You are on page 1of 5

საბანკო მომსახურეობა

I. ანბარიშსწორების ხელშეკრულება

ანგარიშსწორების ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია თავისი კლიენტის


საანგარიშსწორებო ანგარიშიდან აწარმოოს გადახდები ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში და შემოსული
თანხები ჩარიცხოს ანგარიშში.

ანგარიში წარმოადგენს შესაბამისი პირის სახელზე გაფორმე- ბულ დოკუმენტს, რომელშიც აისახება მონაცემები
მასში ფუ- ლადი თანხების ჩარიცხვის და წარმოებული გადახდების შესახებ. ანგარიშის მფლობელს ანგარიშის
ფარგლებში შეუძლია საკრედი- ტო დაწესებულების მეშვეობით გადაიხადოს (უნაღდო ფორმით ან ნაღდი
ფულით) შეძენილი საქონლისათვის, შესრულებული სამუშაოსათვის, გაწეული მომსახურებისათვის და სხვ.
ანგარიშში ჩაირიცხება. შემოსული თანხები, მაგალითად, საქონლის გაყიდ- ვით მიღებული ამონაგები, სხვისთვის
სამუშაოს შესრულები- სათვის მიღებული ანაზღაურება და სხვ.

გადახდები ანგარიშიდან და შემოსული თანხების ჩარიცხვა ანგარიშში შეიძლება როგორც უნაღდო ფორმით, ასევე
ნაღდი ფულით.

ანგარიშსწორების ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ საკრედიტო დაწესებულება (ბანკი ან სხვა საკრედიტო


დაწესე- ბულება, რომელსაც ანგარიშის გახსნის უფლება აქვს) და კლი- ენტი (ანგარიშის მფლობელი). ანგარიშის
მფლობელი შეიძლება იყოს ყოველი იურიდიული და ფიზიკური პირი, ასევე ისეთი გაერთიანებები, რომლებიც
არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს (ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა
სამოქალაქო კოდექსის 1517-ე მუხლის „ა“ ქვე- პუნქტი). იმ საკითხის გადასაწყვეტად – ვალდებულია თუ არა
საკრედიტო დაწესებულება ანგარიში გაუხსნას ყველა პირს, რომელიც ანგარიშის გახსნას მოისურვებს, უნდა
მივმართოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლს. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშსწორების
ხელშეკრულება დადოს ყველა მსურველთან, თუ მას დომინირებული მდგომარეობა უჭირავს.

ანგარიშსწორების ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ან- გარიშის მფლობელის ფულადი თანხები, რომელიც
მის ან- გარიშზეა. ანგარიშის მფლობელს აღარ აქვს საკუთრების უფლება იმ თანხაზე, რომელიც მან ანგარიშში
ჩარიცხა. მას ანგარიშზე ჩარიცხული ფულის მოთხოვნის უფლება აქვს, ე.ი. მისი უფლება ვალდებულებით-
სამართლებრივია და არა სანივთო. საკრედიტო დაწესებულებას უფლება აქვს გამოიყენოს კლიენტის ანგარიშზე
არსებული თანხა, მაგრამ ამავე დროს მოვალეა მოთხოვნის წარდგენისთანავე უზრუნველყოს შესაბამისი
მოქმედებების შეს- რულება.

ანგარიშსწორების ხელშეკრულება კონსენსუალურია. ის იდება არა ანგარიშზე ფულის ჩარიცხვის, არამედ


მხარეთა შორის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმების მიღწ- ევის მომენტიდან.

საკრედიტო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები ანგარიშის მფლობელმა უნდა გადაიხადოს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელს ხარჯების გადახდა მხარეთა შეთანხმებით აქვს
დაკისრებული თუ მხარეები არ შეთანხმებულან იმის შესახებ, რომ ანგარიშის მფლობელს ეკისრე- ბა
მომსახურების ხარჯების გადახდა, მაშინ საკრედიტო დაწესე- ბულების მიერ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები
არ ანაზღაუ- რდება (სამოქალაქო კოდექსის 859-ე მუხლი).

