You are on page 1of 3

კაზუსი:

აღნიშნული კაზუსის ფაბულიდან არაერთი ფაქტობრივი გარემოება იკვეთება,


რომელზეც დეტალური მსჯელობის შედეგად პასუხი გაეცემა მთავარ შეკითხვას,
ჰქონდა თუ არა ბენოს შპს „ანას დიზაინისაგან“ 3000 ლარის სანაცვლოდ კაბების
მოთხოვნის უფლება ანას მამასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების
საფუძველზე.

უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა განვიხილოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება,


რომლის თანახმადაც 17 წლის დიზაინერ ანას მამამ შპს „ანას დიზაინი“ სრულად
გადააბარა და დანიშნა საწარმოს გენერალურ დირექტორად. აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს ჰქონდა თუ არა ანას აღნიშნული საწარმოს
მართვის უფლება, მაშინ როდესაც იგი არასრულწლოვანი, 17 წლის, იყო. სამოქალაქო
კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ანა ითვლება,როგორც 18
წლამდე პირი ქმედუნარიანად,მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65–ე
მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს
თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად
გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი
შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს
დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან
დამთავრების მიმართაც. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც ანა თექვსმეტ წელს
მიღწეული არასრულწლოვანი იყო ცალსახაა, რომ მას ჰქონდა უფლება
გადაებარებინა შპს „ანას დიზაინი“ სამართავად და მეტიც, ყოფილიყო მისი
გენერალური დირექტორი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ანას მიენიჭა უფლება
საწარმოს სამართავად გაფორმებულ/დადებულ
ხელშეკრულებებში/ურთიერთობებში გამოსულიყო, როგორც შეუზრუდავი
ქმედუნარიანი პირი. ყოველივე აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ რაიმე სახის
სამართლებრივი დარღვევა ამ ნაწილში არ იკვეთება.

კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ „ანას დიზაინის“ მაღაზიას 15 წლის მომღერალმა


– ქეთამ მიმართა და ითხოვა ხელშეკრულების გაფორმება, რომლითაც იგი შეიძენდა
500 ლარად ღირებულ კაბას. თუმცა, ირკვევა ისიც, რომ არასრუწლოვანთან
გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ არავის, მათ შორის არც ქეთას კანონიერ
წარმოამდგენლებს/ მშობლებს არ უნდა სცოდნოდათ. მეტიც, კაბის ღირებულება, 500
ლარი, ქეთას მშობლებმა გადასცეს, სწორედ ახალი კაბის შესაძენად.ეს მიგვანიშნებს
63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას
(ხელშეკრულებას) კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე,
მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი
წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი იღებს
სარგებელს. მნიშვნელოვანია, გაირკვეს ხომ არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი
დარღვევა ანასა და ქეთას შორის მსგავსი შინაარსისა და მოცემულობის
ხელშეკრულების გაფორმებისას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც დადებულია
არასრულწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, ითვლება
ნამდვილად, თუკი არასრულწლოვანმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მოქმედებათა შესასრულებლად განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც მას გადასცეს
კანონიერმა წარმომადგენლებმა, ან – ამ წარმომადგენლების თანხმობით – მესამე
პირებმა ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით. აღნიშნული მუხლის
განმარტებიდან, ცალსახაა, რომ ქეთას შეეძლო კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობის გარეშე გაეფორმებინა ხელშეკრულება, რადგანაც ხელშეკრულების
ღირებულება, 500 ლარი, მან განკარგა იმ საშუალებით, რომელიც მას კანონიერმა
წარმომადგენელმა გადასცა, სწორედ იმ მიზნით, რა მიზნითაც იგი გადაცემული იყო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ამ შემთხვევაში იკვეთება რაიმე სახის
დარღვევა.

