You are on page 1of 19

მესამე ლექცია

თემა: ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა

ა) ურთიერთობის დასაწყისი და დასასრული :ქართული სტანდარტი,

ბ)ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის შეწყვეტა სავალდებულო და


ნებაყოფლობითი წესით: ევროპული სტანდარტი, ამერიკული სტანდარტი

გ) სავალდებულო წესით ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის შეწყვეტა.

დ) ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის შეწყვეტა ნებაყოფლობითი წესით:

ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა უნდა იყოს კლიენტზე ორიენტირებული და


ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატის პირად ინტერესებსა და კლიენტის ინტერესებს
შორის უნდა გადაწყდეს კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის
გათვალისწინებით“.

1. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec (2000)21 ხსენებული


რეკომენდაცია ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ
პრინციპების ჩამონათვალში, ადვოკატის როლისა და მოვალეობების მითითებისას,
ადვოკატებს ავალდებულებს თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი.

2. ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე


კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ ადვოკატს უფლება არა აქვს კონსულტაცია
გაუწიოს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე საქმეზე თუ:

აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს კონფლიქტი ან არსებობს


მნიშვნელოვანი რისკი, აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის წარმოიშვას
კონფლიქტი.

ამავე კოდექსის მიხედვით ადვოკატი, რომელიც ახორციელებს პროფესიულ


საქმიანობას ანუ უკვე დაწყებული აქვს კლიენტების საქმეზე მუშაობა, ვალდებულია
შეწყვიტოს საქმიანობა: ორივე კლიენტის სახელით საქმისწარმოების იმ სტადიაზე,
რომელზეც ამ კლიენტთა შორის წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი, ნდობის
დარღვევის რისკის არსებობისას ან თავად ადვოკატის დამოუკიდებლობის ხელყოფის
რისკის არსებობისას.

კოდექსით ასევე დადგენილია, რომ ადვოკატმა თავი უნდა შეიკავოს ახალი კლიენტის
სახელით საქმიანობაზე, თუ: არსებობს ყოფილი კლიენტის ადვოკატისადმი ნდობის
დარღვევის რისკი l ან თუ ყოფილი კლიენტის საქმეების შესახებ ინფორმაცია,
1
რომელსაც ადვოკატი ფლობს, ახალი კლიენტისათვის არამართებულ უპირატესობას
შეიძლება წარმოადგენდეს.

კოდექსის ეს ნორმა საადვოკატო საქმიანობისას ინტერესთა კონფლიქტის რამდენიმე


არაამომწურავ, მხოლოდ სანიმუშო გარემოებას აღწერს, მათ შორის არის შემთხვევები,
როდესაც აშკარად არის სახეზე ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატის კლიენტებს
შორის, არის შემთხვევები, როდესაც ადვოკატმა თავად უნდა შეაფასოს შემდეგი
რისკები:

კლიენტებს შორის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობა, ნდობის დარღვევა, თავად


ადვოკატის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ადვოკატისადმი ყოფილი კლიენტის
ნდობის დარღვევა, ყოფილი კლიენტის საქმეების შესახებ ადვოკატის ხელთ
არსებული ინფორმაცია, მის ახალ კლიენტს შესაძლოა ანიჭებდეს არამართებულ
უპირატესობას. ხსენებულ ნორმაში მოცემული რისკები ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში თავად ადვოკატის შესაფასებელია და შესაძლებელია სხვადასხვა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია Rec (2000)21 ადვოკატის
პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ - პრინციპი III, პუნქტი 2,
ქვეპუნქტი (დ) , ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი, მუხლი 3.2. – პუნქტი
3.2.1 59. ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი, მუხლი 3.2. – პუნქტი 3.2.2.
60. ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი, მუხლი 3.2. - პუნქტი 3.2.3.ზე N
001/10 დადგინდა ავითარებაში განსხვავებულად გამოვლინდეს, თუმცა, ინტერესთა
კონფლიქტის შესახებ კოდექსის ეს ნორმა ადვოკატს იმპერატიულად უდგენს
„..უფლება არა აქვს...“, „..ვალდებულია შეწყვიტოს საქმიანობა...“, „... თავი უნდა
შეიკავოს...“ - თავი აარიდოს ინტერესთა კონფლიქტს ან მისი წარმოქმნის საფრთხეს.

„ ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს ადვოკატის მოვალეობებს.


მითითებული ნორმის ჩამონათვალში, რომელიც ამომწურავია, „ე“ ქვეპუნქტში
დადგენილია, რომ ადვოკატი ვალდებულია ინტერესთა შუთავსებლობის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ კლიენტს. კანონის მე-8 მუხლში
ჩამოყალიბებულია, თუ რა შეიძლება მიჩნეული იქნეს ინტერესთა შუთავსებლობად,
რომლის არსებობის ან წარმოშობის შემთხვევაში ადვოკატს ევალება აცნობოს ამის
თაობაზე კლიენტს. აღსანიშნავია, ეთიკის კოდექსისა და სპეციალური კანონის
ტერმინოლოგიური არაერთგვაროვნება, კერძოდ: ეთიკის კოდექსის შესაბამისი ნორმა
სახელდებულია როგორც „ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი“,
ხოლო კანონის შესაბამისი ნორმა - ინტერესთა შუთავსებლობაზე უთითებს.

ინტერსთა შუთავსებლობა კანონის მიხედვით შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული:

2
ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი
ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის
პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.

ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე


უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ.

დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე,


რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის,
მომკვლევის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის,
ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტი ავალდებულებს ადვოკატს


არ მოიქცეს იმგვარად (არ განახორციელოს ქმედება, რაც ნიშნავს, როგორც აქტიურ, ისე
პასიურ ქცევას), არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის:

კლიენტის ინტერესებს; ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას; ადვოკატის


დამოუკიდებლობას.

მითითებული ნორმის ანალიზისას იკვეთება ადვოკატის პასუხისმგებლობა, რომლის


ქმედებამ შესაძლოა საფრთხე შუქმნას როგორც კლიენტს, ისე თავად ადვოკატს.

კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია ადვოკატმა პროფესიული


საქმიანობა განახორციელოს იმ შემთხვევაში, როდესაც იმავე საქმეზე უკვე
მონაწილეობდა მეორე მხარის სასარგებლოდ; ასევე ადვოკატს უფლება არ აქვს
პროფესიული ფუნქციები შეასრულოს იმ საქმეზე, სადაც ის მონაწილეობდა
მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის, სასამართლო სხდომის
მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო
მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით; ეს ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მაგრამ
არ არის ამომწურავი, რადგან გარდა კანონში მითითებული სხვადასხვა სტატუსისა,
დაუშვებელია ადვოკატმა პროფესიული ფუნქციები შეასრულოს იმ საქმეზე,
რომელზეც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებანი განახორციელა.

საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი პროფესიული საქმიანობის


ძირითად პრინციპებს შორის უთითებს, რომ ადვოკატი ვალდებულია არ დაუშვას
ინტერესთა კონფლიქტი, ხოლო შემდეგ ცალკე „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს
კანონი - მუხლი 5 62. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 5. 63.
საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი - მუხლი 1, სამართლებრივი
ნორმით განსაზღვრავს როგორ შეიძლება გამოვლინდეს ინტერესთა კონფლიქტი;

3
კერძოდ, ხსენებული ნორმის მიხედვით ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული
რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე საქმეზე, თუკი
არსებობს აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის ინტერესთა კონფლიქტი.

ხსენებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საუბარია ერთსა და იმავე საქმეზე


ორ ან მეტ კლიენტს შორის უკვე არსებულ ინტერესთა კონფლიქტზე, რა შემთხვევაშიც
ადვოკატს უფლება არა აქვს გასწიოს კონსულტაცია ან იყოს კლიენტების
წარმომადგენელი. ამავე ნორმით დადგენილია, რომ ერთ საადვოკატო ბიუროში
მომუშავე ადვოკატებს უფლება არა აქვთ მისცენ პროფესიული რჩევა ან წარმოადგინონ
რამდენიმე პირი (კლიენტი) ერთი და იგივე საქმეზე, თუკი: l ამ კლიენტებს შორის უკვე
არსებობს ინტერესთა კონფლიქტი lან ამ კლიენტებს შორის არსებობს ინტერესთა
კონფლიქტის წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. ამავე ნორმით დადგენილია, რომ
ინტერესთა კონფლიქტის ზემოხსენებული გამოვლინებები დაუშვებელია იმ
შემთხვევაშიც, როდესაც წინასწარ არ იყო სახეზე ინტერესთა კონფლიქტი, არამედ
წარმოიშვა საქმის წარმოების პროცესში ან წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტის
წარმოქმნის საფრთხე საქმის წარმოების პროცესში. ზემოხსენებული ნორმით
ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა
ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი: კლიენტებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა
კონფლიქტი მოცემულ საქმეზე ან არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის
და/ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე.

მითითებული სამართლებრივი ნორმა ნაწილობრივ ემთხვევა ევროგაერთიანების


ადვოკატთა ქცევის კოდექსის ნორმის ფორმულირებას ინტერესთა კონფლიქტის
დაუშვებლობის თაობაზე და იმპერატიულად უთითებს ადვოკატს, არ გაუწიოს
კონსულტაცია, არ დაუშვას წარმომადგენლობა ან შეწყვიტოს კლიენტების
წარმომადგენლობა საქმისწარმოების იმ ეტაპზე, სადაც წარმოიქმნა ინტერესთა
კონფლიქტი ან ასეთი კონფლიქტის საფრთხე.

ეთიკის კომისიის პრაქტიკა: აღსანიშნავია, რომ ეთიკის კომისიამ კლიენტის მიერ


ადვოკატის საწინააღმდეგოდ წარდგენილი რამდენიმე საჩივარი განიხილა, სადაც რიგ
შემთხვევაში დაადგინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობა ან ასეთი კონფლიქტის
წარმოშობის საფრთხე, ხოლო ზოგიერითი საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია. ეთიკის
კომისიის მიერ განიხილულ საქმეში # 015/10 განმცხადებლის პრეტენზია
ადვოკატისადმი მდგომარეობდა იმაში, რომ ადვოკატი ერთსა და იმავე სისხლის
სამართლის საქმეზე იცავდა სამი განსასჯელის ინტერესებს. ერთ-ერთმა განსასჯელმა,
კერძოდ, განმცხადებლის მეუღლემ, გამოძიებას მისცა აღიარებითი ჩვენება,
რომლითაც დაადანაშაულა ორი სხვა განსასჯელი დანაშაულებრივი ქმედების
ჩადენაში.

4
საჩივრის ავტორის მეუღლის წინააღმდეგ, სხვა განსასჯელებმა ჩვენებები მისცეს
გამოძიებას და დაადანაშაულეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ამასთან,
უთითებდნენ, რომ განსასჯელმა ისინი მოტყუებით ჩართო ამ საქმეში. ადვოკატმა
უარი თქვა ორი განსასჯელის ინტერესების დაცვაზე და მხოლოდ ერთის ინტერესების
დაცვა განაგრძო. დაცვის გარეშე დარჩენილ ორ განსასჯელს დაენიშნა ადვოკატი
სახელმწიფოს მიერ.

საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი - მუხლი 6. საქართველოს


ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი - მუხლი 6, პუნქტი 1, საქართველოს
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 6, პუნქტი 2. საქართველოს
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 6. პუნქტი 3, საქართველოს
ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 6, პუნქტი 4.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიამ ამ საქმეზე 2011 წლი 20


აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „სისხლის სამართლის საქმეში,
კლიენტების ინტერესებს შორის კონფლიქტი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ერთ-
ერთი კლიენტი საქმის მსვლელობის პროცესში ადანაშაულებს სხვა კლიენტს, ან მის
მიერ ადვოკატისათვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სხვა კლიენტების
მიერ წარმოდგენილ გარემოებებს. შესაბამისად, აღნიშნულ სისხლის სამართლის
საქმეში ადვოკატს წარმოეშვა ინტერესთა კონფლიქტი იმ მომენტიდან, როდესაც მისი
კლიენტების ჩვენებები ერთმანეთს არ დაემთხვა და მათ ერთმანეთი დაადანაშაულეს
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში.“ ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატთა
პროფესიული ეთიკის კოდექსის საფუძველზე „..ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს
ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი
კლიენტებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ საქმეზე და
არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის პრინციპის დარღვევის და/ან
კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე“. კომისიის განმარტებით: „..მოცემულ
შემთხვევაში ადვოკატი ვალდებული იყო შეეწყვიტა სამივე კლიენტის დაცვის
განხორციელება, რადგან მათ მიერ განსხვავებული ჩვენებების მიცემამდე, იგი
წარმოადგენდა სამივე განსასჯელს და ფლობდა სამივე მათგანისაგან მიღებულ
ინფორმაციას. ...მოცემულ შემთხვევაში წარმოიშვა ადვოკატის მიერ კლიენტებისაგან
მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის პრინციპის ხელყოფის საფრთხე და
შესაძლებლობა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატს გამოეყენებინა დარჩენილი
კლიენტის სასარგებლოდ ან სხვების საზიანოდ. შესაბამისად, ადვოკატს გააჩნდა
ვალდებულება შეეწყვიტა სამივე კლიენტის წარმომადგენლობა“.