საკრედიტო დაწესებულებას ევალება როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებათა შესახებ აწარმოოს
საბუღალტრო წიგნი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ანგარი- შის მფლობელს მიაწოდოს
ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეო- ბის შესახებ. თვით ანგარიშის მფლობელს კი ნებისმიერ დროს შეუძლია
მოითხოვოს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობისა და კრედიტ -დებეტის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ
(სამო- ქალაქო კოდექსის 860-ე მუხლი).

საკრედიტო დაწესებულების მიერ ანგარიშიდან ფულადი თანხ- ების ჩამოწერა ხორციელდება მხოლოდ
ანგარიშის მფლობელის მითითებითა და ნებართვით. თუმცა შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევებში თანხების
ჩამოწერა მოხდეს სხვა საფუძვლითაც, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ან- გარიშის
მფლობელის მითითების ან ნებართვის გარეშე ფულა- დი თანხების ჩამოწერის შემთხვევაში საკრედიტო
დაწესებულე- ბა ვალდებულია აუნაზღაუროს ანგარიშის მფლობელს მიყენებუ- ლი ზიანი და ამავე დროს
არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში. მაგალითად, საკრედიტო
დაწესებულებამ ზიანი უნდა აანაზღაუროს და გა- დარიცხული თანხა უნდა შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქ-
ტივში, თუ საკრედიტო დაწესებულებამ თანხა გადარიცხა მეს- ამე პირის ანგარიშის მილობელის კრედიტორის
მოთხოვნით, როცა ამის თაობაზე ანგარიშის მფლობელის ნებართვა არ ყოფილა (სამოქალაქო კოდექსის 861-ე
მუხლი).

ანგარიშის მფლობელს შეუძლია თანხების გადარიცხვის შესახ- ები საკრედიტო დაწესებულებისათვის მიცემული
დავალება გააუ- ქმოს, ვიდრე გადარიცხვა რეალურად არ მომხდარა, მაგრამ თუ გადარიცხვა უკვე განხორციელდა,
საკრედიტო დაწესებულება მოვალეა დავალების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყო- ბინის იმ პირებს, ვის
სასარგებლოდაც მოხდა გადარიცხვა.

862-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „დავალების დროუ- ლად გაუქმების შემთხვევაში საკრედიტო
დაწესებულება მოვ- ალეა კვლავ აღადგინოს თანხა მფლობელის ანგარიშზე“.

საკრედიტო დაწესებულების ერთ-ერთი ვალდებულებაა საი- დუმლოების დაცვა. საქმე ეხება ანგარიშთან
დაკავშირებულ და სხვა ისეთი ფაქტების საიდუმლოებას, რომელიც ცნობილი გახ- და საკრედიტო
დაწესებულებისათვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას (მაგალითად, ანგარიშთან
დაკავშირებული ოპერაციები, ცნობები ანგარიშის მფლობელის შესახებ, ანგარიშის ოდენობა და სხვ.).
საიდუმლოების დაცვის ვალდებუ- ლების დარღვევად არ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებული ან
ჩვეულებრივი საბანკო ინფორმაცია, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები. საყურადღებოა,
რომ საიდ- უმლოების დაცვის ვალდებულება ძალაშია ანგარიშსწორების ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც
(სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლი). ცხადია, საკრედიტო დაწესებულებამ უნდა აანაზღაუროს ზიანი, თუკი იგი
საიდუმლოების დაცვის ვალდე- ბულების დარღვევამ გამოიწვია.

