You are on page 1of 19

ფორმულარი

განკუთვნილია მხოლოდ 2021 წლის 17 დეკემბრის გამოცდის მონაწილე


სტუდენტებისათვის

სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი -დავით მაჭარშვილი,


35001122799

ფაკულტეტი: იურიდიული
საგნის დასახელება: იურიდიულ პროფესიათა სამართლებრივი
საფუძვლები

ელექტრონული ფოსტა: ekaterine.gasitashvili@tsu.ge


გამოცდა იწყება 9 საათზე, მისი ხანგრძლივობა განსაზღვრულია 2 (ორი)
საათით.
ლექტორს ნამუშევარი დაუბრუნდება არა უგვიანეს 11.15 საათისა
ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე
დასრულებული ნამუშევარი ლექტორს ეგზავნება „ვორდის“ ფაილში,
ფაილს სტუდენტი „დაარქმევს“ საკუთარ სახელსა და გვარს

გამოცდის სახე: წერითი


წერითი გამოცდის ფორმატი საკითხი, ტესტი, კაზუსი, სხვა.
გთხოვთ, გაუსვათ ხაზი რა სახით შედის ბილეთი გამოცდაზე:
1. კაზუსი
2. ტესტები

გამოცდის მაქსიმალური შეფასება 30: კოლოკვიუმის ქულა 30;


როგორია ბილეთის შეფასების სისტემა (როგორ ნაწილდება შეფასება
ბილეთის თითოეულ კომპონენტზე):
1. ერთი კაზუსი - 10 ქულა
2. ოცი ტესტი - თითო 01 ქულა

1
მიუთითეთ, რომელი ნორმატიული მასალის გამოყენების უფლება აქვს
სტუდენტს გამოცდაზე და რა შემთხვევაში იყენებს სტუდენტი თქვენ
მიერ მითითებულ ნორმატიულ მასალას. დააკონკრეტეთ სტუდენტი
გამოიყენებს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს, მხოლოდ
კაზუსზე მუშაობისას

პედაგოგის ხელმოწერა: ეკატერინე გასიტაშვილი


თარიღი 13.12.2021.

ბილეთი #1.

საკითხი 1 - კაზუსი

ადვოკატთან კონსულტაციაზე მივიდნენ დეიდაშვილები - ნინო და მერაბი. მათ


სურდათ ბებიის დანატოვარი უძრავი ქონების თანაბარწილად (50/50) რეგისტრაცია
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ადვოკატი გაესაუბრა მათ, გამოართვა საბუთები, განუმარტა საქმის წარმოების


სავარაუდო ვადები და შეუთანხმა მომსახურების ჰონორარი.

კლიენტებმა ადვოკატის საბანკო ანგარიშზე შეიტანეს ადვოკატის ჰონორარი. 2 თვის


გასვლის შემდეგ, ადვოკატს ტელეფონით დაუკავშირდა ნინო, რომელმაც მოითხოვა
საბუთების დაბრუნება.

ორი დღის შემდეგ, ადვოკატმა ნინოს გადასცა საბუთები. დაახლოებით ერთი თვის
შემდეგ, ადვოკატს ტელეფონით დაუკავშირდა მერაბი, რომელსაც აინტერესებდა,
როგორ მიმდინარეობდა საქმისწარმოება, კონკრეტულად რა ეტაპზე იყო ადვოკატი.

ადვოკატმა მერაბს განუცხადა, რომ აგროვებდა გარკვეულ საბუთებს კლიენტის


საქმისათვის, რისთვისაც კლიენტის - მერაბის მიერ გადახდილი ჰონორარიდან
გადაიხადა გარკვეული თანხა და ისიც უთხრა, რომ ნინოს, მისივე მოთხოვნით,
დაუბრუნა საბუთები. ადვოკატმა მერაბს მოსთხოვა, ჰონორარიდან გადახდილი
თანხის მისთვის ანაზღაურება.

2
მერაბმა როგორც კი შეიტყო, რომ ადვოკატმა ნინოს დაუბრუნა საბუთები, მეორე
დღესვე წავიდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და გაარკვია, რომ ნინოს
დაახლოებით 10 დღის წინ დაურეგისტირებია საკუთრებად ბებიის დანატოვარი
სახლი.

გაბრაზებული მერაბი დაუკავშირდა ადვოკატს და მოსთხოვა განმარტება. ადვოკატმა


მერაბს უთხრა, რომ იგი ნინოს დიდი ხანია იცნობდა, რადგან ნინოს დედა ადვოკატის
შვილების აღმზრდელი მასწავლებელი იყო; ამასთან, ასეც რომ არ ყოფილიყო,
ადვოკატი ვალდებული იყო, კლიენტისათვის - ნინოსთვის მოთხოვნისთანავე
დაებრუნებინა საბუთები.

ადვოკატმა მერაბს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, კანონით


გათვალისწინებული წესით, მას შეეძლო მერაბის ინტერესები დაეცვა სასამართლოში
და აღუთქვა კლიენტს, რომ მოამზადებდა სარჩელს ნინოს წინააღმდეგ. მერაბი
დათანხმდა ამას და ადვოკატს, მისივე მოთხოვნით, სარჩელის მომზადებისა და ნინოს
წინააღმდეგ სასამართლოში წარმომადგენლობისათვის დამატებით გადაუხადა
გასამრჯელო.

შეაფასეთ ადვოკატის ქმედებები პროფესიული ეთიკის კოდექსის


საფუძველზე, დასაბუთებისას გაანალიზეთ და მიუთითეთ კოდექსის
კონკრეტული ნორმა (მისი პუნქტი, ქვეპუნქტი), მხოლოდ ნორმის გადმოწერა
შეფასდება 0 (ნული ) ქულით.

კაზუსის ამოხსნა

მოცემული კაზუსის მიხედვით თავდაპირველად განვიხილავ ადვოკატისა და


კლიენტის ურთიერთობის დაწყების საკითხს. ადვოკატთა პროფესიული
ეთიკის კოდექსის (შემდგომში აპეკ-ის) მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად:
ადვოკატი კლიენტთან თავის საქმიანობას იწყებს კლიენტთან
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ურთიერთობას უთანაბრდება, როდესაც
ადვოკატს შეეძლო ევარაუდა, რომ შეთანხმებას დებდა კლიენტთან
ურთიერთობაში მყოფი უფლებამოსილი პირი, გარდა სავალდებულო
(იძულებითი) დაცვის შემთხვევისა. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატთან
კონსულტაციაზე მივიდნენ დეიდაშვილები - ნინო და მერაბი. მათ სურდათ
ბებიის დანატოვარი უძრავი ქონების თანაბარწილად (50/50) რეგისტრაცია
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ადვოკატი გაესაუბრა მათ,
გამოართვა საბუთები. შესაბამისად მხარეთა შორის დაედო საადვოკატო

