You are on page 1of 7

ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობები

(საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკზე)


(შემდგომში - დაზღვევის პირობები)

წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგში“ (ს/კ 404476189) დაზღვევის ობიექტს, დაზღვევის ობიექტის
დაზღვევისა და სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების პირობებს.

დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს ბანკის საკრედიტო პორტფელი, რომელიც მოიცავს იმ კრედიტების დავალიანებებს, რომლის
თაობაზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტი იხდის საკრედიტო შენატანის დაზღვევის
საკომისიოს.

წინამდებარე დაზღვევის პირობები ვრცელდება იმ კლიენტებზე, რომლებმაც საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს
აირჩიეს, რომ მათი კრედიტი შესულიყო ბანკის საკრედიტო პორტფელის იმ ნაწილში, რომელიც ბანკს დაზღვეული აქვს სს
„სადაზღვევო კომპანია ალდაგში“ (ს/კ 404476189).

კლიენტის მიერ საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო გადაიხდება, საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკზე
ბანკის მიერ კლიენტის დავალიანების დაზღვევის უზრუნველსაყოფად (შემდგომში - დაზღვევა).

1. ტერმინთა განმარტება

1.1. ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 204378869);


1.2. დავალიანება - სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდან არაუმეტეს მომდევნო 6 (ექვი) თვის მანძილზე
კონკრეტული კრედიტის კლიენტის (რომლის მიერ აღებული კრედიტის მიმართაც დადგა სადაზღვევო შემთხვევა) მიერ
გადასახდელი საკრედიტო შენატანები/საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილი (საკრედიტო შენატანის დაზღვევის
საკომისიოს გარდა), მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კლიენტის მიერ დაკარგული მედიანური
თვიური შემოსავლისა;
1.3. დამსაქმებელი - პირი, რომელთანაც საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს
კანონის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფება ურთიერთობაში კლიენტი;
1.4. იპოთეკური სესხი - ბანკის მიერ კლიენტზე ჩამოთვლილიდან მინიმუმ ერთ-ერთი მიზნობრიობით გაცემული კრედიტი:
უძრავი ქონების შეძენა, რემონტი, მშენებლობა ან/და ავეჯის შეძენა;
1.5. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და საქართველოს
ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
1.6. კლიენტი - მოვალე ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს, რომელიც თანხმობას
აცხადებს დაზღვევაზე და იხდის საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს;
1.7. კონტრაქტორი – წინასწარ განსაზღვრული ვადით (კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, სეზონური
სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი
დასაქმებულის ჩანაცვლების მიზნებისათვის, სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდის გამო) ან/და კონკერტული
დავალების/სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული ფიზიკური პირი;
1.8. კრედიტი - იპოთეკური სესხი ან/და სამომხმარებლო სესხი, რომელთა კლიენტებმაც თანხმობა განაცხადეს დაზღვევაზე;
1.9. მედიანური თვიური შემოსავალი – ა) ყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების შემთხვევაში მედიანური თვიური
შემოსავალია დამსაქმებლისაგან ბოლო სამი თვის განმავლობაში კლიენტის მიერ მიღებული თვიური შრომის
ანაზღაურებებიდან სიდიდით მეორე. ბ) არაყოველთვიურად გასაცემი შრომის ანაზღაურების შემთხვევაში (მაგ:
ყოველკვატლურად, ორ თვეში ერთხელ და სხვა) მედიანური თვიური შემოსავალია დამსაქმებლისგან კლიენტის მიერ
მიღებული ბოლო სამი შრომის ანაზღაურებიდან სიდიდით მეორის განაყოფი შრომის ანაზღაურების გაცემის
პერიოდულობაზე. წინამდებარე ტერმინის განმარტების მიზნებისთვის შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს,
საკომისიოს, ბონუსს და სხვა ფულადი სახის ანაზღაურებას კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების და
გადასახდელების გარეშე;
1.10. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა ან/და კლიენტისა;
1.11. მზღვეველი - სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ (ს/ნკ404476189);
1.12. მოცდის პერიოდი - ა) 2020 წლის 2 ნოემბრამდე გაცემული კრედიტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებდა დაზღვევას -
კონკრეტული კრედიტის მიმართ დაზღვევის ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, ასევე კლიენტის