ეთიკის კომისიამ არ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია დამკვიდრებულ სასამართლო


პრაქტიკაზე მითითებით და განმარტა, რომ ადვოკატმა უნდა იხელმძღვნელოს
“ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის

5
კოდექსით. 5.3. ეთიკის კომისიამ საქმეზე # 092/10, 2011 წლის 14 ივნისის
გადაწყვეტილებაში განმარტა ეთიკის კოდექსის პრინციპი ინტერესთა კონფლიქტის
დაუშვებლობაზე; კერძოდ, კლიენტის სამდურავი ადვოკატის მიმართ მდგომარეობდა
შემდეგში: ადვოკატი წარმოადგენდა განმცხადებლის ინტერესებს სესხის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე. განმცხადებლის
სარჩელი დაკმაყოფილდა და მას საკუთრებაში გადაეცა მოწინააღმდეგე მხარის
კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. ამის შემდეგ განმცხადებლის ადვოკატი
წარმოადგენდა განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს,
განმცხადებლისავე წინააღმდეგ წარმოებულ დავაში. დავის საგანს წარმოადგენდა
წინათ სადავო საცხოვრებელ ბინაში, რომელიც განმცხადებელს (ეთიკის კომისიაში
საჩივრის ავტორს) მიეკუთვნა სასამართლო წესით, განხორციელებული მიშენების
ხარჯების ანაზღაურება. ადვოკატი შემდგომ წარმოადგენდა განმცხადებლის კიდევ
სხვა - მეორე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს თავისი თავდაპირველი კლიენტის
(განმცხადებლის) მიმართ აღძრულ დავაში.

ეთიკის კომისიამ დაადგინა ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსისა და


სპეციალური კანონის მოთხოვნათა დარღვევები. კომისიის გადაწყვეტილებით:
„ადვოკატი, რომელიც ახორციელებდა კლიენტის წარმოამდგენლობას, არ უნდა
წარმოადგინოს სხვა პირი იმავე ან არსებითად დაკავშირებულ საქმეში, სადაც ამ
უკანაკნელის ინტერესები არსებითად საწინააღმდეგოა ყოფილი კლიენტის
ინტერესებისა, გარდა შემთხვევისა, როდესაც კონსულტაციის შედეგად ყოფილი
კლიენტი განაცხადებს თანხმობას. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი თავდაპირველად
წარმოადგენდა განმცხადებლის ინტერესებს, ხოლოშემდგომ სასამართლოპროცესზე
გამოვიდა მისი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლად“. ეთიკის კომისიამ მიიჩნია,
რომ მომდევნო წარმომადგენლობა მოიცავდა ყოფილი კლიენტის, საჩივრის ავტორის
საწინააღმდეგო პოზიციას. ადვოკატმა არ შეასრულა ვალდებულება თავი აერიდებინა
ინტერესთა კონფლიქტისათვის ახალი და ყოფილი კლიენტების ინტერესებს შორის.
ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატმა შემდგომი კლიენტის წარმომადგენლობა
განმცხადებლის წინააღმდეგ განახორციელა არსებითად და სამართლებრივად
დაკავშირებულ დავაში.

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში,


წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ, ადვოკატს
გააჩნია მთელი რიგი ვალდებულებები ყოფილი კლიენტის წინაშე. კერძოდ, ადვოკატს
გააჩნია კონფიდენციალობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის
ვალდებულება.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადვოკატმა შექმნა ყოფილი


კლიენტის მიერ გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაციის ხელყოფის საფრთხე.

6
„ადვოკატს, ერთის მხრივ, ყოფილი კლიენტის მიმართ გააჩნდა ვალდებულება დაეცვა
კონფიდენციალური ინფორმაცია და მეორეს მხრივ, ამჟამად არსებულ კლიენტი უნდა
დაეცვა კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალებით“.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატის მიერ აღნიშნული ვალდებულებების


შესრულება ერთმანეთის კონკურენტულია და წარმოიშვება ადვოკატის მიერ ერთ-
ერთი ვალდებულების დარღვევის საფრთხე, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს
ყოფილი კლიენტის ან არსებული კლიენტის ინტერესებზე. ეთიკის კომისიამ 2011
წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე # 016/11 მიიჩნია, რომ ადვოკატს არ
დაურღვევია ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი.

საჩივრის მიხედვით, განმცხადებელი აწარმოებდა დავას, საცხოვრებელ ბინასთან


დაკავშირებით დეიდის წინააღმდეგ, რომლის წარმომადგენლობასაც ახორციელებდა
ადვოკატი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სასამართლომ იგი აღიარა სადავო
საცხოვრებელი ბინის მართლზომიერ მფლობელად და აღნიშნული გადაწყვეტილება
უზენაესი სასამართლოს მიერაც დარჩა უცვლელი.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო რეესტრიდან ბინასთან დაკავშირებული


საბუთების გამოტანისას შეიტყო, რომ ბინა გასხვისებული იყო. განმცხადებელი ბინის
ახალი მესაკუთრის მოთხოვნით გამოასახლეს ბინიდან. განმცხადებელი ბინის
ამჟამინდელი მესაკუთრის წინააღმდეგ აწარმოებს დავას და ამჟამინდელი
მესაკუთრის წარმომადგენელი ამ დავაზე ბინის ყოფილი მესაკუთრის
(განმცხადებლის ყოფილი პროცესუალური მოწინააღმდეგის - დეიდის) ადვოკატია.
ეთიკის კომისიამ აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში ადვოკატი მოქმედებდა მისი
კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს ამ
საქმეზე.

კომისიამ განმარტა, რომ ადვოკატს შეეძლო როგორც განმცხადებლის დეიდის


წარმომადგენლობის განხორციელება, ისე ამ უკანასკნელის ბინის ახალი მესაკუთრის
წარმომადგენლობის განხორციელება.

მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატს არ გააჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან


ადვოკატი ორივე შემთხვევაში წარმოადგენდა განმცხადებლის პროცესუალური
მოწინააღმდეგეების ინტერესებს და არ წარმოშობილა ინტერესთა კონფლიქტი, არც
ამგვარი კონფლიქტის საფრთხე.