საანგარიშსწორებო ხელშეკრულება ნებისმიერ დროს შეი- ძლება შეწყდეს როგორც საკრედიტო დაწესებულების,
ასევე ანგარიშის მფლობელის მიერ. ამასთან, კანონი ერთგვარ შეზღუდ- ვებს ადგენს საკრედიტო
დაწესებულებისათვის. მას შეუძლია მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ ანგარიშის მფლო- ბელმა
სხვაგვარად შეძლოს საანგარიშსწორებო მომსახურების მიღება (მაგალითად, შეუძლია მიმართოს სხვა ბანკს და
ა.შ.). საკრედიტო დაწესებულებას ამ გარემოების გათვალისწინების გარეშეც შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება,
თუ შეწყვეტი- სათვის არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი (სამოქალაქო კოდ- ექსის 864-ე მუხლი). მაგალითად,
ხდება საკრედიტო დაწესე- ბულების შერწყმა სხვა საწარმოსთან.

საკრედიტო დაწესებულება მოვალეა აქტივის ფარგლებში აანაზღაუროს ანგარიშის მფლობელის მიერ


ხელმოწერილი ჩეკი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სათანადო შეთანხმება ჩეკის ანაზღაურების შესახებ.
ჩეკის ანაზღაურება ხდება ჩეკის შესახებ კანონის შესაბამისად. ამ დროს გამოიყენება უნაღდო ანგარიშსწორების
ხელშეკრულების წესები (სამოქალაქო კოდე- ქსის 865-ე მუხლი), ვინაიდან თვითონ ჩეკი წარმოადგენს უნ- აღდო
ანგარიშსწორების ერთ-ერთ საშუალებას მეტად მნიშ- ვნელოვან ნორმას განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 866-ე
მუხლი ჩეკების ინკასირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკრედიტო დაწესებულებამ ჩეკი ყველა შემთხვევაში
უნდა გაანაღდოს მიუხედავად იმისა, ამის შესახებ აღნიშნული იქნება თუ არა ხელშეკრულებაში.

II. ანაბრის ხელშეკრულება


საკრედიტო დაწესებულებაში ფულადი თანხის (ანაბრის) შეტანისა და ამ თანხის დაბრუნების თაობაზე
საკრედიტო დაწესე- ბულებასა და კლიენტს (მეანაბრეს) შორის ურთიერთობა ანაბრის ხელშეკრულების
საფუძველზე წარმოიშობა. ამ ხელშეკრულების ერთი მხარე საკრედიტო დაწესებულება (ბანკი ან სხვა საკრედი-
ტო დაწესებულება) ვალდებულია დაუბრუნოს ხელშეკრულების მეორე მხარეს (მეანაბრეს) მიღებული თანხა და
გადაუხადოს პროცენტი. მაშასადამე, მხარეებს ანაბრის ხელშეკრულებაში წარმოადგენენ საკრედიტო
დაწესებულება და მეანაბრე. საკრედიტო დაწესებულებაში უპირატესად იგულისხმება ბანკი, თუმცა არ არის
`გამორიცხული ბანკის გარდა მხარე იყოს სხვა საკრედი- ტო დეწესებულება, რომელსაც მინიჭებული აქვს ანაბრის
მიღე- ბის უფლება. მეანაბრე კი შეიძლება იყოს ყოველი იურიდიული და ფიზიკური პირი.

ანაბარი შეიძლება შეტანილი იქნეს განსაზღვრული პირის და არა მხოლოდ მეანაბრის სახელზე (მაგალითად,
მშობელმა შეიძლება ანაბარი შეიტანოს შვილის სახელზე). ასეთ შემთხ- ვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მესამე
პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების წესები.

ფულადი თანხის შეტანით საკრედიტო დაწესებულება მოი- პოვებს მასზე საკუთრების უფლებას მეანაბრე,
ცხადია, კარ- გავს საკუთრების უფლებას საკრედიტო დაწესებულებაში შეტ- ანილ ანაბარზე, მაგრამ ინარჩუნებს
მისი მოთხოვნის უფლებას. მეანაბრის უფლება იმ ფულად თანხაზე, რომელიც ანაბრის სახ- ით გადაეცა
საკრედიტო დაწესებულებას, წარმოადგენს არასანივთო, არამედ ფულის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას
(ვალდებულებით-სამართლებრივ უფლებას).