1/7
უმუშევრობის ფაქტის პირველად დადგომის და შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდგომ ამავე
კლიენტის პირველივე დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების გარეშე) 30 (ოცდაათი) კალენდარული
დღე, ასევე ყოველი შემდგომი უმუშევრობის ფაქტის დადგომიდან პირველივე დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის
გათვალისწინების გარეშე) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, რომლის განმავლობაში დამდგარი კლიენტის უმუშევრობა
არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას; ბ) 2020 წლის 2 ნოემბრამდე გაცემული კრედიტებისთვის, რომლებიც
არ ითვალისწინებდა დაზღვევას და კლიენტებმა 2020 წლის 2 ნოემბრის შემდგომ მოითხოვეს ასეთ კრედიტებზე
დაზღვევა, რის თაობაზეც 2020 წლის 2 ნოემბრის შემდგომ დამზღვევსა და შესაბამის კლიენტ(ებ)ს შორის გაფორმდა
შესაბამისი შეთანხმება კონკრეტულ კრედიტზე დაზღვევის გავრცელების თაობაზე - კონკრეტული კრედიტის მიმართ
დაზღვევის ძალაში შესვლიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე, ასევე კლიენტის უმუშევრობის ფაქტის
პირველად დადგომის და შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდგომ ამავე კლიენტის პირველივე
დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების გარეშე) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, ასევე ყოველი
შემდგომი უმუშევრობის ფაქტის დადგომიდან პირველივე დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების
გარეშე) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, რომლის განმავლობაში დამდგარი კლიენტის უმუშევრობა არ ექვემდებარება
მზღვეველის მიერ ანაზღაურებას; გ) 2020 წლის 2 ნოემბრიდან გაცემული სესხებისთვის - კონკრეტული კრედიტის
მიმართ დაზღვევის ძალაში შესვლიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე, ასევე კლიენტის უმუშევრობის ფაქტის
პირველად დადგომის და შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდგომ ამავე კლიენტის პირველივე
დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების გარეშე) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, ასევე ყოველი
შემდგომი უმუშევრობის ფაქტის დადგომიდან პირველივე დასაქმებიდან (გამოსაცდელი ვადის გათვალისწინების
გარეშე) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე, რომლის განმავლობაში დამდგარი კლიენტის უმუშევრობა არ ექვემდებარება
მზღვეველის მიერ ანაზღაურებას;
1.13. პირი - ფიზიკური პირ(ებ)ი, იურიდიული პირ(ებ)ი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც არ წარმოადგენს/წარმოადგენენ
იურიდიულ პირ(ებ)ს;
1.14. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის და/ან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული
ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ
თავიანთ საქმიანობას;
1.15. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად მზღვეველის მიერ ბანკისათვის
ჩარიცხული/ჩასარიცხი თანხა;
1.16. საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო - საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტ(ებ)ის მიერ
გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო;
1.17. სადაზღვევო რისკი - საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკი;
1.18. სადაზღვევო შემთხვევა –დაზღვევის პირობების მე-4 მუხლის შესაბამისად კლიენტის უმუშევრობა, რომელიც
გრძელდება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით ან უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული კლიენტის
შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა;
1.19. საკრედიტო პორტფელი - ბანკის მიერ გაცემული კრედიტები, რომელთა კლიენტებმაც აირჩიეს/გადაწყვიტეს საკრედიტო
შენატანის დაზღვევა მზღვეველთან;
1.20. საკრედიტო შენატანი – საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის მიერ ბანკის სასარგებლოდ
ყოველთვიურად გადასახდელი ფიქსირებული თანხის ოდენობა;
1.21. საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი - რამდენიმე კლიენტის მიერ კრედიტის ერთობლივად აღების შემთხვევაში
(როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ კლიენტს წარმოადგენს ერთდროულად რამდენიმე პირი),
თითოეული კლიენტის მიერ გადასახდელი საკრედიტო შენატანის თანხობრივად გამოანგარიშებული წილი, რომელიც: ა)
თუ საკრედიტო ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესაბამისი კლიენტის თანამონაწილეობის წილი -
წარმოადგენს საკრედიტო შენატანის შეფარდებას შესაბამის კრედიტთან მიმართებაში არსებული კლიენტების
რაოდენობასთან; ბ) თუ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესაბამისი კლიენტის თანამონაწილეობის წილი
საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი კლიენტის თანამონაწილეობის წილის ტოლია. ამასთან, კონკრეტულ
კრედიტთან მიმართებაში, კლიენტების რაოდენობის შემცირებისას, თუ დარჩენილ კლიენტს/კლიენტებს დაუდგებათ
სადაზღვევო შემთხვევა, ასეთი შემცირებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, დარჩენილი
კლიენტისთვის/კლიენტებისთვის საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი უცვლელი რჩება და გამოანგარიშდება
კლიენტთა რაოდენობის შემცირებამდე არსებული პროპორციით;
1.22. საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო - საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის მიერ
გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო;