3
მომსახურების ხელშეკურლება ზეპირად(შეიძლება ითქვას კიდეც რომ
ხელშეკრულება ერთგვარად კონკლუტენტური მოქმედებით იქნა დადებული).
შეთანხმება/ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, შეიძლება იყოს
როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის
მიხედვით, საადვოკატო მომსახურების შესახებ შეთანხმება განიხილება,
როგორც დავალების ხელშეკრულება, ვინაიდან ადვოკატი რწმუნებულებით
ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული რამდენიმე მოქმედება
მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე. ნებისმიერ შემთხვევაში ხელსეკრულება
გაფორმდება წერილობით თუ ზეპირად ადვოკატსა და კლიენტს შორის
ურთიერთობა წარმოშობილად ჩაითვლება. ჩვენს შემთხვევაში ხელშეკრულება
ცალსახად სახეზეა ადვოკატსა და დეიდაშვილებს(ნინოსა და მერაბს) შორის,
(დეიდაშვილები არიან აღნიშნული ადვოკატის კლიენტები).

შუალედური დასკვნა: ადვოკატსა და კლიენტს (ნინო და მერაბი) შორის მე-8


მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარმოიშვა ადვოკატ-კლიენტის
ურთიერთობა.

ფაბულის მიხედვით, ადვოკატი გაესაუბრა მათ, გამოართვა საბუთები,


განუმარტა საქმის წარმოების სავარაუდო ვადები და შეუთანხმა მომსახურების
ჰონორარი. ადვოკატ კლიენტის ურთიერთობას არეგულირებს აპეკის მე-8
მუხლი, აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ადვოკატმა
კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და
განახორციელოს წარმომადგენლობა. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად: ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა მიაწოდოს
ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის წამოების
მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.ხოლო აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის
თანახმად: ადვოკატის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი
განაკვეთი წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის
მოცემულ შემთხვევაში ადვოკატმა კლიენტებს განუმარტა საქმის წარმოების
სავარაუდო ვადები რაც ცალსახად არის მე-8 მუხლის მე-5 პუქნტის
შესაბამისად კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად რჩევის მიცემა
კლიენტებისათვის, ასევე ადვოკატმა შეუთანხმა ჰონორარი რის
ვალდებულებასაც მას აპეკის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-8
პუნქტი აკისრებდა, მოცემული მუხლის მე-6 პუნქტი ასევე ადვოკატს
აკისრებდა ვალდებულებას რომ საქმის წარმოების მოსალოდნელი ხარჯების
შესახებაც მიეწოდებინა კლიენტებისთვის ინფორმაცია, კაზუსში ზუსტად არ

4
ჩანს ადვოკატმა დეიდაშვილებს(მის კლიენტებს) მიაწოდა თუ არა აღნიშნული
ინფორმაცია, თუმცა ვინაიდან იგი შეუთანხმდა კლიენტებს ჰონორარზე და
გააცნო ასევე საქმის წარმოების ვადები ვვარაუდობ რომ საქმის წარმოების
მოსალოდნელი ხარჯების შესახებაც მიაწვდიდა მათ ინფორმაციას.

შუალედური დასკვნა: ადვოკატის მიერ მოცემულ შემთხვევაში არ


დარღვეულა აპეკის მე-8 მუხლის მე-5 მე-6 და მე-8 პუნქტები.

კაზუსის შემდეგი ნაწილის მიხედვით: კლიენტებმა ადვოკატის საბანკო


ანგარიშზე შეიტანეს ადვოკატის ჰონორარი. აპეკის მე-8 მუხლის მე-13
პუნქტის თანახმად: ნებისმიერი ფულადი სახსრები ან ქონება, რომელსაც
კლიენტი მიანდობს ადვოკატს უნდა ინახებოდეს დამოუკიდებლად
ადვოკატის პირადი ფულადი სახსრების ან ქონებისაგან და იმართებოდეს
კეთილსინდისიერად. მოცემული ნორმა აწესებს ადვოკატისათვის ფულადი
თანხების მინდობის შემთხვევაში თუ როგორ უნდა იქნეს აღნიშნული თანხები
შენახული, თუმცა რამდენად წარმოადგენს ადვოკატისათვის ჰონორარის
გადახდა თანხების მინდობას ნამდვილად საკამათოა. ადვოკატისათვის
თანხების მინდობა გულისხმობს იმ გარემოებას რომ აღნიშნული თანხები
ადვოკატს გადაეცემა მფლობელობაში და მათი განკარგვა(დახარჯვა) უნდა
მოხდეს კლიენტის ინტერესების შესაბამისად და მისი საშუალებით უნდა
დაიფაროს კონკრეტული საქმის წარმოების ხარჯები, რაც შეეხება
ადვოკატისთვის ჰონორარის გადახდას, ჰონორარი არის ფულადი თანხა
რომელსაც პირს(მათ შორის ადვოკატს) საქმიანობის განხორციელებისთვის
(დავალების შესრულებისთვის) უხდიან, შესაბამისად ამ დროს ფულადი
სახსრები ადვოკატს მფლობელობაში კი არა საკუთრებაში გადაეცემა, ანუ არ
ხდება ფულადი თანხების მინდობა, შესაბამისად ერთი შეხედვით ჰონორარის
გადახდის შემთხვევაზე არ ვრცელდება აპეკის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის
აკრძალვა, მაგრამ იურიდიული ეთიკის ახალ სახელმძღვანელოში (
იურიდიული ეთიკა, 2021) მინდობილი თანხა განმარტებულია შემდეგნაირად:
მინდობილი თანხა არის თანხა, რომელსაც კლიენტი ადვოკატს გადასცემს
თავისი საქმის წარმოებისთვის, ამ თანხაში შედის როგორც საპროცესო
ხარჯები ასევე სანოტარო, სათარჯიმანო, საფოსტო, სატრანსპორტო და ა.შ.
მომსახურების თანხა, რომელიც აუცილებელია კლიენტის ინტერესების
შესაბამისად, მისი საქმის წარმოებისთვის. ასევე მინდობილ თანხად ითვლება
კლიენტის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ჰონორარი იმ მომენტამდე
სანამ ადვოკატი არ გამოიმუშავებს მას. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატს

5
აღნიშნული ჰონორარი ჯერ არ ჰქონდა გამომუშავებული, შესაბამისად
მისთვის ჰონორარის ანგარიშზე ჩარიცხვა ითვლებოდა მინდობილ თანხებში
და შესაბამისად ვრცელდებოდა მე-8 მუხლის მე-13 პუნქტის რეგულაცია,
აღნიშნული ჰონორარი უნდა შენახულიყო ადვოკატის პირადი სახსრებისგან
დამოუკიდებლად, მას უნდა მიეთითებინა კლიენტებისათვის რომ ჰონორარის
ჩარიცხვა არ უნდა მომხდარიყო მის პირად საბანკო ანგარიშზე.