ყოველივე ზემოთ განხილულის შემდეგ საინტერესოა განვიხილოთ, ბენოსა და ანას


მამას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა. კაზუსის
ფაბულიდან ირკვევა, რომ ანამ უარი განაცხადა, გარკვეული მიზეზების გამო,
ბენოსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. რის შემდეგაც, ბენოსთან
აღნიშნული პირობებისა და შეთანხმების ფარგლებში ნასყიდობის ხელშეკრულება
გააფორმა, ანას მამამ. კაზუსის ამ მოცემულობის განხილვისათვის საჭიროა
განვიხილოთ პირველ რიგში ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო შემდეგ უნდა
განვიხილოთ რამდენად წარმოადგენდა მხარეებს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება ნამდვილ ხელშეკრულებას, რადგანაც, ამ შემთხვევაში ბენოს სურდა
ხელშეკრულების გაფორმება შპს “ანას დიზაინთან” ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს
ფიზიკურის პირის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, სადაც მეორე მხარედ
გამოდის იურიდიული პირი, კერძოდ შპს “ანას დიზაინი”. რადგანაც, იურიდიულ
კომპანიას სჭირდება შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელსაც ექნება უფლება
გამოვიდეს აღნინული შპს-ს სახელით მესამე პირებთან გაფორმებულ
ხელშეკრულებებში. რადგანაც, კაზუსის ფაბულიდან ირკვევა, რომ ანა დანიშნული
იყო შპს “ანას დიზაინის” გენერალურ დირექტორად, ცალსახაა, რომ იგი ითვლება
უფლებამოსილ პირად, დადოს ამავე კომპანიის სახელით ხელშეკრულება მესამე
პირებთან ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში დაცულია სსკ-ს 35-ე მუხლის მეორე
ნაწილით დადგენილი პირობა.თუმცა, ბენოსა და ანას მამას შორის გაფორმებული
ნასყიდო ის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი
დეტალია დასაზუსტებელი. სსკ-ს 477-ე მუხლი აწესებს ნასყიდობის
ხელშეკრულების ძირითად სტანდარტებს. ვინაიდან, კაზუსის ფაბულაში
ნასყიდობის ხელშეკრულების რაიმე არსებითი დარღვევა არ ფიქსირდება,
ერთადერთი რაც დადგენას და განსაზღვრას საჭიროებს წარმოადგენს ის საკითხი,
რამდენად იყო უფლებამოსილი ანას მამა შპს “ანას დიზაინის” სახელით
გაეფორმებინა ხელშეკრულება ბენოსთან.აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას
მნიშვნელოვანია განვიხილოთ სსკ-ს 35-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შპს-ს
უფლებამოსილ პირს უფლება აქვს გამოვიდეს მის წარმომადგენლად მესამე
პირებთან ურთიერთობებში და გააფორმოს ამავე კომპანიის სახელით ესა თუ ის
გარიგება. რადგანაც, ანას მფლობელობაში მთლიანად გადავიდა შპს “ანას დიზანი”
და სწორედ იგი დაინიშნა ამავე საწარმოს გენერალურ დირექტორად, ცალსახაა, რომ
მხოლოდ იგი იყო უფლებამოსილი ეწარმოებინა გარიგებები სხვადასხვა პირებთან.
ხოლო ანას მამამ, საწარმოს ანასთვის გადაცემის მომენტში დაკარგა ყველანაირი
სამართლებრივი უფლება გარიგებები ეწარმოებინა შპს “ანას დიზაინის” სახელით.
მან ასევე, დაკარგა უფლება ანას, არასრულწლოვნის, სახელით დაედო ესა თუ ის
გარიგება. 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეს ნასყიდობის
ხელშეკრულება დადებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ რაც თავის მხრივ
თავისთავად იწვევს გარიგების, ნასყიდობის ხელშეკრულების, ბათილობას
შესაბამისად, ბენოსა და ანას მამას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ არის
ნამდვილი და უნდა გაუქმდეს. 66-ე მუხლის თანახმად,ანას კი ვალდებულების
შესრულებას ვერ მოთხოვენ ვერანაირად,რადგან ხელშეკრულება ითვლება
ბათილად.

დასკვნა: ბენოს არ აქვს უფლება ანასგან მოითხოვოს, ანას მამასთან გაფორმებული


ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალჯსწინებული ვალდებულება. ეს შეგვიძლია
111-ე მუხლის პირველი ნაწილით დავადასტუროთ. თუ პირი წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ
ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

You might also like