2/7
1.23. საკრედიტო ხელშეკრულება – ბანკსა და კლიენტს/კლიენტებს შორის კრედიტის თაობაზე გაფორმებული საკრედიტო
ხელშეკრულება;
1.24. სამომხმარებლო სესხი - ბანკის მიერ კლიენტზე პირადი ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული კრედიტი;
1.25. უბედური შემთხვევა – შემთხვევითი, უეცარი და მოულოდნელი გარეგანი ძალის ზემოქმედება (ნებისმიერი გარეგანი
ფიზიკური (მექანიკური) ძალის ზემოქმედება, რომლის რეალიზების კონტროლი არ არის დამოკიდებული კლიენტზე),
რომელიც კლიენტს აყენებს ფიზიკურ ზიანს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
1.26. შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა – უბედური შემთხვევის შედეგად პირისათვის შესაძლებლობის
მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის სტატუსის დადგენა კომპეტენტური ორგანოს მიერ
კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო

2.1. საკრედიტო პორტფელში შემავალი კონკრეტული კრედიტისთვის დაზღვევა იწყება კონკრეტული კლიენტის ჭრილში
ბანკსა და მზღვეველს შორის შესაბამისი ურთიერთობის წარმოშობიდან და წყდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების
დადგომით (რომელიც უფრო ადრე დადგება):
2.1.1. კრედიტის დავალიანების დაფარვით;
2.1.2. შესაბამისი კლიენტის ნაწილში ბანკსა და მზღვეველს შორის შესაბამისი ურთიერთობის შეწყვეტით (მიუხედავად
შეწყვეტის მიზეზისა);
2.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტით (მიუხედავად შეწყვეტის მიზეზისა);
2.1.4. შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვის შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში;
2.1.5. მზღვეველის მიერ ბანკის მიმართ კონკრეტული კლიენტის ნაწილში შესაბამისი ვალდებულების შესრულებით;
2.1.6. კლიენტის გარდაცვალების შემთხვევაში;
2.1.7. ბანკსა და მზღვეველს შორის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის ურთიერთობის სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტით.
2.1.8. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

3. სადაზღვევო რისკი
3.1. სადაზღვევო რისკს წარმოადგენს საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო შენატანის
გადაუხდელობის რისკი, რომელიც გამოწვეულია:
3.1.1. კლიენტის სამუშაოს იძულებითი (არა კლიენტის სურვილით/ნებით განპირობებული) დაკარგვის (საქართველოს შრომის
კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა)
შედეგად გამოწვეული კლიენტის უმუშევრობით, რომელიც 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება
და რომლის საფუძველია:
3.1.1.1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო
ძალის შემცირებას;
3.1.1.2. კლიენტის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ
თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
3.1.1.3. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების
შესაძლებლობას გამორიცხავს;
3.1.1.4. დამსაქმებელი ფიზიკური პირის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის) გარდაცვალება;
3.1.1.5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება.
3.1.2. უბედური შემთხვევის შედეგად კლიენტის შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვით.

4. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა/სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა

4.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდან არაუმეტეს
მომდევნო 6 (ექვსი) თვის მანძილზე კონკრეტული კრედიტის კლიენტის (რომლის მიერ აღებული კრედიტის მიმართაც
დადგა სადაზღვევო შემთხვევა) მიერ გადასახდელი საკრედიტო შენატანები/საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილი
(საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს გარდა), მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კლიენტის
მიერ დაკარგული მედიანური თვიური შემოსავლისა.
4.2. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ყოველთვიურად, სადაზღვევო შემთხვევის რეალიზების დღიდან
(იგულისხმებადაზღვევის პირობების 3.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული 30-ე დღის მომდევნო კალენდარული დღე)

3/7
კონკრეტული კრედიტისთვის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, საკრედიტო შენატანის გადახდისათვის
დადგენილი გრაფიკის შესაბამისად.
4.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დასაქმებულია ერთზე მეტ დამსაქმებელთან და სადაზღვევო შემთხვევა დგება ერთ–ერთ
დამსაქმებლთან მიმართებაში, საკრედიტო შენატანების /საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილის დასაფარად
სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის პირობებით დადგენილი წესით გაიცემა იმ პროპორციით, რა პროპორციითაც
სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კლიენტის მიერ დაკარგული შრომის ანაზღაურება შეესაბამება კლიენტის ჯამურ
შრომის ანაზღაურებას ყველა დამსაქმებლისაგან (დაკარგულის ჩათვლით).
4.4. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კლიენტის კრედიტი საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკისგან
მზღვეველთან დაზღვეულია სხვა ურთიერთობის ფარგლებშიც, სადაზღვევო ანაზღაურება შესაბამის კლიენტთან
მიმართებაში არ გადააჭარბებს მედიანური თვიური შემოსავლის ოდენობას, ამასთან, სადაზღვევო ანაზღაურების
გადახდისას პირველ რიგში გადახდილი იქნება დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურება.
4.5. იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო პორტფელი/საკრედიტო პორტფელის ნაწილი საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის
რისკზე ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან არის დაზღვეული (შემდგომში - ორმაგი დაზღვევა), სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას კლიენტი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე მოახდინოს ბანკის ინფორმირება და შესაბამის
წერილობით შეტყობინებაში აღნიშნოს სხვა მზღვეველების ვინაობა და სადაზღვევო ანაზღაურებების მაქსიმალური
ოდენობები. ორმაგი დაზღვევის დროს სადაზღვევო შემთხვევისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხი
რეგულირდება შემდეგნაირად:
4.5.1. თუ ყველა მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობების (ყოველთვიური ლიმიტების) ჯამი
ნაკლებია ან ტოლია კლიენტის მიერ დაკარგული მედიანური თვიური შემოსავლისა, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა
დაზღვევის პირობების 4.1. პუნქტით დადგენილი წესით;
4.5.2. თუ ყველა მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობების (ყოველთვიური ლიმიტების) ჯამი მეტია
კლიენტის მიერ დაკარგული მედიანური თვიური შემოსავლისა, ყოველთვიურად დადგენილი სადაზღვევო
ანაზღაურების 4.1. პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში, გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება ან თუ სხვა
მზღვეველ(ებ)ის მიერ უკვე გაცემულია სადაზღვევო ანაზღაურება - დაკარგული მედიანური თვიური შემოსავლისა და
სხვა მზღვეველ(ებ)ის მიერ გასაცემი (გაცემული) სადაზღვევო ანაზღაურების სხვაობა.

5. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

5.1. კლიენტის უმუშევრობა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუ:


5.1.1. ადგილი აქვს საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით
გაფორმებული ხელშეკრულების (მათ შორის ბრძანების) ვადის ამოწურვას;
5.1.2. კლიენტის უმუშევრობა გამოწვეულია კლიენტის მიზეზით ან ინიციატივით ან კლიენტის მიერ შრომითი
ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან სამართალდარღვევის
ჩადენის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით;
5.1.3. თუ კლიენტი მუშაობდა არასრული სამუშაო დღის განაკვეთით ან/და დასაქმებული იყო, როგორც კონტრაქტორი;
5.1.4. თუ დაზღვევის დაწყების მომენტში კლიენტი ფლობდა ინფორმაციას მოსალოდნელი უმუშევრობის შესახებ;
5.1.5. თუ კლიენტი დასაქმებული იყო გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ძირითადი შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუფორმდა;
5.1.6. თუ კლიენტის შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროლონგაციის შესაძლებლობას, მაგრამ იგი არ იქნა
პროლონგირებული;
5.1.7. თუ კლიენტის უმუშევრობის ფაქტი დადგა მოცდის პერიოდის განმავლობაში;
5.1.8. თუ უმუშევრობის ფაქტის დადგომის მომენტში:
5.1.8.1. კლიენტი არ არის საქართველოს რეზიდენტი;
5.1.8.2. კლიენტი არის 20 (ოცი) წლამდე ასაკის ან 60 (სამოცი) წელს გადაცილებული ქალბატონი ან 65 (სამოცდახუთი) წელს
გადაცილებული მამაკაცი;
5.1.8.3. კლიენტს არ გააჩნია სამთვიანი უწყვეტი სამუშაო სტაჟი (გამოსაცდელი ვადის გამოკლებით);
5.1.8.4. კლიენტის შრომითი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით იყო გაფორმებული;
5.1.8.5. კლიენტის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო იურდიულ პირთან (გარდა დაზღვევის პირობების 3.1.1.4.
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან კლიენტის დამსაქმებელს გააჩნდა 6 (ექვსი) თვეზე ნაკლები ვადით
სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის გამოცდილება. ამასთან, თუ კლიენტის დამსაქმებელი
იურდიული პირი წარმოშობილია რეორგანიზაციის შედეგად, სამეწარმეო/არასამეწარმეო გამოცდილების განსაზღვრისას
მხედველობაში მიიღება რეორგანიზაციამდე არსებული გამოცდილებაც;

4/7
5.1.8.6. კლიენტის უმუშევრობა შედეგია/უკავშირდება კლიენტის ნებისმიერი სახის შვებულებას (დროებითი
შრომისუუნარობის, შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და ა.შ.);
5.1.8.7. დამსაქმებლის მიერ კლიენტთან შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შემდეგ გამოყენებულია უფლება კლიენტს
აუკრძალოს კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოიყენოს მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია და კლიენტი
იღებს კომპენსაციას;
5.1.8.8. თუ კლიენტი დასაქმებულია იურიდიული პირის ხელმძღვანელ/წარმომადგენლობით პოზიციაზე ან სხვა
მმართველობითი ორგანოს წევრად (დირექტორი ან/და სხვა პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამონაწერში) და იღებს გადაწყვეტილებებს ორგანიზაციულ
ცვლილებებთან დაკავშირებით ან/და დამსაქმებელი იურიდიული პირის დამფუძნებელს ან თანადამფუძნებელს
წარმოადგენს კლიენტი ან კლიენტის ოჯახის წევრი (წინადებარე დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული
დაზღვევის მიზნებისთვის ოჯახის წევრი, მიუხედავად კლიენტთან მუდმივი ცხოვრებისა წარმოადგენს: მეუღლე, შვილი,
და, ძმა, მშობელი, მშობლის მეუღლე, ბებია ან ბაბუა).
5.1.9. კლიენტის შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად თუ იგი პირდაპირ
თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოჰყვა ქვემოთ მოცემულ მოვლენებს:
5.1.9.1. ომი, დაპყრობა, საომარი მოქმედებები (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო ომი,
რევოლუცია, აჯანყება, გაფიცვა, ნებისმიერი პირის ქმედება, რომელიც მოქმედებს რაიმე ორგანიზაციის დავალებით ან
დამოუკიდებლად და მიზნად ისახავს De Jure ან De Facto ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობას ან
მასზე ზეგავლენას ტერორისტული ან ძალისმიერი მეთოდებით;
5.1.9.2. ბირთვული ენერგიით გამოწვეული მოვლენები (ბირთვული რეაქციები, დასხივება, დაბინძურება);
5.1.9.3. მაიონიზირებული დასხივება ან ნებისმიერი ბირთვული საწვავის ან მისი აალების შედეგად რადიოაქტივობით
გამოწვეული დაბინძურება;
5.1.9.4. კლიენტის მონაწილეობა სამხედრო (საზღვაო, საჰაერო), თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში
არსებული ძალების სამსახურში ან ასეთის მოქმედებებში;
5.1.9.5. კლიენტის მონაწილეობა ნებისმიერი სახის სიჩქარეზე შეჯიბრში;
5.1.9.6. კლიენტის ყოფნა ნებისმიერ საფრენ საშუალებაში/ხომალდში, მასში შესვლა ან გამოსვლა, გარდა ლიცენზირებული
მრავალძრავიანი საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისა, რომელსაც ექსპლუატაციას უწევს ლიცენზირებული საჰაერო
გადამზიდავი;
5.1.9.7. კლიენტიის ფსიქიკური ავადმყოფობა ან გონების დაბინდვა;
5.1.9.8. კლიენტის ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ინტოქსიკაცია ან თუ კლიენტის შრომისუნარიანობის
მუდმივი სრული დაკარგვის ფაქტი დადგა კლიენტის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების
ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს;
5.1.9.9. კლიენტის ინფექციური დაავადება;
5.1.9.10. კლიენტის საკვებისმიერი ინტოქსიკაცია;
5.1.9.11. კლიენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ან მისი
ჩადენის მცდელობა.