ეთიკის კომისიის 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით საქმეზე # 026/11


დადგინდა, რომ ადვოკატს არ დაურღვევია პროფესიული ეთიკის კოდექსი. კერძოდ,
განმცხადებლი და მისი მეუღლე წარმოადგენდნენ დაზარალებულ მხარეს სისხლის
სამართლის საქმეზე, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი
განსასჯელებმა გაასაჩივრეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო

7
ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის განმცხადებელმა მიმართა
ადვოკატს, რაზედაც ადვოკატმა მას უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდა
უფლება მონაწილეობა მიეღო სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი განსასჯელის
წინააღმდეგ, რადგან ადრე მოსამართლის ფუნქციების შესრულებისას, ეს უკანასკნელი
გასამართლებული ჰყავდა სხვა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც წარმოადგენდა მისი
აცილების საფუძველს.

განსახილველ შემთხვევაში, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატს, როგორც


ყოფილ მოსამართლეს, სხვა საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი ჰქონდა განაჩენი
განმცხადებლის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ.

აღნიშნული განაჩენი გამოყენებული იქნა საჩივრის ავტორის საქმეში იმავე


ბრალდებულის მიმართ სასჯელის დაკისრების ნაწილში. კერძოდ, მისი სასჯელი
შეიკრიბა ძველი სასჯელის მოუხდელ ნაწილთან. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ
ადვოკატს წარმოეშვა ინტერესთა შეუთავსებლობა და აღარ ჰქონდა უფლება
გაეგრძელებინა მონაწილეობა, როგორც ადვოკატს იმ საქმეში, სადაც მისი, როგორც
მოსამართლის განაჩენი იქნა გამოყენებული.

კომისიის გადაწყვეტილებით: „...ადვოკატისათვის პროფესიული ფუნქციების


განხორციელების აკრძალვისას თანაბარი მნიშვნელობა აქვს ფორმალური (სასჯელის
ავტომატური შეკრება) და შინაარსობრივი (უშუალოდ საქმის არსებითი განხილვა)
წინაპირობების არსებობას, რადგან ორივე შემთხვევაში არსებობს ინტერესთა
შეუთავსებლობის წარმოშობის საფრთხე, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს
ადვოკატის მიერ განსახორციელებელ საქმიანობაზე.

მართალია, ადვოკატი უშუალოდ განმცხადებლის საქმეში არ მონაწილეობდა


მოსამართლედ და აღნიშნულ საქმეში მისი საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ადვოკატად მონაწილეობის პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს, თუმცა, არაპირდაპირ
ადვოკატს წარმოეშვა ინტერესთა შეუთავსებლობა, რადგან მის მიერ სხვა საქმესთან
დაკავშირებით მიღებული განაჩენი აღნიშნულ საქმეში სასჯელის შეკრების ნაწილში
იქნა გამოყენებული“.

განსახილველი შემთხვევა კომისიის მიერ შეფასდა, როგორც ადვოკატის მიერ იმავე


საქმეში მონაწილეობის აკრძალვა, რომელშიც მან განახორციელა მოსამართლისათვის
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.

ეთიკის კომისიის 2011 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე # 042/11, ასევე არ


დადგინდა ინტერესთა კონფლიქტის პრინციპის დარღვევა ადვოკატის მიერ. საქმე
ეხებოდა ვითარებას, რომელშიც განმცხადებელი წარმოადგენდა შპს „X“-ის ერთ-ერთ
დამფუძნებელს და საწარმოს წარმომადგენელს, მან სარჩელით მიმართა სასამართლოს
„ა“-სა და „ბ“-ს შორის დადებული რესტორნის ასყიდობის ხელშეკრულების

8
ბათილადცნობისა და ამ რესტორნის შპს„X“-ის საკუთრებად აღიარების მოთხოვნით.
„ა“ ამავე დროს შპს „ X“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

მოპასუხე „ბ“მ აღძრული სარჩელის საპასუხოდ, ნივთის (რესტორნის) უკანონო


მფლობელობიდან (შპს „X“-ის მფლობელობიდან) გამოთხოვის მოთხოვნით მიმართა
სასამართლოს. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ადვოკატი იცავდა როგორც შპს „X“-ის
ერთ-ერთი დამფუძნებლის, „ა“-ს ინტერესებს, ასევე „ბ“-ს ინტერესებსაც შპს „X“-ის
წინააღმდეგდა მის მიერსადავოდგამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე, ითხოვდა შპს „X“-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის (რესტორნის)
გამოთხოვას.

განმცხადებელი სწორედ ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის მოტივით


ედავებოდა ადვოკატს და საკუთარ პრეტენზიას იმით ასაბუთებდა, რომ ადვოკატი
იცავდა ორი მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ერთი და იგივე საქმეზე, რადგან
ორივე სარჩელს დავის საგანი საერთო ჰქონდა და სასამართლოს განჩინებით ერთ
სასარჩელი წარმოებად იყო გაერთიანებული. ეთიკის კომისიამ თავის
გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სადავო სამართალურთიერთობის
საგანზე.

ეთიკის კომისიამ განმარტა, რომ შპს „X“, როგორც ორგანიზაციულ-სამართლებრივი


ფორმის წარმონაქმნი – საწარმო, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე
წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც დამოუკიდებლად
გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში, როგორც
მოსარჩელე და მოპასუხე.

ეთიკის კომისიამ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმო დაობს


გარიგებაზე, რომლის ერთ-ერთი მხარე-„ა“, ამავე საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი
პარტნიორია და დავის საგანია „ა“-სა და „ბ“-ს შორის დადებული უძრავი ქონების
ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფაქტობრივი მფლობელი - მოსარჩელე შპს „X“-
ია, ხოლო „ბ“ თავის მხრივ, სასამართლო დავას აწარმოებდა შპს „X“-ის წინააღმდეგ, არ
უნდა განიმარტოს როგორც ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების
განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპის დარღვევა.

ეთიკის კომისიამ საჭიროდ ჩათვალა განემარტა, რომ „ბ“-ს ინტერესების დაცვა


ადვოკატის მიერ შპს „X“-ის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში არ ნიშნავს იმავდროულად
საწარმოს ერთ-ერთი პარტნიორის „ა“-ს ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებულ
პროფესიულ საქმიანობას. ეთიკის კომისიის შეფასებით, საქმის მასალებით არ
დადასტურდა, რომ ადვოკატმა საადვოკატო საქმიანობა გასწია იმ საქმეზე, რომელზეც
უკვე განხორციელებული ჰქონდა პროფესიული ფუნქციები მეორე პირის

9
სასარგებლოდ, შესაბამისად ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა
ადვოკატის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტი.

