ცდილობს თავის დაღწევას თავდასხმისგან, ახორციელებს საპასუხო
თავდასხმას ტავდამსხმელზე, იცის რომ შესაძლოა მისი ქმედება იყოს
მართლსაწინააღმდეგო, მაგრმამ გულგრილია მის მიმართ, რადგან უპირატესი მისი
სიცოცხლეა, ანუ სახეზეა არაპირდაპირი განზრახვა. ამ დანაშაულის ჩადენა
პირდაპირი განზრახვით არის შეუძლებელი, რადგან ამ დანაშაულის მცდელობაც
შეუძლებელია. ხოლო აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულის ჩადენა
შესაძლებელია კონკრეტიზებული ან არაკონკრეტიზებული პირდაპირი გაზრახვით,
რაც 113-ე მუხლისგან განასხვავებს ასევე მას. თუმცა მათი განზრახვით ჩადენის
მსგავსება, თავად მუხლების განმარტებები იძლევა.

You might also like