6. სადაზღვევო ანაზღაურების გასაცემად ბანკისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია

6.1. კლიენტი ვალდებულია ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ:
6.1.1. კლიენტის უმუშევრობის ფაქტის დადგომიდან არაუგვინეს 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში;
6.1.2. უბედური შემთხვევის ფაქტის დადგომიდან 24 (ოცდაოთხი) საათის ვადაში.
6.2. კლიენტი ვალდებულია დაზღვევის პირობების 6.1. პუნქტში მითითებული ფაქტის ბანკისათვის შეტყობინებიდან
არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს ბანკს შემდეგი დოკუმენტები:
6.2.1. კლიენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
6.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების ასლი;
6.2.3. უმუშევრობის რისკის ხდომილების შემთხვევაში:
6.2.3.1. შრომითი ხელშეკრულების ასლი;
6.2.3.2. დოკუმენტი ყოფილი დამსაქმებლისგან, რომელშიც მითითებული იქნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის
მიზეზი/საფუძველი და შესაბამისი დოკუმენტაცია;
6.2.3.3. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან გადაწყვეტილების ასლი, რომელიც წარმოადგენს შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს (ასეთი არსებობის შემთხვევაში);

5/7
6.2.3.4. ამონაწერი კლიენტის საბანკო ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება კლიენტისათვის უმუშევრობის ფაქტის
დადგომამდე უკანასკნელი 3 (სამი) თვის განმავლობაში შრომის ანაზღაურების ჩარიცხვის შესახებ;
6.2.3.5. ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ დამსაქმებელი არ იყენებს უფლებას კლიენტს აუკრძალოს კონკურენტი
დამსაქმებლის სასარგებლოდ გამოიყენოს მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია;
6.2.3.6. ცნობა საგადასახადო ორგანოდან კლიენტის სახელზე დამსაქმებლის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის
შესახებ;
6.2.3.7. კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი, სადაზღვევო
შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია.
6.3. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის აუცილებელი პირობაა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე ბანკსა და
მზღვეველს შორის შესაბამისი შეთანხმების მიღწევის თარიღისათვის საკრედიტო ხელშეკრულების ძალაში ყოფნა და
ბანკის წინაშე კლიენტის მიმდინარე სასესხო ვალდებულების არსებობა.
6.4. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე ბანკსა და მზღვეველს შორის შესაბამისი
შეთანხმების მიღწევის თარიღის შემდგომ შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველივე
გადასახდელი საკრედიტო შენატანისათვის.
6.5. თუ კლიენტი, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის პერიოდში დასაქმდა, სადაზღვევო
ანაზღაურების გადახდა ავტომატურად შეწყდება კლიენტის დასაქმების დღის მომდევნო თვიდან, მიუხედავად
დასაქმების ხელშეკრულების ტიპისა (დროებითი, გამოსაცდელი ვადით, გარკვეული სამუშაოს შესრულების მიზნით,
ვადიანი, უვადო თუ სხვა) თუ ფორმისა (ზეპირი, წერილობითი).
6.6. სადაზღვევო ანაზღაურება კონკრეტული კრედიტისთვის საკრედიტო ხელშეკრულების შესაბამისად, საკრედიტო
შენატანის გადახდისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად გაიცემა ბანკის სასარგებლოდ და აღნიშნული
სადაზღვევო ანაზღაურება მიემართება კონკრეტულ კრედიტზე კლიენტის საკრედიტო შენატანის/საკრედიტო შენატანის
შესაბამისი წილის დასაფარად.
6.7. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება ეროვნულ ვალუტაში. თუ გადასახდელი თანხა (საკრედიტო
შენატანის/საკრედიტო შენატანის შესაბამისი წილი) დადგენილია ეროვნული ვალუტისაგან განსხვავებულ ვალუტაში
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოხდება გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

7. უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე

7.1. სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ:


7.1.1. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მომენტისათვის შეწყვეტილია ბანკსა და კლიენტს შორის არსებული საკრედიტო
ხელშეკრულება, მიუხედავად შეწყვეტის მიზეზისა;
7.1.2. კლიენტი არ წარმოადგენს დაზღვევის პირობების მე-6 პუნქტში მითითებულ ყველა აუცილებელ
ინფორმაციას/დოკუმენტაციას;
7.1.3. ადგილი აქვს დაზღვევის პირობების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებს;
7.1.4. დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7.2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან და აღნიშნულის თაობაზე კლიენტის მიერ ბანკის ინფორმირებამდე
გასულია 2 (ორი) წელზე მეტი ვადა.
7.3. იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ბანკის წინაშე ნაკისრი შესაბამისი
ვალდებულებების შესრულება კლიენტის ვალდებულებად რჩება.

8. რეგრესის წესი

8.1. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება და ამ დროისათვის კლიენტი დასაქმებულია,
კლიენტი ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს ბანკს იმ პერიოდისთვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება, რომელ
პერიოდშიც კლიენტი დასაქმებული იყო, გარდა დაზღვევის პირობების 6.5. პუნქტით გათვალისწინებული დასაქმების
თვისა.
8.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას,
მოითხოვს განაცდურის ანაზღაურებას და შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კლიენტის მოთხოვნა
დაკმაყოფილდა, კლიენტი ვალდებულია სრულად დაუბრუნოს ბანკს მისთვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება.

6/7
8.3. იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ადგილი ჰქონდა ისეთი გარემოების გამო, რაც სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია და კლიენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, ხოლო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდება,
რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ადგილი ჰქონდა ისეთი საფუძვლით, რომელიც არ წარმოადგენს სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, სადაზღვევო ანაზღაურება სრულად გაიცემა დაზღვევის პირობებით
დადგენილი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობისა და პერიოდის ფარგლებში.

9. სხვა პირობები

9.1. ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, შემდგომში
მზღვეველისათვის გადაცემის მიზნით, ამგვარის საჭიროების შემთხვევაში, რაც გულისხმობს (მაგრამ არ შემოიფარგლება)
მზღვეველის (ან მზღვეველის მიერ განსაზღვრული პირისათვის) კანონმდებლობით დადგენილი წესით
უფლებამოსილების მინიჭებას გამოითხოვოს ადმინისტრაციული (მათ შორის საგადასახადო ორგანოებიდან) საბანკო და
სადაზღვევო დაწესებულებებიდან კლიენტის შემოსავლების ან/და გადახდილი გადასახადების ან/და არსებული
დაზღვევების შესახებ. ამასთან, კლიენტის მიერ ამ პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკის
მხრიდან განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგენს სადაზღვევო
ანაზღაურების (სრულად ან კონკრეტული თვისთვის გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების) გადახდაზე
უარის თქმის უპირობო საფუძველს.

7/7

You might also like