შუალედური დასკვნა: დაირღვა აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-13 პუნქტი.

კაზუსის შემდეგი ნაწილის თანახმად: ადვოკატს ტელეფონით დაუკავშირდა


ნინო, რომელმაც მოითხოვა საბუთების დაბრუნება. ორი დღის შემდეგ,
ადვოკატმა ნინოს გადასცა საბუთები. ვინაიდან ადვოკატ-კლიენტის
ურთიერთობა წარმოიშობა დავალების ხელშეკრულების საფუძველზე
მარწმუნებელს ანუ კლინეტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს
ხელშეკრულება, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ნინო
დაუკავშირდა ადვოკატს და მოითხოვა საბუთების უკან დაბრუნება შეიძლება
შეფასდეს როგორც საადვოკატო საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების
შეწყვეტის სურვილი, თავის მხრივ ადვოკატმა გადასცა დოკუმენტები ნინოს,
ხელშეკრულება შეწყდა. მე-8 მუხლის მე-15 მუხლის თანახმად:კლიენტის
ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს
ყველა დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულად ნინოსა და
ადვოკატს შორის ურთიერთობაში დარღვევა აპეკის მიხედვით არ იკვეთება,
თუმცა ნინოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ადვოკატმა
ინფორმაცია არ მიაწოდა მერაბს, აღნიშნულს ადასტურებს ფაბულაში
არსებული ის გარემოება, რომ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ადვოკატს
ტელეფონით დაუკავშირდა მერაბი, რომელსაც აინტერესებდა, როგორ
მიმდინარეობდა საქმისწარმოება, კონკრეტულად რა ეტაპზე იყო ადვოკატი და
სწორედ ამ საუბრის დროს უთხრა მერაბს ადვოკატმა რომ ნინოს, მისივე
მოთხოვნით, დაუბრუნა საბუთები. აპეკის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის
თანახმად კი: ადვოკატმა კლიენტს მასთან შეთანხმებული წესით უნდა
მიაწოდოს ინფორმაცია მასზე მინდობილი საქმის მსვლელობისა და საქმის
წამოების მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. აღნიშნული ნორმის თანახმად
ადვოკატს ეკისრებოდა ვალდებულება რომ ნინოს მიერ საბუთების
გამოთხოვის შესახებ მერაბისთვის გონივრულ ვადაში შეეტყობინებინა,
ვინაიდან მან ეს არ განახორციელა დაარღვია როგორც აპეკის მე-8 მუხლის მე-6

6
ნაწილი, ასევე მე-8 მუხლის მე-5 პუნქტიც(კეთილსინდისიერად და
კვალიფიციურად წარმოამდგენლობის ვალდებულება).

შუალედური დასკვნა: ადვოკატის მიერ დაირღვა აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-6


პუნქტი და ამავე მუხლის მე-5 პუნქტი.

სატელეფონო საუბრის დროს ადვოკატმა მერაბს განუცხადა, რომ აგროვებდა


გარკვეულ საბუთებს კლიენტის საქმისათვის, რისთვისაც კლიენტის - მერაბის
მიერ გადახდილი ჰონორარიდან გადაიხადა გარკვეული თანხა და ადვოკატმა
მერაბს მოსთხოვა, ჰონორარიდან გადახდილი თანხის მისთვის ანაზღაურება.
აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ადვოკატმა საქმე უნდა
აწარმოოს კლიენტის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შესაბამისი
ორგანოს მიერ დანიშნული კომპეტენტური პირის მითითებით,
სავალდებულო დაცვის შემთხვევაში. ადვოკატმა მერაბის მითითების გარეშე
მისთვის გადახდილი ჰონორარიდან საბუთების შეგროვებისთვის გადაიხადა
გარკვეული თანხა, აღნიშნულის შესახებ ასევე არ იყო ინფორმირებული
მერაბი, შესაბამისად აღნიშნული მოქმედებით ადვოკატმა დაარღვია როგორც
აპეკის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, ასევე მე-6 პუნქტიც(ინფორმირების
ვალდებულება). ამასთან როგორც წესი საქმის წარმოების ხარჯების დაფარვა
ხდება ადვოკატისათვის კლიენტის მიერ მინდობილი თანხიდან და არა
ჰონორარიდან(რომელიც ადვოკატის გასამრჯელოს წარმოადგენს),
აღნიშნულის გამიჯვნა რომ ცალსახად აუცილებელია გამომდინარეობს აპეკ-ის
მე-8 მუხლის მე-13 პუნქტიდან რომელიც ადვოკატისთვის მინდობილი
თანხების განცალკევებულად შენახვის ვალდებულებას აწესებს, კერძოდ
აღნიშნული ნორმის თანახმად: ნებისმიერი ფულადი სახსრები ან ქონება,
რომელსაც კლიენტი მიანდობს ადვოკატს უნდა ინახებოდეს
დამოუკიდებლად ადვოკატის პირადი ფულადი სახსრების ან ქონებისაგან და
იმართებოდეს კეთილსინდისიერად. ადვოკატი ვალდებულია კლიენტს
მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ანგარიშგება. შესაბამისად ადვოკატის
მიერ დოკუმენტის შეგროვებისთვის საჭირო თანხები უნდა დაეფარა არ მისი
ჰონორარიდან არამედ მისთვის მე-8 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად
მინდობილი სახსრებისგან(მაგრამ როგორც ზემოთ ვიმსჯელეთ ადვოკატის
ჰონორარიც ითვლება მინდობილ თანხად სანამ ადვოკატი მას არ
გამოიმუშავებს), თუმცა ვინაიდან მან წინასწარ არ შეატყობინა საკუთარ
კლიენტს აღნიშნული ინფორმაცია არ არსებობდა ადვოკატისთვის
კონკრეტულად საქმის წარმოებისათვის მინდობილი თანხები. შესაბამისად

7
ცალსახად დარღვეულია აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი და აგრეთვე
კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად წარმომადგენლობის
ვალდებულებაც ( აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი).

შუალედური დასკვნა: ადვოკატის მიერ მოცემულ შემთხვევაშიც დაირღვა


აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი( შეთანხმებული წესით ინფორმაციის
მიწოდების ვალდებულება), ასევე დაირღვა აპეკის მე-8 მუხლის მე-2 და მე-5
პუნქტები.