ანაბრის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხელშეკ- რულებაა. იგი დადებულად ითვლება საკრედიტო
დაწესებულე- ბაში ფულის შეტანის მომენტიდან, მეანაბრე კი იძენს საკრედი- ტო დაწესებულებისაგან შეტანილი
თანხის დაბრუნებისა და პროცენტის გადახდის მოთხოვნის უფლებას და არა აქვს რაიმე ვალდებულება
საკრედიტო დაწესებულების წინაშე.

ანაბრის ხელშეკრულება სასყიდლიანია. ანაბრებს შესაბამის- სად უნდა დაერიცხოს პროცენტი პროცენტის
ოდენობა ჩვეუ- ლებრივ ხელშეკრულებით განისაზღვრება, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ხელშეკრულება ყოველთვის
სასყიდლიანია, საკრედიტო დაწესებულებამ პროცენტი უნდა გადაიხადოს მაშინაც, როცა მხარეები არ
შეთანხმებულან მის თაობაზე. ამ შემთხვევაში საკ- რედიტო დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს პროცენტი
იმ მოცულობით, რაც დადგენილია სესხის ხელშეკრულების წესებით..

ანაბრის ხელშეკრულების საგანი არის ფული (ანაბარი). ანაბარი შეიძლება იყოს როგორც ლარი, ასევე უცხოური
ვალუტა. კანონით დადგენილია, რომ საკრედიტო დაწესებულება ვალდე- ბულია იმავე ვალუტაში დააბრუნოს
მიღებული თანხა. მეანაბრეს შეუძლია გადასცეს საკრედიტო დაწესებულებას თანხა როგორც ნაღდი ფულით,
ასევე უნაღდო ფორმით.

ანაბრის ხელშეკრულება იღება წერილობით. ამასთან სავალდე- ბულო არ არის მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ერთიანი დოკუ- მენტის არსებობა ფორმა დაცულად ითვლება, როცა თანხის შეტანა საკრედიტო დაწესებულებაში
დასტურდება შემნახველი წიგნაკით.

ანაბრის ხელშეკრულებით შეიძლება განსაზღვრული იყოს მეანაბრისათვის ანაბრის დაბრუნების ვადა ასეთ
შემთხვევაში საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია დააკმაყოფილოს - მეანაბრის მოთხოვნა თანხის
დაბრუნების შესახებ დაბრუნების ვადის დადგომისას. თუ ხელშეკრულებით დაბრუნების ვადა გან- საზღვრული
არ არის, მაშინ მეანაბრეს ნებისმიერ დროს შეუ- ძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება.

ანაბრის მიმღები და საკრედიტო დაწესებულების დირექ- ტორები (მენეჯერები) ვალდებული არიან მეანაბრეს
მიაწოდონ ინფორმაცია ბანკის ლიკვიდურობისა და ბონიტეტის შესახებ. ამ ვალდებულების შესრულებაზე უარის
თქმამ ან არასწორი ინფორმაციის გაცემამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მეანაბრეს, რომ- ლის ანაზღაურება ეკისრება
იმ პირს, რომელიც ბრალეულად გასცემს არასწორ ინფორმაციას ან უარს ამბობს საჭირო ცნობების მოწოდებაზე.
ზიანის მიყენებისას სოლიდარულად აგებენ პა- სუხს ბანკის დირექტორები (მენეჯერები), რომლებიც სარეკლა- მო
ბროშურების მეშვეობით ან სხვაგვარად საჯაროდ ავრცელე- ბენ არასწორ მონაცემებს ბანკის ლიკვიდურობისა და
ბონიტე- ტის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი).