ეთიკის კომისიის 2011 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით საქმეზე # 022/11


დადგინდა ადვოკატის მიერ ინტერესთა კონფლიქტის პრინციპის დარღვევა .
განმცხადებლის პრეტენზია მდგომარეობდა შემდეგში: ადვოკატმა კლიენტის
სახელით განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და წარმოების შეწყვეტის თაობაზე
გააკეთა კლიენტთან შეთანხმების გარეშე და მისი ინტერესების საზიანოდ; აღნიშნული
განცხადება, სარჩელზე უარის თქმისა და წარმოების შეწყვეტის თაობაზე
სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული; ადვოკატსა და კლიენტის
მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა; ადვოკატმა
კლიენტთან შეუთანხმებლად მიმართა სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების
გაუქმების მოთხოვნით; აღნიშნული მოთხოვნა, უზრუნველყოფის ღონისძიების
გაუქმების შესახებ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა. განსახილველ საქმეში არ
არსებობდა სადავო ფაქტობრივი გარემოება.

კომისიამ სხვა დარღვევებთან ერთად, გადაწყვეტილოებაში აღნიშნა: „...ადვოკატი


ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი
ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის
პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას“.

კომისიამ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „..ადვოკატსა და კლიენტის


მოწინააღმდეგე მხარეს შორის საქმიანი ურთიერთობებისადა ვალდებულებების
არსებობა, წარმოშობს საფრთხეს ადვოკატის მიერ კლიენტის ინტერესებზე მაღლა
საკუთარი ან სხვა პირის ინტერესების დაყენებისა... ადვოკატი ინტერესთა
კონფლიქტის არსებობის გამო, არ უნდა გამოსულიყო სასამართლო პროცესზე და უნდა
შეეწყვიტა კლიენტის წარმომადგენლობის განხორციელება“.

ეთიკის კომისიამ 2011 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქმეზე # 027/11


ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ადვოკატი მომსახურებას ეწეოდა ორი კლიენტის
სასარგებლოდ, მათივე თანხმობით და მათი ინტერესის საერთო ობიექტის - უძრავ
ქონებაზე საკუთრების უფლების თანაბარწილად რეგისტრაციის მიზნით. მაშინ,
როდესაც ერთმა კლიენტმა „ა“ -მ ადვოკატს უარი უთხრა საადვოკატო მომსახურებაზე
და გამოართვა მას საკუთარი დოკუმენტაცია, ადვოკატს აღნიშნული უნდა
ეცნობიბებინა მეორე კლიენტის „ბ“ -თვის.

კომისიამ განმარტა: „ადვოკატმა კლიენტის ინტერესების დაცვისას თავი უნდა


აარიდოს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებს და კლიენტის წარმომადგენლობა
უნდა განახორციელოს იმგვარად, როგორც კლიენტი იმოქმედებდა საკუთარი
ინტერესებისათვის შესაბამისი ცოდნის, უნარისა და დროის არსებობის შემთხვევაში.

10
ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა, თუ ადვოკატის მიერ განხორციელებულ
წარმომადგენლობაზე არსებით და უარყოფით გავლენას ახდენს ადვოკატის პირადი
ინტერესი ან ვალდებულება კლიენტის, ყოფილი კლიენტის ან მესამე პირის მიმართ“.
ამ შემთხვევაში ადვოკატის ერთ-ერთი კლიენტი მისი ახლობელი იყო.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით განმარტებულია: „ინტერესთა კონფლიქტის


ერთ-ერთშემთხვევას წარმოადგენს, როდესაც ადვოკატი აწარმოებდა სამართლებრივ
საქმეს კლიენტის ინტერესების დასაცავად და ყოფილი კლიენტის და ამჟამად
არსებული კლიენტის ინტერესებს შორის წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რაც მათ
შორის სამოქალაქო საპროცესო წესით წარმოებულ დავაში გამოიხატა. ...ასეთ
შემთხვევაში- ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, ადვოკატი ვალდებულია
შეწყვიტოს კლიენტის საქმის წარმოება, რადგან ყოფილი კლიენტის მიმართ შესაძლოა
გაჩნდეს კონფიდენციალობის პრინციპის, დარღვევის რისკი“.

კომისიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ: „კლიენტსა და ადვოკატს შორის


სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ადვოკატს კვლავ გააჩნია
ვალდებულება ყოფილი კლიენტის მიმართ კონფიდენცილობისა დაცვის თაობაზე,
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამად არსებულ და ყოფილ კლიენტს შორის შესაძლოა
წარმოიშვას ინტრესთა კონფლიქტის საფრთხე“.

საგულისხმოა ეთიკის კომისიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე #


046/11, სადაც კლიენტთა ინტერესების კონფლიქტისა და კლიენტის ინტერესების
პრიორიტეტულობის საკითხებია განმარტებული, კერძოდ: ადვოკატმა, რომელიც
თავად იყო ამხანაგობის წევრი და ამხანაგობაში საწევრო შენატანი განახორციელა
საადვოკატო მომსახურების სახით, შეისყიდა და საკუთრების უფლებით
დაირეგისტრირა ამხანაგობის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი
მოქ. „გ“. - გან. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგინდა ამხანაგობისა და მომიჯნავე
მიწის ნაკვეთის ნაწილის ზედდება; ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილებაში ყურადღება
გაამახვილა იმაზე, რომ ადვოკატი ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ წარმოადგენდა
ამხანაგობას და რწმუნებულება მხარეებს შორის ძალაში გახლდათ. შესაბამისდ,
ადვოკატს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის რისკი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების
გაფორმებას ახლდა თან, რადგან მოქ. „გ“.- ს უძრავი ქონების ზედდება მოხდა
ამხანაგობის უძრავ ქონებაზე და ამხანაგობის მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქ. „გ“.-ს
საკუთრებაში აღმოჩნდა. ეთიკის კომისიამ ისიც გაითვალისწინა, რომ მოქ. „გ“. - ს
საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობას თავად ადვოკატი
ახორციელებდა და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო აზომვითი ნახაზის
მიხედვით, მიწის ნაკვეთის გადაფარვის თაობაზე.

ეთიკის კომისიამ ამ გადაწყვეტილებაში საგანგებოდ იმსჯელა ადვოკატ- კლიენტის


ურთიერთობაზე, კერძოდ: ადვოკატი იყო ამხანაგობის წევრი და ამასთანავე

11
ახორციელებდა საადვოკატო მომსახურებას, იცავდა ამხანაგობის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის
(ამხანაგობის) ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი,
საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით,
ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად.
„გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ერთობლივი
საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს
გარკვეული შენატანის განხორციელება.

სამოქალაქო კოდექსი აღნიშნული ხელშეკრულებისათვის გათვალიწინებულ


შენატანად დასაშვებად მიიჩნევს ყველა სახის აქტივს, რომელიც ამხანაგობის წევრს
შეაქვს საერთო საქმეში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საერთო მიზნის სწრაფ და
ეფექტურ მიღწევას“;

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ „მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის შენატანს


ამხანაგობაში წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა, რაც თავის მხრივ,
გულისხმობს, რომ ადვოკატს თავისი პროფესიული მოვალეობის განხორციელებით
უნდა უზრუნველეყო ამხანაგობის წინაშე აღებული ვალდებულებების,
წარმომადგენლობის განხორციელება.