კაზუსის შემდეგი ნაწილის მიხედვით: მერაბმა როგორც კი შეიტყო, რომ


ადვოკატმა ნინოს დაუბრუნა საბუთები, მეორე დღესვე წავიდა საჯარო
რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და გაარკვია, რომ ნინოს დაახლოებით 10
დღის წინ დაურეგისტირებია საკუთრებად ბებიის დანატოვარი სახლი.
გაბრაზებული მერაბი დაუკავშირდა ადვოკატს და მოსთხოვა განმარტება.
ადვოკატმა მერაბს უთხრა, რომ იგი ნინოს დიდი ხანია იცნობდა, რადგან
ნინოს დედა ადვოკატის შვილების აღმზრდელი მასწავლებელი იყო; ამასთან,
ასეც რომ არ ყოფილიყო, ადვოკატი ვალდებული იყო, კლიენტისათვის -
ნინოსთვის მოთხოვნისთანავე დაებრუნებინა საბუთები. მოცემულ
შემთხვევაში ის გარემოება რომ ნინო დიდი ხანი იცნობდა რადგან ნინოს დედა
ადვოკატის შვილების მასავლებელი იყო საერთოდაც არფრის მთქმელია
მერაბისთვის, პირიქით აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად:
ადვოკატმა პატიოსნად და უშიშრად უნდა დაიცვას კლიენტის ინტერესები,
მიუხედავად მისი პირადი ინტერესებისა ან მისთვის ან ნებისმიერი სხვა
პირისათვის შესაძლო შედეგებისა. შესაბამისად ის გარემოება რომ ნინოს
დიდი ხანი იცნობდა შეიძლება გვაქფიქრებინებდეს რომ ადვოკატის მიერ
დარღვეული იქნა მე-8 მუხლის მე-14 პუნქტი, თუმცა ვინაიდან დამატებით
ინფორმაცია არ ვფლობთ მხოლოდ ფაბულაში არსებული მონაცემებით მე-8
მუხლის მე-14 პუნქტის დარღვევას ვერ დავადგენთ, თუმცა კიდევ ერთხელ
აღვნიშნავ ადვოკატის მიერ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევას, ვინაიდან
მოცემული გარემოების შესახებ მერაბს დროულად არ შეატყობინა ადვოკატმა.

ფაბულის მიხედვით, ადვოკატმა მერაბს უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი


იყო, კანონით გათვალისწინებული წესით, მას შეეძლო მერაბის ინტერესები
დაეცვა სასამართლოში და აღუთქვა კლიენტს, რომ მოამზადებდა სარჩელს
ნინოს წინააღმდეგ. მერაბი დათანხმდა ამას და ადვოკატს, მისივე მოთხოვნით,
სარჩელის მომზადებისა და ნინოს წინააღმდეგ სასამართლოში

8
წარმომადგენლობისათვის დამატებით გადაუხადა გასამრჯელო. მოცემულ
შემთხვევაში საკითხავია რამდენად ჰქონდა ადვოკატს უფლება სასამართლოში
მერაბის ინტერესები დაეცვა ნინოს წინააღმდეგ. აპეკ-ის მე-6 მუხლი
განამტკიცებს ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპს,
აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ა ქვეპუნქტის თანახმად: ინტერესთა
კონფლიქტი არსებობს იმ შემთხვევებშიც, როდესაც: ადვოკატის
ვალდებულებები ორი ან მეტი კლიენტის წარმომადგენლობისას ერთი და
იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგოა ან
არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე.
მოცემულ შემთხვევაში ნინო იყო ადვოკატის ყოფილი კლიენტი ხოლო მერაბი
მისი ამჯამინდელი კლიენტი, თანაც მათ შორის არსებობდა ინტერესთა
კონფლიქტი ბებიის დანატოვარ ქონებასთან დაკავშირებით, მე-6 მუხლის მე-2
ნაწილის ა ქვეპუნქტის თანახმად ინტერესთა კონფლიქტი აშკარად იკვეთება,
ასევე აპეკ-ის მე-4 მუხლი ადვოკატს აკისრებს კონფიდენციალური
ინფორმაციის დაცვის დროში შეუზღუდავ ვალდებულებას, ხოლო აპეკ-ის მე-8
მუხლის მე-5 ნაწილი კვალიფიციური წარმომადგენლობის ვალდებულებას
რაც გულისხმობს იმას რომ ადვოკატი მოცემულ შემთხვევაში ან წარმოადგენს
მერაბს კვალიფიციურად(აპეკ-ის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) და
ამავდროულად დაარღვევს აპეკ-ის მე-4 მუხლით დაკისრებულ
კონფიდენციალობის ვალდებულებას ან პირიქით, შესაბამისად ვინაიდან
სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი და ამავდროულად ადვოკატი აუცილებლად
დადგება ზემოთ აღნიშნული დილემის წინაშე(ან კვალიფიციური
წარმომადგენლობა ან კონფიდენციალობის ვალდებულების დაცვა) აქედან
გამომდინარე ადვოკატს უნდა ემოქმედა აპეკ-ის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, აღნიშნული პუნქტის თანახმად: ადვოკატი ვალდებულია
შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი
წარმოადგენდა, თუკი კლიენტებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი
მოცემულ ან დაკავშირებულ საქმეზე და არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის
დარღვევის და/ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე.

შუალედური დასკვნა: ადვოკატს არ ჰქონდა მერაბის წარმომადგენლობის


უფლება მოცემულ საქმეზე მან დაარღვია აპეკ-ს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ა
ქვეპუნქტი, აპეკის მე-6 მუხლის მე-6 ქვეპუნქტი.

9
საკითხი 2 - ტესტები
ოთხი შესაძლო პასუხიდან უნდა მონიშნოთ მხოლოდ ერთი სწორი პასუხი, რაც
შეფასდება 1 (ერთი) ქულით

1. ადვოკატს დაეკისრა კლიენტისთვის ჰონორარის ნაწილობრივ დაბრუნების


ვალდებულება არაკვალიფიციური მომსახურების გაწევის გამო, რაც მან ვერ
შეძლო მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. ამიტომ ადვოკატმა შესთავაზა
კლიენტს მოეყვანა სხვა კლიენტი, რომლისგან მიღებულ თანხას ის გამოიყენებდა
ჰონორარის დასაბრუნებლად.
რომელი პროფესიული ვალდებულება დაარღვია ადვოკატმა?
ა. კონფიდენციალობის ვალდებულება;
ბ. კლიენტისთვის მინდობილი თანხის დაბრუნების ვალდებულება;
გ. კომპენსაციის გადახდის აკრძალვა პირისთვის, კლიენტის პირადად მისი
რეკომენდირებისათვის.
დ. არცერთი ზემოაღნიშნული, რადგან კლიენტს არ მიუყვანია ადვოკატთან სხვა
კლიენტი.