როგორც აღნიშნული იყო, ანაბრის ხელშეკრულება შემნახ- ველი წიგნაკით ფორმდება. შემნახველი წიგნაკი
წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სახელო– ბითი, ასევე საწარმდგენლო თუ
წარმომდგენი (ცხადია, როცა წიგნაკი საწარმდგენლოა) არ არის უფლებამოსილი, საკრედი- ტო დაწესებულება
პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდება მაშინ, როცა წიგნაკის შევსებისას არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით სამოქალაქო კოდექსის 875-ე მუხლი).

III. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება


საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასესხო ურთიერთობის დამოუკიდებელ სახესხვაობას წარმოადგენს. ამ
ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის
ფორმით (სამოქალაქო კოდექ- სის 867-ე მუხლი). საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ
საკრედიტო დაწესებულება (კრედიტის გამცემი) და მსესხებე- ლი (მოვალე). მსესხებელი შეიძლება იყოს როგორც
იურიდიუ- ლი, ასევე ფიზიკური პირი ხელშეკრულების საგანს კი წარ- მოადგენს ფულადი თანხა და არა სხვა
ნივთი.

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანია, რაც იმა- ში გამოიხატება, რომ მსესხებელი კრედიტის მიმცემს
უხდის კრედიტის თანხის განსაზღვრულ პროცენტს. ამასთან ეს პრო- ცენტი შეიძლება იყოს მყარად
განსაზღვრული (არ იცვლება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში) და ცვალებადი. მხარეე- ბი თვითონ უნდა
შეთანხმდნენ პროცენტის სახეზე. თუ ცვალე- ბადია საპროცენტო განაკვეთის არსებობისას ამ განაკვეთის სი-
დიდის განსაზღვრის უფლება შეთანხმებით კრედიტის გამცემს აქვს, მაშინ ეს უკანასკნელი ვალდებულია,
განსაზღვროს იგი სამართლიანობის საფუძველზე. ასევე მოვალეა საბაზრო საპრო- ცენტო განაკვეთის გაზრდას ან
შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ან შემცირება
(ცვალებადობა) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო
აუქ- ციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. მაშასადამე, თავდაპირველად განისაზღვრება საწყისი
საპროცენტო განაკვე- თი და შემდგომში კრედიტის გამცემი მას გაზრდის ან შეამცირ- ებს საბაზრო საპროცენტო
განაკვეთის შესაბამისად, მაგრამ ეს ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის სადისკ- ონტო
განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქ- სირებულ საპროცენტო განაკვეთს.
აუცილებელია ხელშეკრულების დადებისას განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების
ზღვარი და მინიმალური შუალედები, რომლის განმავლობაშიც შეიძლება მოხდეს პროცენტის ცვალებადობა.
მაგალითად, ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ საპროცენტო განაკვეთი არ ჩამ– ოვიდეს ორ
პროცენტს `ქვემოთ და არ ავიდეს ექვს პროცენტს ზემოთ და რომ ასეთი ცვალებადობა მოხდეს შუალედებით:
ერთი წლის შუალედით, ერთი თვის შუალედით და ა.შ.

კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინ- ოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო


განაკვეთის შესახებ.

თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი მხარეთა მიერ შეთ- ანხმებული არ იყო, მაშინ კანონით გათვალისწინებული
წლი- ური პროცენტი გამოიყენება. რაც შეეხება ხარჯებს (მაგალი- თად, მომსახურების ხარჯები), ის მხოლოდ
მაშინ ანაზღაურდე- აბა, თუ გათვალისწინებული იყო წლიური პროცენტის გამოთვ- ლისას (სამოქალაქო კოდექსის
868-ე მუხლი).

მსესხებელს ევალება დათქმული დროისათვის გადაიხადოს ვალი გადახდის დაყოვნებისათვის მას ეკისრება
განსაზღვრუ- ლი პასუხისმგებლობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ დავალ- იანების თანხას დაერიცხება
ბანკთაშორისი საკრედიტო აუქ- ციონის შესაბამისი პერიოდისათვის დაფიქსირებული საპრო- ცენტო ან
სადისკონტო) განაკვეთის 3%-ის ოდენობით გა- დიდებული თანხა. (მაგალითად, თუ დავალიანების თანხა 1000
ლარია, ხოლო პროცენტი (საპროცენტო განაკვეთი მთლიანად) შეადგენს 300 ლარს, მაშინ 1000 ლარს უნდა
დაემატოს 300 ლარი და მისი სამი პროცენტი).

სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების გამო კრედიტის გამცემის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში
კრედიტის გამცემს უფლება აქვს მოითხოვოს კანონით დადგენილი საპრო- ცენტო განაკვეთი. ვადის
გადაცილებით გამოწვეული ზიანი შეი- ძლება კანონით დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე მეტი ან ნაკლები
იყოს. ასეთ შემთხვევაში კრედიტის გამცემს ან მსესხ- ებელს უფლება აქვთ ამტკიცონ მეტი ან ნაკლები ზიანის
არსე- ბობა (სამოქალაქო კოდექსის 869-ე მუხლი).

შესაძლებელია საპროცენტო ვალდებულება (პროცენტის გადა- ხდის ვალდებულება) უფრო ადრე დამთავრდეს,
ვიდრე სესხის დაბრუნებისათვის განსაზღვრული ვადა. მაგალითად, თუ საპრო- ცენტო ვალდებულება
გათვალისწინებული იყო ერთი წლის ვადით, ხოლო სესხის დაბრუნების ვალდებულება ორი წლით.
განსაზღვრული პერიოდისათვის შეთანხმებული მყარი საპრო ცენტო განაკვეთის არსებობისას კრედიტის ამღებს
შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება სესხის
დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის
დადებული ჩვენს მაგალითში კრედიტის ამღებს შეუძლია ერთი წლის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს ხე-
ლშეკრულება, თუმცა, სესხის დაბრუნების ვადა – ორი წელი გასული არ არის. მოცემულ შემთხვევაში
ხელშეკრულების შეწ- ყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს,

კანონი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთგვარად განსხვავე- ბულ წესს ადგენს იმ შემთხვევისათვის, როცა
კრედიტის ამღე- ბი მომხმარებელია და კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით. ამ შემთხვევაში
ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა წარმოიშობა კრედიტის აღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შეწყვე– ტის ვადა კი სამი
თვეა კრედიტის აღებიდან ათი წლის გას- ვლის შემდეგ კი ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება ნებისმი- ერთ
შემთხვევაში. შეწყვეტის ვადა შეადგენს ექვს თვეს.

ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხის დროს მოვალეს ხელშეკრულების შეწყვეტა შეუძლია
ნებისმიერ დროს შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით (სამოქალაქო კოდექსის 871-ე მუხლი).

კანონი კრედიტის გამცემს საკრედიტო ურთიერთობის შეწ- ყვეტის უფლებას აძლევს კრედიტის ნაწილ-ნაწილ
დაბრუნების ვალდებულების დარღვევის დროსაც. თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ
და კრედიტის ამღებმა გადა- აცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. კრედიტის ამღებს, რომელმაც, სულ ცოტა, ორ
ვადას გადააცილა, ეძლევა ორკვირ- იანი დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. თუ კრედიტის
ამღები ამ ვადაში არ გადაიხდის ვალს, მაშინ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტა ძალაში შევა (სამოქალაქო
კოდე- ქსის 873-ე მუხლი).

კრედიტის ამღების მიერ საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე კრედიტის დაბრუნება გამოიწვევს მისთვის
კრედი- ტის ვადამდე დაბრუნებით კრედიტის გამცემისათვის მიყენებუ- ლი ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
კრედიტის გამცემს შეუ- ძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა
ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება მაგალითად, ის, რაც ბანკს კრედიტის მომსახ- ურებისათვის
უნდა გაეღო მივლინების ხარჯები და ა.შ. აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებ- და
სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედი- ტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება
(სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი).
@გიორგი ობოლაძე

You might also like