ეთიკის კომისია განმარტავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის


პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობას
საქართველოში ახორციელებს ადვოკატი და იგი ვალდებულია პროფესიული
საქმიანობის განხორციელებისას იმოქმედოს კანონის, პროფესიული ეთიკის კოდექსის
ფარგლებში და ვალდებულია შეასრულოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის
კოდექსით დადგენილი ნორმები. ეთიკის კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ
გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თავად
პროფესიული საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას და არა აქვს
მნიშვნელობა ადვოკატმა საადვოკატო მომსახურება განახორციელა ამხანაგობაში
შენატანის სახით, თუ ფულადი საზღაურის სანაცვლოდ ემსახურებოდა მას. ადვოკატი,
საადვოკატო მომსახურების დროს წარმოადგენს პირს, რომელიც ასრულებს
პროფესიულ ვალდებულებას, მოცემულ შემთვევაში, ასევე არა აქვს მნიშვნელობა
საკუთარი ოჯახის წევრს უწევს მომსახურებას, თუ ამხანაგობას, ყველა მათგანი მის
კლიენტებს წარმოადგენენ და შესაბამისად, ადვოკატმა უნდა იმოქმედოს
პროფესიული ვალდებულებების და კანონის ფარგლებში“.

ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ამხანაგობასა და ადვოკატს


შორის ურთიერთობა კლიენტის და ადვოკატის ურთიერთობა გახლდათ. ეთიკის
კომისიამ სხვა მტკიცებულებათა შორის, მიუთითა ამხანაგობის კრების ოქმზე,
რომლის მიხედვით, ადვოკატმა აიღო ვალდებულება დაეცვა ამხანაგობის ინტერესები

12
ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთერთობაში.
„შესაბამისად, ამხანაგობა წარმოადგენდა კლიენტს, რადგან ადვოკატმა თავის თავზე
აიღო ვალდებულება, მისი პროფესიის საშუალებით განეხორციელებინა შენატანი
ამხანაგობაში და დაეცვა კლიენტის ინტერესები“. ეთიკის კომისიამ აღნიშნა, რომ
საადვოკატო მომსახურების გაწევის ფარგლებში, ადვოკატს ევალებოდა დაეცვა
„ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით“ დადგენილი დამოუკიდებლობის
პრინციპი, რომლის დროსაც ადვოკატი დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე
გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

ადვოკატის მიერ მოქ. „გ“.-ს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების


გაფორმების შემდეგ, წარმოიშვა მხარეებს შორის ინტერესთა კონფლიქტი. კერძოდ
ადვოკატის პირადი ინტერესები დაუპირისპირდა ამხანაგობის ინტერესებს, რადგან
ადვოკატი გახდა სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მესაკუთრე. ნასყიდობის
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადვოკატს წარმოეშვა საკუთრების უფლება,
რომელიც დაუპირისპირდა ამხანაგობის საკუთრების უფლების დაცვას. ადვოკატმა
თავად დააყენა რისკის ქვეშ კლიენტის ინტერესების დაცვა და არჩევანი
პირადინტერესებსადა ამხანაგობის ინტერესებს შორის, საკუთარი ინტერესების
პრიორიტეტულობაზე გააკეთა, როდესაც შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი. შესაბამისად,
ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ „ჯერ კიდევ წარმომადგენლობის განხორციელების
პროცესში, ადვოკატმა საფრთხე შეუქმნა კლიენტის ინტერესების დაცვას, კანონის
ყველა საშუალებების გამოყენებით დაეცვა კლიენტი“.

ეთიკის კომისიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა: „ადვოკატებმა კლიენტის


ინტერესების წარმომადგენლობისას, პროფესიული ფუნქციები უნდა განახორციელონ
ნებისმიერი სახის გავლენის გარეშე, მათ შორის თავიანთი პირადი ინტერესებიდან,
სხვა კლიენტების და ნებისმიერი პირის გავლენის გარეშე.

ადვოკატ -კლიენტის ურთიერთობა უნდა იყოს კლიენტზე ორიენტირებული და


ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატის პირად ინტერესებსა და კლიენტის ინტერესებს
შორის უნდა გადაწყდეს კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობის
გათვალისწინებით“.

კლიენტის მომსახურების დაწყება.

გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ პრინციპები ცალკე არ


შეიცავენ მითითებას საადვოკატო მომსახურების დაწყების შესახებ. პრინციპების
პირველი მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანს აქვს უფლება მიმართოს მის მიერ
არჩეული ადვოკატის დახმარებას, მისი უფლებების დასაცავდ სისხლის სამართლის
საქმის წარმოების ყველა ეტაპზე“.

13
მართალია ეს მუხლი ძალიან ზოგადია და წარმოადგენს პროცესუალური უფლების
აღიარებას, მაგრამ მიუთითებს, რომ ნებისმიერი ეტაპიდან არის შესაძლებელი,
კლიენტს მის მიერ არჩეულმა ადვოკატმა გაუწიოს დახმარება.

კლიენტის წინაშე ადვოკატის მოვალეობებს ეხება გაეროს შემდეგი პრინციპები:


lადვოკატის მოვალეობაა რჩევა მისცეს კლიენტს, მისი უფლებებისა და მოვალეობების,
ასევე კლიენტის უფლებებსა და მოვალეობებთან მიმართებაში სამართლებრივი
სისტემის მოქმედების შესახებ; l

დაეხმაროს კლიენტს ყველა შესაძლო ფორმით და მიიღოს ყველა ზომა მისი


ინტერესების დასაცავად;

დაეხმაროს კლიენტს სასამართლოს, ტრიბუნალებისა და შესაბამისი


ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე.

ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი კოდექსი ემყარება ძირითად


პრინციპს, რომლის მიხედვითაც ადვოკატი კლიენტის ინტერესების დასაცავად
გამოდის. მიუხედავად კოდექსის ზოგადი ხასიათისა, მესამე თავი შეეხება კლიენტთან
ურთიერთობის საკითხებს, სადაც მითითებულია, რომ ადვოკატმა კლიენტის
კონსულტაცია და წარმომადგენლობა დაუყოვნებლივ, კეთილსინდისიერად და
გულმოდგინედ უნდა განახორციელოს. აქედან გამომდინარე, ადვოკატის
მომსახურება იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ის დაუყოვნებლივ იწყებს კლიენტის
კონსულტირებას ან მისი ინტერესების სასამართლოში ან სხვა ორგანოებში
წარმოდგენას

საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ეთიკის კოდექსის


მიხედვით, ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობას საფუძვლად უდევს
ურთიერთშეთანხმება.