2. ადვოკატმა შესთავაზა მის ნაცნობ ბუღალტერს, რომ საკუთარ კლიენტების


ბუღალტერთან გააგზავნიდა. სანაცვლოდ, ბუღალტერიც დათანხმდა, რომ ისიც
მის ყველა კლიენტს ადვოკატს გაუგზავნიდა.
დაარღვია ადვოკატმა პროფესიული ეთიკის კოდექსი?
ა. არ დაარღვია, რადგან ფულადი კომპენსაცია არ მიუღია ბუღალტრისგან;
ბ. არ დაურღვევია, რადგან ადვოკატს არ ეკრძალება მსგავსი შეთანხმებების
გაფორმება;
გ. დაარღვია, რადგან კომპენსაციის გადახდის აკრძალვა გულისხმობს არა მარტო
ფინანსურ თანხას, არამედ სხვა ნებისმიერ ქონებრივ სარგებელის დაპირებას.
დ. დაარღვია, რადგან ადვოკატს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით
ეკრძალება საქმიანი ურთიერთობის დამყარება არაადვოკატებთან.

3. ადვოკატები საადვოკატო საქმიანობას ახორციელებენ საადვოკატო ბიუროს


მეშვეობით, თუმცა, ისინი ყველა საქმეზე ერთად არ ახორციელებენ
წარმომადგენლობას. ბიუროში მათ დადგენილი აქვთ კლიენტებისგან მიღებული
ჰონორარის განაწილების საკითხი.
არღვევენ ადვოკატები ეთიკის კოდექსს ამდაგვარი შეთანხმებით?

10
ა. არ არღვევენ, რადგან საადვოკატო ბიუროს შიგნით დასაშვებია ადვოკატებს შორის
მოგების განაწილებაზე შეთანხმება;
ბ. არღვევენ, რადგან ადვოკატმა სხვა ადვოკატისგან არ უნდა ნებისმიერი სახის
კომპენსაცია;
გ. არ არღვევენ, რადგან ეთიკის კოდექსი საერთოდ არ არეგულირებს ადვოკატებს
შორის კომპენსაციის განაწილების საკითხს.
დ. არღვევენ, რადგან საადვოკატო ბიუროს ფარგლებში მათ ერთობლივად უნდა
განახორციელონ წარმომადგნელობა.

4. ადვოკატმა თავისი ბიუროს ვებ - გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის


ფიქსირებულ გასამჯელოს დაჰპირდა ყველა პირს, რომელიც მას, როგორც სისხლის
სამართალში დიდი გამოცდილების მქონე ადვოკატს, კლიენტს მიუყვანდა.
ეთიკის კოდექსით დაკისრებული რომელი ვალდებულება დაარღვია ადვოკატმა?
ა. რეკლამის აკრძალვის ვალდებულება;
ბ. კონფიდენციალობის ვალდებულება;
გ. კომპენსაციის გადახდის აკრძალვა პირისთვის, კლიენტის პირადად მისი
რეკომენდირებისათვის;
დ. ნდობის პრინციპი.

5. ადვოკატმა მოწინააღმდეგე მხარისგან მორიგების ფარგლებში მიიღო


კლიენტისთვის გადასაცემი თანხა. თუმცა, სანამ ის კლიენტს ამ თანხას გადასცემდა,
კლიენტმა შეუწყვიტა მას ხელშეკრულება, შესაბამისად, ადვოკატმა თანხა დაუბრუნა
მოწინააღმდეგე მხარეს. დაარღვია ადვოკატმა ეთიკის კოდექსი?
ა. არ დაარღვია, რადგან ის მოცემულ საქმეზე აღარ იყო ადვოკატი ხელშეკრულების
შეწყვეტის შემდეგ, შესაბამისად ის ვალდებული იყო თანხა დაებრუნებინა იმ
პირისთვის ვისგანაც თანხა მიიღო;
ბ. არ დაარღვია, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადაცემული თანხა არ ითვლება
კლიენტის მიერ მინდობილ თანხად და არ არსებობს კლიენტისთვის მისი გადაცემის
ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ;
გ. დაარღვია, რადგან ადვოკატს ეკრძალება მოწინააღმდეგე მხარისგან კლიენტისთვის
გადასაცემი თანხის მიღება;
დ. დაარღვია, რადგან მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა, ადვოკატი
ვალდებული იყო კლიეტისთვის მიეწოდებინა ანგარიშგება და გადაეცა მისთვის
მინდობილი თანხა, რომელიც, როგორც კლიენტის წარმომადგენელმა მიიღო სხვა
პირისგან.

11
6. ადვოკატის ანგარშზე ჩაირიცხა სასამართლო აღსრულების შედეგად
კლიენტის სასარგებლოდ მეორე მხარისთვის დაკისრებული თანხა. ადვოკატმა
აღნიშნულ თანხას ცალმხრივად გამოაკლო მისი მომსახურებისთვის მისაღები თანხა
და დანარჩენი თანხა გადაურიცხა კლიენტს.
დაარღვია ადვოკატმა ეთიკის კოდექსი?

ა. დაარღვია, რადგან მას თავისი მომსახურების გამოქვითვის უფლება მისთვის


მინდობილი სახსრებიდან ჰქონდა მხოლოდ კლიენტთან წინასწარი შეთანხმების ან
შემდგომი თანხმობის შემთხვევაში;
ბ. არ დაარღვია, რადგან ადვოკატს აქვს უფლება კლიენტისათვის გადასაცემი
თანხიდან გამოქვითოს ურთიერთობის დასრულებამდე გაწეული მომსახურების
საზღაური.
გ. არ დაარღვია, რადგან ადვოკატმა მხოლოდ თავისი მომსახურების თანხა გამოქვითა
კლიენტის კუთვნილი თანხიდან;
დ. დაარღვია, რადგან ადვოკატის ქმედებით დაირღვა კლიენტის ინეტერესების
პრიორიტეტულობის პრინციპი.

7. კლიენტი და ადვოკატი შეთანხმდნენ, რომ კლიენტი ადვოკატს მიანდობდა


თანხას, საიდანაც ადვოკატი თვითონ დაფარავდა სამოქალაქო საქმის საპროცესო
ხარჯებს. ადვოკატმა აღნიშნული თანხა შეიტანა საკუთარ ანგარიშზე, თუმცა,
დახარჯა მიზნობრივად.
რომელი ვალდებულება დაარღვია ადვოკატმა?
ა. კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
ბ. კლიენტის მიერ მინდობილი ფულადი სახსრების განცალკევებულად შენახვის
ვალდებულება;
გ. კლიენტის მიერ მინდობილი ქონების კეთილსინდისიერად მართვის
ვალდებულება;
დ. არცერთი ზემოაღნიშნული.

8. ადვოკატმა კონსულტაცია გაუწია გიორგის, ერთი თვის შემდეგ გიორგის


სარჩელზე სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა დანიშნა. სხდომაზე
გამოცხადებული გიორგის პროცესუალური მოწინააღმდეგის - მოპასუხის
წარმომადგენელი აღმოჩნდა ადვოკატი, რომელმაც მას სწორედ ამ სადავო საქმეზე
გაუწია კონსულტაცია.

12
როგორ უნდა მოიქცეს ადვოკატი?
ა. ადვოკატმა უნდა გააგრძელოს მოპასუხის წარმომადგენლობა, რადგან
მოსარჩელესთან საადვოკატო მომსახურების წერილობითი ხელშეკრულება არ
აკავშირებს და მხოლოდ ზეპირი კონსულტაცია გაუწია გიორგის ამ საქმეზე;
ბ. ადვოკატმა უნდა გააგრძელოს მოპასუხის წარმომადგენლობა, რადგან მას არ
ზღუდავს კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება გიორგის მიმართ, რომელსაც
კონსულტაცია გაუწია;
გ. ადვოკატმა უნდა შეწყვიტოს მოპასუხის წარმომადგენლობა ამ საქმეზე და
მოსარჩელის მხარზე გამოვიდეს წარმომადგენლად, რადგან ადვოკატმა სწორედ ამ
საქმეზე გაუწია კონსულტაცია გიორგის;
დ. ადვოკატმა უნდა შეწყვიტოს მოპასუხის წარმომადგენლობა, რადგან მან
მოსარჩელეს გაუწია კონსულტაცია სწორედ ამ სარჩელის საგნის თაობაზე, სახეზეა
მოსარჩელისაგან, როგორც კლიენტისაგან ადვოკატისათვის განდობილი
ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე.

9. ადვოკატმა წერილობითი ხელშეკრულება გააფორმა ლელასთან და დაიწყო


სარჩელის მომზადება. საქმის სასამართლოში წარდგენამდე ორი კვირა რჩებოდა და ამ
პერიოდში ადვოკატმა შეიტყო, რომ სარჩელზე თანამოპასუხედ უნდა ჩაერთო პირი,
რომელიც მისი ბავშვობის მეგობრის ძმა იყო. ადვოკატმა განუმარტა კლიენტს, რომ არ
დაარღვევდა კონფიდენციალობის ვალდებულებას, კლიენტს დაუბრუნა გადახდილი
ჰონორარი და შეწყვიტა მასთან მომსახურების ხელშეკრულება, რადგან აღნიშნულ
დავაზე წარმომადგენლობა ეუხერხულებოდა. კლიენტმა განცხადებით მიმართა
ეთიკის კომისიას და პრეტენზია დაასაბუთა იმით, რომ ადვოკატმა ის ფაქტიურად
დაუცველი დატოვა.
დასაბუთებულია კლიენტის პრეტენზია?
ა. კლიენტის პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან მას ადვოკატმა დაუბრუნა
ჰონორარი და მომსახურების ხელშკრულება შეწყვიტა;
ბ. კლიენტის პოზიცია დასაბუთებელია, რადგან ადვოკატს პროფესიული ეთიკის
კოდექსით ევალება იმოქმედოს კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობით და
დააყენოს ისინი პირად ინტერესებზე მაღლა.
გ. კლიენტის პოზიცია დაუსაბუთებელია, რადგან ადვოკატს ჰქონდა პატივსადები
მიზეზი შეეწყვიტა მომსახურების ხელშეკრულება, ამასთან, მან განუმარტა კლიენტს
ხელშკრულების შეწყვეტის მიზეზი,მისგან მიღებული ინფორმაციის
კონფიდენციალურობის ვალდებულება იკისრა და კლიენტს საკმარისი დრო ჰქონდა
სხვა ადვოკატის მოსაძებნად.
დ. კლიენტის პოზიცია დასაბუთებულია, რადგან ადვოკატთან წერილობითი
ხელშკრულება ჰქონდა და ადვოკატმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს
კლიენტი დაუცველი.

13
10. ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე იცავდა სამი განსასჯელის
ინტერესებს, თუმცა, ხელშეკრულება მხოლოდ ერთის ნათესავებთან ჰქონდა
გაფორმებული. საქმისწარმოების სასამართლო განხილვის ეტაპზე ერთ-ერთი
განსასჯელი, რომლის ნათესავებთანაც ადვოკატს ჰქონდა გაფორმებული
ხელშეკრულება, დაუპირისპირდა დანარჩენ ორს და მათი საწინააღმდეგო პოზიცია
დააფიქსირა. ადვოკატმა შეწყვიტა სამივე განსასჯელის ინტერესების დაცვა.
დაარღვია ადვოკატმა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი?
ა. ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსი, რადგან სამივე განსასჯელი
დაცვის უფლების გარეშე დატოვა.
ბ. ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსი, რადგან მას უნდა შეეწყვიტა
მხოლოდ იმ ერთი განსასჯელის წარმომადგენლობა, რომელიც დანარჩენ ორს
დაუპირისპირდა.
გ. ადვოკატს არ დაურღვევია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, რადგან მან
ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპის დაცვით შეწყვიტა სამივე
განსასჯელის ინტერესების დაცვა.
დ. ადვოკატს არ დაურღვევია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, რადგან
ყოველთვის შეუძლია უარი თქვას სრულწოვანი განსასჯელების დაცვაზე, თუ ვერ
შეთანხმდება კლიენტებთან დაცვის პოზიციებზე.

11. ცოლ-ქმარმა - ნინომ და ალექსანდრემ საქორწინო კონტრაქტის მომზადების


მიზნით მიმართეს ადვოკატს, ადვოკატთან გასაუბრების დროს, ნინომ რამდენიმე
წუთით დატოვა ადვოკატის ოთახი, რა დროსაც სანდრომ ადვოკატს გაანდო, რომ მას
ცოლისგან დამოუკიდებლად სურდა კონსულტაცია ადვოკატისაგან, რადგან
არსებობს გარკვეული დელიკატური გარემოებები, რომლის შესახებ მას არ უნდა, რომ
ნინომ იცოდეს.
როგორ უნდა მოიქცეს ადვოკატი?
ა. ადვოკატმა უნდა შეწყვიტოს ცოლ-ქმრის წარმომადგენლობა, რადგან მისი
მეუღლეებთან გასაუბრებიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ სახეზეა ცოლ-ქმარს
შორის ინტერესთა კონფლიქტი;
ბ. ადვოკატმა უნდა გააგრძელოს მხოლოდ ალექსანდრეს ინტერესების წარმოდგენა,
რადგან კონსულტაციაზე მისული მეუღლეებიდან, სწორედ მან გაანდო ადვოკატს,
რომ გარდა საქორწინო კონტრაქტისა, სურს სხვა დელიკატურ გარემოებებზე
კონსულტაცია;
გ. ადვოკატმა უნდა გააგრძელოს კონსულტაცია ცოლ-ქმართან და მხოლოდ მისი
გადასაწყვეტია, რომელ მათგანთან გააგრძელებს საადვოკატო საქმიანობას;
დ. ადვოკატმა დაუყოვნებლოვ უნდა შეატყობინოს მასთან საკონსულტაციოდ მისულ
ნინოს, რომ მისი გასვლის დროს ალექსანდრემ ცოლისგან დამოუკიდებელად სთხოვა
კონსულტაცია.