ურთიერთობას უთანაბრდება, როდესაც ადვოკატს შეეძლო ევარაუდა, რომ


შეთანხმებას დებდა კლიენტთან ურთიერთობაში მყოფი უფლებამოსილი პირი, გარდა
სავალდებულო (იძულებითი) დაცვის შემთხვევისა. ადვოკატმა საქმე უნდა აწარმოოს
კლიენტის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მიერ
დანიშნული კომპეტენტური პირის მითითებით, სავალდებულო დაცვის
შემთხვევაში.”

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატს


იწვევს ბრალდებული ან მისი ნების გათვალსიწინებით, ახლო ნათესავი ან სხვა პირი.

კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობის რეგულირება საქართველოს


ადვოკატთა ასოციაცია, ეთიკის კომისიის პრაქტიკა საადვოკატო მომსახურება იწყება

14
იმ მომენტიდან, როდესაც კლიენტსა და ადვოკატს შორის არსებობს როგორც
წერილობითი, ისე ზეპირი შეთანხმება.

ეთიკის კომისიამ 2011 წლის 18 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე N 028/11


განიხილა კლიენტის პრეტენზია, რომელიც ადვოკატს უჩიოდა საქმის წარმოებისას
გამოჩენილ უმოქმედობაზე, ადვოკატი არ უზრუნველყოფდა საქმესთან
დაკავშირებული მტკიცებულებების და საბუთების მოძიებას. განმცხადებლის
განმარტებით, ადვოკატი მის ინტერესებს კვალიფიციურად არ იცავდა, ადვოკატმა
კლიენტს ურჩია მხოლოდ რწმუნებულების გაფორმება იმ მოტივით, რომ საადვოკატო
მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ „ადვოკატსა და საჩივრის ავტორს შორის
გაფორმებული იყო რწმუნებულება, რაც ადვოკატს აძლევდა შესაძლებლობას
დაუბრკოლებლად განეხორციელებინა კლიენტის წარმომადგენლობა და დაეცვა მისი
ინტერესები.

ადვოკატსა და კლიენტს შორის დამატებით საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება


მოხდა ზეპირად და კლიენტის პრეტენზია ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, არ
შეიძლება მიჩნეულიყო ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევად,
რადგან ურთიერთშეთანხმება ადვოკატსა და კლიენტს შორის შესაძლებელია
განხორციელდეს, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით“. ეთიკის კომისიის
მიერ 2011 წლის 10 ივნისს განხილულ საქმეზე N 045/11 დადგენილია, რომ ადვოკატსა
და კლიენტს შორის ურთიერთობის ნაცვლად, სახეზე იყო მსესხებელსა და
გამსესხებელ შორის ურთიერთობა.

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებიდან გარკვეული დროის გასვლის


შემდეგ, განმცხადებელმა დახმარება სთხოვა ადვოკატს. ადვოკატმა მას გაუწია
სამართლებრივი მომსახურება, შეუდგინა წერილი და შუამდგომლობა, ეთიკის
კომისიამ ადვოკატის ქმედება არ მიიჩნია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს
კანონისა და პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევად.

ეთიკის კომისიის მიერ 2010 წლის 22 ნოემბერს განხილულ საქმეზე N 044/10, ეთიკის
კომისიამ დაადგინა, რომ „საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს უფლებამოსილი
პირების (განსახილველ შემთხვევაში მეგობრის) მიერ ადვოკატთან ხელშეკრულების
გაფორმებას სხვა მიზნით (სხვა კლიენტების დაცვის მიზნით), გარდა ორდერში
მითითებული პირის ინტერესების დაცვისა... ადვოკატის სახელზე ორდერის გამოწერა
უნდა განხორციელდეს ორდერის საფუძველზე განსაზღვრული პირის ინტერესების
დასაცავად და არა სხვა პირის, თუნდაც ის ადვოკატის კლიენტი იყოს, დავალების
შესასრულებლად“

15
მომსახურების შეწყვეტა:

ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი ევროგაერთიანების ადვოკატთა


ქცევის კოდექსში დეტალურადაა გაწერილი ადვოკატის მომსახურების შეწყვეტის
პირობები. ადვოკატსა და კლიენტის შორის საქმიანი ურთიერთობის დასრულებასთან
დაკავშირებით, ადვოკატს კლიენტის მომსახურებაზე უარის თქმის უფლებას აძლევს
იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს ყოველგვარი ზიანის გარეშე შეუძლია მიმართოს
სხვა ადვოკატს. კოდექსში აღნიშნულია:

”ადვოკატმა არ უნდა აწარმოოს საქმე, რომელშიც მან იცის ან უნდა იცოდეს, რომ
არაკომპეტენტურია ისეთ ადვოკატთან თანამშრომლობის გარეშე, რომელიც
აღნიშნულ საქმეში კომპეტენტურია.

ადვოკატმა არ უნდა მიიღოს მითითებები, თუ მას არ შეუძლია მათი დაუყოვნებლივ


შესრულება სხვა საუშაოს გამო ზეწოლიდან გამომდინარე.

ადვოკატმა არ უნდა ისარგებლოს საქმეზე უარის თქმის უფლებით ისეთი ფორმით ან


ისეთ გარემოებებში, რომლებშიც კლიენტი უძლური იქნება დროულად იპოვოს სხვა
იურიდიული დახმარების საშუალება, კლიენტისათვის ზიანის მიყენების თავიდან
აცილების მიზნით”.

თუ ადვოკატის მხრიდან არ იქნება დარღვეული კლიენტის უწყვეტი დაცვის


ვალდებულება, ადვოკატს შეუძლია შეუწყვიტოს კლიენტს მომსახურება.

რიგ შემთხვევებში კლიენტთან ურთიერთობის შეწყვეტა ადვოკატის უფლებაა და არა


ვალდებულება. ეს შესაძლებელია მოხდეს გარკვეულ გარემოებებში.

ადვოკატს არ ეკისრება ვალდებულება აიღოს ყველა საქმე, პროფესიული ეთიკის


წესებიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას შეიძლება გარკვეული
კატეგორიის საქმეების აღებაც კი შეეზღუდოს.