14
12. ადვოკატმა რუსუდანმა, რომელსაც სამოქალაქო სპეციალიზაციით
საქმიანობის ნებართვა აქვს, მასთან კონსულტაციაზე მისულ კლიენტს ურჩია,
მიემართა სისხლის სპეციალიზაციით მომუშავე მისი კოლეგისათვის - ზაზასთვის.
კლიენტმა მიმართა ადვოკატ ზაზას, შეუთანხმდა მას მომსახურებაზე და
ტელეფონით შეატყობინა ამის შესახებ რუსუდანს. ადვოკატი რუსუდანი
დაუკავშირდა თავის კოლეგას - ზაზას და მოსთხოვა საკომისიო კლიენტისათვის
ზაზას რეკომენდირებისათვის.
ეთიკურად მოიქცა ადვოკატი - რუსუდანი?
ა. ადვოკატი რუსუდანი ეთიკურად მოიქცა, რადგან მას უფლება აქვს მიიღოს
საკომისიო, გადასახადი ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია კლიენტისათვის
ადვოკატის - ზაზას რეკომენდირებისათვის;
ბ. ადვოკატი რუსუდანი ეთიკურად მოიქცა, რადგან ის ვალდებულია მოსთხოვოს
კოლეგას - ზაზას საკომისიო, გადასახადი ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაცია
კლიენტისათვის პირადად მისი -ზაზას რეკომენდირებისათვის;
გ. ადვოკატი რუსუდანი არ მოიქცა ეთიკურად, რადგან მას არ აქვს უფლება
რეკომენდაცია გაუწიოს კლიენტს, მიმართოს რომელიმე ადვოკატს, კლიენტმა თავად
უნდა გააკეთოს არჩევანი;
დ. ადვოკატს არა აქვს უფლება გადაუხადოს გადასახადი, საკომისიო ან ნებისმიერი
სხვა სახის კომპენსაცია პირს, კლიენტისათვის პირადად მისი რეკომენდირებისათვის.

13. ადვოკატი იცავს ბრალდებულს და მომსახურებაზე ხელშეკრულება


ხელმოწერილი აქვს ბრალდებულის მეუღლესთან. ეს უკანასკნელი უჩივის
ადვოკატს კლეინტისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობისა და კომუნიკაციის
უქონლობის გამო. იგივეს ადასტურებს კლიენტი. დასაბუთებულია
ბრალდებულის მეუღლის პრეტენზია?
ა. ბრალდებულის მეუღლის პრეტენზია დასაბუთებულია, რადგან ის არის
ადვოკატის კლიენტი, სწორედ მასთან აქვს ხელშეკრულება ხელმოწერილი ადვოკატს;
ბ. ბრალდებულის მეუღლის პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან საქმის
სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა და შეუძლებელია შეფასდეს,
რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ადვოკატი საქმიანობას;
გ. ბრალდებულის მეუღლის პრეტენზია დასაბუთებელია, რადგან ადვოკატის
უშუალო კლიენტი არის ბრალდებული, რომელსაც პირადად აქვს პრეტენზია
ადვოკატისადმი.
დ. ბრალდებულის მეუღლის პრეტენზია დაუსაბუთებულია, რადგან მხოლოდ
ბრალდებულს აქვს საჩივრის შეტანის უფლება.

15
14. ადვოკატი აწარმოებს კლიენტის საქმეს, რომელშიც მოპასუხე ბანკია. ერთ-
ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ, მოპასუხე ბანკმა ადვოკატს შესთავაზა
კრედიტის გაცემა შეღავათიანი პირობებით.
შეუძლია ადვოკატს დათანხმდეს მოპასუხე ბანკის შეთავაზებას?
ა. ადვოკატს შეუძლია დათანხმდეს მოპასუხე ბანკის შეთავაზებას, რადგან მისი
კლიენტი ფიზიკური პირია და არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატის
კლიენტ -ფიზიკურ პირსა და საბანკო დაწესებულებას შორის;
ბ. ადვოკატს არ შეუძლია დათანხმდეს მოპასუხე ბანკის წინადადებას, რადგან მასზე
კრედიტის გაცემა შეთავაზებულია არა სტანდარტული, არამედ შღავათიანი
პირობებით;
გ. ადვოკატს შეუძლია დათანხმდეს მოპასუხე ბანკის შეთავაზებას და თუ
სასამართლოში აღძრულ დავაზე რაიმე წინადადება წამოვა ბანკისგან, ინტერსთა
კონფლიქტის მოტივით შეწყვიტოს კლიენტის წარმომადგენლობა;
დ. ადვოკატს არ შეუძლია დათანხმდეს მოპასუხე ბანკის შეთავაზებას, რადგან მისი
კლიენტი და ბანკი დაპირისპირებული მხარეები არიან და სახეზეა ინტერესთა
კონფლიქტი.

15. ადვოკატი სასამართლო დავაში წარმოადგენს განქორწინებული მეუღლეების -


ფიქრიასა და ზურაბის, როგორც საწარმოს პარტნიორების ინტერესებს, მათივე
თანხმობის საფუძველზე.
არღვევს ადვოკატი ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპს?
ა. ადვოკატი არღვევს ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპს, რადგან
მისი კლიენტები განქორწინებული მეუღლეები არიან და მათ შორის ინტერესთა
კონფლიქტის წარმოშობის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს;
ბ. ადვოკატი არღვევს ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპს, რადგან
განქორწინებული მეუღლეების ინტერსებს იცავს და ღებულობს მათგან ინფორმაციას,
რომელიც მომავალში შესაძლოა ერთ-ერთი მეუღლის საწინააღმდეგოდ იქნეს
გამოყენებული ადვოკატის მიერ.
გ. ადვოკატის არ არღვევს ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპს,
რადგან განქორწინებული მეუღლეები საწარმოს პარტნიორები არიან, რაც
ადასტურებს, რომ მათ შორის საქმიანი ურთიერთობა ეფუძნება ნდობას და
კეთილსინდისიერებას;
დ. ადვოკატი არ არღვევს ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპს, რადგან
მისი კლიენტები თანახმა არიან, რომ ორივე ერთმა ადვოკატმა წარმოადგინოს.