კლიენტის მომსახურების შეწყვეტის საფუძველია ინტერესთა კონფლიქტი,


საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ადვოკატსა და კლინეტს
შორის ურთიერთობის შეწყვეტის რამდენიმე გარემოებაა დადგენილი. შეწყვეტის
პატივსადებ საფუძვლად ჩაითვლება, როდესაც: l

ა) წარმომადგენლობის გაგრძელება იწვევს ეთიკის კოდექსის დარღვევას; l ბ) კლიენტი


იყენებს ადვოკატის მომსახურებას სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის
მიზნით;

გ) კლიენტი მოითხოვს ისეთი ქმედების განხორციელებას, რომელსაც ადვოკატი


კატეგორიულად არ ეთანხმება ან ეწინააღმდეგება,

16
დ) ასევე სხვა საფუძვლით, რომელიც საქმის ვითარებიდან გამომდინარე ჩაითვლება
პატივსადებ მიზეზად.

პატივსადებ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ადვოკატის ჯანმრთელობის მოშლა,


ინტერესთა კონფლიქტი ადვოკატსა და კლიენტს შორის.

წარმომადგენლობის შეწყვეტის საფუძველს იწვევს ეთიკის ნორმების ან


კანონმდებლობის დარღვევა. ამ შემთხვევაში ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს
წარმომადგენლობა.

საადვოკატო მომსახურება წყდება იმ შემთვევაშიც, თუკი ადვოკატი, რომელიც


ორდერის საფუძველზე იცავდა კლიენტის ინტერესებს, ორდერის ვადის გასვლის
გამო, ვეღარ ახორციელებს თავის ვალდებულებებს.

კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატმა კლიენტს უნდა დაუბრუნოს


ყველა დოკუმენტი და თანხა ან ქონება, რომელიც კლიენტმა ადვოკატს გადასცა ან
მიანდო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას, გარდა
ადვოკატის მიერ მომსახურებისთვის მიღებული გასამრჯელოსი.

ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის შეწყვეტის მიუხედავად, ძალაში რჩება


ადვოკატის რიგი ვალდებულებები, მაგალითად, კონფიდენციალობის ვალდებულება,
რაც დროში შეუზღუდავია.

კლიენტსა და ადვოკატს შორის საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებული


ურთიერთობის დამყარების შემდეგ, ადვოკატს უფლება არ აქვს გონივრული და
პატივსადები საფუძვლის გარეშე შეწყვიტოს წარმომადგენლობა.

ადვოკატი ვერ შეწყვეტს კლიენტის დაცვას, თუკი კლიენტს არა აქვს შესაძლებლობა
დროულად მიიღოს სხვა ადვოკატისაგან იურიდიული დახმარება.

ადვოკატი ვალდებულია გააგრძელოს წარმომადგენლობა გარკვეულ ეტაპამდე.

ეთიკის კომისიის პრაქტიკა . ეთიკის კომისიამ 2010 წლის 25 მარტს მიღებულ


გადაწყვეტილებაში საქმეზე N 011/10 განმარტა: ”ადვოკატს ევალება კლიენტს გაუწიოს
საადვოკატო მომსახურება ორდერის ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში
ადვოკატისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ვადა გასულია. შესაბამისად,
ადვოკატის მიერ არ დარღვეულა „ადვოკატთა შესახებ” საქართვლოს კანონი და
ადვოკატთა
პროფესიულიეთიკისკოდექსი”.განხილულსაქმეშიგანმცხადებლისპრეტენზიაიმაშიმ
დგომარეობდა, რომ ადვოკატმა სარჩელი შეადგინა და შეიტანა საქალაქო
სასამართლოში. სარჩელის მოთხოვნა იყო სარჩელის უზრუნველყოფის სახით
მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება. ამ ნაწილში მოსამართლემ.

17
ევროგაერთიანების ადვოკატთა კოდესი. მუხლი 3.1.4.. ევროგაერთიანების
ადვოკატთა კოდექსი. მუხლი 3.2. . იურიდიულ პროფესიათა ეთიკის საკითხები.
თბილისი 2009წ. .

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ხარვეზი დაადგინა და სახელმწიფო ბაჟის


გადახდა დააკისრა მოსარჩელეს. განმცხადებელმა ბაჟის გადახდის ქვითარი
სასამართლოში მიუტანა ადვოკატს. ამის მიუხედავად, იგივე მიზეზით დადგინდა
ხარვეზი სარჩელზე, ხოლო მოგვიანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე ბაჟის გადაუხდელობის გამო.
განმცხადებელს მიაჩნია, რომ ადვოკატი შეგნებულად აჭიანურებდა საქმის
მომზადებას და არ ეკიდებოდა სათანადოდ მის ინტერესებს. ადვოკატის განმარტებით,
იგი 2008 წლის 16 ოქტომბრის ორდერის საფუძველზე იცავდა კლიენტის ინტერესებს,
რომელსაც ვადა გაუვიდა 2009 წლის 10 ნოემბერს. მან ყველა საპროცესო მოქმედება
განახორციელა, ხოლო ბაჟის გადახდის ვალდებულება კი განმცხადებელს გააჩნდა.

ეთიკის კომისიამ 2010 წლის 28 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე


N005/10 დაადგინა, რომ დაუსაბუთებელი იყო განმცხადებლის მოთხოვნა ადვოკატის
საქმიდან ჩამოშორების შესახებ, ვინაიდან სანოტაროაქტითდადასტურებულია
კლიენტის მიერადვოკატისათვის წარმომადგენლობის უფლების გაუქმება. ამავე
აქტით, მარწმუნებულს ეკისრება რწმუნებულისათვის ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულება მინდობილობის გაუქმების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ
განუხორციელებია განმცხადებელს.

ეთიკის კომისიამ 2009 წლის 22 მარტს განხილულ საქმეზე #3040/09 დაადგინა, რომ
ადვოკატმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ყოვლად
უსაფუძვლოდ, უარი თქვა კლიენტის XX დაცვაზე და არ გამოცხადდა სასამართლო
პროცესზე, რითაც დაარღვია ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8
მუხლის მეოთხე ნაწილი. განმცხადებლის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, ადვოკატმა
ვერ წარმოადგინა კლიენტთან მომსახურების ხელშეკრულებაზე უარის თქმის
საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ, სახაზინო ადვოკატად მისი
დანიშვნის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტი, რადგან ადვოკატის მტკიცებით,
სწორედ ეს გარემოება არ აძლებდა მას საშუალებას, გაეგრძელებინდა კლიენტის
დაცვა.“

18
რეკომენდირებული ლიტერატურა:

1.იურიდიულ პროფესიათა ეთიკის საკითხები (სასწავლო მასალა) ამერიკის


იურისტთა ასოციაცია, კანონის უზენაესობის ინიციატივა, 2009წ

2. e. gasitaSvili, t. xubuluri, კ. boWoriSvili, d. kvaWantiraZe, eTikis


komisiis saqmianoba, precedentebi, rekomendaciebi. 2010-2013 ww. www.gba.ge

3.„ ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი, www.matsne.gov.ge

4.საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი www.matsne.gov.ge

19

You might also like