16. ადვოკატები ნატო და ლუკა ერთ საადვოკატო ფირმაში მუშაობენ. ადვოკატი ნატო
იცავს ვასიკოს ინტერესებს სამოქალაქო დავაზე მეუღლეთა თანასაკუთრების

16
გაყოფის გამო, ხოლო ადვოკატი ლუკა იცავს ნინოს ინტერესებს, რომელიც ნატოს
კლიენტის - ვასიკოს პროცესუალური მოწინააღმდეგეა.
აქვთ უფლება ადვოკატებს ნატოსა და ლუკას დაიცვან იმ კლიენტთა ინტერესები,
რომლებიც ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან?
ა. ადვოკატებს ნატოსა და ლუკას აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი კლიენტების -
ვასიკოსა და ნინოს ინტერესები, რადგან ისინი ერთმანეთის პროცესუალური
მოწინააღმდეგენი არიან და ორივეს აქვს დაცვის უფლება;
ბ. ადვოკატებს ნატოსა და ლუკას არა აქვთ უფლება დაიცვან ვასიკოსა და ნინოს
ინტერსები, რადგან ადვოკატები ერთ საადვოკატო ფირმაში მუშაობენ, ხოლო
კლიენტები ერთსა და იმავე საქმეზე პროცესუალური მოწინააღმდეგეები არიან და
მათ შორის ქონებრივ საკითხზე არსებობს ინტერესთა კონფლიქტი;
გ. ადვოკატებს ნატოსა და ლუკას აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი კლიენტების -
ვასიკოსა და ნინოს ინტერესები, თუმცა, ადვოკატები შეზღუდული არიან კლიენტთა
ინტერესების კონფიდენციალურობის ვალდებულებით;
დ. ადვოკატებს ნატოსა და ლუკას არა აქვთ უფლება დაიცვან ვასიკოსა და ნინოს
ინტერესები, რადგან მათი კლიენტები პროცესუალური მოწინააღმდეგენი არიან და
ვერ იქნება ჯეროვნად დაცული კლიენტთა წინაშე კონფიდენციალურობის
ვალდებულება.

17. შეზღუდული პასიხუმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ერთ-ერთი


სამინისტროს წინააღმდეგ იცავს იურიდიული ფირმის ერთ–ერთი ადვოკატი.
სასამართლო სხდომაზე მისვლისას, აღმოჩნდა, რომ ეს ადვოკატი მოწინააღმდეგე
მხარეს იცავდა. მან შპს–ს დირექტორს განუცხადა, რომ იურიდიული ფირმიდან
წამოვიდა და ახლა სამინისტროში მუშაობს იურისტად.
დაარღვია ადვოკატმა პროფესიული ეთიკის კოდექსი?
ა. ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისიწნებული
კონფიდენციალობის პრინციპი;
ბ. ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალსიწინებული
ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი და კონფიდენციალობის
პრინციპი;
გ. ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალსიწინებული
კლიენტის ინტერესთა პრიორიტეტულობის პრინციპი;
დ. ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალსიწინებული
კოლეგიალობის პრინციპი.

18. მეწარმეთა ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული ფირმა.


ადვოკატთთან ფირმაში მისული კლიენტები მოსაცდელში შეხვდნენ მოწინააღმდეგე
მხარეს - უცხოურ სამშენებლო ორგანიზაციას. მათთვის ცნობილი გახდა, რომ

17
აღნიშნული უცხოური ორგანიზაცია წლების განმავლობაში, სისტემატიურად
მიმართავს აღნიშნული ფირმის ადვოკატებს იურიდიული კონსულტაციისათვის და
სასამართლო დავებთან დაკავშირებით. როგორც მეწარმეებმა გაარკვიეს,
ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ამავე ფირმის სხვა ადვოკატი.
წარმოადგენს აღნიშნული შემთხვევა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვვევას?
ა. წარმოადგენს, რადგან ერთ საადვოკატო ბიუროში მომუშავე ადვოკატებს უფლება
არა აქვთ მისცენ პროფესიული რჩევა ან წარმოადგინონ რამდენიმე პირი (კლიენტი)
ერთი და იგივე საქმეზე, თუკი აღნიშნულ კლიენტებს შორის არსებობს ინტერესთა
კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე.
ბ. არ წარმოადგენს, რადგან ერთ საადვოკატო ბიუროში მომუშავე ადვოკატებს
უფლება აქვთ მისცენ პროფესიული რჩევა ან წარმოადგინონ რამდენიმე პირი
(კლიენტი) ერთი და იგივე საქმეზე.
გ. ერთ საადვოკატო ბიუროში მომუშავე ადვოკატებს უფლება აქვთ მისცენ
პროფესიული რჩევა რამდენიმე პირს (კლიენტს) ერთი და იგივე საქმეზე, მაგრამ არ
აქვთ უფლება წარმოადგინონ სასამართლოში.
დ. პროფესიული ეთიკის კოდექსი არ ითვალისიწინებს რაიმე შეზღუდვას.

19. ადვოკატი აწარმოებს კლიენტის საქმეს არბიტრაჟში, კლიენტი ხშირად


უკავშირდება ადვოკატს ტელეფონით და აინტერესებს საქმეზე პროგრესი.
ადვოკატმა მოთხოვა კლიენტს, რომ არ დაურეკოს მას, ამის ნაცვლად ის
დაჰპირდა ყოვეთვიურად მიმდინარე ანგარიშის წერილობით წარდგენას.
დაარღვია ადვოკატმა პროფესიული ეთიკის ნორმები?
ა. არ დაურღვევია, რადგამ ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას
კლიენტისთვის ყველაზე ეფექტური წესით.
ბ. არ დაურღვევია, რადგან ეთიკის კოდექსი არ აკისრებს ადვოკატს ვალდებულებას
მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცი საქმეზე პროგრესის შესახებ კლიენტის მოთხოვნის
შემთხვევაში;
გ. დაარღვია, რადგან ადვოკატმა კლიენტს არ უნდა შეუზღუდოს მასთან
დაკავშირების შესაძლებლობა, თუ საწინააღმდეგო შეთანხმება არ არსებობს მათ
შორის.
დ. დაარღვია, რადგან კლიენტისთვის ადვოკატთან დაკავშირების აკძალვა
წინააღმდეგობაში მოდის კლიენტის ინტერესთა პრიორიტეტულობის პრინციპთან და
კლიენტის ინფორმირებულობის ვალდებულებასთან.

20. ადვოკატმა, რომელიც აწარმოებდა კლიენტის საოჯახო დავას, არ აცნობა კლიენტს,


რომ მან შეიცვალა ტელეფონის ნომერი და ოფისის მისამართი.
რომელი ვალდებულება დაარღვია ადვოკატმა?
ა. ნდობის პრინციპი;

18
ბ. შეთანხმებული წესით ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
გ. საქმის კლიენტის მითითებით წარმოების ვალდებულება;
დ. არცერთი ზემოაღნიშნული.

19

You might also like